გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2018
საქმის ნომერი
160210018002345916
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 2/269-18

160210018002345916

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 მაისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

მოსარჩელე - ტა---–---------ვა

წარმომადგენელი - ვა-–--------------ე

მოპასუხე - მუ---------–---ი

წარმომადგენელი - ესტ-----–-–-გი

თარჯიმანი - ნა--–-------------ა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2018 წლის 12 მარტს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ტა---–---------ვას წარმომადგენელმა ვა-–--------------ემ, მოპასუხე მუ---------–---ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ტა---–---------ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხე მუ---------–---ს (პირადი N28-------14) დაეკისრა 2010 წლის 9 აგვისტოს დაბადებული აის------–--ვასთვის ალიმენტის სახით - ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, 2018 წლის 12 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით არ იქნა გადაწყვეტილი სახელმწიფო ბაჟის საკითხი.

სასამართლომ განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და მიაჩნია, რომ სასამართლო ხარჯების საკითხის გადასაწყვეტად გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ტა---–---------ვა განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოპასუხე მუ---------–---მა შესაგებლით ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, ამასთან საქმე არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 55-ე, 261-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გამოტანილი იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხე მუ---------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, მხარეთათვის დამატებითი გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი