გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №182325562-3/035-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
13 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - ნ-----------------
წარმომადგენელი - ა-–---------------–---–-
მოპასუხე - ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენლები - გ-----------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან
აღწერილობითი ნაწილი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2017 წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის გადაწყვეტილება ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის სამშობიარო შენობის (173 ვ.მ) და ფერმის ნაწილის (80,55 კვ.მ) ნ-----------------ს შემძენად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალოს ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი.
2. მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:
ნ-----------------ს 2003 წელს ა------- რაიონის, სოფელ ნ----–-----ს საკრებულოს გადაწყვეტილებით 200 ლარად მიჰყიდეს საკრებულოს ბალანსზე რიცხული ყოფილი კოლმეურნეობის მეცხოველეობის კომპლექსის შენობის ნაწილი, აწ უკვე რეგისტრირებული (საკადასტრო კოდი: 6--1-.---0--- ა------- მუნიციპალიტეტზე 1688.65 კვ.მ შენობიდან ნაწილი 80.55 კვ.მ და 300 ლარად კომპლექსის სამშობიარო შენობა. მოსარჩელემ ამავე წლის 03 ივნისს შეიტანა აღნიშნული თანხა ნ----–-----ს საკრებულოს ანგარიშზე. მას განუმარტეს, რომ უძრავი ნივთები თანხის გადახდის შემდგომ გახდა მისი საკუთრება. ბოლო დრომდე მისთვის ცნობილი არ იყო, თუ სხვა რაიმე დოკუმენტი იყო საჭირო ზემოთ აღნიშნული უძრავი ნივთების საკუთრებაში დასარეგისტრირებლად. როგორც აუხსნეს ნ----–-----ს საკრებულოს უნდა გაეფორმებინა ნ-----------------სათვის ხელშეკრულება, რაც არ გააჩნია, რადგან არავის უფიქრია მისთვის აეხსნა, რომ საჭირო იყო სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულება. 2017 წელს მიმართა ა------- მუნიციპალიტეტს, რათა მათ მიერ მომხდარიყო მის მიერ შესყიდული მეცხოველეობის კომპლექსის შენობის ნაწილის და კომპლექსის სამშობიაროს შენობის რეგისტრაცია და გაფორმება, ვინაიდან მათი წინამორბედის მიერ არ იქნა გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაცია მათი არაკომპეტენტურობის გამო. დღეს იგი კარგავს კონსტიტუციით მინიჭებულ და დაცულ საკუთრების უფლებას, იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი და მისი ბრალეულობის გარეშე სახელმწიფო ორგანოების დაუდევრობის გამო ვერ იფორმებს მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მის მიერ შესყიდულ ქონებას. ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულომ კანონმდებლობის დარღვევით აწარმოა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოსცა მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იურიდიული კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის თავმჯდომარის წერილით განაცხადა უარი მის კანონიერ მოთხოვნაზე. ნ-----------------ს განმარტებით, 2003 წლიდან დღემდე მას შემდეგ რაც შეისყიდა ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის ნაწილი, შესყიდულ ფართში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ კომისიის გადაწყვეტილება კანონიერია, თუ სასამართლო დაადგენს აღნიშნული უძრავი ნივთის მოსარჩელის მიერ შეძენის ფაქტს და ჩათვლის მას შემძენად, ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულო წინააღმდეგი არ იქნება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 07 აპრილს ნ------------------მ მიმართა ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის 80.55 კვ.მ ფართის და მასზე დამაგრებული 104 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის, ასევე ამავე კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული 173 კვ.მ ფართის სამშობიაროს შენობისა და მასზე დამაგრებული 173 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის შემძენად აღიარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ნ------------------ს 11.04.2017წ განცხადება (იხ.ს.ფ.15-16).
3.1.2. 2017 წლის 07 დეკემბერს ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ განიხილა ნ-----------------ს განცხადება სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის 80.55 კვ.მ ფართის და მასზე დამაგრებული 104 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის, ასევე ამავე კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული 173 კვ.მ ფართის სამშობიაროს შენობისა და მასზე დამაგრებული 173 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სხდომის ოქმი 07.12.2017წ N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ.18-19).
3.1.3. ნ-----------------ს ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 26 იანვრის N1---- წერილით გაეგზავნა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2017 წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმის ამონაწერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-26.01.2018 წ N1---- წერილი (იხ.ს.ფ.17).
3.1.4. ნ-----------------ს მიერ წარმოდგენილი ამონაწერში ნ----–-----ს საკრებულოს ოქმი N--იდან მითითებულია, რომ 2003 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა სოფელ ნ----–-----ს მოსახლეობის საერთო კრება, კრებას ესწრებოდა მოსახლეობის 62%, შედგა ნ----–-----ს საკრებულოს ოქმი N-, ოქმის ამონაწერის თანახმად, კრების თავჯდომარემ ს------------------მ აღნიშნა, რომ ყოფილი კოლმეურნეობის მეცხოველეობის კომპლექსის ნაწილების შესყიდვაზე შესულია თ---------------------ს, გ------------–-----ს, ნ----------------ს და კ-–-----------------ს განცხადებები. რომლითაც გადაწყდა კ-–-------------------- მუშათა-მოსამსახურეთა ოთახების და მარცვლეულის საწყობის მიყიდვის თაობაზე, რომელსაც იმ დროისათვის საკრებულო არ იყენებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ნ----–-----ს საკრებულოს მოსახლეობის საერთო კრების ოქმი N--იდან(იხ.სფ.13-14).
3.1.5. ნ-----------------ს მიერ წარმოდგენილ ქვითრებში მითითებულია, რომ 300 ლარი არის კომპლექსის სამშობიაროს შენობის ღირებულება, ხოლო 200 ლარი არის კომპლექსის შენობის ნაწილის ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქვითრები (იხ.ს.ფ.11-12).
3.1.6. მოწმე ს------------------ს განმარტებით სოფელ ნ----–-----ს მოსახლეობის საერთო კრების ჩატარების პერიოდისათვის, როდესაც ყოფილი კოლმეურნეობის მეცხოველეობის კომპლექსის ნაწილები სოფლის მოსახლეობაზე გაიყიდა, იყო საკრებულოს თავმჯდომარე. ნ----------------ს კარგად იცნობს, ის შენობა ბალანსით გადაეცა საკრებულოს და რომ არ გაძარცვულიყო დავალებული ჰქონდა ა------- რაიონის გამგებლისაგან, რომ უნდა გაყიდულიყო, შეფასებული იქნა ქონება და შესაბამისად მიეყიდა ნ----------------ს, არსებობს ამონაწერი, ასევე ქვითრები, რომლითაც დასტურად რომ ნ----------------ს მიერ გადახდილია თანხა. კრების ოქმი ინახებოდა საკრებულოში, თუმცა სად წაიღეს, მისთვის უცნობია, თავად კრების თავმჯდომარე იყო, კრება შედგა 2003 წელს, ხოლო ამონაწერი გაცემულია 2005 წელს კ-–-------------------, სადაც დღის წესრიგში ნ----------------ს განცხადებაც არის მითითებული, ამ კრების დროს ნ-----------------ს საკითხიც იქნა განხილული და მისი განცხადება დაკმაყოფილდა. ნ----------------- 2003 წლიდან დღემდე ამ შესყიდულ ფართში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 28 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი;
3.1.7. შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარების და უძრავი ქონების გადაცემის შესახებ დადგენილია, რომ ა------- მუნიციპალიტეტის გამგებელი ლ-----–----- და ი--------------–---–- შეთანხმდნენ შემდეგზე:
შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს ი--------------–---–-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია: 2005 წლის 1-ლი აგვისტოს გადარიცხვის ქვითარი N-- ლიბერთი ბანკის ა------- ფილიალის 09.11.2012 წლის ცნობა N---, რომლითაც დასტურდება 1700 ლარის სოფ. ნ----–-----ს საკრებულოს ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ, ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შესყიდვის დანიშნულებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, ა------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 04.09.2015 წლის N---- განკარგულება და ა------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 30.09.2015 წლის N----- ბრძანება.
შეთანხმების საგანს წარმოადგენს ა------- მუნიციპალიტეტის სოფ. ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608,1- კვ,მ და მასზე დამაგრებილი მიწის ნაკვეთის ფართი 2063კვ.მ. ს/კოდი 6--1-.---0--.
მხარეები ადასტურებენ, რომ ი--------------–---–-- კეთილსინდისიერად შეიძინა ა------- მუნიციპალიტეტის სოფ. ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608,10კვ.მ. და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართი 2063კვ.მ. ს/კოდი 6--1-.---0--. და შესყიდვის მომენტისათვის არ მომხდარა ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი წესით გაფორმება მყიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ა------- მუნიციპალიტეტის გამგეობა წინამდებარ ხელშეკრულებით აღიარებს ა------- მუნიციპალიტეტის გამგეობა შესყიდვის ფაქტს და ცნობს ი--------------–---–-ს როგორც მესაკუთრის უფლება-მოვალეობას ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,, მოთხოვნათა შესაბამისად.
ა------- მუნიციპალიტეტის გამგეობა გადასცემს, ხოლო ი--------------–---–- იღებს უძრავ ქონებას მდებარეს ა------- მუნიციპალიტეტის სოფ. ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608.10კვ.მ და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთის ფართს : 2063კვ.მ ს/კოდი 6--1-.---0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარების და უძრავი ქონების გადაცემის შესახებ(იხ.სფ.22-23).
3.1.8. ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 სექტემბრის N---- განკარგულებით ქ. ა---––---–- ფ---------------ს ქ. N 55-ში მცხოვრები ი--------------–---–- აღიარებული იქნა მის მიერ შეძენილი ა------- რაიონის სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. 6--1-.---0--- შემძენად, რის შემდეგ საჯარო რეესტრის სააგენტოში დარეგისტრირდა ი--------------–---–-ს საკუთრებად უძრავი ქონება: 2167.00კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა: ობიექტის 1(ბოსელი) სასარგებლო ფართი 1688.65კვმ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 სექტემბრის N---- განკარგულება (იხ.სფ.40)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.20).
3.1.9. ა------- რაიონის სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის 80.55კვმ. ფართის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. 6--1-.---0--- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 104.00კვმ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა------- მუნიციპალიტეტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.20).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2017 წლის 07 დეკემბრის N-- საოქმო გადაწყვეტილება ნ----------------სთვის ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის სამშობიარო შენობის (173 კვ.მ), ფერმის ნაწილისა (80,55 კვ.მ) და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების შემძენად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში.
ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სრულყოფილი შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ----------------ს მიმართ 2017 წლის 11 აპრილის N----- განცხადების საფუძველზე უძრავი ქონების შემძენად აღიარებასთან დაკავშირებით;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე: ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს; მოქმედებს კომისიის სახელით;
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2017 წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმი ნ-----------------ს საკითხის განხილვის ნაწილში წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ის უშუალოდ განსაზღვრავს დაინტერესებული პირის უფლება-მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კონკრეტული აქტის გამოცემის დავალდებულება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილია, რომ ნ-----------------მ 2017 წლის 07 აპრილს მიმართა განცხადებით ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, 2017 წლის 07 დეკემბერს ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ განიხილა განცხადება სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის 80.55 კვ.მ ფართის და მასზე დამაგრებული 104 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის, ასევე ამავე კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული 173 კვ.მ ფართის სამშობიაროს შენობისა და მასზე დამაგრებული 173 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე, თუმცა უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე ნ-----------------ს ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 26 იანვრის N1---- წერილით გაეგზავნა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2017 წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმის ამონაწერი.
მოსარჩელე ნ-----------------ს მიერ წარმოდგენილ ამონაწერში ნ----–-----ს საკრებულოს ოქმი N--იდან მითითებულია, რომ 2003 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა სოფელ ნ----–-----ს მოსახლეობის საერთო კრება, კრებას ესწრებოდა მოსახლეობის 62%, შედგა ნ----–-----ს საკრებულოს ოქმი N-, ოქმის ამონაწერის თანახმად, კრების თავჯდომარემ ს------------------მ აღნიშნა, რომ ყოფილი კოლმეურნეობის მეცხოველეობის კომპლექსის ნაწილების შესყიდვაზე შესულია თ---------------------ს, გ------------–-----ს, ნ----------------ს და კ-–-----------------ს განცხადებები. რომლითაც გადაწყდა კ-–-------------------- მუშათა-მოსამსახურეთა ოთახების და მარცვლეულის საწყობის მიყიდვის თაობაზე, რომელსაც იმ დროისათვის საკრებულო არ იყენებდა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ-----------------მ ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის 173 კვ.მ ფართის სამშობიაროს შენობის ღირებულებაში გადაიხადა 300 ლარი, ხოლო კომპლექსის შენობის ნაწილის 80.55 კვ.მ ფართის ღირებულებაში გადაიხადა 200 ლარი.
სასამართლო ასევე მიუთითებს მოწმე ს------------------ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ სოფელ ნ----–-----ს მოსახლეობის საერთო კრების ჩატარების პერიოდისათვის, როდესაც ყოფილი კოლმეურნეობის მეცხოველეობის კომპლექსის ნაწილები სოფლის მოსახლეობაზე გაიყიდა, იყო საკრებულოს თავმჯდომარე. ნ----------------ს კარგად იცნობს, ის შენობა ბალანსით გადაეცა საკრებულოს და რომ არ გაძარცვულიყო დავალებული ჰქონდა ა------- რაიონის გამგებლისაგან, რომ უნდა გაყიდულიყო, შეფასებული იქნა ქონება და შესაბამისად მიეყიდა ნ----------------ს, არსებობს ამონაწერი, ასევე ქვითრები, რომლითაც დასტურად რომ ნ----------------ს მიერ გადახდილია თანხა. კრების ოქმი ინახებოდა საკრებულოში, თუმცა სად წაიღეს, მისთვის უცნობია, თავად კრების თავმჯდომარე იყო, კრება შედგა 2003 წელს, ხოლო ამონაწერი გაცემულია 2005 წელს კ-–-------------------, სადაც დღის წესრიგში ნ----------------ს განცხადებაც არის მითითებული, ამ კრების დროს ნ-----------------ს საკითხიც იქნა განხილული და მისი განცხადება დაკმაყოფილდა. ამასთან ნ----------------- 2003 წლიდან დღემდე ამ შესყიდულ ფართში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ----------------- 2003 წლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც შეისყიდა ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის ნაწილი, შესყიდულ ფართში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და ფლობს მას კეთილსინდისიერად.
საქმეში არსებული შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარების და უძრავი ქონების გადაცემის შესახებ დადგენილია, რომ ა------- მუნიციპალიტეტის გამგებელი ლ-----–----- და ი--------------–---–- შეთანხმდნენ შემდეგზე:
შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს ი--------------–---–-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია: 2005 წლის 1-ლი აგვისტოს გადარიცხვის ქვითარი N-- ლიბერთი ბანკის ა------- ფილიალის, 09.11.2012 წლის ცნობა N---, რომლითაც დასტურდება 1700 ლარის სოფ. ნ----–-----ს საკრებულოს ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ, ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შესყიდვის დანიშნულებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, ა------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 04.09.2015 წლის N---- განკარგულება და ა------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 30.09.2015 წლის N----- ბრძანება.
შეთანხმების საგანს წარმოადგენს ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608,10 კვ,მ და მასზე დამაგრებილი მიწის ნაკვეთის ფართი 2063კვ.მ. ს/კოდი 6--1-.---0--.
მხარეები ადასტურებენ, რომ ი--------------–---–-- კეთილსინდისიერად შეიძინა ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608,10კვ.მ. და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართი 2063 კვ.მ. ს/კოდი 6--1-.---0--. და შესყიდვის მომენტისათვის არ მომხდარა ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი წესით გაფორმება მყიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ა------- მუნიციპალიტეტის გამგეობა წინამდებარ ხელშეკრულებით აღიარებს შესყიდვის ფაქტს და ცნობს ი--------------–---–-ს როგორც მესაკუთრის უფლება-მოვალეობას ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,, მოთხოვნათა შესაბამისად.
ა------- მუნიციპალიტეტის გამგეობა გადასცემს, ხოლო ი--------------–---–- იღებს უძრავ ქონებას, მდებარეს ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608.10კვ.მ და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართი : 2063კვ.მ ს/კოდი 6--1-.---0--.
ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 სექტემბრის N---- განკარგულებით ქ. ა---––---–- ფ---------------ს ქ. N 55-ში მცხოვრები ი--------------–---–- აღიარებული იქნა მის მიერ შეძენილი ა------- რაიონის სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. 6--1-.---0--- შემძენად, რის შემდეგ საჯარო რეესტრის სააგენტოში დარეგისტრირდა ი--------------–---–-ს საკუთრებად უძრავი ქონება: 2167.00კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა: ობიექტის 1(ბოსელი) სასარგებლო ფართი 1688.65კვმ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ამავე კოდექსის 76 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია „დაინტერესებული პირის განცხადება“, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან“.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეიბოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს იმ საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.
ამავე კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს;
ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მეორე მუხლის თანახმად საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი.
ამავე რეგლამენტის 23-ე მუხლის თანახმად საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
ამავე რეგლამენტის 25-ე მუხლის თანახმად საკრებულოს კომისია სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს; წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში;
ამავე რეგლამენტის 29-ე მუხლის თანახმად კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
ამავე რეგლამენტის 30-ე მუხლის თანახმად კომისიის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. გადაწყვეტილებებში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა, ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია და საკრებულოს სხდომაზე კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი (მომხსენებლები). გადაწყვეტილებებში აღინიშნება კომისიის წევრთა უმცირესობის აზრიც და ამ საკითხზე კომისიის თვალსაზრისი.
აღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით შეესწავლა ნ-----------------ს განცხადება, მასზე მოემზადებინა გადაწყვეტილების პროექტი და აღნიშნული პროექტი წარედგინა საკრებულოს ბიუროსათვის, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ პროექტს წარადგენდა საკრებულოს სხდომაზე, სადაც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება, რაც სადავოდ არ განახორციელა. როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალებით ირკვევა ნ-----------------ს განცხადების ირგვლივ მსჯელობა მოხდა მხოლოდ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს, მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად“.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაარღვია დაინტერესებული პირის უფლებები, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ისე მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა ის, რომ ნ-----------------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონის სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რაზეც სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიამ გაურკვეველი საფუძვლით უთხრა ნ----------------ს უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე, ისე, რომ არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ დადგენილი აღნიშნული გარემოებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2017 წლის 07 დეკემბრის N-- საოქმო გადაწყვეტილება ნ----------------სთვის ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის სამშობიარო შენობის (173 კვ.მ), ფერმის ნაწილისა (80,55 კვ.მ) და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების შემძენად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სრულყოფილი შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ----------------ს მიმართ 2017 წლის 11 აპრილის N----- განცხადების საფუძველზე უძრავი ქონების შემძენად აღიარებასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაეკისროს ნ-----------------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2017 წლის 07 დეკემბრის N-- საოქმო გადაწყვეტილება ნ----------------სთვის ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----–-----ს ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის სამშობიარო შენობის (173 კვ.მ) და ფერმის ნაწილისა (80,55 კვ.მ) და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების შემძენად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში.
3. დაევალოს ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სრულყოფილი შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ----------------ს მიმართ 2017 წლის 11 აპრილის N----- განცხადების საფუძველზე უძრავი ქონების შემძენად აღიარებასთან დაკავშირებით;
4. დაეკისროს ა------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნ----------------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი