განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2018
საქმის ნომერი
200100118002267395
დავის ტიპი
108
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002267395

№ 1/22-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

23 აპრილი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–---------------------ის განყოფილების პროკურორი - ვ-–-------- ბ---–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ---–- გ---------–---–ი

ბრალდებული: გ------- ბ-------ე

მამის სახელი: ილია

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ----------–-----ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ----------–-----ი

დაკავების თარიღი: 27. 09. 2017 წელი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის 26 სექტემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში არსებულ სასაფლაოზე, გ------- ბ-------ეს შელაპარაკება მოუხდა გ------- რ------ესთან. მომხდარი შელაპარაკების გამო სანადირო თოფითა და ვაზნებით შეიარაღებულმა გ------- ბ-------ემ შურისძიების მოტივით გადაწყვიტა გ------- რ------ის განზრახ მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ------- ბ-------ემ სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა გ------- რ------ეს.

2. სხვა დაზიანებებთან ერთად, გ------- რ------ეს მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში მარცხენა ყურის ნიჟარის ზედა შიდა კიდესთან მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა, რასაც მოჰყვა ქალა სარქველის, ფუძის ძვლის, თავის ტვინის ნივთიერების, ორბიტალური ძვლის, ზედა და ქვედა ყბის ძვლების დაზიანებები. თავის ტვინში დიფუზური სისხლჩაქცევა. გ------- რ------ე მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მიზნის მიღწევის შემდეგ გ------- ბ-------ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. ბრალდებულმა გ------- ბ-------ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა დუმილის უფლება, თუმცა შესავალ სიტყვასა და სასამართლოს მიერ ბრალის განმარტების დროს განაცხადა, რომ მას გ.რ------ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, შესაშინებლად ისროლა თოფი, ამ დროს გადაიხარა გ.რ------ე და მოხვდა ტყვია. მანვე მოითხოვა მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ექსპერტებისა და შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელი პოლიციელების დაკითხვა, სხვა მტკიცებულებებს დაეთანხმა და სადავოდ არ გაუხდია.

4. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ლ---- რ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოკლული გ------- რ------ე მისი შვილია. მის შვილს გარდაცვალების შემდეგ დარჩა 16 და 17 წლის შვილები და ფეხმძიმე ცოლი. მისი შვილი გ------- ბ-------ემ მოკლა, მაგრამ არ იცის რატომ. გ------- ბ-------ე მათგან მოშორებით ცხოვრობს და მის შვილთან მეგობრობდა, თუმცა ბ-------ის წარსულის გამო არ მოსწონდა მათი მეგობრობა.

5. მან გადმოცემით იცის, რომ მკვლელობის დღეს, მისმა შვილმა გ------- რ------ემ და გ------- ბ-------ემ სასაფლაოზე ერთად დალიეს. სუფრაზე ყოფნისას ისინი ერთმანეთში შეკამათდნენ. იქ იყო კევლიშვილი და კიდევ სხვა ბიჭი. გ------- ბ-------ემ და გ------- რ------ემ ერთმანეთს მიაყენეს შეურაცხყოფა, რა დროსაც უცენზუროდ მიმართეს ერთმანეთს, მის შვილს გ.ბ-------ისთვის უთქვამს, რომ გ.ბ-------ეს თავისი რძლისგან ყავდა შვილი და ამის გამო მოკლა მისი შვილი გ------- ბ-------ემ. გ------- ბ-------ე წავიდა სახლში, აიღო თოფი, სახლიდან დაბრუნდა სასაფლაოზე, მოკლა მისი შვილი და გვამი სასაფლაოზე მიატოვა. თოფი ბიძაშვილს გააწმენდინა, შეანახინა და თვითონ ტაქსით წავიდა ველისციხეში. მან მეორე დღემდე არ იცოდა, რომ მისი შვილი მოკლული იყო. მან მოითხოვა გ------- ბ-------ის მიმართ გამოიყენოს სასჯელის უმაღლესი ზომა.

6. მოწმის გ--–-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–-------------------------------------------------ის ექსპერტის თანამდებობაზე. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 26 სექტემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ის სასაფლაოზე. შემთხვევის ადგილზე ნახა მამაკაცის გვამი, ორი ცალი გასროლილი მასრა, პოლიეთილენის ჭიქები, ძვლისმაგვარი ფრაგმენტი, მოწითალო ფერის ლაქები, ბალახი მოწითალო ფერის ლაქებით, მობილური ტელეფონი, ეს საგნები ამოიღო და დალუქეს. გვამი მდებარეობდა საფლავის ზემოთ მხარეს თავით დასავლეთით, ფეხები აღმოსავლეთით, გულაღმა მდგომარეობაში, სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები. დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდა ექსპერტი მ-----– რ-------–---–ი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომლის გვარიც არ ახსოვს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი გამომძიებელმა დ----- ნ---------–მა შეადგინა და მოაწერეს ხელი. ფოტოები ექსპერტმა მ-----– რ-------–---–მა გადაიღო.

7. მოწმის დ----- ნ---------–ის ჩვენებითა და 2017 წლის 26 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კ------------–-–--------------------------------------------------–-------------------------–----–-----------თა გამომძიებლის თანამდებობაზე. მან გ------- ბ-------ის სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ის სასაფლაოზე. ერთ-ერთ საფლავზე იყო მიცვალებული გ------- რ------ე, რომელიც პირაღმა იწვა. თავი ქონდა დასავლეთით, ფეხები აღმოსავლეთით. თავთან ჰქონდა სისხლი. იპოვნეს ძვლის ფრაგმენტი, ორი გასროლილი მასრა, იქვე ეყარა დიდი პოლიეთილენის ჭიქები, საფლავის დასავლეთის მხარეს იყო მაგიდა, იქვე ეყარა ჭიქები და ბოთლები, ამოიღეს და დალუქეს. სამედიცინო ექსპერტთან ერთად დაათვალიერეს გვამი, გვამს რამდენიმე დაზიანება ქონდა, რაც აღინიშნა ოქმში. მან შეადგინა შემთხვევის ადგილი დათვალიერების ოქმი და ყველა მონაწილე პირმა მოაწერა ხელი. (იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ტომი პირველი, ს.ფ. 10-46)

8. მოწმის თ-------------–-–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------–----------–------------------------------–--ის ექიმი ექსპერტის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე 2017 წლის 27 სექტემბერს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე გამოიკვლია მოქალაქე გ------- რ------ის გვამი. მან გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - გ------- რ------ის გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი ცეცხლსასროლი ჭრილობები: მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში მარცხენა ყურის ნიჟარის ზედა შიდა კიდესთან ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი ხვრელი, რასაც მოჰყვა ქალა სარქველის, ფუძის ძვლის, თავის ტვინის ნივთიერების, ორბიტალური ძვლის, ზედა და ქვედა ყბის ძვლების დაზიანებები. თავის ტვინში დიფუზური სისხლჩაქცევა, ეს დაზიანებები განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, რაც უშუალო კავშირშია დამდგარ შედეგთან. შემხებითი ჭრილობა მარცხენა ლოყის არეში აზიანებს რბილ ქსოვილს. ეს დაზიანება განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ჭრილობა მარცხენა ლავიწის არეში, შესავალი ხვრელი, აზიანებს ლავიწის ძვალს და ბეჭის ძვალს, ეს დაზიანება განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს. შემხებითი ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა მტევნის მე-2 თითის არეში აზიანებს რბილ ქსოვილებს. ეს დაზიანება განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად და მიაკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

9. მოქალაქე გ------- რ------ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში, რამაც გამოიწვია ქალა სარქველის, ფუძის ძვლის, თავის ტვინის ნივთიერების, თავის ტვინში დიფუზური სისხლჩაქცევა. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 7 საათისა.

10. კრიმინალური ექსპერტიზის კვლევის შედეგად დადგინდა, ჭრილობა მარცხენა თხემ-საფერთქლის არეში განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, წარმოადგენს ჭურვის შესავალ ხვრელს და მის მიმართ სროლა ნაწარმოებია უმანძილო სროლითი - მიბჯენით. ჭრილობის არხის მიმართულებაა მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვემოთ, ოდნავ უკნიდან წინ. მარცხენა ლავიწის ძვლის არეში ჭრილობის არხის მიმართულებაა ზევიდან ქვევით, ოდნავ წინიდან უკან. სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით მიზანშეწონილია ტანსაცმლის გამოკვლევა. შემხებითი ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ლოყის არეში შესრულებულია ახლო მანძილიდან, რასაც ადასტურებს ახლო მანძილისათვის დამახასიათებელი დამატებითი ფაქტორების მოქმედების კვალი. შემხებითი ცეცხლნასროლი ჭრილობის მარცხენა მტევნის მე-2 თითის არეში, მისი სიმცირის გამო ტრაექტორიის დადგენა შეუძლებელია.

11. მანვე დაათვალიერა შემთხვევის ადგილზე გვამი, გამომძიებელს კარნახობდა ვიზუალურად რასაც ხედავდა გვამზე და ის იწერდა ოქმში. რასაც შემდგომ მოაწერა ხელი. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა - ტომი 2- ს.ფ. 80-93).

12. მოწმის მ-----– რ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–-------------------------------------------------ის უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომელთან გ--–-------------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 26 სექტემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ის სასაფლაოზე. შემთხვევის ადგილზე დახვდათ მამაკაცის გვამი. მან გადაიღო სურათები. შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა მასრები, პოლიეთილენის ჭიქები, ძვლისმაგვარი ფრაგმელი, მოწითალო ფერის ლაქებით, გვამის ფეხებთან, მობილური ტელეფონი, რაც ამოიღეს. გვამის თავის გარშემო იყო მოწითალო ფერის გუბე, საიდანაც ასევე ამოიღეს მოწითალო ფერის ლაქა. ამოღებული ნივთები დალუქეს. სასაფლაოზე რკინის მაგიდიდან ამოიღეს პოლიეთილენის ჭიქები და პოლიეთილენის ბოთლი. მან ხელი მოაწერა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.

13. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ გვამი იყო გულაღმა მდგომარეობაში, რომელსაც თავი დასავლეთით ქონდა.

14. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ვ------------–-–---–ის, შ--------------–---–ის, ი-–-----------ის, ლ--------–-–---–ის, მ-----------------–ის, ა-–---------------–---–ის, გ-------------–---–ის, ო--------------–-–---–ის, ს--–--------------ის, ნ-------------ის, ფ----------------–---–ის, კ------------------–---–ის, ლ----------–-----ის და დ----- მ----–-----ის გამოკითხვის ოქმებით, ი-–-----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ტანსაცმლის ამოღების ოქმებით, დენთის კვალის ნიმუშის აღების ოქმებით, ამოღების ოქმით, ბრალდებულ გ------- ბ-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმებით, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და არასადავოდ გამხდარი მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ გ------- ბ-------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი. სახელდობრ, გ------- ბ-------ემ თავი არ სცნო დანმაშავედ და განმარტა, რომ მას გ.რ------ის მკვლელობა განხრახული არ ჰქონია, მან ისროლა თოფი, რა დროსაც გ.რ------ე გადაიხარა და ამიტომ მოხვდა ჭურვი. ანუ გ.ბ-------ე თოფი მის მიერ გასროლას სადავოდ არ ხდის, აღნიშნული ასევე დასტურდება არასადავო მტკიცებულებებითაც, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ვ------------–-–---–ისა და გ-------------–---–ის პრეუდიციად მიჩნეული ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში, რამაც გამოიწვია ქალა სარქველის, ფუძის ძვლის, თავის ტვინის ნივთიერების, თავის ტვინში დიფუზური სისხლჩაქცევა და რასაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, წარმოებულია, უმანძილო სროლითი - მიბჯენით. ანუ გ.ბ-------ის განმარტება, რომ გასროლის შემდეგ გადაიხარა გ.რ------ე და ამის გამო მოხვდა მას ჭურვი არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, ვინაიდან, მან გასროლა აწარმოვა მიბჯენით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

16. ბრალდებულ გ------- ბ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

17. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

18. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------- ბ-------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც, ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

19. თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლისა, ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მასრა; ხმელი ბალახი; ძვლის ფრაგმენტი; სხვადასხვა ტევადობის პოლიეთილენის ჭიქები; სისხლის ნიმუში; ქაღალდის პარკი; ლუდის ბოთლი; გ------- ბ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მცენარეული მასა; ვ------------–-–---–ის აღებული დენთის ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები; გ------- რ------ის გვამიდან აღებული სისხლის, ფრჩხილის და თმის ნიმუშები; გ------- რ------ის გვამიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეულები და ე.წ. „პიჟი“; გ-------------–---–ისგან აღებული დენთის ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები; გ------- ბ-------ისგან აღებული დენთის ანაწმენდისა და ნერწყვის ნიმუშები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

20. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, გ------- ბ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი სავაზნე ქამარი, რომელშიც მოთავსებულია 22 ცალი მასრა და 2 ცალი წამლით დამუხტული მასრა; ვ------------–-–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი - მაისური, შარვალი, ჩუსტები; გ------- რ------ის ტანსაცმელი; გ-------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი - მაისური და შარვალი; გ------- ბ-------ისგან ამოღებული ტანსაცმელი - მაისური, ჯინსის შარვალი, ტყავის ქამრით, ტყავის ფეხსაცმელი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მის ოჯახის წევრს.

21. გ------- ბ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო, ორლულიანი, 16 კალიბრის „ი–------“ მოდელის 1977 წლის ნიმუშის თოფი, როგორც დანაშაულის ჩადენის საგანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

22. ბრალდებული გ------- ბ-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლით.

23. გ------- ბ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 27 სექტემბრიდან.

24. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მასრა; ხმელი ბალახი; ძვლის ფრაგმენტი; სხვადასხვა ტევადობის პოლიეთილენის ჭიქები; სისხლის ნიმუში; ქაღალდის პარკი; ლუდის ბოთლი; გ------- ბ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მცენარეული მასა; ვ------------–-–---–ის აღებული დენთის ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები; გ------- რ------ის გვამიდან აღებული სისხლის, ფრჩხილის და თმის ნიმუშები; გ------- რ------ის გვამიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეულები და ე.წ. „პიჟი“; გ-------------–---–ისგან აღებული დენთის ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები; გ------- ბ-------ისგან აღებული დენთის ანაწმენდისა და ნერწყვის ნიმუშები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

25. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, გ------- ბ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი სავაზნე ქამარი, რომელშიც მოთავსებულია 22 ცალი მასრა და 2 ცალი წამლით დამუხტული მასრა; ვ------------–-–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი - მაისური, შარვალი, ჩუსტები; გ------- რ------ის ტანსაცმელი; გ-------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი - მაისური და შარვალი; გ------- ბ-------ისგან ამოღებული ტანსაცმელი - მაისური, ჯინსის შარვალი, ტყავის ქამრით, ტყავის ფეხსაცმელი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მის ოჯახის წევრს.

26. გ------- ბ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო, ორლულიანი, 16 კალიბრის „ი–------“ მოდელის 1977 წლის ნიმუშის თოფი, როგორც დანაშაულის ჩადენის საგანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას.

27. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

28. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური