განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
120100117002113460
დავის ტიპი
353 1 , 126 1
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #1/21--17წ. 18 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული – ს---------------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-.1-.1--- წელს ქ.ბ---------ში, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ბ---------ი თ-----ს ქ.N1;

 

ადვოკატი - ზ------------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1-6-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ“ პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 23 ივლისს ქ.ბ---------ში თ-----ს ქუჩაზე იმყოფებოდნენ შსს ბ---------ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები: გ-------–ი კ----------ე, გ--------------–---–ი და თ--------------–-–---–ი, რომლებიც ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას. კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მუშაკისათვის შეურაცხყოფის ჩადენის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ ს---------------ეს, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს ძალადობით გაუწია წინააღმდეგობა რათა შეეწყვიტათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და არ დაეკავებინათ. კერძოდ, ს---------------ემ პოლიციის მუშაკს გ-------– კ----------ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც გ-------– კ----------ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ს---------------ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

ასევე სასამართლომ დაადგინა:

 

ასევე, ს---------------ე 2017 წლის 31 მ---ს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 22 ივნისს ქ.ბ---------ში თ-----ს მეორე შესახვევი ბინა N4-ის მიმდებარედ ს---------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–-ა გ------–--ეს კერძოდ, ხელი მოუჭირა მკლავებზე ასევე ხელის კვრით მიაჯახა დახურულ კარზე, ამასთანავე ხელი ჩაარტყა თავისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ს---------------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – არაერთგზის.

 

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის

შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

დაზარალებულმა გ-------– კ----------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის შსს ბ---------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 23 ივლისს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ შ--------–---–---ესთან მისული იყო ს---------------ე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გამო ოპერატიულ ჯგუფთან თ--------------–-–---–თან და გ--------------–---–თან ერთად წავიდნენ აღნიშნულის გადასამოწმებლად. შ--------–---–---ესთან მისვლისას შ--------–---–---ემ დაადასტურა, რომ ს---------------ე აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. მანვე განუმარტა, რომ ს---------------ე წავიდა თავის სახლისკენ. ისინი გაემართნენ ს---------------ის სახლისაკენ. სახლთან მისულებმა დაინახეს, რომ ს---------------ე გამოდიოდა დედამისის ლ---------------ის სახლიდან. იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ს---------------ესთან გასაუბრების დროს სახლიდან გამოდიოდა დედამისი ლ---------------ე, რომელმაც სთხოვა პოლიციას წაეყვანათ მისი შვილი, ვინაიდან აღარ შეეძლო მისი უმსგავსო საქციელის ატანა. მანვე განმარტა, რომ ს---------------ეს თავზე დაზიანება მიაყენა ბოთლის დარტყმით. ლ---------------ე ჩამოჯდა იქვე სახლთან არსებულ სკამზე საიდანაც არ ჩანდნენ არც პოლიციელები და არც ბრალდებული. ამ დროს მათთან მივიდა შ--------–---–---ე, მის დანახვაზე ს---------------ე გახდა აგრესიული და კვლავ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და შეაფურთხა კიდეც. პოლიციელებმა მოუწოდეს სიმშვიდისაკენ, რა დროსაც პოლიციელების მიმართაც გახდა აგრესიული და დაუწყო მათ გინება, არ ემორჩილებოდა. ამის გამო იძულებულნი გახდნენ დაეკავებინათ ადმინისტრაციული წესით. როდესაც ოქმის შედგენისათვის პოლიციის ადმინისტარციულ შენობაში გადაყვანის მიზნით სვამდნენ ავტომანქანაში, გაითავისუფლა მარჯვენა ხელი და ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც გ-------– კ----------ემ მიიღო დაზიანებები.

 

2017 წლის 24 ი--–---ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით გ-------– კ----------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლოს გამომძიებლებმა გ--------------–---–მა და თ--------------–-–---–მა. მათ დაადასტურეს, რომ ბრალდებული არღვევდა რა საზოგადოებრივ წესრიგს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქე შ--------–---–---ეს და ასევე პოლიციის თანამშრომლებს, სხვაგვარად ვერ აღკვეთეს სამართალდარღვევა და გადაწყვიტეს ს---------------ის დაკავება. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანის მიზნით პოლიციის სამსახურეობრივ ავტომანქანაში ჩასმის დროს დაკავებულმა გაითავისუფლა ერთ-ერთი ხელი და თავის არეში ორჯერ დაარტყა გ-------– კ----------ეს. ამის შემდეგ ს---------------ე დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო. პროპორციული ზომის გამოყენების შედეგად ს---------------ე გადაყვანილ იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

მოწმე შ--------–---–---ემ განმარტა, რომ აქვს რესტორანი ბ---------ში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე და ზაფხულის პერიოდში დილის 6:30 საათიდან იწყებს მუშაობას. 2017 წლის 22 ივნისს დილით, ჩვეულებრივ სამსახურში მიდიოდა ავტომანქანით, გზად დაიმგზავრა მეზობელი ს-------------–---–ი. როდესაც ს----- ავტომანქანის კარი გააღო შ--------–---–---ეს შემოესმა ყვირილის, კივილის ხმა. იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა, მივიდნენ დაახლოებით 20 მეტრში მდებარე ნ-----–-ა გ------–--ის სახლთან, სადაც დაინახეს, რომ ს---------------ე იყო ნ-----–-ასთან მისული და ეჩხუბებოდა. იქვე იყო ნ-----–-ას მეზობელი ნ--- გ------–--ეც. ნ-----–-ა უყვიროდა ს------ს, რომ მის პირად ცხოვრებაში ნუ ერეოდა და მისი საქმე არ იყო მეგობარი მამაკაცი ეყოლებოდა თუ არა სახლში და ეუბნებოდა, რომ წასულიყო. ამაზე გაბრაზებულმა ს------მ ორივე ხელი ჩასჭიდა ხელებში და აჯანჯღარებდა და უყვიროდა, როგორ თუ მისი საქმე არ იყო, შემდგომ ზურგით მიანარცხა კედელს, ნ-----–-ა ჩაიკეცა, მეზობლები მიცვივდნენ ს------ს აწყნარებდნენ, მოწმე განმარტავს, რომ ამ მომენტში დაინახა ნ-----–-ას მეგობარი მ--–----ი. როდესაც ნ-----–-ა წამოდგა ს------მ მას თავში ჩაარტყა და ხელზეც დაარტყა. მეზობლებმა გამოაცილეს ს------ ნ-----–-ას და ჩაწყნარდა სიტუაცია. აღნიშნული ფაქტის თაობაზე შ--------–---–---ემ გამოძიებას მისცა ჩვენება, ამის შემდეგ ს------, სადაც კი ხვდებოდა ყველგან შეურაცხყოფას აყენებდა, თუ რატომ მისცა ჩვენება მის საწინააღმდეგოდ.

 

ერთი თვის შემდეგ 2017 წლის 23 ივლისს შ--------–---–---ე იყო თავის რესტორანში, დაახლოებით იქნებოდა 1-:00 საათი მასთან მივიდა ს---------------ე, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ნ-----–-ა გ------–--ის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის გამო და დაემუქრა, რომ თუ სასამართლოზე დაადასტურებდა მიცემულ ჩვენებას მოკლავდა. აღნიშნულის გამო მოწმემ დარეკა 11-–ის ოპერატორთან და ითხოვა პოლიციის დახმარება, პოლიცია მალე მოვიდა, იყვნენ სამი პოლიციის თანამშრომელი შ-------მ მათ განუმარტა, მომხდარის შესახებ. ამ დროისთვის ს---------------ე უკვე წასული იყო თავისი სახლის მიმართულებით. პოლიციელებიც წავიდნენ მის მოსაძებნად. შ--------–---–---ეს შეეშინდა, რომ ს------ მის სახლში მივიდოდა და მისი ოჯახის წევრებსაც მიაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაემართა სახლისაკენ. როდესაც მიუახლოვდა ს---------------ის სახლის შესახვევს, დაინახა, რომ ს---------------ე საუბრობდა ჩვეულებრივად იმ პოლიციელებთან ვინც იყვნენ მოსულები შეტყობინების გამო ვითარების გასარკვევად. შ--------–---–---ის დანახვაზე ქ-------ე გახდა აგრესიული და ისევ დაუწყო გინება ხმამაღლა დედისა და ოჯახის მისამართით. იწევდა მოწმისაკენ, პოლიციელები მას აკავებდნენ, რომ ვერ მიწვდა ხელით, შეაფურთხა. აღნიშნულზე პოლიციელებმა განუმარტეს, რომ აკავებდნენ ადმინისტრაციული წესით და გადაჰყავდათ პოლიციაში, სათანადო ოქმის შესავსებად. ამის გაგონებაზე აგრესია ს------მ გადაიტანა პოლიციელებზე და დაუწყო მათაც გინება სამსახურის და დედის მისამართით, არ ემორჩილებოდა პოლიციელებს, ხელს უშლიდა საქმიანობის შესრულებაში და უწევდა წინააღმდეგობას, რის გამოც შ--------–---–---ემ კვლავ დარეკა 11-–ში და ითხოვა დამატებით გამოეგზავნათ პოლიციის თანამშრომლები რადგან ს------ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს და ვერ ახერხებდნენ მის მანქანაში ჩაჯენას, შემდეგ დაინახა, რომ ს------მ ერთ-ერთ პოლიციელს ჩაარტყა ხელი სახის არეში. საბოლოოდ, მოახერხეს პოლიციელებმა და ს---------------ე ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს.

 

მოწმე აღნიშნავს, რომ როდესაც ს------ მასთან იყო სამსახურში მისული მას სახეზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო როცა პოლიციელებს ესაუბრებოდა მას უკვე სახეზე თეთრი ნაჭერი ეფინა და სისხლის კვალი ეტყობოდა, შემდგომ გაარკვია, რომ დედამისს ჩაურტყამს ბოთლი. როდესაც პოლიციელები ს---------------ეს აკავებდნენ დედამისი ლ---------------ეც იქ იყო და ყვიროდა წაიყვანეთ მოაშორეთო.

 

მოწმე ლ------------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.ბ---------ში თ-----ს ქ.N7-ში, პირველ სართულზე გაკეთებული აქვს თონე. თონის მოპირდაპირე მხარეს არის ბაზარი და რესტორანი. 2017 წლის 23 ივლისს დაახლოებით 1- საათზე დაინახა ს---------------ე და თონის მოპირდაპირე მხარეს დაახლოებით 30-40 მეტრში არსებული რესტორნის მეპატრონე შ--------–---–---ე ერთმანეთს ეკამათებოდნენ, ყვირილიც იყო, ფიზიკური შეხება იქ არ დაუნახავს. ს---------------ის წასვლის შემდეგ ცოტა ხანში ადგილზე მივიდა პოლიცია. მოწმემ განმარტა, რომ პოლიცია მას არ გამოუძახებია და სავარაუდოდ შ--------–---–---ემ დაურეკა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ი--–---ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N3--/0-/9-3 დასკვნით დადგენილია, რომ გ-------– კ----------ის სხეულზე არსებული ნაჭდევები და შესიებული უბანი მარჯვენა საფეთქლის არეში მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის Nბე0-------- მიხედვით 2017 წლის 23 ივლისს ქ.ბ---------ში თ-----ს მე-2 შესახვევი ბინა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს---------------ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ილანძღებოდა ხმამაღლა, პოლიციის მოთხოვნაზე დაწყნარებულიყო გახდა აგრესიული პოლიციის თანამშრომლების მიმართ, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა და პოლიციის თანამშრომელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც იგი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

 

ადმინისტრაციული დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივლისს 1-:45 საათზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე,173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებულ იქნა ს---------------ე.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ს---------------ე დაკავებულ იქნა 2017 წლის 23 ივლისს 1-:45 საათზე ინსპექტორ-გამომძიებლის გ-------–ი კ----------ის მიერ. დაკავებისას ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას, გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ზომა. ოქმი შედგენილია დეტექტივ-გამომძიებლის ა-–--------------–ის მიერ 16:40 - 17:00 საათის ინტერვალში, ბ---------ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაკავების ადგილზე სათანადო პირობების (ტექნიკური აღჭურვილობის) არქონის გამო და ასევე გამოძიების ელექტრონული პროგრამის ხარვეზის გამო, თუმცა ფაქტობრივი დაკავების დრო მითიტებულ იქნა ის დრო როდესაც ს---------------ე ფაქტობრივად იქნა დაკავებული.

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – არაერთგზის.

 

დაზარალებულმა ნ-----–-ა გ------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 22 ივნისს დაახლოებით დილის 6 საათი იქნებოდა როდესაც კარზე ბრახუნის ხმამ გააღვიძა, სახლში იმყოფებოდნენ ის და მისი მეგობარი მამაკაცი მ--–----------------ი. როდესაც კარი გააღო დაინახა, რომ კიბეებზე იდგა ს---------------ე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, კარის გაღებისთანავე ს---------------ემ დაუწყო მას ლანძღვა, გინება თუ რატომ ყავდა სახლში მეგობარი მამაკაცი, აღნიშნულზე მოწმემ მიუგო, რომ მისი საქმე არ იყო ვინ ეყოლებოდა სახლში და მიუთითა ეზოს გასასვლელისაკენ, ამ დროს დაინახა ეზოს გვერდით მდგომი მისი მეზობლები შ--------–---–---ე, ნ--- გ------–--ე და ს-------------–---–ი. ს---------------ემ ორივე მკლავში მაგრად ჩაჭიდა ხელი და უთხრა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა და მიაჯახა დახურულ კარს. მოწმემ განიცადა ძლიერი ტკივილი, აღნიშნულ ხმაურზე გამოვიდა მისი მეგობარი მ--–----ი ა----------ი და მოუწოდა ს------ს წასულიყო, თუმცა ს------მ კვლავ მიაყენა მას შეურაცხყოფა და თავში ჩაარტყა მუშტი. იქ მყოფი მეზობლები მიეხმარნენ და ს------ წავიდა ნ-----–-ა გ------–--ის სახლიდან. მოწმე განმარტავს, რომ ს---------------ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მომენტში მისი მეზობლები იქ იმყოფებოდნენ და დაინახეს რა როგორ მოხდა.

 

მოწმე ნ--- გ------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ნ-----–-ა გ------–--ის მეზობლად. 2017 წლის 22 ივნისს დილით 6 საათზე, მისი მეუღლე ადრე მიდიოდა სამსახურში. ყოველი დილა იწყებოდა ს---------------ის გინებით, ყველას ლანძღავდა და აგინებდა. იმ დღესაც მოდიოდა ქუჩაში და იგინებოდა, ნ-----–-ა გ------–--ესთან განსაკუთრებით ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან ნ-----–-ას ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ამას ვერ იტანდა და სულ ეჩხუბებოდა და აგინებდა. იმ დილითაც ნ-----–-ას სახლისკენ წავიდა გინებით, მოწმე ნ--- გ------–--ე განმარტავს, რომ მისმა მეუღლემ ჩაიყვანა ს------ თავის სახლამდე და აწყნარებდა. როდესაც მისი მეუღლე წავიდა სამსახურში, ს------ კვლავ ამობრუნდა ნ-----–-ას სახლისაკენ გინებით. ავიდა კიბეებზე, ამ ხმაურზე გამოვიდა ნ-----–-ა, რომელსაც დაუწყო გინება თუ რატომ ჰყავდა სახლში მეგობარი მამაკაცი. ამ დროს ორივე ხელი მოჰკიდა ხელებში და დახურულ კარს მიაჯახა, ტკივილისგან ნ-----–-ა ჩაიკეცა, ამ ფაქტს ასევე შეესწრნენ შ--------–---–---ე და ს-------------–---–ი, როდესაც ნ-----–-ა წამოდგა ს------მ მას თავში ჩაარტყა ხელი ასევე ხელზე დაარტყა ამ მომენტში გამოსული იყო მისი მეგობარი მამაკაცი. იქ მყოფებმა მეზობლებმა გამოაცილეს ს------ იქაურობას. ნ-----–-ა ძალიან შეუძლოდ იყო აღენიშნებოდა სილურჯეები.

 

მოწმე ნ-----–-----------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს სურამის ფსიქიატრიული კლინიკის ფსიქიატრად, ს---------------ე გასული წლის აპრილის თვეში პოლიციის თანამშრომლებმა და სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა მიიყვანეს მასთან შესამოწმებლად, ს---------------ე იყო ნასვამი. განმარტავდა, რომ პოლიციის მხრიდან განიცდიდა შევიწროვებას, ყველას მიმართ იყო აგრესიული, შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ კი ნანობდა ჩადენილს, ფსიქიური აშლილობა აღარ აღენიშნებოდა და მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე გაწერილი იქნა ბინაზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N3-6/0-/9-3 დასკვნით დადგენილია, რომ ნ-----–-ა გ------–--ის მარჯვენა და მარცხენა მხრების არეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა დაკითხვის დროს დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2017 წლის 30 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ნ-----–-ა გ------–--ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა ნ-----–---------–--–---–მა, ა-–--------------–მა, ი--------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2017 წლის 28 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბოლატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N00-656717 დასკვნის თანახმად, ს---------------ეს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს---------------ეს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა) თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს---------------ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს---------------ეს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. ს---------------ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი. თავსი ფსიქიკური მდგომარეობით ს---------------ე იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

დაცვის მხარემ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა მიიჩნია უდავო მტკიცებულებად.

 

სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ

წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

მოწმე თ---------------ემ განმარტა, რომ მის მეუღლესთან ს---------------ესთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, უმუშევრობის გამო ზოგჯერ სვამს ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა მას ვინმესთვის ზიანი მიეყენებინოს. როდესაც ნასვამი იყო მიდიოდა სახლში და იძინებდა. თ---------------ის გარეშე ფეხს არსად ადგამდა. 2017 წლის 22 ივნისს დილის 6:30 საათი იქნებოდა, ს------ გავიდა მეორე სახლში დედამისთან. ცოტა ხანში გაიგო ს------ს ხმა, გაიხედა გარეთ და დაინახა, რომ მისი მეუღლე გ-----------------ეს მოჰყავდა, რომელმაც თ---------------ეს უთხრა, რომ ს------ ნასვამი იყო და იგინებოდა, იქვე ჩამოსხდნენ სახლის წინ არსებულ ხის სკამზე, ცოტახანში წავიდა გ-------–ი, ს---------------ემ მოინდომა სიგარეტი, თ---------------ე და ს---------------ე ავიდნენ ს------ს დედასთან სიგარეტის ფულის გამოსართმევად. რომელმაც მისცა ფული. ბავშვები დაუტოვეს ს------ს დედას და წავიდნენ მაღაზიაში რომელიც არის ბაზრის წინ. იყიდეს სიგარეტი ამ დროს მოწმეს დაურეკა ლ---------------ემ და სთხოვა მალე მისულიყო ვინაიდან ბავშვი ტიროდა და ვეღარ აჩერებდა. თ---------------ემ ს------ს უთხრა, რომ ჩქარა წასულიყვნენ, აღნიშნულზე ს------მ უთხრა რომ წასულიყო და უკან გაყვებოდა, მოწმე წავიდა სახლისაკენ. 2 საათის მერე ბაზრიდან დაურეკეს და თხოვეს, რომ მისულიყო და ს------ წაეყვანა, რადგან მთვრალი იყო, როდესაც ჩავიდა ბაზარში ს------ პოლიციას უკვე წაყვანილი ჰყავდათ. ს---------------ის მეზობლად მუშები კედელს აშენებდნენ, ერთი მუშა გარდაიცვალა და პოლიცია იყო მისული. ცოტა ხანში ს------ც მოიყვანა პოლიციამ დაახლოებით 13:30 საათზე, რომელიც დაწვა დასაძინებლად და იმ დღეს გარეთ აღარ გასულა.

 

2017 წლის 23 ი--–--- იყო ს------ გავიდა სიგარეტის საყიდლად, ცოტა ხანში თ----------------ეს დაურეკეს ბაზრიდან, რომ წასულიყო და ს------ წამოეყვანა რადგან ნასვამი იყო, რომ მივიდა გაიგო, რომ ს------ კვლავ პოლიციას ჰყავდა წაყვანილი რადგან იგინებოდა. ამის მერე მოწმე წავიდა პოლიციაში სადაც გარეთ იყვნენ პოლიციელები და ს------ც იქ ჰყავდათ ელოდებოდნენ თათბირი როდის დასრულდებოდა და ისე მოქცეულიყვნენ რასაც უფროსი ეტყოდათ. ს------მ სთხოვა ცოლს, რომ მისთვის ცოტა არაყი მიეტანა. დასრულდა თათბირი და ს------ წამოიყვანა სახლში მანამდე გაიარეს ბაზარში საყიდლებზე და შემდეგ ს------ს ძმაკაცის ტაქსით წავიდნენ სახლში, რომ მიახლოვდნენ მოწმე გადავიდა მანქანიდან, რადგან ბავშვთან ეჩქარებოდა, რომელიც ლ------ს სახლში ჰყავდა დატოვებული, ს------ დარჩა მანქანაში, ცოტახანში მათთან მივიდა ს------. ხელში ეკავა პლასტმასის ბოთლი არაყით, რომელიც თ---------------ემ მიუტანა პოლიციაში, ხელში არაყი რომ დაუნახა ლ------მ სადღაც დარეკა, ს------ და თამარი წავიდნენ თავიანთ სახლში. ლ------ გამოვიდა და კიბეზე დაჯდა, ცოტახანში მოვიდა პოლიცია ლ------ს ჰქონდა დარეკილი და ითხოვდა რომ ფსიქიატრიულში წაეყვანათ. ამ მომენტში ს------ მობრუნდა და შუშის ბოთლით მოჰქონდა წყალი და დედამისს ეუბნებოდა აგერ არაყი კი არა წყალიაო. ლ------მ ბოთლი გვერდზე მოისროლა რა დროსაც შემთხვევით მოხვდა ს------ს შუბლში და გაუჭრა, ამ ყველაფერს ხედავდნენ მანქანაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც არ გადმოსულან მანქანიდან, ვინაიდან იქ რაიმე ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. ლ------ პოლიციელებს სთხოდა ს------ წაეყვანათ, მათაც უთხრეს ს------ს, რომ წაჰყოლოდათ, გ-------–ი კ----------ემ გადაუგრიხა ხელები და ცდილობდა ჩაესვა მანქანაში. მას ეხმარებოდნენ ასევე გ--------------–---–ი და თ--------------–-–---–ი, გ--------------–---–ი და თ--------------–-–---–ი ჩასხდნენ მანქანაში, გ-------– კ----------ეს ავტომანქანის კარზე მიბჯენილი ჰყავდა ს------, ამ დროს ბავშვმა გაიღვიძა და მოწმე მის გამოსაყვანად გავიდა. როდესაც მობრუნდა დაინახა, რომ ს------ ჩაჯდა მანქანაში. ლ------ მათ წაჰყვა მანქანით, ცოტა ხანში ლ------ უკან მობრუნდა, მას მოჰყვა გ-------– კ----------ე, რომელმაც უთხრა თ---------------ეს, რომ ს------მ მას სახეში გაარტყა როდესაც მანქანაში სვამდა, მოწმე განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ს------ს არავისთვის არ დაურტყამს. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ ლ---------------ე, თავად და 3 გამომძიებელი გ-------– კ----------ე, გ--------------–---–ი და თ--------------–-–---–ი, სხვა იქ არავინ ყოფილა.

 

ბრალდებულმა ს---------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 30 ივნისს იმყოფებოდა ბ---------ში ცოლთან და შვილებთან ერთად, რა დროსაც პოლიციის მანაქანა გაჩერდა და უთხრეს, რომ მათ გაჰყოლოდათ სასამართლოში გარკვეულ საბუთებზე ხელის მოსაწერად, ს------ ცოლ-შვილთან ერთად გაჰყვა მათ, გზაში ს------მ პოლიციელებისაგან გაიგო, რომ ვიღაც ნ-----–-ა გ------–--ე უჩიოდა და იმ საქმეზე მიჰყავდათ. როდესაც სასამართლოში მივიდნენ იქ დახვდათ მოსამართლე და პროკურორი, გამომძიებელმა ნ-----–---------–--–---–მა მიაწოდა დოკუმენტები ხელის მოსაწერად, ს------ს კითხვაზე თუ რა დოკუმენტები იყო, მან უპასუხა, რომ საბრალდებო დასკვნა და სხვადასხვა საბუთები იყო. ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი განაცხადა და მიიყენა თვითდაზიანება. ამ ფაქტის მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში საიდანაც გაწერეს და წავიდა სახლში. ი--–---ს თვეში ფოსტით მიუვიდა განჩინება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ რომლის მიხედვითაც შეეფარდა გირაო 2000 ლარი. ს---------------ემ განმარტა. რომ 2017 წლის 21 ივნისის ღამე იყო, სახლის ლოჯში იჯდა მეგობრებთან და ცოლ-შვილთან ერთად, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც განუმარტა, რომ ნ-----–-ა გ------–--ე უყვარდა და მან გამოაგზავნა ს------სთან ვინაიდან ნ-----–-ასთან უნდა მისულიყო მ--–----ი და ს------ს დახმარება სჭირდებოდა. ამაზე გაბრაზებულმა ს------მ ეს პიროვნება სახლიდან გამოაგდო, დაახლოებით 10 წუთის მერე ის კვლავ დაბრუნდა და ს------ ისევ გარეთ აგდებდა დაინახა ეზოში პოლიციის მანქანები და პოლიციელები, რომლებიც მისი სახლისკენ მოდიოდნენ. მათ განუმარტეს რომ ნ-----–-ა გ------–--ისგან იყო გამოძახება, რომ მისგან გამოგდებული კაცი ს------სთან იყო. ეს კაცი ამბობდა, რომ ნ-----–-ამ დაუბლოკა ბანკის ბარათი. იქიდან ნ-----–-ა ყვიროდა რაღაცას. ამ დროს გამოჩნდა ნ-----–-ას მეგობარი მ--–----ი და წაიყვანა სახლისაკენ. ს------ პოლიციელებს ეუბნებოდა მისთვის თავი დაენებებინათ, ვინაიდან არაფერ შუაში იყო. გ-------–ი კ----------ე, თ--------------–-–---–ი და კ--------–-–---–ი გაეკიდნენ ნ-----–-ას და მ--–----ის. კ--------–-–---–ი მობრუნდა და ს------ს სთხოვა სახლიდან არ გამოსულიყო და არ ჩარეულიყო ამ ამბავში. სხვა იქ არაფერი მომხდარა. მერე როგორც გამომძიებლისგან გაიგო მასთან მისული იყვნენ შ--------–---–---ე, ნ-----–-ა გ------–--ე და ნ--- გ------–--ე და ს------ს საწინააღმდეგოდ მისცეს ჩვენება, ვითომდა ნ-----–-ა სცემა ს------მ. მეორე დილას 22 ივნისს დაახლოებით 6-7 საათი იქნებოდა, ს------ ბავშვს ასეირნებდა, რა დროსაც დაინახა ნ-----–-ას სახლთან უცხო მამაკაცი, ს------ ყველა კაცს უშლიდა ნ-----–-ასთან მისვლას და ემუქრებოდა, ვინაიდან მისი შვილების თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და ამ უზნეობას არ დაუშვებდა. მივიდა ნ-----–-ას სახლთან და დაუძახა, რომ ის კაცი გამოეგდო. ამ მომენტში გამოვიდა გ-----------------ე ნ-----–-ას მეზობელი, სამსახურში მიდიოდა, რომელმაც უთხრა, რომ დამშვიდებულიყო რადგან მაინც არაფერი არ გამოუვიდოდა და სახლისკენ წამოიყვანა, იქვე ს------ს სახლთან სკამზე ჩამოსხდნენ, ს------ს მეუღლემ ყავა გამოუტანა. გ-----------------ემ ყავა დალია და წავიდა სამსახურში, ს------ც სახლში შებრუნდა. იქ სხვა არავინ ყოფილა.

 

მოწმე განმარტავს, რომ 2017 წლის 22 ივლისს მას შეატყობინეს, რომ მის წინააღმდეგ რაღაც იგეგმებოდა და სახლიდან არ გამოსულიყო, იმ ღამეს დარჩა დედამისთან, მეორე დილით ვინაიდან სიგარეტი აღარ ჰქონდა გადაწყვიტა დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით მარკეტში ჩასვლა. დედამისმა მარტო არ გაუშვა და ცოლი გააყოლა ბავშვით. იყიდეს სიგარეტი და ს------ გარეთ გამოვიდა, თ---------------ე დარჩა მაღაზიაში საყიდლებზე, ამ დროს შ--------–---–---ემ ამოიარა მანქანით და ს------ს შესთავაზა წაყვანა, რაზეც ს------მ უარი უთხრა, ამაზე გაბრაზებულმა შ-------მ დაუწყო ლანძღვა ყვირილი, ცოტა ხანში მოვიდა პოლიციაც და განუმარტეს, რომ შ--------–---–---ემ გამოიძახა იმ მიზეზით, რომ ვითომდა ს------მ მას შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა, რომ ნ-----–-ა გ------–--ის საქმესთან დაკავშირებით მის საწინააღმდეგო ჩვენება არ მიეცა. ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციაში ეს ხდება დაახლოებით დილის 9-10 საათამდე პერიოდში. პოლიციაში გაირკვა, რომ ს------ არაფერ შუაში არ იყო და გამოუშვეს უკან, როდესაც სახლში მივიდა ცოტა არაყი ჰქონდა და გადაწყვიტა დაელია. ამაზე გაბრაზებულმა დედამისმა ესროლა არაყის ბოთლი, რომელიც მოხვდა მკერდის არეში და გამოაგდო სახლიდან. ჩამოჯდა იქვე კიბეზე, ამ დროს დაინახა კვლავ პოლიცია მივიდა მასთან სახლში, გამომძიებელმა გ--------------–---–მა დაუძახა, გარეთ გამოვიდა ლ---------------ეც. მაზიაშვილმა უთხრა, რომ მასზე კვლავ შეტყობინება შევიდა რადგან იგინებოდა ქუჩაში და აწიოკებდა ყველას და უნდა წაჰყოლოდათ, ამაზე გაბრაზდა ს------ არ მიჰყვებოდა აგინებდა იქ მყოფ პოლიციელებს გ--------------–---–ს, გ-------– კ----------ეს და თ--------------–-–---–ს, ძალით ჩასვეს მანქანაში, გ-------– კ----------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანეს თვალი, გაუტეხეს თავი და გადაიყვანეს პოლიციაში. პოლიციაში მიყვანისას იგინებოდა კვლავ ს------, შეიყვანეს გ--------------–---–ის კაბინეტში სადაც ი--------------ემ შეუტანა დოკუმენტები ხელმოსაწერად, ს------მ არაფერს ხელი არ მოაწერა, ითხოდა ადვოკატს და სასწრაფოს მაგრამ უშედეგოდ, გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში სადაც არ მიიღეს ვინაიდან დაზიანებები ჰქონდა, გამოუძახეს სასწრაფოს და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

მოწმე გ-----------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 22 ივნისს იყო დაახლოებით 6:30 საათი, სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა რა დროსაც გაიგონა ს---------------ის ხმა, რომელიც ნ-----–-ა გ------–--ის სახლთან იდგა და ილანძღებოდა, აღნიშნულს შეესწრო მისი ცოლი ნ--- გ------–--ე, მოწმემ დააწყნარა ს------ და წაიყვანა სახლისაკენ, მის სახლთან არ შეჩერებულა, არც ყავა დაულევია, წავიდა სამსახურში. საღამოს მეუღლისგან გაიგო, რომ ს------ კვლავ აბრუნებულა ნ-----–-ასთან და მისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე ვერ განმარტავს მისი მეუღლის გარდა კიდევ ვინ შეესწრო მომხდარ ფაქტს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს ბ---------ის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მიერ 2017 წლის 25 ი--–---ს N4/4---17 დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nბე0-------- ოქმის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-8 ნაწილით.

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, ძალადობა არის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ჩადენილი არაერთგზის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, კერძოდ, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ს---------------ის მიერ ჩადენილი ქმედების - ცემის ფაქტი. როგორც დაზარალებულის, ასევე ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ს---------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–-ა გ------–--ეს კერძოდ, ხელი მოუჭირა მკლავებზე ასევე ხელის კვრით მიაჯახა დახურულ კარზე, ამასთანავე, ხელი ჩაარტყა თავისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამასთან, დადგენილი ქმედებისათვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის გასათვალისწინებელია ს---------------ის წარსულში ნასამართლობის ფაქტი, კერძოდ, იგი 2017 წლის 3- მ---ს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 50 მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი თვის ვადით (მოხდილია), ხოლო დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით (მოუხდელი). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ჩადენის ფაქტს არაერთგზის.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ს---------------ის მიერ ჩადენილი ქმედების - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, როგორც დაზარალებულის ასევე ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ს---------------ემ გ-------– კ----------ეს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელი სახეში რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ-–-------- კ----------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები და შესიებული უბანი მარჯვენა საფეთქლის არეში მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულს წარმოადგენს პირის მიერ პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რომელიც მიმართულია მისი საქმიანობის შეწყვეტისაკენ. საქმის განხილვით დადგენილია, რომ ბრალდებული ს---------------ე მის მიერ პოლიციის თანამშრომლისადმი განხორციელებული ძალადობის ჩადენამდე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხმყოფელად გადაეკიდა მოქალაქე შ--------–---–---ეს, იგინებოდა უცენზურო სიტყვებით, როგორც საზოგადოების წევრებისადმი, ასევე პოლიციის თანამშრომლებისადმი. მიუხედავად მოწოდებისა, რომ შეეწყვიტა სამართალდარღვევის ჩადენა, ბრალდებული არ ემორჩილებოდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს და იმის გამო, რომ სხვაგვარად ვერ იქნა აღკვეთილი სამართალდარღვევა, გამოვლინდა მისი დაკავების საჭიროება. ს---------------ეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა განუმარტეს რა, რომ იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანის მიზნით გ-------– კ----------ეს მიჰყავდა ავტომანქანაში მოსათავსებლად, ს---------------ემ შესძლო ერთი ხელის გათავისუფლება და თავის არეში ორჯერ ჩაარტყა გ-------– კ----------ეს რათა მას შეეწყვიტა საქმიანობა, ხოლო ს---------------ეს თავი დაეღწია პასუხისმგებლობისათვის. ს---------------ემ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, იგი დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის წესით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სასამართლო განმარტავს, რომ მოწმე გ-----------------ის ასევე თ---------------ის ჩვენებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ ს---------------ე ნ-----–-ა გ------–--ის მიმართ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დღეს, დილით ადრე იმყოფებოდა გ-----------------ესთან ერთად, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში და მიირთმევდა ყავას, შემდეგ გ-----------------ე წავიდა სამსახურში, ხოლო ს---------------ე აღარ გასულა სახლიდან. აღნიშნულს არ ადასტურებენ მოწმეები. ასევე ბრალდებულის მოსაზრებას ეწინააღმდეგება მოწმე თ---------------ის ჩვენება, როდესაც იგი მიუთიებს, რომ ს---------------ემ სახის არეში დაზიანება მიიღო დედის ლ---------------ის მოქმედებით, როდესაც ამ უკანასკნელმა ესროლა ბოთლი. ს---------------ე კი მიუთითებს, რომ დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმე ასევე არ ადასტურებს ბრალდებულის განმარტებას იმის შესახებ, რომ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვამდე ბრალდებულს არ გადაეცა საქმის მასალები, ხოლო თვითდაზიანება მიიყენა პროკურორისა და მოსამართლის უკანონო ქმედებების გამო. მოწმე თ---------------ე უთითებს, რომ სახლში ინახავს საქმის მასალებს, რომელიც პროკურორმა გადასცა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სხდომამდე, ხოლო სხდომის დაწყებამდე, იმის გამო, რომ სასამართლომ მცირეწლოვანი შვილის სხდომაზე დაშვებაზე ბრალდებულს განუცხადა უარი, მან მიიყენა თვითდაზიანება. თავად ს---------------ე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ დასტურდება სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულის განმარტებაზე, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებამდე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. საქმეზე ბრალდებულის მიმართ ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გადაეცა დაცვის მხარეს. ბრალდების მხარის მიერ ეს მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი დაცვის მხარის მიერ. შესაბამისად, ბრალდებულის მითითებული არგუმენტის ირგვლივ სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ, რომ ს---------------ეს სახის არეში დაზიანება მიაყენა დედამ ლ---------------ემ ბოთლის მორტყმის შედეგად. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას მათივე ვერსიის ირგვლივ და ვერ დაედება საფუძვლად რაიმე გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს---------------ის ბრალეულობას მასში, რომ ს---------------ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ასევე ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ჩადენილი არაერთგზის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ს---------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი შეზღუდული შერაცხადობა. დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს წარსულში არაერთხელ ნასამართლობის ფაქტს.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს---------------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს---------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს წარსულში ნასამართლობის ფაქტი გავლენას ახდენს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის მინიმალურ ოდენობაზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1-6-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ,, პუნქტი წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ ნიშანს.

 

ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის ფაქტის გათვალისწინებით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი სიდი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 2-8-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.

1. ს---------------ე (დაბ. 1-.1-.1--- წელს, პ/N0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

ასევე, ს---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს---------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3- მ---ის N1/0---17წ. განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.

 

საბოლოოდ, ს---------------ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.

 

2. მსჯავრდებულის ს---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 23 ი--–---დან.

 

3. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილი ფოტომასალა გადატანილი CD დისკზე რომელიც ერთვის საქმე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი