გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№-5---------------1
საქმე №2-12-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
03 აპრილი, 2018 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - ტე-–------–---ი (პ/ნ 12--------0)
წარმომადგენელი - მა----–----------ა
მოპასუხე - ტა--------------ვა (პ/ნ 12--------8)
წარმომადგენელი - მა------–---------–---ი
არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენელი (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ლა–-----------–---–ი
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნება დაერთოს ტე-–------–---ს განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან - 20.02.2009 წელს დაბადებულ ლე-------–--------ნ და 01.10.2015 წელს დაბადებულ მე-–-----–--------ნ ურთიერთობა შემდეგი გრაფიკით: ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს 14:00 საათიდან 19:00 საათამდე და ყოველი კვირის შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათამდე, ბავშვების წაყვანისა და მამის საცხოვრებელ ადგილზე (გარდაბანი, დ. აღ--–-----–-ს ქუჩა №1---ში) დარჩენის უფლებით; ყოველი წლის 02 იანვრის 11:00 საათიდან 08 იანვრის 14:00 საათამდე, ასევე ყოველი წლის 01 ივლისის 11:00 საათიდან 15 ივლისის 14:00 საათამდე და ყოველი წლის 01 აგვისტოს 11:00 საათიდან 15 აგვისტოს 14:00 საათამდე ბავშვების წაყვანისა და მამა---ან დარჩენის უფლებით.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლიდან მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც მათ შეეძინათ შვილები: 22.02.2009 წელს დაბადებული ლე-------–---ა და 01.10.2015 წელს დაბადებული მე-–----ლ---ა. მხარეები წელიწადი და ერთი თვეა რაც აღარ ცხოვრობენ ერთად და მაშ შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. მოსარჩელეს ჰქონდა გარკვეული პერიოდი შვილებთან ურთიერთობა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტა--------------ვას ურთიერთობამ სხვა მამაკაცთან სისტემატური ხასიათი მიიღო, ტე-–------–---ს კატეგორიულად აუკრძალეს შვილებთან მიახლოვება. მოსარჩელის განმარტებით, იგი ამჟამად ცხოვრობს მოპასუხის მეზობლად, ხოლო მოპასუხე - ტა--------------ვა ცხოვრობს დედის სახლში. ბავშვები ძირითად დროს ატარებენ ბებია---ან. ტა--------------ვა ხშირად დადის ,,უცხოეთში“ აიხან ნარგიზთან ერთად. ბავშვები ვერ ბედავენ მამა---ან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მის მეზობლად ცხოვრობენ. ბოლო პერიოდში მოსარჩელემ ორჯერ წაიყვანა შვილები მა---ან და ორჯერვე ბავშვების ბებიამ მიმართა შსს-ს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ბავშვების დასაბრუნებლად. მამა---ან განშორება ბავშვებზე აისახება უარყოფითად, რადგან მათ უყვართ მამა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ტა--------------ვამ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმა არის ჰქონდეს ურთიერთობა მოსარჩელე - ტელმა ალ---ს შვილებთან შემდეგი გრაფიკით: ყოველი კვირის შაბათ დღეს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე და კვირა დღეს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, ასევე ზამთრის არდადაგების პერიოდში, ყოველ დღე წაიყვანოს ბავშვები 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ღამით დარჩენის გარეშე.
2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი - ლა–-----------–---–ი სრულად დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, ასევე დაეთანხმა საქმეში წარმოდგენილ სოციალური მუშაკის დასკვნას და განმარტა, რომ ბავშვების უფლებებიდან და მათი ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვებს ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ როგორც დედა---ან, ასევე მამა---ან, ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას არასრულწლოვნებს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. ამა---ან, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენლის - მა------–---------–---ის განმარტებით, ბავშვები ხშირად რჩებიან ღამით ბებია---ან დედის გარეშე, მიზანშეწონილია ორივე ბავშვს ჰქონდეს თანაბარი ურთიერთობა მამა---ან, მაშ შორის ღამით დარჩენით.
საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 01.03.2018 წლის №2-1 დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვები - ლე-------–---ა და მე-–----ლ---ა არიან ტე-–------–---ის და ტა--------------ვას ბიოლოგიური შვილები. 2016 წლამდე ბავშვები იზრდებოდნენ და ცხოვრობდნენ ორივე მშობელთან ერთად, მისამართზე - ქალაქი გარდაბანი, დ. აღ--–-----–-ს ქუჩა №1---ში, სადაც ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე - ტე-–------–---ი. 2016 წლიდან მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალკე ოჯახებად, ხოლო არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედა---ან ერთად ქალაქ გარდაბანში, სი-------------3, ბინა №2--ში, სადაც ასევე ცხოვრობს მათი ბებია, ტა--------------ვას დედა - ჰა--- მ--------ა. საცხოვრებელი ბინა მდებარეობს სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, სამოთახიან ბინაში, რომელიც არის თანამედროვე კაპიტალური ბინა, ყველა საჭირო ნივთით. გამოიკვეთა, რომ ბავშვებზე სრულფასოვნად ზრუნავს დედა და ბებია, ისინი არიან პასუხისმგებელნი ბავშვების მეთვალყურეობაზე დღე-ღამის განმავლობაში და მათი მხრიდან უზრუნველყოფილია ბავშვების პირველადი საჭიროებები განათლებაზე, კვებაზე, ჰიგიენაზე, დასვენებაზე, გართობაზე და სხვა. ბავშვების განვითარება მიმდინარეობს ნორმალურად. დედა დასაქმებულია სა---რო სკოლაში და აქვს სტაბილური ფინანსური შემოსავალი, ბავშვების მზრუნველობაში მას ეხმარება ბებია - ჰა--- მ--------ა. ლე-------–---ა ირიცხება გარდაბნის №- სა---რო სკოლის მოსწავლედ, ხოლო მე-–----ლ---ა არ ირიცხება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში.
ბავშვების ბიოლოგიური მამა - ტე-–------–---ი ცხოვრობს გარდაბანში, მისამართზე დ. აღ--–-----–-ს ქუჩა №1--. მისგან მიღებული ინფორმაციით, მისი შვილები გაიზარდნენ ამავე საცხოვრებელ სახლში და გარემო არის მათთვის ნაცნობი და ჩვეული. მამას სურს, რომ შვილები მა---ან ხშირად მიდიოდნენ და რჩებოდნენ ღამით. ტე-–------–---ის საცხოვრებელ სახლში შექმნილია პირობები ბავშვებზე ზრუნვისთვის და მეთვალყურეობისთვის. ოჯახში ასევე ცხოვრობს ტე-–------–---ის დედა - სუ----ა მ--------ა. ტე-–------–---ი თვითდასაქმებულია, დაკავებულია მცირე ბიზნესით და აქვს ფინანსური შემოსავალი, მას შეუძლია ბავშვებზე ზრუნვა და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მას უყვარს შვილები და მოტივირებულია იმისთვის, რომ მიიღოს აქტიური მონაწილეობა შვილების აღზრდაში.
ტა--------------ვასა და ტე-–------–---ის ოჯახებს აქვთ ნება, მოტივაცია, სათანადო ოჯახური რესურსი და ფინანსური შესაძლებლობა ბავშვებზე ზრუნვისათვის, მაგრამ ბავშვების საუკეთესო უფლებებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად, სოციალურმა მუშაკმა მიუთითა, რომ მშობლები უნდა შეთანხმდნენ შვილებთან სრულფასოვანი ურთიერთობის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არასრულწლოვანი ლე-------–---ა დაიბადა 20.02.2009 წელს თბილისში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა №2---------9 (ს.ფ. 15)
3.1.2. არასრულწლოვანი მელის ალ---ა დაიბადა 01.10.2015 წელს რუსთავში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა №2---------0 (ს.ფ. 16)
3.1.3. მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება ოფიციალურად შეწყვეტილია 22.12.206 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა №2---------7 (ს.ფ. 87).
3.1.4. მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ორივე ქალაქ გარდაბანში. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედა---ან ერთად მისამართზე - გარდაბანი, სი-------------3, ბინა №2-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. ტა--------------ვამ რამდენიმეჯერ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და შვილები დატოვა დედა---ან - ჰა--- მ--------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.7. მოსარჩელე ტე-–------–---ი უპრობლემოდ ურთიერთობს შვილებთან და მისთვის მოპასუხეს - ტა--------------ვას არასოდეს შეუქმნია ხელისშემშლელი წინააღმდეგობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის წარმომადგენლის შესაგებელი (ს.ფ. 35) და ზეპირი ახსნა განმარტება.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას იმა---ან დაკავშირებით, რომ ბავშვების დედა არ უქმნის წინააღმდეგობას ბავშვების მამას, ჰქონდეს სრულფასოვანი ურთიერთობა შვილებთან და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემა---მებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან, ასევე სოციალური მუშაკის დასკვნიდან გამომდინარე, მამას თავის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს რამდენიმე დღე კვირაში და ასევე ზამთრისა და ზაფხულის არდადაგების დროს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1--0-ე, 1--2-ე მუხლები;
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ, ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, თანაც ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის დროს, თანაბრად იცავს მშობელთა ინტერესს და სა---რო წესრიგის შესაბამისად უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს და მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ და ოჯახურ გარემოებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1--0-ე მუხლის თანხმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავა---ან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1--2-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ მშობლისათვის შვილთან ურთიერთობა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ ვალდებულებას, რომლის განხორციელების მიზნით, სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, საშუალება მისცეს ცალკე მცხოვრებ მშობელს ურთიერთობა იქონიოს მა---ან, რისთვისაც განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.
სასამართლო განმარტავს, რომ შვილების მიმართ მშობლების უფლებებისა და მოვალეობების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ცალკე მცხოვრები მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინება.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.
ამდენად, აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს, რაც ცალსახად გულისხმობს შვილების ურთიერთობის შენარჩუნებას ცალკე მცხოვრებ მშობელთან და მათ ოჯახის წევრებთან.
საქმის განხილვის ეტაპზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა, როგორც არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების დამცველმა, მხარი დაუჭირა ბავშვების ურთიერთობის დღეების განსაზღვრას მამა---ან.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის მიხედვით, ტა--------------ვასა და ტე-–------–---ის ოჯახებს აქვთ ნება, მოტივაცია, სათანადო ოჯახური რესურსი და ფინანსური შესაძლებლობა ბავშვებზე ზრუნვისათვის, მაგრამ ბავშვების საუკეთესო უფლებებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად, მშობლები უნდა შეთანხმდნენ შვილებთან სრულფასოვანი ურთიერთობის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები - ლე-------–---ა და მე-–----ლ---ა არიან ტე-–------–---ის და ტა--------------ვას ბიოლოგიური შვილები. 2016 წლამდე ბავშვები იზრდებოდნენ და ცხოვრობდნენ ორივე მშობელთან ერთად, მისამართზე - ქალაქი გარდაბანი, დ. აღ--–-----–-ს ქუჩა №1---ში, სადაც ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე - ტე-–------–---ი. 2016 წლიდან მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალკე ოჯახებად, ხოლო არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედა---ან ერთად ქალაქ გარდაბანში, სი-------------3, ბინა №2--ში, სადაც ასევე ცხოვრობს მათი ბებია, ტა--------------ვას დედა - ჰა--- მ--------ა. ლე-------–---ა ირიცხება გარდაბნის №- სა---რო სკოლის მოსწავლედ, ხოლო მე-–----ლ---ა არ ირიცხება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში. მოპასუხე - ტა--------------ვამ რამდენიმეჯერ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, რა დროსაც შვილები ტოვა დედა---ან, ბავშვების ბებია---ან - ჰა--- მ--------------.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე - ტე-–------–---ი ცხოვრობს გარდაბანში, მისამართზე დ. აღ--–-----–-ს ქუჩა №1--. მისი შვილები გაიზარდნენ ამავე საცხოვრებელ სახლში და გარემო არის მათთვის ნაცნობი და ჩვეული. მამის სურვილია, რომ შვილები მა---ან ხშირად მიდიოდნენ და რჩებოდნენ ღამით. ტე-–------–---ის საცხოვრებელ სახლში შექმნილია პირობები ბავშვებზე ზრუნვისთვის და მეთვალყურეობისთვის. ოჯახში ასევე ცხოვრობს ტე-–------–---ის დედა - სუ----ა მ--------ა. ტე-–------–---ი თვითდასაქმებულია, დაკავებულია მცირე ბიზნესით და აქვს ფინანსური შემოსავალი, მას შეუძლია ბავშვებზე ზრუნვა და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მას უყვარს შვილები და მოტივირებულია იმისთვის, რომ მიიღოს აქტიური მონაწილეობა შვილების აღზრდაში.
სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა როგორც ბავშვების ასაკი, ასევე მათი დღის რეჟიმი, მოსარჩელის გარემო-სოციალური პირობები, ორივე მშობლის სურვილი, ჰქონდეთ შვილებთან ურთიერთობა, ასევე ის გარემოება, რომ ტე-–------–---ი ცხოვრობს იმავე საცხოვრებელ ბინაში, სადაც მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში ბავშვები ცხოვრობდნენ, ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინებით, მიეცეს მამას - ტე-–------–---ს შვილების ნახვის შესაძლებლობა.
ამა---ან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბავშვები მუდმივად ერთად არიან ღამით მაშინაც, როდესაც მათი დედა - ტა--------------ვა სახლშია, ასევე მაშინაც, როდესაც ისინი რჩებიან ბებია---ან დედის არყოფნის დროს, შესაბამისად მიზანშეწონილია, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, გაატარონ ღამე მამა---ან ერთდროულად, რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს მათი კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოში - ლა–-----------–---–ი.
გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ბავშვებთან ურთიერთობისათვის დღეების განსაზღვრისას და მამის მიერ ბავშვების ნახვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანთა სურვილი, რათა არ მოხდეს ბავშვების ძალით წაყვანა დედის საცხოვრებელი სახლიდან, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს მათ ფსიქიკაზე. ამა---ან უნდა აღინიშნოს, რომ მამის ბავშვებთან ურთიერთობის განსაზღვრა, თავისთავად გულისხმობს შვილების მამა---ან ყოფნის პერიოდში, მამის მხრიდან ყველა იმ მოქმედების შესრულების ვალდებულებას, რასაც ბავშვების უპირატესი ინტერესები მოითხოვს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ტე-–------–---ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 (ორმოცდაათი) ლარი (ს.ფ. 17). ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ ანაზღაურება, ხოლო გადახდილი ბაჟის ნაწილი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ტე-–------–---ის სარჩელი ტა--------------ვას მიმართ არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ტე-–------–---ს არასრულწლოვან შვილებთან: 01.10.2015 წელს დაბადებულ - მე-–-----–--------ნ (პ/ნ 01650098880) და 20.02.2009 წელს დაბადებულ ლე-------–--------ნ (პ/ნ 12650001119) ურთიერთობისთვის განესაზღვროს დროის შემდეგი მონაკვეთი:
2.1. ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს 14:00 საათიდან 19:00 საათამდე ბავშვების წაყვანის და დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;
2.2. ყოველი კვირის შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათამდე, ბავშვების წაყვანის და მამის საცხოვრებელ მისამართზე (გარდაბანი, დ. აღ--–-----–-ს ქუჩა №1--) დარჩენის უფლებით, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;
2.3. ყოველი წლის 02 იანვრის 11:00 საათიდან 08 იანვრის 14:00 საათამდე ბავშვების წაყვანის და მამა---ან დარჩენის უფლებით, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;
2.4. ყოველი წლის 01 ივლისის 11:00 საათიდან 15 ივლისის 14:00 საათამდე ბავშვების წაყვანის და მამა---ან დარჩენის უფლებით, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;
2.5. ყოველი წლის 01 აგვისტოს 11:00 საათიდან 15 აგვისტოს 14:00 საათამდე ბავშვების წაყვანის და მამა---ან დარჩენის უფლებით, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;
3. მოპასუხე - ტა--------------ვას დაეკისროს მოსარჩელე - ტე-–------–---ის სასარგებლოდ 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
4. მოსარჩელე - ტე-–------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 25 (ოცდახუთი) ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლის (გარდაბანი, დ. აღ--–-----–-ს ქუჩა №6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი