გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2018
საქმის ნომერი
120210018002309113
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2309113-2/151-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აპრილი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სს ,,ლ--------------’’

წარმომადგენელი - ნ---- კ--------

მოპასუხე - გ------- გ------–--ე, ზ------ კ------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს გ------- გ------–--ეს და ზ------ კ------–---–ს სს ,,ლ--------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 9326.69 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5352.12 ლარი, პროცენტი - 1299.57 ლარი, პირგასამტეხლო - 2675 ლარი.

 

1.2. მოპასუხე გ------- გ------–--ეს სს ,,ლ--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 823.98 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „ლ-------------სა“ და მოპასუხე გ------- გ------–--ეს შორის 2013 წლის 9 ნოემბერს გაფორმდა №00--/2013/32--- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 10100 ლარი, წლიურ 19.75% და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 თვე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობამ ყოველ ვადაგადაცილებულ დღესზე შეადგინა 0.5%.

 

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება, სადაც თავდებმა პირმა - ზ------ კ------–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 15 863.40 ლარით.

 

მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა თუმცა, არ უზრუნველყო სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის თანხის ჩარიცხვა. ასევე გ------- გ------–--ემ 12.11.2013 წელს გააქტიურა ოვერდრაფტი. ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანებამ შეადგინა 823,98 ლარი.

 

ბანკმა 2018 წლის 11 იანვრის წერილებით მიმართა, როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს და განუმარტა, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე გ------- გ------–--ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა (მათ შორის ოვერდრაფტი) და პროცენტი.

 

2.2. მოპასუხე ზ------ კ------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------სა’’ და გ------- გ------–--ეს შორის 2013 წლის 9 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N00--/2013/32---, რომლის თანახმადაც სესხის სახით მსესხებელზე გაიცა 10100 ლარი, 60 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 19.75%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 9 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 9 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N00--/2013/32----1, რომლის მიხედვითაც ზ------ კ------–---–მა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა15863.4 ლარით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ გ------- გ------–--ემ 12.11.2013წ. გააქტიურა ოვერდრაფტი, რომელიც დაარღვია 23.10.2016 წლიდან და 08.02.2018წ. მდგომარეობით ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 823.98 ლარს.

 

3.1.4. 01.11.2016 წლიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი. 08.02.2018წ. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა.

 

3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.11.2013წ. სესხის ხელშეკრულება N00--/2013/32---;

- 09.1.2013წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 09.11.2013წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 09.11.2013წ. თავდებობის ხელშეკრულება;

- ზ------ კა-----–---–-ს 09.11.2013წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- 08.02.2018წ. N03065/5242 ცნობა დავალიანების შესახებ;

- 08.02.2018წ. N03065/5243 ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხეების დავალიანება სს ,,ლ--------------ს’’ მიმართ 09.11.2013წ. N00--/2013/32--- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 9326.69 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5352.12 ლარი, პროცენტი - 1299.57 ლარი; პირგასამტეხლო - 2675 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.11.2013წ. სესხის ხელშეკრულება N00--/2013/32---;

- 09.1.2013წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 09.11.2013წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 09.11.2013წ. თავდებობის ხელშეკრულება;

- ზ------ კ------–---–ის 09.11.2013წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- 08.02.2018წ. N03065/5242 ცნობა დავალიანების შესახებ;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ--------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 896-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები სესხის ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''ლ-------------სა'' და გ------- გ------–--ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ასევე ოვერდრაფტი, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ------- გ------–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------------სა’’ და გ------- გ------–--ეს) შორის გაფორმებული 2013 წლის 9 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა გ------- გ------–--ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. ფაქტიურად მოპასუხემ ზედიზედ ორზე მეტ გადახდას გადააცილა და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 5352,12 ლარი, ასევე ოვერდრაფტი 823,98 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 1299,57 ლარს, რაც ძირითად მოვალემ - გ------- გ------–--ემ აღიარა და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილშიც ცნო.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო, დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 2000 ლარით და გადასახდელად დარჩეს 675 ლარი.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------------სა'' და გ------- გ------–--ეს შორის 2013 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------------სა'' და ზ------ კ------–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ზ------ კ------–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 15863,4 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანმხებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ესკირება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2013 წლის 09 ნოემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,ლ--------------ს’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 279.80 ლარი.

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე გ------- გ------–--ემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის და სარგებლის, ასევე ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში, ხოლო ზ------ კ------–---–მა სარჩელი ცნო სესხი ძირითადი თანხის ნაწილში, რის გამოც მოპასუხეები ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლდნენ. მოპასუხე მხარემ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე გ------- გ------–--ეს და ზ------ კა-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 20.25 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე ზ------ კა-----–---–ს (სარგებლის ნაწილიში) მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 38.98 ლარის გადახდა.

 

ამასთან, სს ,,ლ-------------ს’’ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 279.80 ლარიდან 160.56 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ლ--------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ------- გ------–--ეს და ზ------ კ------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 7326.69 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5352.12 ლარი, პროცენტი - 1299.57 ლარი, პირგასამტეხლო - 675 ლარი.

 

3. მოპასუხე გ------- გ------–--ეს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანების 823.98 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე გ------- გ------–--ეს და ზ------ კ------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 20.25 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე ზ------ კ------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 38.98 ლარის გადახდა.

 

5. სს ,,ლ-------------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 13.02.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 279.80 ლარიდან 160.56 ლარი და 13.02.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი