გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
221210018002304901
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 221210018002304901 (2/6-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.04.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

მე-----ს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ნი--------------ე

წარმომადგენელი სუ-----------ა

მოპასუხე ვა---------------ი

წარმომადგენელი ხა---------------ი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ვა---------------ისთვის მისი არასრულწლოვანი შვილების – ხა---------------ს და დ---------------ს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება თითოეულ ბავშვზე 400 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ცნობს სარჩელს ალიმენტთან დაკავშირებით, თუმცა ითხოვს მისი ოდენობის განსაზღვრას (შემცირებას) მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ვა---------------ს (პ/ნ 0----------) და ნი-------------ძეს (პ/ნ 30---------) ჰყავთ 2 შვილი: ხა--------------- (დაბ. 30.03.2009 წ, პ/ნ 0---------1) და დ--------------- (დაბ. 08.06.2013 წ, პ/ნ 0----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–დაბადების მოწმობა #3----------

-დაბადების მოწმობა #3----------

 

3.2. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ, არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას.

 

ბავშვები ძირითადად ცხოვრობენ დედასთან და ის უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებების განსაზღვრას და დაკმაყოფილებას, თუმცა პერიოდულად ისინი მამასთანაც რჩებიან. ამ დროს ბავშვები მთლიანად მამის და მისი ოჯახის კმაყოფაზე არიან. ამ პერიოდში მამა ბავშვებისთვის ყიდულობს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ყველა სეზონისთვის, უზრუნველყოფს მათთვის სასკოლო და სხვა საჭირო ნივთების შეძენას.

 

ბავშვების მამას მესამე შვილი ჰყავს, რომელიც ასევე მცირეწლოვანია და მამის რჩენა-აღზრდას საჭიროებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სარჩელი

-შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

 

3.3. ბავშვების მშობლები დასაქმებული არიან დედა - ნი-------------ძე მუშაობს სს ,,სა---------–------------ს" მე-----ს ფილიალში და იღებს ყოველთვიურ ანაზღაურებას.

 

მამა - ვა---------------ი მუშაობს სსიპ ღ---------------ოს ინ--------–----–----------–---------------–--ს უფროსად და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1500 ლარს (დარიცხული თანხა გადასახადების ჩათვლით).

 

ვა---------------ის დამსაქმებლის მიერ გაცემული დოკუმენტით 01.04.2018 წ სსიპ ღვ---------------–---------ოში იგეგმება რეორგანიზაცია, რის შედეგადაც შესაძლოა გაუქმდეს ინ--------–----–----------–---------------–-- და მოსალოდნელია დაკავებული პოზიციის ცვლილება და თანამდებობრივი სარგოს შემცირება.

 

ორივე მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულებები საბანკო-საკრედიტო ორგანიზაციებთან. სესხის მიზნობრიობის კავშირი არასრულწლოვნების ინტერესებთან საქმის მასალებით არ არის დადასტურებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხრეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

-ღ---------------ოს მომართვა #03----, 20.03.2018 წ

-კრედიტებთან (სესხებთან) დაკავშირებული წერილობითი ინფორმაცია

 

3.3. ბავშვების ჯანმრთელობა დაზღვეულია და ისინი ფლობენ შესაბამის ბარათებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი G-----------

- ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი G-----------

–მხრეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.4. სარჩელის აღძვრის თარიღია 14.02.2018 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1197-ე მუხლით შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

ბუნებრივია, ოჯახში სადაც ბავშვს ჰყავს დედაც და მამაც, იქმნება ხელსაყრელი გარემო მისი განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. განსახილველ შემთხვევაში მშობლები ცალ-ცალკე ოჯახებად ცხოვრობენ და იმის მიუხედავად, რომ ისინი ზრუნავენ ბავშვების საჭიროებებზე, ამ ბავშვების რჩენის საკითხებს სასამართლოს მხრიდან გარკვეული რეგულაცია სჭირდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის რეალური ინტერესების დადგენისას პრიორიტეტულია არა სამართლებრივი ჭეშმარიტების დადგენა მხარეთა შეჯიბრებითობის პირობებში, არამედ ობიექტური ჭეშმარიტების - ბავშვის საყოფაცხოვრებო პრობების, ნათესავებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ურთიერთობის, განათლების მიღების, სწორი მორალური განვითარების შესაძლებლობის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოვალეობაა საკითხი გადაწყვიტოს ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების დანაწესებით მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ბავშვისა და მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე და 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემობების და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიაჩნია ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 150 ლარის განსაზღვრა, სარჩელის აღძვრის დღიდან - 14.02.2018.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნული დანაწესების გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნი---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ვ------------------- მისი არასრულწლოვანი შვილის – ხა---------------ს, დაბ. 30.03.2009 წ, პ/ნ 0---------1 (კანონიერი წარმომადგენელი ნი-------------ძე) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან – 14.02.2018 წ-დან დაეკისროს ყოველთვიური სარჩო ალიმენტი, თვეში 150 ლარის ოდენობით.

 

3. ვ------------------- მისი არასრულწლოვანი შვილის – დ---------------ს, დაბ. 08.06.2013 წ, პ/ნ 0---------- (კანონიერი წარმომადგენელი ნი-------------ძე) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან – 14.02.2018 წ-დან დაეკისროს ყოველთვიური სარჩო ალიმენტი, თვეში 150 ლარის ოდენობით.

 

4. ვა---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა