გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310017002116627
№ 3/156-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2018 წელი ქ. ბ---–----
შესავალი ნაწილი
ბ---–----ს რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი: თამთა ჩულუხიძე, ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე: რა---–----–------ა;
მოსარჩელის წარმომადგენელი: მზ---------–---–ი;
მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგსისტრაციის მართვის სამსახურის ბ---–----ს ფილიალი;
მოპასუხის წარმომადგენელი: კა----------------–--ე, თე-------–---–ი, ლა--------–--ე, უჩ--------------–-–---–ი;
მესამე პირები: სა----------------ა, რა---–-----------ა;
მესამე პირები: რა-------------ი, ნა------------ი, რა---------------ა, ნა---–-------------ა;
მესამე პირების წარმომადგენელი: აი-------------ი;
თარჯიმანი - სუ-------------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N8820164------06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის N8820176------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის უძრავ ნივთზე ს.კ 80.02.73.1-- რა---–----–------ას თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება;
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა ბ---–----ს რაიონის სოფელ ჭ----–-–ი. მამა - ნა-------------–---ი და დედა - სა--------–--------------------ას ოჯახში. საქართველოს ეროვნული არქივის ბ---–----ს რაიონის სოფ. ჭ----–ას საკომლო წიგნების მონაცემებით იგი ირიცხება მათ კომლში.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1991 წელს დაინიშნა მ--------–ში მცხოვრებთან, რომელსაც ცოლად გაყვა 1993 წელს. საკომლო ჩანაწერების მიხედვით, მისი გვარის გვერდით ჩაწერილია, რომ გათხოვდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ამოეწერა კომლიდან, არ ფიქსირდება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პირადობის მოწმობა აიღო 2002 წელს მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მისამართზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 14 ივლისს მისთვის ცნობილი გახდა ის, რომ იგი არ არის შეყვანილი თანამესაკუთრეთა გრაფაში კომლის ქონებაზე, რომლის წევრიც ის იყო.
აღნიშული გარემოების აღმოფხვრისა და მისი თანამესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა მიიღო უარი 2017 წლის 20 ივლისის N8820176------03 გადაწყვეტილებით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2017 წლის 20 ივლისის N8820176------03 გადაწყვეტილება უკანონოა, დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება, რის გამოც მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N8820164------06 და 2017 წლის 20 ივლისის N8820176------03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა კომლის წევრს, რის გამოც მას ვერ მიენიჭებოდა მესაკუთრის უფლება სადაო ქონებაზე, შესაბამისად სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, რომლის წევრი არ იყო მოსარჩელე;
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,347 ჰა. მიწის ნაკვეთზე, მდებარე ბ---–----ს რაიონი, სოფელი ჭ----–ა - ს.კ N80.02.12.5-- საგადასახადო სიის N19-- საფუძველზე დარეგისტრირდა სა--------–------ის ოჯახის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო რუკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი;
- საკადასტრო რუკა;
4.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 4 ივლისს საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა სა----------------ამ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 ივლისის N8820164------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ბ---–----ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, საქართველოს ფინანსთა სა---ისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სა----------------ას განცხადება 04.07.2016;
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N8820164------03 გადაწყვეტილება;
4.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული არქივიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორს გაეგზავნა ინფორმაცია, რომლის თანახმად მას ეცნობა, რომ ბ---–----ს რაიონის ნა-----------------–--ს საკრებულოს ჭ----–ას/კოლაჩლოს 1986-1990 საკომლო წიგნებში კომლის უფროსად მითითებული იყო ნ--ი სა-------–----------------–ი (გადახზული, გარდაიცვალა 21.05.1990), კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: სა---------–------ი - დაბადებული 1940 წელს. რა---–------------------------------–ი. დაბ.18.08.1961 წელს, რა---–-----------ა ნ--ი (გათხოვდა; დაბ.26.01.1971), ნა---–-------------ა ი------ი (დაბ.06.02.1971), ნა------------ რა---–-----–ი (დაბ. 13.07.1990), რა---------------ა რა---–----ი (დაბ.21.08.1991);
1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია სა---------–------ი - დაბადებული 1940 წელს. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან რა---–------------------------------–ი. დაბ.29.08.1961 წელს; ნა---–-------------ა ი------ი (დაბ.06.02.1971), ნა------------ რა---–-----–ი (დაბ. 13.07.1990), რა---------------ა რა---–----ი (დაბ.21.08.1991);
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1996-1999 წლებში 0,28 ჰა.მიწის ფართობი, ხოლო საცხოვრებელი სახლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
ბ---–----ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წარდგენილი ცნობით ირკვევა, რომ ბ---–----ს რაიონის სოფელ ჭ----–-–ი მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია არ იყო დაცული.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 24 აგვისტოს განაახლა სარეგისტრაციო წარმოება სა----------------ას განცხადებასთან დაკავშირებით და იმავე დღეს მიიღო N8820164------06 გადაწყვეტილება რომლის თანახმად, სა----------------ას ოჯახის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ს.კ 80.02.12.5-- დაზუსტდა მონაცემები, კერძოდ, მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ნ--ი, ნა---–---, რა---, რა---------------ები და სა----------------ა. მიწის ნაკვეთზე დაზუსტდა საკადასტრო მონაცემები და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი 80.02.79.1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სა----------------ას განცხადება 04.07.2016;
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N8820164------03 გადაწყვეტილება;
- საქართველოს ეროვნული არქივის წერილი N15/23182;
- მ--------–ის მუნიციპალიტეტის წერილი N11/2650;
- სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ N8820164------05 გადაწყვეტილება;
- რეგისტრაციის შესახებ N8820164------06 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რესტიდან;
4.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს რა---–-----------ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, (რომლითაც მან შეიძინა სა----------------ას კუთვნილი წილი მიწის ნაკვეთზე ს.კ 80.02.73.1--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 5 სექტემბერს მიიღო N8820165------03 გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე ს.კ. 80.02.73.1-- სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად რა---–-----------ას საკუთრების უფლება აღრიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რა---–-----------ას განცხადება 31.08.2016;
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება 31.08.2016;
- რეგისტრაციის შესახებ N8820165------03 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
4.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა რა---–----–------ამ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ქონებაზე ს.კ 80.02.73.1-- ცვლილების, კერძოდ, მისი, როგორც კომლის წევრის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
განცხადებას უფლების დამდგენ დოკუმენტად თან დაურთო საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა N15/23182, განცხადება-ანკეტა პირის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 20 ივლისს მიიღო N8820176------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მისი მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რა---–----–------ას განცხადება 14/07/2017 და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია;
4.1.6. დადგენილია, რომ რა---–----–------ა 1992 წლის 25 ნოემბრის ქორწინების რეგისტრაციამდე გვარად იყო ას--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების ჩაწერის აქტი N80;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. დადგენილია, რომ რა---–-----------ა 1991 წლიდან არ ირიცხებოდა ნ--ი სა-------–----------------–ის და შემდგომ სა---------–------ის კომლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ცნობა N15/19--54 და ამონაწერი საკომლო წიგნებიდან;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის რა---–----–------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონი;
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილება;
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128-ე დადგენილება;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N153 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის წესის შესახებ;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის 2016 წლის 24 აგვისტოს N8820164------06 და 2017 წლის 20 ივლისის N8820176------03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს.კ N80.02.73.1-- თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციას.
2016 წლის 24 აგვისტოს N8820164------06 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრმა სა----------------ას განცხადება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების შესახებ დააკმაყოფილა და უძრავ ნივთზე ს.კ N80.02.73.1-- (ნაკვეთის წინა ნომერი 80.02.12.5--) განახორციელა რეგისტრაცია, კერძოდ, დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ფართობის და საზღვრები წარდგენილი ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად და მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი 80.02.73.1--; მიწის ნაკვეთზე შედგა ახალი საკადასტრო გეგმა და მესაკუთრეებად სა----------------ასთან ერთდ ნ--ი, ნა---–---, რა--- და რა---------------ები აღირიცხნენ.
მიწის ნაკვეთის სარეგისრტაციო ბარათიდან ირკვევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ N80.02.12.5-- პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წლის 20 ნოემბერს მიწის საგადასახადო სიის N19-- საფუძველზე და მესაკუთრედ აღირიცხა სა--------–------ის ოჯახი.
მითითებულ პერიოდში მიწის პირველადი რეგისტრაცია რეგულირდებოდა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონით, რომლის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიწაზე პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დადგენის ან ამ ქონებაზე უფლების გადასვლის საფუძველზე. უფლების დადგენა კი უნდა განხორციელდეს ამ და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა.
ამდენად, მიწაზე პირველადი რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია, სწორად მოხდეს უფლების დადგენა, რომლის რეგისტრაციაც ხორციელდება.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში, ხოლო იმავე მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128-ე დადგენილების მე-2 ნაწილის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.
აღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ირკვევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო) მიწის ნაკვეთები დადგენილი ნორმის ფარგლებში გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს.
,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერებით გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ოჯახის (კომლის) წევრთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ან სხვა სახის უძრავი ქონების რეგისტრაციისას ,,მესაკუთრის“ გრაფაში აღირიცხოს ოჯახის უფროსი (დანარჩენი წევრებისგან დელეგირებული პირი), ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრების უფლებებო აღირიცხოს ,,შეზღუდვის“ გრაფში.
დადგენილია, რომ 2002 წლის 20 ნოემბერს მიწის საგადასახადო სიის N19-- საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ. 80.02.12.5-- გადაეცა სა--------–------ის ოჯახს (კომლს).
დადგენილია, ასევე, რომ 1986-1996 წლის საკომლო ჩანაწერების მიხედვით ნ--ი ას---------–-----------–---ის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად რეგისტრირებულია სარია ისლა, კზი.
ამდენად, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების შეჯერების საფუძველზე დასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ. 80.02.12.5-- წარმოადგენდა სა----------------ას კომლის საკუთრებას.
სასამართლომ დადგენილად მიჩნია ის გარემოება, რომ სა----------------ას კომლის წევრებს წარმოადგენდენ მისი შვილი - რა--- ნ--ი ოღლი ასკაროვი , რძლი - ნა---–--- ი------ი ას--------, და შვილიშვილები - ნ--ი რა---–------–-------------ა რა---–----ი ასკაროვები.
ამონაწერით საკომლო წიგნიდან ირკვევა, რომ 1991 წლიდან რა---–-----------ა (ქორწინების შემდეგ ალაზოვა) აღარ ირიცხება ნ--ი ას---------–-----------–---ის და შემდეგ უკვე სა----------------ას კომლში, მან დაკარგა კომლის წევრობის სტატუსი მითითებული პერიოდიდან.
დადგენილია, რომ რა---–----–------ამ საჯარო რეესტრს უძრავ ნივთზე ს.კ 80.02.73.1-- თანამესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 14 ივლისს. მითითებულ პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N153 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის წესის მე - 11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნების ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: ,,გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), ,,გადახაზულია“, ,,გავიდა კომლიდან“, ,,გამოეყო ცალკე კომლად“, ,,გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ. არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
დადგენილია, რომ საკომლო ჩანაწერის მიხედვით რა---–-------------ს შესახებ საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი მითითებულია, რომ გათხოვდა მ--------–ში 1991 წელიდან. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ უტყუარად ვერ დასტურდება მისი კომლის წევრობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო 6-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამდენად, სასამრთლო მიიჩნევს, რომ რა---–----–------ა არ წარმოადგენდა კომლის წევრს, რის გამო იგი ვერ მოიპოვებდა საკუთრების უფლებას კომლის წევრის სტატუსით, რაც გამორიცხავს მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის მეირ სადაო აქტების მიღებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
რა---–----–------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, რაც უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. რა---–----–------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე რა---–----–------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
3. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბ---–----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბ---–----, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე