გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2018
საქმის ნომერი
820210016001235280
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210016001235280 (2-25/16)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 აპრილი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - რე----------ძე, მა---–- ე-----ძე, დ------- ე-----ძე, რ------ ე-----ძე, რო------ი ე-----ძე

წარმომადგენლები - თე----------------ე, რ--------------------ე

მოპასუხე: ნ--–- ე-----ძე,წარმომადგენ--–-: მი--------–--–-–---–ი,მოპასუხე: ამ----- ე-----ძე

წარმომადგენ--–-: ნო----------–---ძე,მოპასუხე: რუ--–-- ე-----ძე

წარმომადგენ--–-; თე-------------ძე, სა----–-----ძე

მოპასუხეები: ჭ------ ე-----ძე, ჯე------ ე-----ძე , გ--–- ე-----ძე , გ------- ე-----ძე

მესამე პირი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რე----------ძე, მა---–- ე-----ძე, დ------- ე-----ძე, რ------ ე-----ძე და რო------ი ე-----ძე ცნობილი იქნენ თანამესაკუთრეებად ა-–- ე-----ძის საკომლო ქონებაზე , შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდნენ მესაკუთრეებად უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური სოფ. გ----------–ი.

 

1.2. მოპასუხეები უფლებადაკარგულად იქნენ ცნობილი უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური სოფ. გ----------–ი ა-–- ე-----ძის საკომლო ქონებაზე შესაბამისად უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური სოფ. გ----------–ი საკადასტრო კოდი 22.2-.0-.6--- გაუქმდეს მოპასუხეების ნ--–- და ამ----- ე-----ძეების ჩანაწერი.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ნ--–- და ამ----- ე-----ძეებსა და რუ--–-- ე-----ძეს შორის 2016 წლის 14 და 16 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადაო ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური სოფ. გ----------–ი საკადასტრო კოდი 22.2-.0-.6---

 

1.4. მოპასუხეებს დაეკისროთ საპროცესო ხარჯები.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

შარაბიძეების თემის საკრებულოს სოფელ გ----------–ში მოსარჩელეებს რე----------ძეს, მა---–- ე-----ძეს, დ------- ე-----ძეს, რ------ ე-----ძეს და რო------ი ე-----ძეს საკომლო ამონაწერის საფუძველზე გააჩნიათ საკუთრება, რომელიც დარეგისტრირებული აქვთ საადგილმამულო წიგნში. მათ რეგისტრაციისათვის მიმართეს საჯარო რეესტრს, მაგრამ 2016 წლის 0- იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #2335 წერილის თანახმად ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად 2015 წლის 15 აგვისტოს მიუმართავს ნ--–- ე-----ძესაც, რომელმაც რეგისტრაციისათვის წარადგინა 2015 წლის 11 აგვისტოს ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის #2015057763-03 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ 1986-2000წწ. კომლის უფროსია ნ--–- ე-----ძე და კომლის წევრს ასევე წარმოადგენს ამ----- ე-----ძე, ისინი ირიცხებიან დედის ა-–- ე-----ძის კომლში, მიწა აწერია 0.16 ჰა. შენობა აგებულია 1960 წელს და არის 80 კვ.მ. ასევე რეესტრში წარადგინა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იქნა ნ--–- ე-----ძისა და ამ----- ე-----ძის საკუთრებად, ხოლო შემდგომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ აღირიცხა რუ--–-- ე-----ძე.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნ--–- ე-----ძემ უკანონოდ დაირეგისტრირა საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება, რადგან აღნიშნულ უძრავი ქონებაზე (საკომლო ქონებაზე) ნ--–- ე-----ძეს დაკარგული აქვს თანასაკუთრების უფლება, ასევე თანასაკუთრების უფლება აქვს დაკარგული ამ----- ე-----ძეს, სადაო უძრავი ქონება წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელეთა თანასაკუთრებას, რასაც ადასტურებს საარქივო ამონაწერი, 1986-2000წწ. (1986-1990 წლის მონაცემები) საკომლო წიგნით დგინდება, რომ კომლის უფროსია ა-–- ე-----ძე, რომელიც გარდაიცვალა 2001 წელს შესაბამისად გადახაზულია, ხ---–--- ე-----ძე გარდაიცვალა 1994 წელს გადახაზულია. ნ--–- ე-----ძე მითითებულია – ცვლილება არ არის, იაკუტსკში ექიმია. ჭ------ ე-----ძე ცვლილება არ არის, ლენინგრადშია 1983. და მითითებულია გამოეყო ცალკე კომლად 1995 წლის 27 თებერვალს #6 გადაწყვეტილების საფუძველზე გადახაზულია. შ-----ი ე-----ძე ამოეწერა 1987 წლის 10 ივნისს გადახაზულია. ჯე------ ე-----ძე ქ. იაკუტსკშია 1978წ. და გამოეყო ცალკე კომლად 1995 წლის 27 თებერვლის #6 გადაწყვეტილებით გადახაზულია. ამ----- ე-----ძე 1988 წ. სტუდენტია იაკუტსკში. რე----------ძე გამოეყო ცალკე კომლად 1995 წლის 27 თებერვალს #6 გადაწყვეტილებით გადახაზულია. მა---–- გ---–-----იძე, დ-------, რ------ და რო------ი ე-----ძეები (რე----------ძის მეუღლე და შვილები) გადახაზულია და მითითებულია გავიდნენ ცალკე კომლად. მ-----------------ე და თ----–- ე-----ძე (შ-----ი ე-----ძის მეუღლე და შვილი) გადახაზულია 1987 წელს. გ------- და გ--–- ე-----ძეებზეც (ჭ------ ე-----ძის შვილები) გადახაზულია და მითითებულია გავიდნენ ცალკე კომლად.

მოსარჩელეები და მათი წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ა-–- ე-----ძის კომლის წევრები არიან რე----------ძე, მისი მეუღლე მა---–- გ---–-----იძე, რომელთაც რეგისტრირებულ ქორწინებაშია 1982 წლიდან და ქორწინების პერიოდში შეძენილი სამი შვილი: დ------- ე-----ძე 1983 წელს, რ------ ე-----ძე 1984 წელს და რო------ი ე-----ძე 1988 წელს. ხოლო დანარჩენებს კი ა-–- ე-----ძის კომლზე უფლება დაკარგული აქვთ.

რაც შეეხება მოსარჩელეთა კომლის ცალკე გამოყოფას, მათი მტკიცებით, რე----------ძეს განცხადება არ დაუწერია ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ და არც მის ოჯახის წევრების თანხმობებია, და ისინი არასდროს სხვაგან არ წასულან, მუდამ ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საკომლო საქმიანობას ა-–- ე-----ძის კომლში.

მოსარცელეები და მათი წარმომადგენლები ითხოვენ ნასყიდობის ხელსეკრულების ბათილად ცნობასაც იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებაში მხარეებს წარმოადგენს ნ--–- ე-----ძე, კერძოდ ერთის მხრივ გამყიდველები არიან ნ--–- ე-----ძე და ამ----- ე-----ძის მინდობილი პირი ნ--–- ე-----ძე და მყიდველი არის რუ--–-- ე-----ძის მინდობილი პირი ნ--–- ე-----ძე, ამასთან რუ--–-- ე-----ძე ცხოვრობს ნ--–- ე-----ძესთან. არც გამყიდველები და არც მყიდველები არ დაუფლებიან სადაო ქონებას, ხოლო ნასყიდობის პირობა არის მყიდველმა მიიღოს - დაეუფლოს ნასაყიდობის საგანს. ნასყიდობის ნივთი არის ნაკლის მქონე და გამყიდველების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორცილებეულია არარსებულ უფლებაზე და მოსარჩელებს (მესამე პირებს) შეუძლია პრეტენზია განუცხადოს მყიდველს თავისი უფლებების გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ--–- ე-----ძემ და მისმა წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს და მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:

საკომლო წიგნების ბოლო ამონაწერით ა-–- ე-----ძის კომლის წევრებს წარმოადგენენ ნ--–- ე-----ძე და ამ----- ე-----ძე. რე----------ძე გამოეყო კომლს თავის ოჯახით და მიიღო მიწის ნაკვეთი. დედას უვლიდა ნ--–- ე-----ძე, ასევე მთლიანად ოჯახის ყველა წევრს და განსაკუთრებით მოსარჩელეების ოჯახს ნ--–- ე-----ძე ეხმარებოდა ფინასურად, უყიდა საცხოვრებელი ბინა, აჩუქა მანქანა და გაწეული აქვს სხვა უამრავი დახმარება. სახლი, რომელიც ამჟამად რეგისტრირებულია რუ--–-- ე-----ძის სახელზე და პრეტენზიას გამოთქვამენ მოსარჩელეები, მთლიანად კეთილმოწყობილი და გაუმჯობესებულია ნ--–- ე-----ძის ხარჯებით. ნ--–- ე-----ძეს და ამ----- ე-----ძეს არასოდეს გაუწყვეტიათ კომლთან ურთიერთობა, მათი ხარჯებით ხდებოდა საკომლო მეურნეობის განვითარება. რე----------ძე გამოეყო კომლს და მიიღო მიწის ნაკვეთი იმ პირობით, რომ ააშენებდა სახლს და გადავიდოდა საცხოვრებლად. ამისათვის ნ--–- ე-----ძემ გასწია ხარჯები, შეუძინა არმატურა, თუმცა მოსარჩელეებმა არ მოინდომეს სახლის აშენება, პირიქით გაყიდეს არმატურაც და აგრძელებენ სახლში ცხოვრებას რომლიც არ წარმოადგენს მათ საკუთრებას. ნ--–- ე-----ძემ და ამ----- ე-----ძემ კანონიერად დაირეგისტრირეს კომლის ქონება, ასევე კანონიერად მოხდა გასხვისებაც. ნ--–- ე-----ძის მიერ მისი ძმის რე----------ძის უდიდესი ფინასური და ყოველგვარი დახმარების მიუხედავად, მოსარჩელეები იჩენენ უმადურებას და უსაფუძვლოდ აღძრეს სარჩელი, იმ ქონებაზე, რომელიც მათ არ ეკუთვნით. ამის მიუხედავად, მისთვის ცნობილია, რომ ქონების მესაკუთრე რუ--–-- ე-----ძე არ აპირებს მათ იძულებით გამოსახლებას. ნ--–- ე-----ძე მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, მიიჩნევს რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე ამ----- ე-----ძე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით, მოსარჩელებმა 1995 წელს კომლიდან გამოყოფით დაკარგეს უფლება სადავო ქონებაზე, ამასთანავე რე----------ძის ოჯახს ნ--–- ე-----ძისა და სხვა წევრებისაგან მიღებული აქვს საკმაოდ დიდი ღირებულების ქონება, საცხოვრებელი ბინა, ავტომანქანა, ასევე ცალკე გამოყოფილ მიწის აშენებისათვის სამშენებლო მასალები, რომელიც შემდგომ გაყიდა რე----------ძემ. ამ----- ე-----ძე წასული იყო სასწავლებლად, მას არ დაუკარგავს უფლება კომლის ქონებაზე, შესაბამისად საკუთრების რეგისტრაცია მოხდა კანონიერად და ჰქონდა გასხვისების უფლებაც. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.3. მოპასუხე რუ--–-- ე-----ძის წარმომადგენელი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას, აცხადებს, რომ რუ--–-- ე-----ძე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, სადავო ქონება გასხვისების მომენტისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო გამყიდველის საკუთრებად, უძრავ ქონებას არ გააჩნდა რაიმე ნაკლი, ის რომ მოსარჩელეები ა-–- ე-----ძის კომლის წევრები იყვნენ, არ დგინდება არავითარი მტკიცებულებით, სხვა პირებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ რაიმე პრეტენზია აღნიშნულ ქონებაზე, რადგანაც ქონება წარმოადგენდა ნ--–- ე-----ძისა და ამ----- ე-----ძის საკუთრებას, რუ--–-- ე-----ძემ გადაიხადა საფასური და შეიძინა ქონება. რუ--–-- ე-----ძის წარმომადგენ--–- მიიჩნევს რომ სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.4. მოპასუხეები ჭ------ ე-----ძე და გ------- ე-----ძე სარჩელს ცნობენ. სასამართლო სხდომაზე ჭ------ ე-----ძის მიერ მიცემული განმარტებით, ჯერ კიდევ მშობლების სიცოცხლის პერიოდში გადაწყდა, რომ მამისეული სახლი უნდა დარჩენოდა მათი ძმის- რე----------ძის ოჯახს, რადგან მათი და ნ--–- ე-----ძე და ძმები ჯერ სასწავლებლად, ხოლო შემდგომ საცხოვრებლად გადასული იყვნენ რუსეთში და კომლის სამეურნეო საქმიანობას ახორცილებდა მათი ძმის რე----------ძის ოჯახი. ნ--–- ე-----ძეს ჰქონდა ეკონომიური შესაძლებლობა და ეხმარებოდა დედმამიშვილებს, მაგრამ ამ საფუძვლით არ აქვს უფლება წაართვას სახლი თავის ძმას. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც არის ფორმალური, რადგან რუ--–-- ე-----ძე ცხოვრობს ნ--–- ე-----ძესთან, მას არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი და ვერ შეძლებდა წარმოდგენილი ქვითრებში ასახული თანხის გადახდას. ჭ------ ე-----ძის განმარტებით, რე----------ძის ოჯახი არასოდეს ყოფილა გამოყოფილი კომლიდან სხვაგან არ გადასულან და დაბადებიდან დღემდე ყველა მოსარჩელე ცხოვრობს მამისეულ სახლში.

 

2.5. მოპასუხეებს ჯე------ ე-----ძესა და გ--–- ე-----ძეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

 

2.6. სასამართლოს განჩინებით, საქმეზე მესამე პირად მოპასუხე მხარეს ჩაბმული იქნა შარაბიძეების თემის გამგეობის უფლებამონაცვლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელსაც შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზანაქიძეების თემის საკრებულოს 1983-1985, წწ საკომლო წიგნების ამონაწერებით დგინდება, რომ: 1983-85 წლებში კომლის წევრები იყვნენ: ა-–-, ხ---–---, ნ--–-, ჭ------, შ-----ი, ჯე------, ამ-----, რ----, დ-------, მა---–-, რ------, თ----–- ე-----ძეები და მ-----------------ე, ამავე ამონაწერებში მითითებულია რომ ნ--–- ე-----ძე ქ.იაკუტსკში სწავლობს სამედიცინო ინსტიტუტში და მუშაობს. ჭ------ ე-----ძე სტუდენტია სწავლობს ლენინგრადში და მუშაობს ვეტ ექიმად. ჯე------ ე-----ძე 1978 წლიდან სასწავლებლად წასულია ქ. იაკუტსკში. ამ----- ე-----ძე 1982 წლიდან საბჭ.არმიაში მსახურობდა და დაბრუნდა 1984 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 06 იანვრის ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის №2016000366-03 ცნობა.

- ამონაწერები საკომლო წიგნიდან.

 

3.1.2. 1986-2000წწ. (1986-1990 წლის მონაცემები) საკომლო წიგნით დგინდება, რომ კომლის უფროსია ა-–- ე-----ძე, რომელიც გარდაიცვალა 2001 წელს შესაბამისად გადახაზულია, ხ---–--- ე-----ძე გარდაიცვალა 1994 წელს გადახაზულია. ნ--–- ე-----ძე მითითებულია – ცვლილება არ არის, იაკუტსკში ექიმია, ასევე მითითებულია 1989 -იაკუტია სტუდენტი. ჭ------ ე-----ძე ცვლილება არ არის, ლენინგრადშია 1983. და მითითებულია გამოეყო ცალკე კომლად 1995 წლის 27 თებერვალს №6 გადაწყვეტილების საფუძველზე გადახაზულია. შ-----ი ე-----ძე ამოეწერა 1987 წლის 10 ივნისს გადახაზულია. ჯე------ ე-----ძე ქ. იაკუტსკშია 1978წ. და გამოეყო ცალკე კომლად 1995 წლის 27 თებერვლის №6 გადაწყვეტილებით გადახაზულია. ამ----- ე-----ძე 1988 წ. 1990 სტუდენტია იაკუტსკში, სამუშაო ადგილად მითითებულია ხელვაჩაური კოლმეურნეობა. რე----------ძე გამოეყო ცალკე კომლად 1995 წლის 27 თებერვალს №6 გადაწყვეტილებით გადახაზულია. მა---–- გ---–-----იძე, დ-------, რ------ და რო------ი ე-----ძეები (რე----------ძის მეუღლე და შვილები) გადახაზულია და მითითებულია გავიდნენ ცალკე კომლად. მ-----------------ე და თ----–- ე-----ძე (შ-----ი ე-----ძის მეუღლე და შვილი) გადახაზულია 1987 წელს. გ------- და გ--–- ე-----ძეებზეც (ჭ------ ე-----ძის შვილები) გადახაზულია და მითითებულია გავიდნენ ცალკე კომლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საარქივო ცნობა.

- ამონაწერები საკომლო წიგნიდან.

- მხარეთა ახსნა- განმარტება;

 

3.1.3.2015 წლის 15 აგვისტოს ნ--–- ე-----ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრაციისათვის წარადგინა 2015 წლის 11 აგვისტოს ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის #2015057763-03 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ 1986-2000წწ. კომლის უფროსია ნ--–- ე-----ძე და კომლის წევრს ასევე წარმოადგენს ამ----- ე-----ძე, ისინი ირიცხებიან დედის ა-–- ე-----ძის კომლში, მიწა აწერია 0.16 ჰა. შენობა აგებულია 1960 წელს და არის 80 კვ.მ. ასევე რეესტრში წარადგინა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნ--–- ე-----ძის განცხადება თანდართული მასალებით

 

3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 თებერვლის რეგისტრაციით უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური, სოფ. გ----------–ი, ს/კ 22.2-.0-.615, მიწის ნაკვეთი ფართით 1600 კვ. მეტრი და შენობა ნაგებობა ფართით-355.50, აღირიცხა ამ----- ე-----ძისა და ნ--–- ე-----ძის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.5. ნ--–- და ამ----- ე-----ძეებსა და რუ--–-- ე-----ძეს შორის 2016 წლის 14 და 16 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფ. გ----------–ი ს/კ 22.2-.0-.615, დარეგისტრიდა რუ--–-- ე-----ძის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.6. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დაბადებიდან დღემდე სადავო უძრავ ქონებას ფლობენ და რუ--–-- ე-----ძის სახელზე რეგისტრირებულ სახლში უწყვეტად ცხოვრობენ მოსარჩელეები - რე----------ძე, მა---–- ე-----ძე, დ------- ე-----ძე, რ------ ე-----ძე, რო------ი ე-----ძე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

-მოწმეთა ჩვენებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელეების რე----------ძის ოჯახის ა-–- ე-----ძის კომლიდან ცალკე გამოყოფის საკითხი, ასევე ნ--–- ე-----ძისა და ამ----- ე-----ძის უფლების დაკარგვის საკითხი ა-–- ე-----ძის კომლის ქონებაზე.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს რომ უკანონოა 1995 წლის 27 თებერვლის ხელვაჩაურის რაიონის შარაბიძეების ს/საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილება #6 და სხდომის ოქმი #2, რომლითაც განხილული იქნა რე----------ძის განცხადება ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ და გამგეობამ გადაწყვიტა რე----------ძე ცოლშვილიანად, რომელიც ხუთი სულისაგან შედგება გამოეყოს ცალკე კომლად. რე----------ძეს განცხადება არ დაუწერია ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ და არასოდეს გადასულა კომლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან სხვაგან საცხოვრებლად. ის კვლავ იმავე საცხოვრებელ სახლში დარჩა, დღემდე იქ ცხოვრობენ და წლების განმავლობაში განახორციელეს ამ საცხოვრებელ სახლზე მშენებლობა, კერძოდ 1960 წელს და მომდდევნო წლებში საცხოვრებელი სახლის ფართია 80 კვ.მ., ხოლო დღეისათვის კი 333.5 კვ.მ., ასევე აგებულია აქვთ ავტოფარეხი, აგრეთვე კომუნალურ გადასახადებს იხდიან მოსარჩელეები. ამასთან დანარჩენი კომლის წევრები 1992 წლამდე არიან წასულები კომლიდან, მაგრამ მათზე მოგვიანებით 1995 წელს მიღებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონის შარაბიძეების ს/საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებები მათი ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, რომელიც არაუფლებამოსილი ორგანო იყო მიეღო მსგავსი გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილება რე----------ძის ცალკე კომლად დედის ა-–- ე-----ძის კომლიდან გამოყოფაზე უკანონოა, მას უფლება სადაო სახლზე/უძრავ ქონებაზე არ დაუკარგავს, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 126-ე მუხლის თანახმად საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა ხდებოდა ქონების ნატურით გაყოფის გზით. რე----------ძემ თავისი კომლის წევრებთან ერთად ცხოვრება განაგრძეს სადაო სახლში/უძრავ ქონებაში და სხვა საცხოვრებელი სახლი მას არასდროს არ გააჩნდა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით მოპასუხე ნ--–- და ამ----- ე-----ძეებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 128-ე მუხლის თანახმად უფლება დაკარგეს საკოლმეურნეო ქონების წილზე, ვინაიდან კომლის შრომაუნარიანი წევრი ჰკარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.

 

მოპასუხე მხარე - ნ--–- ე-----ძე, ამ----- ე-----ძისა და რუ--–-- ე-----ძის წარმომადგენელები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და აცხადებენ რომ რე----------ძის ოჯახი 1995 წლის 27 თებერვლის ხელვაჩაურის რაიონის შარაბიძეების ს/საკრებულოს გამგეობის #6 გადაწყვეტილებით გამოეყო ა-–- ე-----ძის კომლს, რის სესახებაც არსებობს ასევე სხდომის ოქმი #2. ის რომ რე----------ძე აგრძელებდა ა-–- ე-----ძის კომლის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში, არ აძლევს მას ამ ქონებაზე საკუთრების უფლებას. რე----------ძეს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამჟამად სარგებლობს და ირიცხება მის საკუთრებაში. აღნიშნულ ნაკვეთზე უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლი, რაშიც ფინანსურად ეხმარებოდა ნ--–- ე-----ძე. საცხოვრებელი სახლი გაუმჯობესებული იქნა ნ--–- ე-----ძის ხარჯებით, და მთლიანად ოჯახის, განსაკუთრებით დედის ა-–- ე-----ძის მოვლა პატრონობას ახორციელებდა ნ--–- ე-----ძე. მოპასუხეთა წარმომადგენლების მტკიცებით, ა-–- ე-----ძის კომლის წევრები მისი გარდაცვალების შემდგომ დარჩნენ ამ----- ე-----ძე და ნ--–- ე-----ძე. მათ არასოდეს გაუწყვეტიათ კომლთან ურთიერთობა, ფინანსური წვლილი შეჰქონდათ კომლის ქონების განვითარებისა და მომატებისათვის, კომლის უფროსი ა-–- ე-----ძე გარკვეული პერიოდი საცხოვრებლად იმყოფებოდა ნ--–- ე-----ძესთან და სადავო არ უნდა ყოფილიყო რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა ამ----- ე-----ძისა და ნ--–- ე-----ძის საკუთრებას, რომლებმაც კანონიერად განახორცილეს საკუთრების რეგისტრაცია და შემდგომ კანონიერად გაასხვისეს რუ--–-- ე-----ძეზე.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა საარქივო ცნობა სადაც მითითებულია, რომ 1983-85 წლების საკომლო ამონაწერით დგინდება, რომ კომლის წევრები იყვნენ: ა-–-, ხ---–---, ნ--–-, ჭ------, შ-----ი, ჯე------, ამ-----, რ----, დ-------, მა---–-, რ------, თ----–- ე-----ძეები და მ-----------------ე, ამავე ამანაწერებში მითითებულია რომ ნ--–- ე-----ძე ქ.იაკუტსკში სწავლობს სამედიცინო ინსტიტუტში და მუშაობს. ჭ------ ე-----ძე სტუდენტია სწავლობს ლენინგრადში და მუშაობს ვეტ ექიმად. ჯე------ ე-----ძე 1978 წლიდან სასწავლებლად წასულია ქ. იაკუტსკში. ამ----- ე-----ძე 1982 წლიდან საბჭ.არმიაში მსახურობდა და დაბრუნდა 1984 წელს. შესაბამისად 83-85 წწ კომლის წევრები დარჩნენ ა-–-, ხ---–---, ნ--–-, ჭ------, შ-----ი, ჯე------, ამ-----, რე----------ძეები, ზურაბ ე-----ძე არ არის მითითებული, ხოლო დამატებული არიან ახალი კომლის წევრები დ-------, რ------, თ----–- ე-----ძეები, მა---–- გ---–-----იძე და მ-----------------ე, რომლებიც არიან რე----------ძის მეუღლე მა---–- გ---–-----იძე და შვილები დ------- და რ----- ე-----ძეები, შ-----ი ე-----ძის მეუღლე მ-----------------ე და შვილი თ----–- ე-----ძე. წარმოდგენილი საარქივო ცნობებით უდავოდ დასტურდება, რომ 1993, წლისათვის, როცა გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი, მოსარჩელეები ირიცხებოდნენ ა-–- ე-----ძის კომლის წევრებად. მოსარჩელე მხარის ინიციატივით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ე---------------ემ, მ--–---- ე-----ძემ და თ----–- ე-----ძემ თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ რე----------ძის ოჯახი არასოდეს გადასულა სხვაგან საცხოვრებლად არ გამოყოფია კომლს და აგრძელებენ ცხოვრებას მამისეულ სახლში, რომლეზეც არავის არ გააჩნდა პრეტენზია, სამეურნეო საქმიანობას ეწევიან იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იყო ხ---–--- ე-----ძის, შემდგომ კი ა-–- ე-----ძის კომლის საკუთრებაში. მოსარჩელის არგუმენტები სასამართლო სდომაზე დაადასტურეს მოპასუხეებმა ჭ------ ე-----ძემ და გ------- ე-----ძემ.

 

მოწინააღმდეგე მხარემ - ნ--–- ე-----ძის , ამ----- ე-----ძისა და რუ--–-- ე-----ძის წარმომადგენელებმა თავიანთი არგუმენტების გასამყარებლად მიუთითეს საარქივო ამონაწრეზე, რომლითაც დგინდება, რომ 1986-2000წწ. კომლის უფროსია ნ--–- ე-----ძე და კომლის წევრს ასევე წარმოადგენს ამ----- ე-----ძე, ისინი ირიცხებიან დედის ა-–- ე-----ძის კომლში,მიწა აწერია 0.16 ჰა. შენობა აგებულია 1960 წელს და არის 80 კვ.მ. წარმოდგენილია ცნობა იმის შეახებ, რომ ა-–- ე-----ძე რეგისტრირებულია ქ. მოსკოვში ულიანოვის ქუჩა N276, მუდმივი მცხოვრები ქალიშვილთან და 1977 წლიდან ღებულობს პენსიას. წარმოდგენილია საბანკო ქვითრები, რიტაც დასტურდება, რომ რუ--–-- ე-----ძის მიერ გადახდილია სოფ. გ----------–ში მდებარე მიწის ნაკვეთის და სახლის ნასყიდობის საფასური.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, იმ ნაწილში, რომ მოსარჩელეები 1993 წლისათვის წარმოადგენდნენ ხ---–--- ე-----ძის კომლის წევრებს, რომლის გარდაცვალების შემდგომ კომლის უფროსია ა-–- ე-----ძე და 1995 წელს არ მომხდარა მათი რეალური გამოყოფა კომლიდან, რაც არ უკარგავს მათ უფლებას კომლის ქონებაზე. სასამართლო ასევე დადგენილად მიჩნევს, რომ კომლის ქონებაზე არ აქვთ დაკარგული უფლება მოპასუხეებს ნ--–- ე-----ძესა და ამ----- ე-----ძეს. შესაბამისად დგინდება სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლიანობა, რაზეც იქნება მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-მოწმეთა ჩვენები

-საარქივო ცნობები

-საბანკო ქვითრები

- ცნობები ა-–- ე-----ძის საცხოვრებლისა და პენსიის შესახებ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მხარეთა-ახსნა- განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოსარჩელეები აღირიცხონ მესაკუთრეებად სადავო ქონების 2/7 ნაწილზე, ასევე ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულებაც.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1964 წლის რედაქცია); ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბის №949 დადგენილება; სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.10.92 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

6.2. საქართველოს კანონის ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ ” მე-4 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის წევრთა საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს დარეგისტრირებული.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადაო უძრავი ქონება წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომელიც თავდაპირველად ეკუთვნოდა ხ---–--- ე-----ძეს. ხ---–--- ე-----ძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში შევიდა ა-–- ოს----ესთა და მოგვიანებით 1955 წლის 18 აგვისტოს ქორწინება დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც ა-–- ოს----ემ შეიცვალა გვარი და გახდა ე-----ძე. 1961-63 წლებში კომლის უფროსად გვევლინება ა-–- ე-----ძე, მისი წევრები არიან მეუღლე ხ---–--- ე-----ძე, და ქორწინების პერიოდში შეძენილი შვიდი შვილი, 1949 წელს ზურაბ ე-----ძე, 1951 წელს ნ--–- ე-----ძე, 1952 წელს რე----------ძე, 1955 წელს ჭ------ ე-----ძე, 1958 წელს შ-----ი ე-----ძე, 1959 წელს ჯე------ ე-----ძე, 1962 წელს ამ----- ე-----ძე, რომლებიც წარმაოდგენდნენ ერთ კომლს 1962 წლისათვის.

1986-2000წწ. (1986-1990 წლის მონაცემები) საკომლო წიგნით დგინდება, რომ კომლის უფროსია ა-–- ე-----ძე, რომელიც გარდაიცვალა 2001 წელს შესაბამისად გადახაზულია, ხ---–--- ე-----ძე გარდაიცვალა 1994 წელს გადახაზულია. ნ--–- ე-----ძე მითითებულია – ცვლილება არ არის, იაკუტსკში ექიმია. ჭ------ ე-----ძე ცვლილება არ არის, ლენინგრადშია 1983. და მითითებულია გამოეყო ცალკე კომლად 1995 წლის 27 თებერვალს #6 გადაწყვეტილების საფუძველზე გადახაზულია. შ-----ი ე-----ძე ამოეწერა 1987 წლის 10 ივნისს გადახაზულია. ჯე------ ე-----ძე ქ. იაკუტსკშია 1978წ. და გამოეყო ცალკე კომლად 1995 წლის 27 თებერვლის #6 გადაწყვეტილებით გადახაზულია. ამ----- ე-----ძე 1988 წ. სტუდენტია იაკუტსკში. რე----------ძე გამოეყო ცალკე კომლად 1995 წლის 27 თებერვალს #6 გადაწყვეტილებით გადახაზულია. მა---–- გ---–-----იძე, დ-------, რ------ და რო------ი ე-----ძეები (რე----------ძის მეუღლე და შვილები) გადახაზულია და მითითებულია გავიდნენ ცალკე კომლად. მ-----------------ე და თ----–- ე-----ძე (შ-----ი ე-----ძის მეუღლე და შვილი) გადახაზულია 1987 წელს. გ------- და გ--–- ე-----ძეებზეც (ჭ------ ე-----ძი შვილები) გადახაზულია და მითითებულია გავიდნენ ცალკე კომლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 1993 წლიდან, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დღიდან, კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის. შემდგომ პერიოდში კომლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, გავლენას ვერ ახდენს კომლის ქონების კუთვნილებაზე. სადავო ფაქტობრივ გარემოებათა განხილვისას, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რე----------ძის ოჯახს არ დაუკარგავს კომლის ქონებაზე უფლება და სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის მიღების პერიოდისათვის ისინი წარმოადგენდნენ კომლის წევრებს, რომლის ქონება ამჟამად რეგისტრირებულია მოპასუხე რუ--–-- ე-----ძის სახელზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 128-ე მუხლის თანახმად კომლის შრომაუნარიანი წევრი ჰკარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. აღნიშნული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობის წარმოებაში, ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებელში სწავლისას და ავადმყოფობის გამო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომლის ქონებაზე უფლება არ აქვთ დაკარგული ნ--–- ე-----ძისა და ამ----- ე-----ძეს, რადგანც 1990 წლის საკომლო ამონაწერში ორივეზე მითითებულია, სტუდენტი. ამასთანავე ისინი მუდმივად ღებულობდნენ მონაწილეობას თავიანთი სახსრებით კომლის მეურნეობის წარმოება-განვიტარებაში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ კომლის სადავო ქონებზე სხვა პირებს არ გააჩნიათ პრეტენზია, ხ---–--- ე-----ძის კომლის ქონების მესაკუთრეებად უნდა აღირიცხოს კომლის შვიდი წევრი: - რე----------ძე, მა---–- ე-----ძე, დ------- ე-----ძე, რ------ ე-----ძე, რო------ი ე-----ძე, ნ--–- ე-----ძე და ამ----- ე-----ძე. ამ ბოლო ორ წევრს თავიანთი წილი გასხვისებული აქვთ კანონიერად, დანარჩენი 5/7 წილის გასხვისების უფლება მათ არ გაჩნდათ. მათ საჯარო რეესტრში განახორციელეს არ არსებული უფლების რეგისტრაცია, რაც წარმოადგენს აღნიშნული ჩანაწერისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველს.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეები მესაკუთრედ უნდა აღიცხონ სადავო ქონების 5/7 წილზე, შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულება საკუთრების 5/7 ნაწილში განკარგვის კუთხით ბათილდ უნდა იქნეს ცნობილი, რუ--–-- ე-----ძე დარჩეს ქონების 2/7-ის მესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით,რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების სასარგებლოდ მათ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2300 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 284-ე, 250-ე, 257-ე, 259-ე, 264-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რე----------ძის, მა---–- ე-----ძის, დ------- ე-----ძის, რ------ ე-----ძის და რო------ი ე-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.;

 

2. რე----------ძე (პ/ნ 6----------), მა---–- ე-----ძე (პ/ნ 6----------), დ------- ე-----ძე (6100-022891), რ------ ე-----ძე (პ/ნ 6----------), რო------ი ე-----ძე(პ/ნ 6100-053301) ცნობილი იქნენ თანამესაკუთრეებად უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური, სოფ. გ----------–ი, საკადასტრო კოდი 22.2-.0-.6--- 5/7 ნაწილზე;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ნ--–- და ამ----- ე-----ძეებსა და რუ--–-- ე-----ძეს შორის 2016 წლის 14 და 16 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური სოფ. გ----------–ი საკადასტრო კოდი 22.2-.0-.6--- საკუთრების 5/7 ნაწილში.

 

4. მოპასუხეებს გ------- ე-----ძეს, ჭ------ ე-----ძეს, ნ--–- ე-----ძეს, ამ----- ე-----ძეს, რუ--–-- ე-----ძეს, ჯე------ ე-----ძეს და გ--–- ე-----ძეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელების რე----------ძის, მა---–- ე-----ძის, დ------- ე-----ძის, რ------ ე-----ძის, რო------ი ე-----ძის სასარგებლოდ მათ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

6. გადაწყვეტილება შიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358);

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე