გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2319683-3/049-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე -დ----------–---–-
წარმომადგენელი - ე-----------–---–---–----–----------------------
მოპასუხე -ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - მ------------–--–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულება, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა კომისიის მიერ 2----–-–---------–---- გამოცემული N------- განკარგულება და გაუქმდა დ----------–---–-ს სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N--, დ---------------–---------------------- მიმდებარედ არსებულს 33კვ.მ· არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------–---- N------- განკარგულებით დ----------–---–- საკუთრებაში გადაეცა 33 კვ.მ. არასასოფლო–სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მის: დ--------------------------------------------------------------------------- და გაცემული იქნა საკუთრების მო–----------
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–--------------------- განკარგულებით, ძალადაკარგულად ჩაითვალა 2----–-–---------–---- გამოცემული 0-------- განკარგულება იმ მოტივით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დ----------–---–- მართლაც წარმოადგენს მომიჯნავე უძრავი ნივთის მესაკუთრეს, არ არის გამიჯნული მისი საკუთრება საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ბაზაში, რაც არის ხელის შემშლელი პირობა დაკანონებასთან მიმართებაში. კომისიის ს-------------–----- მითითებულია ისიც, რომ დაკანონებული მიწის ნაკვეთი ხვდება საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის მინისტრის 20---–-–-------------ს 0--- ბრძანების დანართი 01-ის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში, არსებული შენობა-ნაგებობის მომიჯნავედ, შემდგომში დაკანონებული მიწის ნაკვეთი კი ხელს შეუშლის მასზე რაიმე სარეგისტრაციო თუ აღდგენითი სამუშაოების განხოცრიელებას.
დ----------–---–მა განახორციელა ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შემოღობა და გასწია გარკვეული სამუშაოები.
2. მოპასუხის პირების პოზიცია
2.1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ” შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------–---- 1------ განკარგულებით დ----------–---–- ნამდვილად გადაეცა 33 კვ.მ არასასოფლო·–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მის: დ-------------------------------------------------------------------------) და გაცემული იქნა საკუთრების მ--–----------
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კ--------------–-–---------------------- განკარგულებითა და კომისიის 2----–-–-------------------- განკარგულებით გაუქმდა კომისიის 2----–-–---------–---- 1------ განკარგულება და ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------–---- 1------ განკარგულებით დ----------–---–ზე გაცემული 33 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მის: დ-------------------------------------------------------------------------- გადაცემასთან დაკავშირებით გაცემული საკუთრების მ--–----------
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------–---- N------- განკარგულებით დ----------–---–- საკუთრებაში გადაეცა 33 კვ.მ. არასასოფლო–სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მის: დ--------------------------------------------------------------------------- და გაცემული იქნა საკუთრების მო–----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ.ს.ფ.5);
- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 05.07.2---–----------–-----–- (იხ.ს.ფ.14);
- შესაგებელი (იხ.სფ.41);
-ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.06.2---–---- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ.48);
- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.07.2--------- 0- განკარგულება (იხ.ს.ფ.49);
- საკუთრების უფლების მოწმობა N-- (იხ.ს.ფ.50);
3.1.2. უძრავი ქონება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 33.00 კვ.მ. მდებარე დ------------------------------------------------------------------- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების N-- მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა დ----------–---–-ს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.18);
.3.1.3. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ მიემართათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, 2----–-–---------–---- N-- საკუთრების მოწმობის საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის ს.კ. 6----------- სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების თაობაზე, ასევე ეცნობოს ადიგენის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომ მოქალაქე დ----------–---–- დაუბრუნოს დ-------------–--------------------ის მიმდებარედ მდებარე 33კვმ. მიწის ნაკვეთის საფასური 158.40 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ დაკანონებული მიწის ნაკვეთი ხვდებოდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის მინისტრის 20---–-–-------------ს N--- ბრძანების დანართი N- მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში არსებულ შენობა-ნაგებობის მომიჯნავედ, რომელიც შემდგომში ხელს შეუშლიდა მასზე რაიმე სარესტავრაციო თუ აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას.
მიუხედავად იმისა რომ დ----------–---–- მართლაც წარმოადგენს მომიჯნავე უძრავი ნოვთის მესაკუთრეს, არ არის გამოჯნული მისი საკუთრება საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ბაზაში, რაც ხელის შემშლელი პირობაა დაკანონებასთან მიმარებაში, (აღნიშნულის შესახებ კომისიისთვის გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც 2017 წლის 6 ივლისის N-- საკუთრების მოწმობით გაცემული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, მოქალაქე მ------------------------- წარმოადგინა დაკანონებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრის N------------ მოხდა ზედდება დ----------–---–-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან. ზემოაღნიშნული უფრო თვალნათელი გახდა ტექნიკურ საშუალებებში გადამოწმების შედეგად, კერძოდ GIS-ის პროგრამაში, რაზეც მანამდე და არც ეხლა წვდომა არ ქონდა კომისიას).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.0-.2017წ. სხდომის ოქმი N-- (იხ.ს.ფ.17);
3.1.4. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 08 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამავე კომისიის 2----–-–---------–---- N-- საკუთრების მოწმობის, გაცემული დ----------–---–-ს სახელზე, საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის ს.კ. 6----------- რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 08.11.2017წ. N--------–-----–ი (იხ.ს.ფ.16);
3.1.5. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულებით ძალადაკარგულად ჩაითვალა 6 ივლისს გამოცემული განკარგულება N------- და გაუქმდა დ---------------------------------–---–---------------------–---–-- სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N-- (06.07.2017წ), დ------------------------------------- მიმდებარედ 33 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.11.2017წ. N--- განკარგულება (იხ.ს.ფ.15);
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა 6 ივლისს გამოცემული განკარგულება N------- და გაუქმდა დ---------------------------------–---–---------------------–---–-- სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N-- (06.07.2017წ), დ------------------------------------- მიმდებარედ 33 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არ მიუწვევია უძრავი ქონების მესაკუთრე დ----------–---–-, არც სხვა დაინტერესებული პირები, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესაბამისი სახელმწიფო სამსახური, ასევე არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, არ მოუპოვებია, რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც შეიძლება ჩათვლილიყო ახალ გარემოებად, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებეს:
- სარჩელი (იხ.ს.ფ.5);
- შესაგებელი (იხ.სფ.41);
-ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.0-.2017წ. სხდომის ოქმი N-- (იხ.ს.ფ.17),- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდ.ოქ. Cd. დისკი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------------------------------–--- და მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”-ს დაევალოს დ----------–---–-ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით.“
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტი - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------–---- N------- განკარგულებით დ----------–---–- საკუთრებაში გადაეცა 33 კვ.მ. არასასოფლო–სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მის: დ--------------------------------------------------------------------------- და გაცემული იქნა საკუთრების მო–----------
- უძრავი ქონება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 33.00 კვ.მ. მდებარე დ------------------------------------------------------------------- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების N-- მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა დ----------–---–-ს საკუთრებად.
- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ მიემართათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, 2----–-–---------–---- N-- საკუთრების მოწმობის საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის ს.კ. 6----------- სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების თაობაზე, ასევე ეცნობოს ადიგენის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომ მოქალაქე დ----------–---–- დაუბრუნოს დ-------------–--------------------ის მიმდებარედ მდებარე 33კვმ. მიწის ნაკვეთის საფასური 158.40 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ დაკანონებული მიწის ნაკვეთი ხვდებოდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის მინისტრის 20---–-–-------------ს N--- ბრძანების დანართი N- მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში არსებულ შენობა-ნაგებობის მომიჯნავედ, რომელიც შემდგომში ხელს შეუშლიდა მასზე რაიმე სარესტავრაციო თუ აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას.
მიუხედავად იმისა რომ დ----------–---–- მართლაც წარმოადგენს მომიჯნავე უძრავი ნივთის მესაკუთრეს, არ არის გამიჯნული მისი საკუთრება საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ბაზაში, რაც ხელის შემშლელი პირობაა დაკანონებასთან მიმარებაში, (აღნიშნულის შესახებ კომისიისთვის გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც 2017 წლის 6 ივლისის N-- საკუთრების მოწმობით გაცემული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, მოქალაქე მ------------------------- წარმოადგინა დაკანონებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრის N------------ მოხდა ზედდება დ----------–---–-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან. ზემოაღნიშნული უფრო თვალნათელი გახდა ტექნიკურ საშუალებებში გადამოწმების შედეგად, კერძოდ GIS-ის პროგრამაში, რაზეც მანამდე და არც ეხლა წვდომა არ ქონდა კომისიას).
- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 08 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამავე კომისიის 2----–-–---------–---- N-- საკუთრების მოწმობის, გაცემული დ----------–---–-ს სახელზე, საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის ს.კ. 6----------- რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულებით ძალადაკარგულად ჩაითვალა 6 ივლისს გამოცემული განკარგულება N------- და გაუქმდა დ---------------------------------–---–---------------------–---–-- სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N-- (06.07.2017წ), დ------------------------------------- მიმდებარედ 33 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა 6 ივლისს გამოცემული განკარგულება N------- და გაუქმდა დ---------------------------------–---–---------------------–---–-- სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N-- (06.07.2017წ), დ------------------------------------- მიმდებარედ 33 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არ მიუწვევია უძრავი ქონების მესაკუთრე დ----------–---–-, არც სხვა დაინტერესებული პირები, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესაბამისი სახელმწიფო სამსახური, ასევე არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, არ მოუპოვებია, რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც შეიძლება ჩათვლილიყო ახალ გარემოებად, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
.„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში -− ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.
ამავე დადგენილების მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ - მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ” დ----------–---–- კომისიის სხდომაზე საერთოდ არ მოიწვია, თუმცა იგი ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით ეცნობებინა მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რაც სადავოდ ქცეული სამი ადმინისტრაციული აქტის მისაღებად ჩატარებული არცერთი ადმინისტრაციული წარმოებისას არ განახორციელა. როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალებით ირკვევა მოსარჩელე დ----------–---–-სთვის ცნობილი არ ყოფილა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ასევე იგი არ ყოფილა მიწვეული აღნიშნული კომისიის მიერ გამართულ სხდომებზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია” ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით ეცნობებინა მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. სასამართლოში არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში”.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში”.
ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში”.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების მე-13 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, დაესწროს კომისიის სხდომებს და მისცეს ახსნა-განმარტება, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულების გამოტანის საფუძველი იყო ახლად გამოვლენილი გარემოებები, კერძოდ დაკანონებული მიწის ნაკვეთი ხვდებოდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის მინისტრის 20---–-–-------------ს N--- ბრძანების დანართი N- მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში არსებულ შენობა-ნაგებობის მომიჯნავედ, რომელიც შემდგომში ხელს შეუშლიდა მასზე რაიმე სარესტავრაციო თუ აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას, თუმცა კომისიის მიერ არ მომხდარა რეალურად არსებულ მდგომარეობას სრულყოფილად გამოკვლევა, დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუპოვებია. არ წარმოდგენილა დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ მათ მიმართეს თუ არა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმის გასარკვევად, სადავო ტერიტორია წარმოადგენდა თუ არა ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლს/ან სადაო მიწის ნაკვეთის კერძო პირის საკუთრებად აღიარება, როგორ შეუშლიდა ხელს ძეგლის უსაფროებას, მასზედ რაიმე სარესტავრაციო თუ აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას, ან რაში შეიძლება გამოიხატოს მესაკუთრისგან ხელის შეშლა, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არც შეუსწავლია კერძო მესაკუთრის პოზიცია, რომ თანახმა იქნებოდა, სადავო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში შესაბამისს სამსახურს მოსარჩელის კერძო საკუთრებიდან განეხორციელებინა სარესტავრაციო თუ აღდგენითი სამუშაოების.
სასამართლო ასევე გაამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 08 ნოემბრის N--------–-----–ზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელზე ამავე კომისიის 2----–-–---------–---- N-- საკუთრების მოწმობის, გაცემული დ----------–---–-ს სახელზე, საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის ს.კ. 6----------- რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, რომელიც წინ უსწრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულებას, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა დ----------–---–-ს სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, აღნიშნული განკარგულების გამოცემის თარიღია 2017 წლის 16 ნოემბერი, ასევე ამავე განკარგულებაში მისი გამოცემის საფუძვლად მითითებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის ოქმი N-1-ი, სადაც მითითებულია, რომ ,,2017 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ მიემართათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, 2----–-–---------–---- N-- საკუთრების მოწმობის საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის ს.კ. 6----------- სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების თაობაზე, ასევე ეცნობოს ადიგენის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომ მოქალაქე დ----------–---–- დაუბრუნოს დ-------------–--------------------ის მიმდებარედ მდებარე 33კვმ. მიწის ნაკვეთის საფასური 158.40 ლარი", მაგრამ არ არის საუბარი/არც გადაწყვეტილება, რომ ძალადაკარგულად ჩაითვალა 6 ივლისს გამოცემული განკარგულება N------- და გაუქმდა დ---------------------------------–---–---------------------–---–-- სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N-- (06.07.2017წ), დ------------------------------------- მიმდებარედ 33 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მაშინ როდესაც სხვა რაიმე დამატებით მტკიცებულება/ადმინისტრაციული წარმოების მასალების ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა, ასევე დაუსაბუთებელია მითითება მტკიცებულებათა გარეშე, რომ მიუხედავად იმისა, რომ დ----------–---–- მართლაც წარმოადგენს მომიჯნავე უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რადგან არ არის გამიჯნული მისი საკუთრება საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ბაზაში, რაც ხელის შემშლელი პირობაა დაკანონებასთან მიმართებაში, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაარღვია დაინტერესებული პირის უფლებები, კანონის საფუძველზე არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.
ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------------------------------–--- და მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”-ს დაევალოს დ----------–---–-ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა”.
ამავე კოდექსის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას;
მოცემულ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის-ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან საქმის განხილვა დასრულდა უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულების მოქმედების შეჩერება, რაც ძალაში შევა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.
გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------------------------------–---.
1.2. მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”-ს დაევალოს დ----------–---–-ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულების მოქმედების შეჩერება.
3.ადიგენის მუნიციპალიტეტის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას” დაეკისროს მოსარჩელე დ----------–---–-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია