გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
200210017002024719
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210017002024719

საქმე №2/530-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2018 წ. თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე - თ----- შ--–---–---–ი

წარმომადგენელი - თ--------–-–------ძე

მოპასუხე - ა-----------------–---–-

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა-----------------–---–-სათვის მოსარჩელე თ----- შ--–---–---–ის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 11 ივლისის ხელწერილით ა-----------------–---–- აღიარებს, რომ მისგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, რომელსაც დაფარავდა 20 აგვისტომდე, მაგრამ დათქმულ დროს მოპასუხეს სესხი არ დაუბრუნებია. სესხი იყო უპროცენტო.

2015 წლის 08 დეკემბერს ა-----------------–---–მა დაადასტურა ახალი, მეორე ხელწერილით, რომ თ----- შ--–---–---–ისგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, რომელსაც დაფარავდა ნაწილ-ნაწილ 15-20 დეკემბრამდე, ხოლო დარჩენილს წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ა-----------------–---–ს ასესხა უპროცენტო სესხი 5000 აშშ დოლარი, რომელიც ბინის ყიდვისთვის სჭირდებოდა. დღემდე არ დაუბრუნებია, აღნიშნული ქმედებით მიადგა ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა-----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი სცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 11 ივლისის ხელწერილით ა-----------------–---–- აღიარებს, რომ მოსარჩელისგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, რომელსაც დაფარავდა 20 აგვისტომდე, მაგრამ დათქმულ დროს მოპასუხეს სესხი არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- ხელწერილი (ს.ფ.15);

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2015 წლის 08 დეკემბერს ა-----------------–---–მა დაადასტურა ახალი, მეორე ხელწერილით, რომ თ----- შ--–---–---–ისგან ნასესხები აქვს 5000 აშშ დოლარი, რომელსაც დაფარავდა ნაწილ-ნაწილ 15-20 დეკემბრამდე, ხოლო დარჩენილ თანხას წლის ბოლომდე.

ა-----------------–---–ს დღემდე არ დაუბრუნებია 5000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- ხელწერილი (ს.ფ.16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე მუხლები და

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვლდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ. ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

 

ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, 2015 წლის 11 ივლისისა და 2015 წლის 08 დეკემბრის ხელწერილებით მოპასუხემ ა-----------------–---–მა იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელისთვის დაებრუნებინა 5000 აშშ დოლარი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეში სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს თ----- შ--–---–---–ის სარჩელი:

 

1.1. მოპასუხე ა-----------------–---–ს მოსარჩელე თ----- შ--–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელე თ----- შ--–---–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 359.12 ლარი, რაც 2017 წლის 13 ივლისის №0 საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი: №300853150;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი