გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002294520
საქმე №3/99-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - დ----- ჭ------ე
წარმომადგენელი - ნ--------------ი
წარმომადგენელი - ნ-----–------–--ე
მოპასუხე - ქალაქ ქ მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენელი - დ----- ბ----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N54 ბრძანება დ----- ჭ------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
1.2. დაევალოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღადგინოს დ----- ჭ------ე იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე.
1.3. დაევალოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დ----- ჭ------ის სასარგებლოდ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის 2017 წლის 29 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 720 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წელს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, კონკურსის წესით დაინიშნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად სამი თვის ვადით. გამოცდა ჩატარებული იქნა საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ და მიიღო მაქსიმალურთან მიახლოებული ქულა. 2015 წლის 23 აპრილს იმავე პოზიციაზე დაინიშნა უვადოდ. ხელფასი განისაზღვრა 500 ლარით, ხოლო შემდეგ გაიზარდა 720 ლარამდე. 2015 წლის აპრილში ჩააბარა გამოცდები და გადაიყვანეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ, 2017 წლის ივნისიდან გადაიყვანეს საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად და თანამდებობრივი სარგო დარჩა იგივე, ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 720 ლარით. 2017 წლის 29 ნოემბერს თანამდებობაზე დაინიშნა ქუთაისი ახალი მერი და ამავე დღეს გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომლის ვადა განისაზღვრა 1 თვით. 2017 წლის 27 დეკემბერს საკრებულოს თავმჯდომარემ დანიშვნიდან ორ კვირაში მოახდინა მოსარჩელის მიერ მიმდინარე წლების მანძილზე განხორციელებული სამუშაოების შეფასება, რაც საფუძვლად დაედო სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლებას. 2017 წლის 29 დეკემბრის სადავო ბრძანება მომზადდა ისე, რომ არ მომხდარა მოსარჩელის, როგორც საჯარო მოხელის მობილობა, არ შეუთავაზებიათ სხვა ვაკანტური ადგილი. მხარე მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ მისი რანგის ორი თანამშრომელიდან 2 შტატი დატოვეს და მხოლოდ მოსარჩელე გაათავისუფლეს. გათავისუფლების რეალური მდგომარეობას წარმოადგენდა მოსარჩელის მეგობრული ურთიერთობა წინა მერიის ხელისუფლებისა და პარტიის წევრებთან. მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს სადავო - 2017 წლის 29 დეკემბრის N54 ბრძანებას ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის დ----- ჭ------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ’’ და ითხოვს მის ბათილად ცნობას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალდებულებას აღადგინოს დ----- ჭ------ე იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, ასევე დ----- ჭ------ის სასარგებლოდ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის 2017 წლის 29 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 720 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით ანაზღაურებას.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მიაჩნია, რომ არ არსებობს აქტის ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 აგვისტოს N94 ბრძანებით დ----- ჭ------ე 2014 წლის 12 აგვისტოდან 2014 წლის 3 ნოემბრამდე მიღებული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მთავარ სპეციალისტად, შრომის ხელშეკრულების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 აგვისტოს N94 ბრძანება (ტ. 1. ს.ფ. 74);
- შრომის ხელშეკრულება N11 (ტ. 1. ს.ფ. 75);
3.2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 1 ოქტომბრის N145 ბრძანებით დადგენილია, რომ დ----- ჭ------ე 2014 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა ქალაქ ქუთაისის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე, დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით მოხელის დანიშვნამდე. დ----- ჭ------ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თანაშემწის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შეწყდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 აგვისტოს N94 ბრძანებით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტთან, დ----- ჭ------ესთან, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N145 ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 76);
3.3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 20 ოქტომბრის N185 ბრძანებით დადგენილია, რომ გადაყვანილ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი დ----- ჭ------ე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად, 2014 წლის 1 ნოემბრიდან, ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით მოხელის დანიშვნამდე. დ----- ჭ------ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თანაშემწის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 20 ოქტომბრის N185 ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 248);
3.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 21 ოქტომბრის N188 ბრძანებით დამტკიცდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქცია.
აღნიშნული ბრძანების დანართი N1-ის მე-4 თავის (საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება) მესამე ნაწილის შესაბამისად, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე: განიხილავს, აანალიზებს და ანოტაციას უკეთებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახელზე შემოსულ კორესპონდენციებს, იღებს ინფორმაციებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ გაცემული დავალებების შესრულების თაობაზე. ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში, ამზადებს სხვადსხვა ინსტანციებში გასაგზავნი წერილობითი მიმართვების პროექტებს, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თათბირებისა და მოქალაქეებთან შეხვედრების ჩატარებას. პასუხისმგებელია განყოფილების უფროსის, აპარატის უფროსის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე (ანგარიშვალდებულების ფორმა: ზეპირი/წერილობითი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N191 ბრძანება, დანართ 1 (იხ. ტომი 1, ს.ფ. 191-197);
3.5. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის წერილით დადგენილია, რომ დ----- ჭ------ემ გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე-ტესტირების ეტაპი და მისი სარეიტინგო ქულა არის - 49.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- Nკ/250 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 83);
3.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ივნისს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა დ----- ჭ------ემ N36-02 განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, ითხოვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ დანიშვნა 2015 წლის 25 ივნისიდან სამი თვის გამოსაცდელი ვადით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 ივნისის N195 ბრძანებით დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, დაინიშნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, დ----- ჭ------ე, 2015 წლის 25 ივნისიდან, სამი თვის გამოსაცდელი ვადით. დ----- ჭ------ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თანაშემწის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N36-02 განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 226);
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 ივნისის N195 ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 78);
3.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწემ დ----- ჭ------ემ N191-02 განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა ითხოვა.
დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 სექტემბრის N349 ბრძანების საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო, დ----- ჭ------ე 2015 წლის 25 სექტემბრიდან განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 25 სექტემბრის N191-02 განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 228);
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 სექტემბრის N349 ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 79);
3.8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 28 ივნისის N258 ბრძანების თანახმად დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, დ----- ჭ------ე 2017 წლის 28 ივნისიდან, განუსაზღვრელი ვადით, გადაყვანილი იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად.
დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის N286 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N258 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების სათაურსა და პირველ მუხლში ფრაზა ,,საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად’’ შეიცვალა ფრაზით: ,,მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსს სპეციალისტად’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 28 ივნისის N258 ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 80);
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის N286 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 81);
3.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 4 ივლისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული იქნა საკრებულოს აპარატის სამუშაო აღწერილობა (ქვესტრუქტურა: საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება), თანამდებობის დასახელება - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კატეგორია - პირველი, რანგი - მესამე რანგი უფროსი სპეციალისტის დონე; უშუალო დაქვემდებარებაში (თანამდებობის დასახელება) საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი; უშუალოდ დაქვემდებარებულ თანამშრომელთა რაოდენობა თანამდებობრივი აღნიშვნით: საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 10. თანამშრომლის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს: საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; თანამდებობრივი სარგო - 900 ლარი; თანამდებობის მიზანი საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების საქმიანობის ორგანიზებასა და მართვაში უშუალო ხელმძღვანელისათვის (საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსისათვის) ხელშეწყობა და მისთვის განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ფუნქციები (მოვალეობები): მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებიდან, კომპეტენციებიდან გამომდინარე სხვადასხვა დოკუმენტაციების შემუშავება და ანალიზი, პრიორიტეტულობა: მაღალი; შესაბამისი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიღება; პრიორიტეტულობა: მაღალი; საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, ფრაქციებისა და კომისიების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს წევრთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა მიერ სხვადასხვა ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; პრიორიტეტულობა: მაღალი; საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით საკრებულოს წევრების ინფორმირების უზრუნველყოფა, პრიორიტეტულობა: მაღალი; საკრებულოს სხდომებზე განსახილველი სამართლებრივი აქტებისა და სხდომის დღის წესრიგის პროექტების რეგლამენტით დადგენილი წესით საკრებულოს წევრებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; პრიორიტეტულობა: მაღალი; საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომებზე კვორუმის არსებობის კონტროლის უზრუნველყოფა, პრიორიტეტულობა: მაღალი; საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრთა დასწრების რეგისტრაციის უზრუნველყოფა; პრიორიტეტულობა: მაღალი; საკრებულო სხდომების ტრანსლაცია და მისი საჯაროობის ტექნიკური უზრუნველყოფის კონტროლი; პრიორიტეტულობა: მაღალი; საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმისა და კომისიების სხდომების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; პრიორიტეტულობა: მაღალი; საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების, ასევე საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩეველთა მიღებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის გრაფიკის შემუშავებისა და მომზადების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პრიორიტეტულობა: მაღალი; საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, პრიორიტეტულობა: საშუალო; საკრებულოს მოსამსახურეთა მატერიალურ-ტექნიკური მომსახურებისა და საოფისე მასალებით მომარაგების, ასევე საკრებულოს ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, შესაბამისი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან და აპარატის უფროსთან შეთანხმებით, პრიორიტეტულობა: საშუალო; ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალების შესრულება, პრიორიტეტულობა: საშუალო; დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას ურთიერთობა აქვს (შიდა და გარე): საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, დროებითი სამუშაო ჯგუფი, საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილებები; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულები: ადმინისტრაციული სამსახური, საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეული - მატერიალური ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ანგარიშგება: ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3, მე-6 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული (ზეპირი/წერილობით) ანგარიში; განათლება: აუცილებელი: უმაღლესი განათლება - მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ცოდნა: აუცილებელი: სამართლებრივი აქტები - საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’; საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; კომპიუტერული პროგრამები/ცოდნის დონე: Microsoft Office Word - კარგად; Internet Explorer კარგად; Microsoft Office PowerPoint - კარგად; უცხო ენები: ინგლისური, ან რუსული ან გერმანული, ან ფრანგული; გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება: 3 წელი; კომუნიკაციები და უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი, დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, კომპლექსური აზროვნება, დროის ეფექტური მართვა, საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სამუშაო აღწერილობა (ტომი 1, ს.ფ. 198-201);
3.10. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს N189 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა N1 დანართის შესაბამისად, ხოლო N2 დანართის შესაბამისად დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა; ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 ივლისის N184 დადგენილება. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ერთეული განისაზღვრა 34 შტატით.
დანართი N1-ის შესაბამისად განისაზღვრა, მეორადი სტრუქტურული ერთეული - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 14 შტატით; ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - 1 შტატით; ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 3 შტატით; გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 10 შტატით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს N189 დადგენილება, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 209-210);
3.11. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N33 განკარგულებით მიეცა თანხმობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის დაწყებაზე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დაევალა არაუმეტეს სამი თვის ვადისა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N33 განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 113);
3.12. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N22 ბრძანებით დაიწყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 დეკემბრის N02/859 წერილით საჯარო სამსახურის უფროსს ეკატერინე ქარდავას ეცნობა, რომ ეგზავნება ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 29 ნოემბრის N22 ბრძანების სათანადო წესით დამოწმებული ასლი, დანართი 1 ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N22 ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 114);
- - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 დეკემბრის N02/859 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 120);
3.13. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს დ----- ჭ------ეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 29 ნოემბრის N663-02 წერილით ეცნობა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის, 104-ე მუხლისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N33 განკარგულების შესაბამისად, დაგეგმილია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის პროცესი, აღნიშნულიდან გამომდინარე მიეცა გაფრთხილება შტატების შემცირების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 29 ნოემბრის N663-02 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 82);
3.14. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 7 დეკემბრის N4 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს N189 დადგენილებაში და შეიცვალა დადგენილების N1 და N2 დანართები. დადგენილების შესაბამისად, საკრებულოს აპარატი შედგება 34 შტატისგან. მათ შორის: მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული განყოფილება - 10 შტატი: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი - 1 შტატი; ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 შტატი; გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 8 შტატი (დანართი N1, 4 ნაწილი); მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 3 შტატი: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - 1 შტატი; ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 შტატი (დანართი N1, 6 ნაწილი);
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 11 მოსამსახურე, მათ შორის: 1. დამხმარე მოსამსახურე - 4 ერთეული; 2. ფრაქციაში მოწვეული სპეციალისტი - 4 ერთეული; 3. თანაშემწე - 2 ერთეული; 4. რეფერენტი - 1 ერთეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 7 დეკემბრის N4 დადგენილება, დანართი 1, დანართი 2 (ტომი 1, ს.ფ. 87-90);
3.15. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N54 ბრძანებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, დ----- ჭ------ე, 2017 წლის 29 დეკემბრიდან.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N54 ბრძანება დ----- ჭ------ეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით და შემდეგ ელექტრონული ფოსტით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N54 ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 115);
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N54 ბრძანების დ----- ჭ------ისათვის გაცნობის თაობაზე სატელეფონო შეტყობინების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 105-111).
3.16. დადგენილია, რომ დ----- ჭ------ეს (დაბადებული: 25.06.1978 წელს) მიღებული აქვს შემდეგი განათლება: 1984-1993 წწ. ქ. ქუთაისი, კ. გამსახურდიას სახელობის N31 საშუალო სკოლა; 1993-1995 წწ. ქ. ქუთაისის ნ. ნიკოლაძის სახელობის ეკონომიკური ლიცეუმი; 1995-2000წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი. ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი, ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაცია. ტრენინგები: 2000წ. - ასოციაცია ,,ლურჯი იალქანი’’ ,,კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები’’; 2000-2001წწ. საერთაშორისო მაშველთა კორპუსი (IRC) - სასწავლო კურსები ინგლისურ ენაში; 2001წ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ,,საგადასახადო კანონმდებლობა’’; 2015წ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა - საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ,,ფინანსური მენეჯმენტის და აუდიტის’’ - დარგობრივი სრული კურსი; პროფესიული გამოცდილება: 1998-2000წწ. - ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ქუთაისის მთავარი რეგიონალური სამმართველოს ვაჭრობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 1999-200წწ. - მცირე ბიზნესის და საერთაშორისო ურთიერთობების ხელშემწყობი ფონდი ,,აფხაზინტერკონტი’’ - მენეჯერის ასისტენტი; 2001წ. - ,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის’’ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე; 2001-2003წწ. - ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, გადასახადების აკრეფის განყოფილების ინსპექტორი, ინსპექტორის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2003-2004წწ. - წყალტუბოს რაიონული საგადასახადო ინსპექცია, გადასახადების აკრეფის განყოფილების ინსპექტორი, ინსპექტორის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2004წ. - წყალტუბოს ზონალური საგადასახადო ინსპექცია, მონაცეთა დამუშავების განყოფილების უფროსი; 2006-2007წწ. შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ დირექტორის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; 2007-2008წწ. - შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი; 2008-2012წწ. - შპს ქუთაისის აეროპორტის’’ ეკონომიკური სამსახურის უფროსი; 2012წ. - შპს ,,მარიამი 2009’’ ოფის მენეჯერი; 2014წ. - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო; საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთ.სპეციალისტი; 2014წ. - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე; 2017წ. - ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო; საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; კომპიუტერული პროგრამები: MS Windows, word Excel, Internet Explorer, PowerPoint; უცხო ენები: რუსული, ინგლისური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ----- ჭ------ის CV (ტომი 1, ს.ფ. 84-85);
3.17. საქმეში წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, დ----- ჭ------ის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის თანახმად (14.08.2017-18.08.2017 საანგარიშო პერიოდი), ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტმა დ----- ჭ------ემ შეასრულა მასზე დაკისრებული შემდეგი, ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები, შესრულებული სამუშაო: 1) განიხილა წერილები, გაუკეთა ანოტაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახელზე შესულ კორესპონდენციებს; 2) მიიღო ინფორმაციები საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ გაცემული დავალებების შესრულების თაობაზე; 3) ხელი შეუწყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში; 4) უზრუნველყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოქალაქეებთან შეხვედრების ჩატარება; 5) საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილის უშუალო დავალებით კვირის მანძილზე შეხვდა 8 მოქალაქეს, საიდანაც 3 მათგანს გაუწია კონსულტაცია და დაეხმარა საბუთების მოწესრიგებაში, რომელიც შეეხებოდა ოპერაციების თანადაფინანსებას, საიდანაც ყველა დაკმაყოფილდა. 5 მოქალაქეს კი გაეწია ერთჯერადი მატერიალური დახმარება საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის შუამდგომლობით აღმასრულებელთან, მათაც ანალოგიურად გაუწია კონსულტაცია და დაეხმარა საბუთების მომზადებაში; 6) ყოველდღიურად აქვს შეხვედრები მერიის სხვადასხვა სამსახურებთან; დამატებით ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარს მოადგილის, აპარატის უფროსის და განყოფილების უფროსის მიერ გაცემულ სიტყვიერ დავალებებს.
საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის დ----- ჭ------ისათვის დაკისრებული ძირითადი ფუნქციების - მოვალეობების შესრულების ანგარიშები ასევე, მოიცავს 11.09.2017-15.09.2017; 18.09.2017-22.09.2017; 25.09.2017-29.09.2017; 09.10.2017-13.10.2017 02.10.2017-06.10.2017; 16.10.2017-20.10.2017; 23.10.2017-27.10.2017; 06.11.2017-10.11.2017; 13.11.2017-17.11.2017 და 20.11..2017-24.11.2017 საანგარიშო პერიოდებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ----- ჭ------ის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშები (ტომი 1, ს.ფ. 151-171);
3.18. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ოქტომბრის N188 ბრძანების დანართით დადგენილი იქნა ქუთაისის საკრებულოს აპარატის თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომლის IV თავით განისაზღვრა საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში მომუშავე პირების თანამდებობრივი ინსტრუქცია.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 4 ივლისს დამტკიცდა სამუშაო აღწერილობა: სტრუქტურული ერთეული - საკრებულო აპარატი; ქვესტრუქტურა - საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; თანამდებობა, თანამდებობის დასახელება - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; რანგი - მესამე რანგი - უფროსი სპეციალისტის დონე; უშუალო დაქვემდებარებაშია - საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი; უშუალოს დაქვემდებარებულ თანამშრომელთა რაოდენობა თანამდებობათა აღნიშვნით - საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -10; თანამდებობრივი სარგო - 900 ლარი; თანამდებობის მიზანი: საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის -საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და მართვაში უშუალო ხელმძღვანელისათვის) საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსისათვის) ხელშეწყობა და მისთვის განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება. აქვე ჩამოთვლილია ფუნქციები (მოვალეობები), დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას ურთიერთობის მხარეები (შიდა და გარე), ანგარიშგება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება აუცილებელი - პროფესიული განათლების დონე: უმაღლესი განათლება - მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; განთლების სფერო - მოთხოვნა არ არის მითითებული; ცოდნა: სამართლებრივი აქტების - 1. საქართველოს კონსტიტუცია; 2. ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; 3. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; 4. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კომპიუტერული პროგრამები/ცოდნის დონე: -Microsoft Office Word /კარგად, Internet Explorer/კარგად, Microsoft Office PowerPoint/კარგად. გამოცდილება: აუცილებელი სამუშაო გამოცდილება - 3 წელი; გამოცდილების სფერო - მოთხოვნა არ არის მითითებული; ხელმძღვანელობის სფერო - მოთხოვნა არ არის მითითებული. კომპეტენცია და უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი; დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; კომპლექსური აზროვნება; დროის ეფექტიანი მართვა; საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი. განათლების მოთხოვნებში გრაფა ,,სავალდებულო“ არ არის მითითებული მოთხოვნა, ხოლო გრაფაში ,,სასურველი“ განსაზღვრულია უცხო ენები/ცოდნის დონე: ინგლისური ან რუსული ან გერმანული ან ფრანგული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ოქტომბრის N188 ბრძანების დანართი (ტომი 1, ს.ფ. 192-197);
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 4 ივლისს დამტკიცებული სამუშაო აღწერილობა (ტომი 1, ს.ფ. 198-201);
3.19. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N23 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა N1 დანართის შესაბამისად. დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა, N2 დანართის შესაბამისად. განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დანართი N3-ის შესაბამისად. ძალადაკარგულად გამოცხადდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს N189 დადგენილება; ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის N182 დადგენილება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N23 დადგენილების დანართი N1-ის შესაბამისად, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეების შტატი განისაზღვრა - 34 შტატით. რიგზე N4: მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული განყოფილება: 10 შტატი; მათ შორის თანამდებობის დასახელება - ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი - მეორე რანგი /საშუალო მმართველობითი დონე/ - 1 შტატი, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში -1300; ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - მესამე რანგი /უფროსი სპეციალისტის დონე/ - 1 შტატი, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში -1100; გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მესამე რანგი /უფროსი სპეციალისტის დონე/ - 8 შტატი, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში - 900.
ამავე, N1 დანართის თანახმად, რიგზე N6: მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება: 3 შტატი, მათ შორის: თანამდებობის დასახელება - ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - მეორე რანგი /საშუალო მმართველობითი დონე/ საშტატო ერთეულის ოდენობა: -1; თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში - 1300 ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მესამე რანგი /უფროსი სპეციალისტის დონე/ თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში - 900.
დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N38 დადგენილებით ცვლილება შევიდა 2018 წლის 18 იანვრის N23 დადგენილებაში, შეიცვალა დადგენილების N1 დანართის ცხრილში მუხლის რედაქცია და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საკრებულოს აპარატის მოსამსახურეები: 33 შტატი, მათ შორის: 2. შეიცვალა დადგენილების N1 დანართის ცხრილში მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული განყოფილება: 9 შტატი, მათ შორის: თანამდებობის დასახელება - ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი; თანამდებობრივი რანგი: მეორე რანგი (საშუალო მმართველობითი დონე) საშტატო ერთეულის ოდენობა: -1; თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში: 1300; ბ) თანამდებობის დასახელება: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; თანამდებობრივი რანგი: მესამე რანგი (უფროსი სპეციალისტის დონე); თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში: 1100; საშტატო ერთეულის ოდენობა: -1; გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მესამე რანგი, უფროსი სპეციალისტის დონე; სათტატო ერთეული - 7; თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში: 900.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 18 იანვრის N23 დადგენილება, დანართი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 327-332);
- 2018 წლის 28 თებერვლის N38 დადგენილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 333)
3.20. დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული განყოფილების სამუშაო აღწერილობა (რანგი - მეორე, საშუალო მმართველობითი დონე) აღნიშნული თანამდებობა შეივსო დახურული კონკურსის წესით 2018 წლის 31 იანვარს;
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული განყოფილების სამუშაო აღწერილობა; თანამდებობის დასახელება: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს დარგობრივ კომისიაში), კატეგორია - პირველი, რანგი - მესამე უფროსი სპეციალისტის დონე. უშუალოდ დაქვემდებარებაშია: 1. საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი; 2. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. თანამდებობის მიზანი - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის გამართული საქმიანობის უზრუნველყოფა და კომისიის თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა. აქვე გაწერილია ფუნქციები (მოვალეობები); დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას ურთიერთობის მხარეები (შიდა და გარე), ანგარიშგება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება აუცილებელი - პროფესიული განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; განთლების სფერო - მოთხოვნა არ არის მითითებული; ცოდნა: სამართლებრივი აქტების - 1. საქართველოს კონსტიტუცია; 2. ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; 3. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; 4. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კომპიუტერული პროგრამები/ცოდნის დონე: - Microsoft Office Word/კარგად, Microsoft Office Excel/კარგად, Internet Explorer/კარგად, Microsoft Office PowerPoint/კარგად. გამოცდილება: აუცილებელი სამუშაო გამოცდილება - 1 წელი; გამოცდილების სფერო - კერძო ან საჯარო სამსხური; ხელმძღვანელობის სფერო - მოთხოვნა არ არის მითითებული. კომპეტენცია და უნარები: მოლაპარაკების წარმართვის უნარი; ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი; დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი; დროის ეფექტიანი მართვის უნარი; საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ინფორმაციის შეგროვებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი; მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირების უნარი; წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი. განათლების მოთხოვნებში გრაფა ,,სავალდებულო“ ან ,,სასურველი“ უცხო ენების ცოდნა არ არის განსაზღვრული.
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული განყოფილების სამუშაო აღწერილობა; თანამდებობის დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საორგანიზაციო საკითხებში); კატეგორია - მეორე, რანგი - მესამე, უფროსი სპეციალისტის დონე; უშუალოდ დაქვემდებარებაშია: საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი; აუცილებელი განათლება: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი;
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საორგანიზაციო საკითხებში); კატეგორია - მეორე, რანგი - მესამე უფროსი სპეციალისტის დონე); უშუალო დაქვემდებარებაშია: საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი; აუცილებელი განათლება: უმაღლესი განათლება- ბაკალავრი;
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს დარგობრივ კომისიაში), კატეგორია - მეორე, რანგი - მესამე, უფროსი სპეციალისტის დონე; უშუალო დაქვემდებარებაშია: 1. საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი; 2. საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; აუცილებელი პროფესიული განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი;
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს დარგობრივ კომისიაში), კატეგორია - მეორე, რანგი - მესამე, უფროსი სპეციალისტის დონე; უშუალო დაქვემდებარებაშია: 1. საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი; 2. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; აუცილებელი პროფესიული განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი;
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს დარგობრივ კომისიაში), კატეგორია - მეორე, რანგი - მესამე, უფროსი სპეციალისტის დონე; უშუალო დაქვემდებარებაშია: 1. საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი; 2. საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე; აუცილებელი პროფესიული განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; აღნიშნული თანამდებობა შეივსო ღია კონკურსის წესით 2018 წლის 31 იანვარს.
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული რესურსების მართვის განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; რანგი - მეორე (საშუალო მმართველობითი დონე), უშუალო დაქვემდებარებაშია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; აღნიშნული თანამდებობა შეივსო ღია კონკურსის წესით 2018 წლის 31 იანვარს.
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სამუშაო აღწერილობა; თანამდებობის დასახელება: მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი; კატეგორია - არ არის მითითებული, რანგი - მეორე (საშუალო მმართველობის დონე). უშუალოდ დაქვემდებარებაშია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; უშუალოდ დაქვემდებარებულ თანამშრომელთა რაოდენობა თანამდებობათა აღნიშვნით - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -2; მითითებულია თანამდებობის მიზანი, ფუნქციები (მოვალეობები), დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას ურთიერთობის მხარეები (შიდა და გარე), ანგარიშგება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება აუცილებელი - პროფესიული განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; განთლების სფერო - მოთხოვნა არ არის მითითებული; სამართლებრივი აქტების ცოდნა, - საქართველოს კონსტიტუცია; ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება; საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება; ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N1 დადგენილება; კომპიუტერული პროგრამები/ცოდნის დონე: - Microsoft Office Word/კარგად, Microsoft Office Excel/კარგად, გამოცდილება: აუცილებელი სამუშაო გამოცდილება - 2 წელი; გამოცდილების სფერო - ადამიანური რესურსების მართვის სფეროში/დარგში მუშაობა; ხელმძღვანელობის სფერო - მოთხოვნა არ არის მითითებული. კომპეტენცია და უნარები: ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკისა და საზოგადოებრივი სარგებლის ცოდნის უნარი; სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი; სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი; თათბირების და შეხვედრების წარმართვის უნარი; მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი; რესურსების მოპოვებისა და გადანაწილების უნარი; ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვის და გამოყენების უნარი; მოლაპარაკების წარმართვის უნარი; თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვის უნარი. განათლების მოთხოვნებში გრაფა ,,სავალდებულო“ უცხო ენების ცოდნა არ არის განსაზღვრული. ,,სასურველი“ - ინგლისური ან რუსული ან გერმანული. აღნიშნული თანამდებობა შეივსო დახურული კონკურსის წესით 2018 წლის 31 იანვარს.
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სამუშაო აღწერილობა; თანამდებობის დასახელება:
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება)
კატეგორია - მეორე; რანგი - მესამე (უფროსი სპეციალისტის დონე). უშუალოდ დაქვემდებარებაშია: საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი; მითითებულია თანამდებობის მიზანი, ფუნქციები (მოვალეობები), დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას ურთიერთობის მხარეები (შიდა და გარე), ანგარიშგება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება აუცილებელი - პროფესიული განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; განთლების სფერო - მოთხოვნა არ არის მითითებული; სამართლებრივი აქტების ცოდნა, - საქართველოს კონსტიტუცია; ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; კომპიუტერული პროგრამები/ცოდნის დონე: - Microsoft Office Word/კარგად, Microsoft Office Excel/კარგად, Internet Explorer/კარგად, Microsoft Office PowerPoint/კარგად; გამოცდილება: აუცილებელი სამუშაო გამოცდილება - 1 წელი; გამოცდილების სფერო - კერძო ან საჯარო სამსახურში მუშაობა; ხელმძღვანელობის სფერო - მოთხოვნა არ არის მითითებული. მითითებულია კომპეტენცია და უნარები: ინფორმაციის შეგროვებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; დროის ეფექტიანი მართვის უნარი; წერილების, ანგარიშგების, შეთავაზებების მომზადების უნარი; მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტაციის უნარი; პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი. გრაფა ,,სავალდებულო“ ან ,,სასურველი“ უცხო ენების ცოდნა არ არის განსაზღვრული. აღნიშნული თანამდებობაზე დაკავებულია მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის მიერ 01.02.2018წ.
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 7 მარტს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული რესურსების მართვის განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში) კატეგორია - მეორე; რანგი - მესამე რანგი (უფროსი სპეციალისტის დონე), უშუალო დაქვემდებარებაშია: საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი); განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; აღნიშნული თანამდებობა შეივსო დახურული კონკურსის წესით 2018 წლის 7 მარტს.
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების უფროსი; რანგი - მეორე (საშუალო მმართველობითი დონე), უშუალო დაქვემდებარებაშია: 1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში)-2; 2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში) -2; 3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მოქალაქეთა მიღების საკითხებში) -2; განათლების დონე: უმაღლესი განათლება - მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში) კატეგორია - პირველი; რანგი - მესამე (უფროსი სპეციალისტის დონე), უშუალო დაქვემდებარებაშია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების უფროსი; განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი;
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში) კატეგორია - მეორე; რანგი - მესამე (უფროსი სპეციალისტის დონე), უშუალო დაქვემდებარებაშია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების უფროსი; განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; აღნიშნული თანამდებობა შეივსო ღია კონკურსის წესით 2018 წლის 31 იანვარს.
დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცდა საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული - საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების სამუშაო აღწერილობა, თანამდებობის დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მოქალაქეთა მიღების საკითხებში) კატეგორია - მეორე; რანგი - მესამე (უფროსი სპეციალისტის დონე), უშუალო დაქვემდებარებაშია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების უფროსი; განათლების დონე: უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; აღნიშნული თანამდებობა შეივსო ღია კონკურსის წესით 2018 წლის 31 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამუშაო აღწერილობები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 250-326);
3.21. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 29 იანვრის N25 ბრძანებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული დახურული კონკურსის შედეგების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ნინო კაკაბაძე 2018 წლის 29 იანვრიდან, განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 29 იანვრის N25 ბრძანება (ტომი 2).
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს დ----- ჭ------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (2017 წლის 01 ივლისამდე და 2017 წლის 01 ივლისის შემდეგ მოქმედი რედაქციები); საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების დადგენა, დავის გადასაწყვეტად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მხარეთა ყურადღება მიაპყროს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებზე, ამ ნორმათა განმარტებაზე და ზოგადად შრომის უფლებაზე.
ქვეყნის ძირითადი კანონის საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-4 მუხლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებების გამოყენების დროს, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის თანახმად, აღნიშნულ სახელმწიფოს შეუძლია ეს უფლებები დაუქვემდებაროს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეთავსებადია ამ უფლებათა ბუნებასთან, და მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით. ხოლო, მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით საყურადღებოა 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
საგულისხმოა, რომ ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე, საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან ქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენციით დადგენილ, დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად განთავისუფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტთან და შესაბამისად, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპთან დაკავშირებით, ექსპერტთა კომიტეტმა თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ: „კონვენციის მინიმალური სტანდარტი წარმოადგენს სამი ელემენტის - სამართლიანობისა და თანასწორობის უნივერსალური პრინციპების, ინსტიტუტებისა და პროცედურების - ურთიერთშეწყობილ და ჰარმონიულ კომბინაციას.“ იქვე, კომიტეტი აღნიშნულ სტანდარტს განიხილავს, როგორც „აუცილებელს ყველა მუშა-მოსამსახურისათვის“, რომელიც „უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მთელს მსოფლიოში.“
შრომის უფლების შესახებ პირდაპირაა მითითებული გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში, რომელიც ნათლად დეკლარირებს აღნიშნული პრინციპის აუცილებელ გამოყენებაზე და სახელმწიფოთა გარდაუვალ ვალდებულებაზე, უზრუნველყონ მისი შესრულება და პატივი სცენ და დაიცვან იგი. გაეროს ხსენებული კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტისეული შრომის უფლება აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ მათ „ფიზიკური პირებისათვის უზრუნველყონ უფლება, არ გაათავისუფლონ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ.“ ამავდროულად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი შრომის უფლებას აკვალიფიცირებს როგორც „ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტში“ და ხაზს უსვამს მის უნივერსალურ ხასიათს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საერთაშორისო სამართალში არსებობს საკმაოდ მყარი opinio juris (მართლშეგნება), 158-ე კონვენციით გათვალისწინებული დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გონივრული საფუძვლის გარეშე განთავისუფლების პრინციპი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენცია ერთ-ერთ მიზნად ისახავს, სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივ დონეზე უზრუნველყონ ისეთი სამართლებრივი სისტემების შექმნა, რომლებიც დასაქმებულს სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად გათავისუფლებისაგან დაიცავდა. ეს მიზანი, უპირველეს ყოვლისა, გამოსჭვივის კონვენციის მე-4 მუხლიდან, რომელიც აცხადებს, რომ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის აუცილებლად უნდა არსებობდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრული საფუძველი, რომელიც ამავდროულად: ა) კავშირში უნდა იყოს მუშა-მოსამსახურის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან; ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულებისა თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან.
საყურადღებოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (№2/2-389 2007 წლის 26 ოქტომბერი), რომელიც განმარტავს, რომ ,,შრომის თავისუფლება არ უნდა გავაიგივოთ შრომითი უფლებების ცნებასთან. ის შრომითი უფლებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და გულისხმობს, რომ არ უნდა მოხდეს ადამიანის იძულებითი შრომის განხორციელება. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ თავისუფალი შრომის უფლებას, რაც გულისხმობს: შრომითი საქმიანობის სფეროს თავისუფალ არჩევას; შრომითი საქმიანობის არჩეულ სფეროში იძულების გარეშე ჩაბმას; შრომითი საქმიანობის პროცესში საკუთარი რესურსების იძულების გარეშე განკარგვას. შრომის თავისუფლების პრინციპის უზრუნველყოფით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს არ მოახდინოს ადამიანის იძულებითი დასაქმება დასაქმებულის ნების საწინააღმდეგოდ (ნეგატიური ვალდებულება) და უზრუნველყოს, რომ კერძო სუბიექტებმა არ მოახდინონ ადამიანის იძულებითი დასაქმება დასაქმებულის ნების საწინააღმდეგოდ (პოზიტიური ვალდებულება)“. მითითებული გადაწყვეტილების მე-19 პუნქტში განმარტებულია, რომ კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა განიმარტოს მისი მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან კავშირში, რომელიც არის კონსტიტუციის ერთერთი ფუძემდებლური პრინციპთაგანი და არ იძლევა საშუალებას, რომ 30-ე მუხლის პირველი პუნქტი გავიგოთ, როგორც მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვა. მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი შრომის უფლების დაცვის სფეროში სოციალური სახელმწიფოს მიერ გაცილებით მეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ვიდრე ეს იძულებითი შრომის არდაშვებაა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი უშუალო კავშირშია რა ამავე მუხლის პირველ პუნქტთან, სხვა საკითხებთან ერთად, შრომითი უფლებების დაცვაზე ახდენს აქცენტირებას და ნორმა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა მე-4 პუნქტთან, თავისთავად შეუსაბამო იქნება 30-ე მუხლის პირველ პუნქტთანაც“.
ამრიგად, შრომის თავისუფლება, თავისი ბუნებითი მნიშვნელობით, პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და პიროვნების თავისუფალ განვითარებასთან. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლის ნორმები იძლევიან უალტერნატივო დასკვნის საშუალებას, რომ დასაქმებულთა დაცვა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით წარმოდგენს სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებას.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
მითითებული კოდექსის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 35-ე მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული - ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N54 ბრძანება დ----- ჭ------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე, უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე დ----- ჭ------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
7.3. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
დადგენილია, რომ დ----- ჭ------ე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული იყო 2014 წლიდან და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 28 ივნისის N258 ბრძანებით იგი დაინიშნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად, განუსაზღვრელი ვადით. ამდენად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც უნდა გავრცელდეს მითითებული კანონმდებლობა.
საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს N189 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა N1 დანართის შესაბამისად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა N2 დანართის შესაბამისად, რის გამოც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 ივლისის N184 დადგენილება.
დანართი N1-ის შესაბამისად, მეორადი სტრუქტურული ერთეული - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება შედგებოდა 14 საშტატო ერთეულით: მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - 1 შტატი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 3 შტატი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების 10 საშტატო ერთეული.
ასავე დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 7 დეკემბრის N4 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს N189 დადგენილებაში, კერძოდ შეიცვალა დადგენილების N1 და N2 დანართები, დაიყო მეორადი სტრუქტურული ერთეული - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება და შეიქმნა მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული განყოფილება - 10 შტატით, საიდანაც მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობა განისაზღვრა - 1 შტატით; ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 1 შტატით; გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 8 საშტატო ერთეულით (დანართი N1, 4 ნაწილი); ასევე, მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით, საიდანაც მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - 1 შტატი; ხოლო, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი განისაზღვრა - 2 შტატით (დანართი N1, 6 ნაწილი).
ამრიგად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს N189 დადგენილებით არსებობდა მეორადი სტრუქტურული ერთეული სახელწოდებით - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება (14 საშტატო ერთეულით, საიდანაც 3 შტატი განსაზღვრული იყო პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტებისათვის). მითითებული დადგენილებაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 7 დეკემბრის N4 დადგენილებით შეტანილი ცვლილებამ მეორადი სტრუქტურული ერთეული - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - დაყო ორ მეორად სტრუქტურულ ერთეულებად: 1. მეორადი სტრუქტურულ ერთეულად სახელწოდებით - ადმინისტრაციული განყოფილება (10 შტატით, სადაც პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი განისაზღვრა 1 საშტატო ერთეულით) და 2. მეორადი სტრუქტურული ერთეული - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება (3 საშტატო ერთეულით), სადაც პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი განსაზღვრული არ იყო.
7.4. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N22 ბრძანებით დაიწყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი, რის თაობაზეც დ----- ჭ------ეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 29 ნოემბრის N663-02 წერილით ეცნობა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის, 104-ე მუხლისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N33 განკარგულების შესაბამისად, დაგეგმილია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიეცა გაფრთხილება შტატების შემცირების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო ამავე წლის 29 დეკემბრის N54 ბრძანებით გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, მოსარჩელის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საკრებულოს აპარატში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის გამო შტატების შემცირება.
სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის შეფასებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით.
,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების (შემდგომში – წესი) განსაზღვრის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის (შემდგომში – მოხელე) ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (შემდგომში – შეფასება) პროცედურის დადგენა. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, შეფასების მიზანია მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარება. ხოლო, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანხმად, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში. მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. შეფასება ხდება დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით.
ამავე დადგენილების მე-14 მუხლი განსაზღვრავს შეფასების სისტემას. კერძოდ, შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. ამავე დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეფასებას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგი: დ) მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. ხოლო, მე-17 მუხლის შესაბამისად კი, მოხელე უფლებამოსილია, შეფასების შედეგები (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) გაასაჩივროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის გამო შტატების შემცირების შედეგად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საჯარო მოხელის - დ----- ჭ------ის, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით შეფასებას, საჯარ სამსახურში მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესრულებისათვის შესაბამისი კომპეტენციის, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის დადგენის მიზნით. საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ განხორციელებული უფლება-მოვალეობები შეფასებული იყო არადამაკმაყოფილებლად, ან პროფესიული თუ პიროვნული თვისებები არ შეესაბამებოდა საჯარო სამსახურის სპეციფიკით დადგენილ მოთხოვნებს, რაც თავის მხრივ, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გათვალისწინებით, საფუძვლად დადებოდა მისი სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ არის დ----- ჭ------ის მიერ შესრულებული სამუშაოების არადამაკმაყოფილებლად ან უარყოფითად შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ დ----- ჭ------ე არ ასრულებდა ან არასათანადოდ ასრულებდა მის მიმართ დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო რიგ შემთხვევებში აჭარბებდა უფლებებს, რადგან აღნიშნული გარემოებები არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც შეიძლება ასახული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების დოკუმენტში ან რაიმე ფორმით, რომელიც ასახავდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გატარებულ ზომებს მისი მოხელის მხრიდან პროფესიული საქმიანობის არასათანადო შესრულებისა თუ პიროვნული თვისებების გამო, საჯარო დაწესებულების საქმიანობისათვის ზიანის მიყენების თაობაზე კონკრეტულ ინფორმაციას. ამის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია პროფესიული ავტობიოგრაფიის ფორმა (CV), რომლითაც დგინდება, რომ დ----- ჭ------ე არაერთი წელია მსახურობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხვადასხვა პოზიციებზე, მიღებული აქვს პრემიები, დანამატები და სოციალური დახმარების თანხები. ხოლო მისი კომპეტენციისა და უფლება-მოვალეობების შესრულების შესახებ, წარმოდგენილია სხვადასხვა დროს განხორციელებული სამუშაო აღწერილობები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ძველი და ახალი მოქმედი სამუშაო აღწერილობების მოთხოვნებთან.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ იმის გარდა, რომ მოსარჩელის შეფასება არ მომხდარა ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილების შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ნათელი გახდებოდა (1 საშტატო ერთეულის შემცირების გარდა) რატომ იქნა გაკეთებული არჩევანი დ----- ჭ------ეზე და რა არგუმენტებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. ადგილი ჰქონდა თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ მის კანდიდატურაზე არჩევანის გაკეთებისას საქმის გარემოებების შესწავლას, შეფასებას, რომელთა ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდებოდა პროპორციულობისა და თანაზომიერების დაცვის საფუძველზე დამდგარი შედეგი, რომელიც საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას დაადასტურებდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან შედარებით მისი კონკურენტ(ებ)ისათვის უპირატესობის მინიჭების არგუმენტაცია უნდა იყოს დასაბუთებული და წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებით, რათა თავად მოსარჩელისათვის და შემდგომ, სასამართლოსათვის იყოს ნათელი ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერების ფარგლები და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირი, რომელიც ახორციელებს ერთიდაიგივე თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლ(ებ)ის შეფასებას, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს რა გადაწყვეტილებას მათი შეფასების შედეგად რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე, ვალდებულია შესაფასებელ პირთა შორის არჩევანის გაკეთების გზით უპირატესობა მიანიჭოს ერთ-ერთ მათგანს; ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მას ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც გულისხმობს პირველ რიგში თითოეული შესაფასებელი პირის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ პირთან დაკავშირებით არსებულ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით, რადგან პირი უფლებამოსილია, იცოდეს, რა მიზეზით არ აარჩია დამსაქმებელმა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელესთან მიმართებაში, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში საშტატო ერთეულის შემცირებისას, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სრულყოფილად შეფასებას და არგუმენტირებულად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების კანონიერებას ვერ ადასტურებს საქმეში არსებული მასალები, მათ შორის, სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ მასალაში არ არის მსჯელობა, რომლის მიხედვითაც სარწმუნოდ იქნებოდა მიღებული თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ (კონკრეტულ შემთხვევაში ხელმძღვანელმა პირმა) დ----- ჭ------ის შეფასებისას. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციის ფარგლებში საშტატო ერთეულის შემცირებისას თანამშრომლის არასრულყოფილად შეფასებას, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობას, რაც დაუსაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში აისახა.
მოსარჩელის პროფესიული ავტობიოგრაფიის ფორმის (CV) გათვალისწინებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შესაბამისი თანამდებობისათვის განსაზღვრულ პროფესიული კომპეტენციის, ცოდნისა და პირად უნარ-ჩვევებთან მიმართებაშიც. მოთხოვნები, რომელიც წარდგენილი იყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 4 ივლისს დამტკიცებული სამუშაო აღწერილობებით, შედარებით მეტ კომპეტენციას, ცოდნას და უნარებს მოითხოვდა დასაქმებულისგან, ვიდრე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დამტკიცებული საკრებულოს აპარატის (ერთი სტრუქტურული ერთეულის გაყოფით მიღებული - ორი ერთეული) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სამუშაო აღწერილობებშია გაწერილი. აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიმართ არ დამდგარა ახალი, განსხვავებული მოთხოვნები, რომლებიც მის მხრიდან მოითხოვდნენ უფრო მეტი ცოდნითა თუ კომპეტენციით აღჭურვის ვალდებულებას და რომლის რესურსიც მოსარჩელეს ობიექტურად არ გააჩნდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ----- ჭ------ის სამსახურიდან განთავისუფლების შემდგომ, რამოდენიმე ვაკანტური თანამდებობა შევსებული იქნა ღია და დახურული კონკურსის წესით.
სასამართლოს მიუთითებს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ადგილი არ ჰქონია საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც ადგილი ექნებოდა საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი ფუნქციურად განსხვავებული სტრუქტურის შექმნას. განხორციელდა სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების დაყოფა და მოხელის რანგირებისა და კატეგორიების ცვლილება. რეორგანიზაციას არ მოყოლია საჯარო მოხელის თანამდებობის პრეტენდენტი კანდიდატის მიმართ რაიმე განსაკუთრებული, მანამდე არარსებული პროფესიული თუ სპეციფიური ცოდნის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მოთხოვნის წამოყენებას, პირიქით უმრავლეს შემთხვევებში საჯარო მოხელის მიმართ მოთხოვნები გამარტივებული იქნა (სავალდებულო იყო ბაკალავრის განათლება მაგისტრის ნაცვლად, უცხო ენების ცოდნა საერთოდ ამოღებული იყო, განათლების სფერო არ იყო მითითებული და ა.შ.) აღსანიშნავია, რომ სტრუქტურულ რეორგანიზაციის შედეგი მხოლოდ 1 საშტატო ერთეულის შემცირებაში გამოიხატა. რეორგანიზაციამდე შტატების რაოდენობა შეადგენდა - 34 საშტატო ერთეულს, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად დარჩა - 33 საშტატო ერთეული.
სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების ფონზე (შტატის შემცირება), საჯარო დაწესებულებაში მიღებული იყვნენ არა ერთი ახალი თანამშრომელი, მაშინ როდესაც, კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულის დაყოფა ორ სტრუქტურულ ერთეულად და პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატის შემცირების მოტივით დ----- ჭ------ე გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან.
7.5. რაც შეეხება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობების დაცვას, სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გაწერილია ყველა შესაძლებელი წესი და პირობები, რომელიც უნდა გაატაროს საჯარო დაწესებულებამ მისი საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რაც პირველ რიგში, გამოიხატება მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხების განხორციელებაში.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები. ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მითითებული კანონის 104-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
დ----- ჭ------ის მიმართ განხორციელებულ მობილობის საკითხთან მიმართებაში, სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებულ პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესზე, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შედეგად შტატების შემცირებისას პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღნიშნული დადგენილების მეორე მუხლის თანახმად, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილობა არის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე;
სასამართლო აღნიშნავს, რომ დ----- ჭ------ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასევე, არ იქნა დაცული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მოთხოვნები, კერძოდ: აღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრულია მობილობის წესი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ხოლო, მე-5 პუნქტის თანახმად, მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება.
განსახილველ შემთხვევაში, დ----- ჭ------ის მიმართ არ განხორციელებულა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურები. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დ----- ჭ------ის სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანომ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს. მოპასუხე მხარის მიერ ასევე, არ იქნა წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ დ----- ჭ------ისათვის შეთავაზებული იქნა იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, იმავე საჯარო დაწესებულებაში შესთავაზეს დაბალ თანამდებობაზე გადასვლა, რაზედაც მან უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოსარჩელის პირადი საქმით დასტურდება, რომ დ----- ჭ------ის პროფესიული გამოცდილება და კომპეტენცია შეეფერებოდა საკრებულოში არსებულ სხვადასხვა თანამდებობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საყურადღებოა მოპასუხის განმარტება, რომლის თანახმად, იმის გამო, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში იმავე პერიოდში მიმდინარეობდა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების პროცესი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართული ჰქონდა საჯარო სამსახურის ბიუროსადმი, საიდანაც მობილობის განხორციელების/განუხორცილებლობის თაობაზე პასუხი არ იყო მიღებული, რის გამო, საკრებულოში მიიჩნიეს, რომ მობილობის თაობაზე საჯარო სამსახურის ბიუროსადმი მიმართვა აზრს მოკლებული იყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა საჯარო მოხელის მობილობის მიზანი განსაზღვრა ნორმატიული აქტით და მის პროცედურების სრულყოფილი ფორმით დაცვას მნიშვნელოვანი დატვირთვა მიანიჭა, ერთი მხრივ იმის გამო, რომ სახელმწიფოს ნებას და მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებული პროფესიონალური საჯარო მოხელეთა დასაქმება და თუ არსებობს ობიექტური შესაძლებლობა, არ დაუშვას ქვეყანაში უმუშევრობის რიცხვის გაზრდა, მეორე მხრივ კი, რეორგანიზაცია/შტატების შემცირების შედეგად შენარჩუნებული იყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიონალური კადრები, რაც საჯარო სამსახურის საქმიანობისა და ქვეყნის სტაბილურობის განმსაზღვრელია. ამ გარემოების გათვალისწინებით, მიზნობრივად უნდა იქნეს გამოყენებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პირობები, რათა არ მოხდეს საჯარო სამსახურიდან პროფესიონალური კადრებისა და რესურსის დაკარგვა. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიჩნეული იქნება, რომ დ----- ჭ------ის კანდიდატურაზე არჩევანის გაკეთება მართლზომიერი იყო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის გამო შტატების შემცირების შედეგად დ----- ჭ------ის სამსხურიდან განთავისუფლებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო ყველა პროცედურული ღონისძიება პიროვნების ინტერესებისა და სახელმწიფოს მიზნების დაცვის თვალსაზრისით.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი და მისი სამსახურიდან გათავისუფლების პროცესის დროს ადგილი ჰქონდა ნორმატიული მოთხოვნების დარღვევას, რაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლოს მოსაზრებით, ქვეყნის დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება მისი მოქალაქის ძირითადი უფლებების დაცვა გაუმართლებელი ჩარევისგან როგორც სახელმწიფოს (მისი ადმინისტრაციული ორგანოების სახით), ისე სხვა პირების მხრიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს შეზღუდვას ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს კონსტიტუციურ დებულება ადამიანის ძირითად უფლებებს სძენს ძალმოსილებას შებოჭოს ხელისუფლება უკანონო ქმედებების განხორციელებისას და მოქალაქე დაიცვას სახელისუფლებო თვითნებობისაგან. ადამიანის ძირითადი უფლებების მოქმედების არეალის სხვაგვარი განმარტებები არარად აქცევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.
7.6. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქმე ბს№1655-1627 (კ-11), 11.04.2012წ.) სადაც სასამარლო განმარტავს, რომ ... ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულების თაობაზე არაერთხელ განმარტა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში - ,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
7.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე. მითითებული მუხლი ასევე, ადგენს გარკვეულ პირობებს იმ შემთხვევისათვის, როდესაც საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, რაც გამოიხატება უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის დამატებით დაცვის გარანტიებში, კერძოდ: 1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით; 2. როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
ამდენად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დ----- ჭ------ე აღდგება იმავე (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ადმინისტრაციული განყოფილება; ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება) ან მის ტოლფას თანამდებობაზე და განახორციელოს კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები.
7.8. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტი ცნობილი იქნა ბათილად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში, თვეში 720 ლარის ოდენობით (დაბეგვრის შემდეგ, ხელზე ასაღები) ამ თანამდებობაზე 900 ლარის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით.
8. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო. შესაბამისად, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- ჭ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N54 ბრძანება დ----- ჭ------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
3. დაევალოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღადგინოს დ----- ჭ------ე იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე.
4. დაევალოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დ----- ჭ------ის სასარგებლოდ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის 2017 წლის 29 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 720 ლარის ოდენობით.
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
6. დაუბრუნდეს დ----- ჭ------ეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 29/01/2018 წელი, გადამხდელის ბანკი სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’, გადამხდელი დ----- ჭ------ე, გადახდილი თანხა 100 ლარი, სახაზინო კოდი 300183150);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი