განაჩენი

სისხლის სამართლის 04.05.2018
საქმის ნომერი
120100118002383769
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №182383769-1/123-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

01 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გ------------------------------–---–-, დაბადებული 1--- წლის 0--------------ს, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბ----------, თ-----ს ქ.N--, ბინა N--;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.გ-----------------–---–- თანაცხოვრების პერიოდში, ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქ. ბ---------–-, მის ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვანი მ----------–-----ს თანდასწრებით მის დედას შ------------------ს, სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც შ------------------ განიცდიდა ტანჯვას;

 

1.2. გ-----------------–---–მა 2018 წლის 0---------ს, ბ----------ს რაიონის სოფელ რ---––- მდებარე საცხოვრებელ სახლში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს მ-----------–-----ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც მ----------–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, რის გამოც მ----------–----- განიცდიდა ტანჯვას;

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

გ-----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

აღნი–ნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

შ------------------ს ჩვენება, რომლის თანახმად მას ყოფილი მეუღლე გ-----------------–---–- თანაცხოვრების პერიოდში ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა, აგინებდა, თუმცა არც გაშორების შემდეგ აძლევს მშვიდი ცხოვრების საშუალებას, განაგრძობს მის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. 2018 წლის 0---------- საღამოს საათებში გ-----------------–---–- ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მასთან სახლში, დაუწყო ლანძღვა-გინება, რასაც მათი არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა, გ-----------------–---–მა აიღო ვაზა და ესროლა. არასრულწლოვანი შვილი უყურებდა, ტიროდა და იტანჯებოდა ფსიქოლოგიურად. ასევე 2018 წლის 1------------–- მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე, მას დაუწყო ლანძღვა-გინება, ცდილობდა მისთვის ხელი დაერტყა, თუმცა გაიქცა და ვეღარ დაეწია.

იხ. ს.ფ. 9-12;

 

მ----------–-----ს ჩვენება, რომლის თანახმად მამა გ-----------------–---–- სისტემატიურად აყენებს შეურაცხყოფას დედას შ------------------ს, რაც წლებია გრძელდება, აგინებს, ლანძღავს და მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მისი თანდასწრებით. 2017 წლის ს----------- თვეში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა გ-----------------–---–- ლანძღავდა და აგინებდა დედას შ------------------ს, იწევდა მისკენ დასარტყმელად, ასევე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მათთან სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, დედას დაუწყო ლანძღვა-გინება, ცდილობდა მისთვის ხელი დაერტყა, თუმცა შ------------------ გაიქცა და ვეღარ დაეწია.

 

იხ. ს.ფ. 3-5;

 

გ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის1---------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით და შ------------------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ყოფილი მეუღლის გ-----------------–---–-ს ქმედება გამოიწვევდა შ------------------ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას;

 

იხ. ს.ფ. 138-143;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

მ-----------–-----ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 0---------ს საღამოს საათებში სახლში მისვლისას დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა, რომელიც ხმამაღლა ლანძღავდა დედას და იწევდა დასარტყმელად, შუაში ჩადგა არ მისცა მამას საშუალება დედისთვის დაერტყა, რამაც ისედაც აგრესიული მამა უფრო აგრესიული გახადა ,მას შეაგინა და გაშლილი ხელი თავში ჩაარტყა, რა დროსაც იგრძნო თავის არეში ძლიერი ფიზიკური ტკივილი, გ-----------------–---–- ხშირად აგინებს, ლანძღავს რის გამოც განიცდის ტანჯვას;

იხ. ს.ფ. 3-5;

 

შ------------------ის ჩვენება, რომლის თანახმად მისი ყოფილი მეუღლე მათ შვილს მ-----------–-----ს დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს და ხშირად წამოარტყავს თავში ხელს, არასრულწლოვანი შვილი ფსიქოლოგიურის სტრესის ქვეშ იმყოფება, როდესაც გაიგებს, რომ მამა სახლში უნდა მოვიდეს განიცდის ფსიქოლოგიური ტანჯვას. 2018 წლის 0---------ს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ-----------------–---–- ხმამაღლა ლანძღავდა, იწევდა მისკენ დასარტყმელად, მ-----------–-----მ არ მისცა მამას საშუალება დედისთვის დაერტყა, რა დროსაც მან შეაგინა არასრულწლოვან შვილს და გაშლილი ხელი თავში ჩაარტყა.

იხ. ს.ფ. 9-12;

 

გ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 0--------–ს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და მ-----------–-----ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ-----------–----- გ-----------------–---–-ს ქმედებით განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

 

იხ. ს.ფ. 129-136;

 

გ-----------------–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მ----------------ს, ნ---------------ს, დ---------–----ს გამოკითხვის ოქმებით, შ------------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, მ----------–-----ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, გ------- გ--------–---–-- დაკავების ოქმით, მ----------–-----ს დაბადების მოწმობით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-----------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

გ-----------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ-----------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, ასევე გ-----------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წელი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ-----------------–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ-----------------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წელი;

 

2. გ-----------------–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წელი;

 

3.სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანქოს მეორე სასჯელი და გ-----------------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

4.გ-----------------–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1-----------–----- 2018 წლის 0-------- ჩათვლით;

 

5.გ-----------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ განთავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან;

 

6.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ გ-----------------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი