განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 280100118002383963
საქმე №-/ 18-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე -ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას
სტაჟიორ პროკურორ-მ-----------ს
ადვოკატ- ვ-–----------------ს
ბრალდებულების- ს---------------ს და მ-------------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლ--------–--ს თანხმობით შემოსული ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----------ს შუამდგომლობა
1.ბრალდებული: ს---------------ს მიმართ
მამის სახელი: ა----
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 4----------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ხ------
რეგისტრირებული: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ხ------
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
2.ბრალდებული: მ-------------ს მიმართ
მამის სახელი: მ-----–---
დაბადებული: 3--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ჩ-------–---, თ----- მ----ს ქუჩა №-, ბინა №-0
რეგისტრირებული: გ--–-- თავისუფლების ქუჩა №---
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ს---------------მ ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 01 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე დაბა ჩ-------–---ში, ჩ-------–---ს რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ს---------------მ მ-------------სთან ერთად ზ-----------------ს სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, მარცხენა თვალის არეში, მარცხენა ყურზე და კისრის მარცხენა მხარეს, რის შედეგად ზ-----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
დადგენილია, რომ მ-------------მ ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 01 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე დაბა ჩ-------–---ში, ჩ-------–---ს რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ-------------მ ს---------------სთან ერთად ცემა ზ-----------------, მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის და სახის არეში და შემოახია მაისური, რის შედეგად ზ-----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მ-------------მ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2018 წლის 01 აპრილს დაახლოებით 18:30 საათზე დაბა ჩ-------–---ში, ჩ-------–---ს რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ-------------მ მუშტის დარტყმით დააზიანა ზ-----------------ს კუთვნილი „ს------------------ს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით X------ წინა საქარე მინა, რითაც დაზარალებულს მიადგა 450 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2018 წლის 03 აპრილს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----------ს, ბრალდებულებს ს---------------ს, მ-------------ს და ადვოკატ ვ-–----------------ს შორის.
პროკურორი მ----------- შუამდგომლობს ს---------------ს და მ-------------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული ს--------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 3 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასაჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 155 საათის ვადით.
ცნობილი იქნას დამნაშავედ მ------------- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ-------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,, ს------------------ს’’ მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით, X-------- ავტომობილი და მაისური, რომელიც გადაეცა დაზარალებულ ზ-----------------ს, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
ს---------------, მ------------- და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ-–---------------- ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვენ მის დამტკიცებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ბრალდებულების ს---------------ს და მ-------------ს წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მათი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებულები სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მათ ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ისინი სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედებათ, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ, მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებულები ს--------------- და მ------------- აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადონ საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.
ბრალდებულებს განემარტათ, რომ მათ უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვან უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
ბრალდებულები ს--------------- და მ------------- ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ბრალდებულებს განემარტათ, რომ მათ მიერ წამების,არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.
დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება, საპროცესო
შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ ზ-----------------ს არ სურს დაესწროს სასამართლო სხდომას და თანახმაა ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი
ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ს---------------ს და მ-------------ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:
ბრალდებულების ს---------------ს და მ-------------ს აღიარებით.
2018 წლის 01 აპრილის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზ-----------------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შესახებ (ს.ფ. 8-15)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 03 აპრილის განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ზ-----------------ს მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერების შემოწმების შესახებ (ს.ფ 126-128)
2018 წლის 01 აპრილის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზ-----------------ს ავტომანქანის ამოღების შესახებ (ს.ფ. 16-23)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 03 აპრილის განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ზ-----------------ს ავტომანქანის ამოღების კანონიერების შემოწმების შესახებ (ს.ფ 130-133)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის №72/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 117-121)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 03 აპრილის №002212618 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 122-124)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის №89/ტ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
დაზარალებულ ზ-----------------ს გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების ა---------–---------ს, თ---------–--–--ს, ვ---------------–--ას და მ------------ას გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიიჩნია, რომ ბრალდებულების ს---------------ს და მ-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და დადასტურებულად მიაჩნია ს---------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო მ-------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.
ს---------------ს და მ-------------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ს---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გაააჩნია.
მ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გაააჩნია.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,, ს------------------ს’’ მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით, X-------- ავტომობილი და მაისური, რომელიც გადაეცა დაზარალებულ ზ-----------------ს, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლ--------–--ს თანხმობით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2.დამტკიცდეს მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.
3.ცნობილი იქნას დამნაშავედ ს--------------- (პირადი ნომერი 4----------) საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 3 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. ს---------------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 155 (ასორმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
5. ს---------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 04 აპრილის 13:25 საათიდან.
6. ს---------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 04 აპრილის ჩათვლით.
7. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის’’ შესახებ საქართველოს კანონის 29-33-ე მუხლების შესაბამისად ს---------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი ხ------, 31-ე ქუჩა №-5)
8.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად ს---------------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
9.ცნობილი იქნას დამნაშავედ მ------------- (პირადი ნომერი 6----------) საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
10. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
11. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
12. მ-------------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად მ-------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
14. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
15. მ-------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 04 აპრილის 13:25 საათიდან.
16. მ-------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 04 აპრილის ჩათვლით.
17.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად მ-------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ჩ-------–---, თ----- მ----ს ქუჩა №-)
18.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად მ-------------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
19.ს---------------ს და მ-------------ს მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდეს და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
20. ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,, ს------------------ს’’ მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით, X-------- ავტომობილი და მაისური, რომელიც გადაეცა დაზარალებულ ზ-----------------ს, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
21. ს---------------ს და მ-------------ს განემარტოთ, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
22.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
23. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოში წარადგინოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
24.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე ნატრული აკობია