განაჩენი

სისხლის სამართლის 05.05.2018
საქმის ნომერი
120100118002382426
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
05.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1800-382-26-1/119-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

26 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ-------–----------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ა---------–-----------------------, დაბადებული 1--- წლის 0------ს, პირადი #6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული ხ---–--ს რაიონი, სოფელი მ---------, ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------ს რაიონი, სოფელი გ--------–-;

 

ადვოკატი - ი--------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.ა-------ს რაიონის სოფელ გ--------––- მცხოვრები ა---------–-------- მეუღლეს ჟ--–------------ს წლების მანძილზე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ სტერეოტიპული დამოკიდებულებით ,,ცოლი არის მისი საკუთრება, მისი ნებართვის გარეშე არსად არ უნდა წავიდეს, ნათესავებთან არ უნდა ქონდეს არანაირი ურთიერთობა, საკვები პროდუქტები მისი ნებართვის გარეშე არ უნდა გამოიყენოს დანის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა, 2018 წლის 1------------–- კი იმავე მოტივით მეუღლეს ჟ--–-------------ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ ამოიღო ჯიბიდან დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ჟ--–------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2.ა---------–--------მ 2018 წლის 1------------–- მეუღლეს ჟ--–-------------ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ სტერეოტიპული დამოკიდებულებით ,,ცოლი არის მისი საკუთრება, მისი ნებართვის გარეშე არსად არ უნდა წავიდეს, ნათესავებთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი ურთიერთობა, საკვები პროდუქტები მისი ნებართვის გარეშე არ უნდა გამოიყენოს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ყელის არეში ძლიერად ხელის მოჭერით და დარტყმით წააქცია ძირს, რა დროსაც ჟ--–-------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ა---------–--------მ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის კერძოდ, მეუღლის ჟუ–------------ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ჟუ–------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა მეუღლე ა---------–--------სთან ერთად საცხოვრებელ სახლში, მეუღლემ მას დაუწყო კამათი, ჩხუბი და ეუბნებოდა წასულიყო სახლიდან, იგი შეეპასუხა, რაზედაც მან დაუწყო გინება, სწორედ ამ დროს ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და დაემუქრა მოკვლით, იგი ხშირად დამუქრებია მას დანით, შესაბამისად მან მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანია შიში.

 

იხ. ს.ფ. 5-6;

 

ა---------–---------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ჟუ–------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 1------------–- იმყოფებოდა მეუღლე ა---------–--------სთან ერთად საცხოვრებელ სახლში, მეუღლემ მას დაუწყო კამათი, ჩხუბი, ასევე უთხრა რომ ნებართვა უნდა აეღო მისგან საჭმლის მოსამზადებლად, გინებასთან ერთად ხელით წვდა ყელში მოუჭირა ძლიერად და ასევე ძლიერად მიაგდო ძირს, მან ვეღარ შეიკავა თავი და ზურგით დაეცა, აღნიშნულის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, როგორც ხელის ყელში მოჭერით, ასევე ძლიერად ზურგის დარტყმის შედეგად.

იხ. ს.ფ. 5-8;

 

ა---------–--------ს ჩვენება, 2018 წლის 1------------–- ის და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სახლში, მეუღლემ სახლში შემოიტანა ლობიო, მან როდესაც დაინახა ეს გაბრაზდა და გაუკვირდა თუ რატომ არ ჰკითხა მას, რაზედაც მისცა შენიშვნა, გაბრაზდა და დაუწყო კამათი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაბრაზებულზე ხელი მოკიდა სახის არეში ნიკაპთან და ხელი კრა, რის შედეგადაც ჟ--–------------მ თავი ვეღარ შეიკავა და დაეცა ზურგით მდივანზე.

 

იხ. ს.ფ. 22-27;

 

ა---------–--------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ა---------–--------ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, თ-------------------–---–-ს, რ----------–--------ს გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ა---------–--------ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------–---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა---------–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ა---------–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ა---------–--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ა---------–--------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 0- წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა---------–---------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ა---------–--------- (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

2.ა---------–--------- (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;

 

3.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ა---------–--------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 0- წელი.

 

4. ა---------–--------ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 18 თებერვლიდან 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

 

5.ა---------–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას რუ--–-- შა----- (პ/ნ 61---------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მდებარე წა-–--- რაიონი, სოფელი სა------, სარეგისტრაციო ზონა - წა-–--, კოდი-8-, სექტორი - ბა–---- - 0-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 0--, ფართობი 10372.00 კვ.მ - 10 000 ლარის ფარგლებში;

 

6.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ა---------–--------ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი