განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2018
საქმის ნომერი
140100118002342242
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100118002342242

N1/88-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

01.05.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი მანანა შოთაშვილი

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

სტაჟიორ-პროკურორი - ბარბარა ჩხეიძე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ხათუნა აბრამაშვილი

 

ბრალდებული - მ----– მ------ს ძე ნ--------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 22 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, საშუალო განათლებით, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბ--–----------–-------------

 

კვალიფიკაცია

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ-----– ნ--------–---–მა, გამოძებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 0,01201 გრამი, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 20 იანვარს, საქართველოს შსს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 515-ე კილომეტრის მიმდებარედ, მცხეთის რაიონის სოფელ ქანდის სასაფლაოსთან გამავალ მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე ჩატარებული მ-----– ნ--------–---–ის პირადი ჩხრეკისას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზემოაღნიშნული ქმედებით მ-----– ნ--------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მ-----– ნ--------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დადასტურებულია მ-----– ნ--------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მ-----– ნ--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– ნ--------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ლ------------–-–---–-ს, ზ----------–-------–---–-ს, კ-–------------–---–-ს, ხ------------–---–ის და მ-----– ნ--------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მ-----– ნ--------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ,,V---------) ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, მ-----– ნ--------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----– ნ--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----– ნ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება.

 

რაც შეეხება მ-----– ნ--------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მ-----– ნ--------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება წარმოადგენს საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ, მძიმე კატეგორიის, განზრახ ნარკოტიკულ დანაშაულთა რიგს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებულმა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში და ითანამშრომლა გამოძიებსასთან, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორცეილებას. მ-----– ნ--------–---–ი სისტემატურად ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში, სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ მართლაც გულწრფელად ნანობს ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: მ-----– ნ--------–---–ი არის 35 წლის, დაოჯახებულია, ჰყავს ახალშობილი შვილი და ორსული მეუღლე, დაკავებამდე იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი.

 

სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ მ-----– ნ--------–---–ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - „ოპიუმის“ ჯგუფის და ,,მეტადონის“ მოხმარების ფაქტი. ასევე მნიშვნელოვანი ის გარემოებაც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონულ სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილებაში დაწყებულია გამოძიება დაუდგენელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, რომელიც ცალკე წარმოებად გამოეყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.

 

სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით მ-----– ნ--------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლოს აზრით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ოჯახური მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, მ-----– ნ--------–---–ის უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მოხდის ამგვარი წესი შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს მიერ შერჩეული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეღავათი დამაფიქრებელი იქნება მ-----– ნ--------–---–ისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, რაც, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის №------------ საქმიდან დაუდგენელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. მ-----– ნ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მ-----– ნ--------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ე) პასიური საარჩევნო უფლება, ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რომელთა მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

2. მსჯავრდებულ მ-----– ნ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 1 მაისიდან.

 

3. მსჯავრდებულ მ-----– ნ--------–---–ისათვის, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

4. მსჯავრდებულ მ-----– ნ--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ხ----- გ-----–---–ს (---------------- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

5. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №------------ საქმიდან დაუდგენელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე