გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/575-17
N200210017002125814
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ნ---- ხ----------–---–ი
მოპასუხეები: გ-----–---ე, გ--–- მ–-----–---–ი, გ------ი ს--------–--ე
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეებს გ-----–---ეს, გ--–- მ–-----–---–ს და გ------ი ს--------–--ეს მოსარჩელე ნ---- ხ----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის თანხის - 700(შვიდასი) ლარის გადახდა. 1.2. მოპასუხეებს გ-----–---ეს, გ--–- მ–-----–---–ს და გ------ი ს--------–--ეს მოსარჩელე ნ---- ხ----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ნ---- ხ----------–---–ი 2016 წლის დეკემბრის თვეში მუშაობდა ქ. თ--–--ში, ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში, რომელიც გახლდათ გ-----–---ეს საკუთრება. აღნიშნულ საცხობში ასევე დასაქმებულები იყვნენ გ------ი ს--------–--ე და გ--–- მ–-----–---–ი. მითითებულ საცხობში მუშაობის პერიოდში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ წარმოიშვა ფინანსური პრობლემა, რის გამოც საცხობს დაკეტვა ემუქრებოდა. იმ პერიოდისათვის მას ჰქონდა დანაზოგი 700(შვიდასი) ლარის ოდენობით, რომელსაც აგროვებდა ავადმყოფი ძმისთვის. აღნიშნული თანხის არსებობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ მოპასუხეები. მათ სესხის სახით სთხოვეს მოსარჩელეს, რომ გ-----–---ესათვის გადასცა აღნიშნული თანხა, რომლის ვალდებულების შესრულებაც იკისრეს სამივე მოპასუხემ თანაბარწილად, ასევე მოსარჩელეს ზეპირსიტყვიერად შეპირდნენ, რომ მოგების სახით მიღებულ სარგებელსაც მისცემდნენ. თანხის გადაცემიდან მცირე დროში გ-----–---ემ საცხობი დაკეტა და მოსარჩელე დარჩა სამუშაოს გარეშე, არაერთი თხოვნის მიუხედავად მოპასუხეები მას გადაცემულ თანხას არ უბრუნებდნენ. 2017 წლის 21 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა განცხადებით შსს თ--–--ის რაიონულ სამმართველოს და როგორც მისთვის გახდა ცნობილი მოპასუხეებმა ვალის არსებობა აღიარეს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სარჩელის მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე გ-----–---ემ წარმოდგენილი სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მას საკუთრებაში გააჩნია პურის საცხობი თონე, რომელიც ააშენა კომერციული მიზნისათვის. 2016 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში გ------ი ს--------–--ეს და გ--–- მ–-----–---–ს, კომერციულ ფართი მიაქირავა ყოველთვიურად 400 ლარის გადახდით. მათ ქირის გადახდას უნდა დაეწყოთ 2016 წლის დეკემბრის თვიდან, რაც შეეხება ნოემბრის თვეს აღნიშნული პერიოდი გ-----–---ემ მათ ჩაუთვალა საშეღავათო პერიოდად. 2016 წლის ნოემბრის თვეში დამქირავებლებმა წარმატებით აამუშავეს ობიექტი. მათთან მცხობელად დასაქმებული იყო ნ---- ხ----------–---–ი. იგი ეწევა კომერციულ საქმიანობას, არის პურის ფქვილის რეალიზატორი, 2016 წლის ნოემბრის თვეში დამქირავებლებთან პერიოდულად შეჰქონდა ფქვილი და მისთვის ფქვილის ღირებულების გარდა სხვა თანხა მათ არ გადუციათ. მოპასუხე გ-----–---ემ ითხოვა რომ მის მიმართარ იქნეს სარჩელი დაკმაყოფილებული. მოპასუხეები გ------ი ს--------–--ემ და გ--–- მ–-----–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც შესაგებელი აქვთ შემოტანილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. მოსარჩელე ნ---- ხ----------–---–ი 2016 წლის დეკემბრის თვეში მუშაობდა ქ. თ--–--ში, ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში, რომელიც გ-----–---ის საკუთრებაა. აღნიშნულ საცხობში ასევე დასაქმებულები იყვნენ გ------ი ს--------–--ე და გ--–- მ–-----–---–ი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი(იხ.ს.ფ.) 3.2.2. სასმართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ საცხობში მუშაობის პერიოდში მოსარჩელე ნ---- ხ----------–---–მა წარმოშობილი ფინანსური პრობლემების გამო, მოპასუხეებს გ--–- მ–-----–---–სა და გ------ი ს--------–--ეს, მათი თხოვნის თანახმად, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სესხად გადასცა თავისი დანაზოგი თანხა 700(შვიდასი) ლარის ოდენობით, რაც მათ გ-----–---ეს გადასცეს თავიანთი ვალის დასაფარად. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ნ---- ხ----------–---–ის განცხადება, გამოკითხვის ოქმი(ს.ფ. 23, 24-25) - შსს თ--–--ის რაიონული სამმართველოს წერილობითი შეტყობინებები (ს.ფ. 21-22) -გ-----–---ის განმარტება(ოქმი) 3.2.3. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი თხოვნისა მოპასუხეებმა არ შეასრულებს მის მიმართ ნაკისრი ვალდებულება და სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნება დღემდე ვერ შეძლო. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი(იხ.ს.ფ.) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, ასეთი მტკიცებულებები კი მოსარჩელე მხარეს მოპასუხე გ-----–---ის მიმართ არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. მოცემულ საქმეზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადნენ მოპასუხეები გ------ი ს--------–--ე და გ--–- მ–-----–---–ი, რომელთაც ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი მოპასუხე გ-----–---ის მიმართ მოპასუხეებთან გ------ი ს--------–--ესა და გ--–- მ–-----–---–თან ერთად თანხის დაკსირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეების გ------ი ს--------–--ისა და გ--–- მ–-----–---–ის მიმართ მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებით. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317; 623-ე, 624-ე მუხლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 230-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე გ-----–---ეს შორის არ არსებობს სასესხო ხელშეკრულება და შესაბამისად მოსარჩელეს მოპასუხისათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხა 700.00 ლარი არ გადაუცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე გ-----–---ის მიმართ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ- სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, მოპასუხეები გ--–- მ–-----–---–ი და გ------ი ს--------–--ე მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის, შესაბამისად მათი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე-624-ე მუხლების თანახმად, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეების გ--–- მ–-----–---–ისა და გ------ი ს--------–--ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. 7. საპროცესო ხარჯები. 7.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - ნ---- ხ----------–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 50.00(სამასი) ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მოპასუხე გ-----–---ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეების გ------ი ს--------–--ისა და გ--–- მ–-----–---–ის მიმართ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რის გამოც ამ უკანასკნელთ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქაქლაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 992-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 30916- 30921-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნ---- ხ----------–---–ის სარჩელი სესხის თანხის 700.00 (შვიდასი) ლარის მოპასუხე გ-----–---ისათვის მიმართ მოპასუხეებთან გ------ი ს--------–--ესა და გ--–- მ–-----–---–თან ერთად თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელე ნ---- ხ----------–---–ის სარჩელი მოპასუხეების გ--–- მ–-----–---–ისა და გ------ი ს--------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხეებს გ--–- მ–-----–---–სა და გ------ი ს--------–--ეს მოსარჩელე ნ---- ხ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის თანხა 700.00 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
4. მოპასუხეებს გ--–- მ–-----–---–სა და გ------ი ს--------–--ეს მოსარჩელე ნ---- ხ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50.00 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
8. მოპასუხეებს გ--–- მ–-----–---–სა და გ------ი ს--------–--ეს გაეგზავნოთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი თელავის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე მარინე ცერცვაძე