გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2018
საქმის ნომერი
210210017002088125
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002088125

საქმე № 2/741-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.05.2018 წ. ქ.სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - შპ--------ო’’;

წარმოამდგენელი - ზუ-------------ე;

მოპასუხეები - ას-–--------------–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ას-–--------------–---–ს მოსარჩელე - შპ--------ო”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 15764.36(თხუთმეტი ათას შვიდას სამოცდაოთხი და 36) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

2015 წლის 16 ოქტომბერს შპ--------ო’’-ს (ს/კ 4--------) და ას-–--------------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (NFL16102015/0232), რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 25500 ლარით. ამ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 637.50 ლარის ოდენობით და ჯამში ლიზინგის თანხამ შეადგინა 26137.50 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სრულად დაეფარა როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი, პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები, დავალიანების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ამავე ხელშეკრულების 14 -ე მუხლის თანახმად კომპანიამ შეწყვიტა ხელშეკრულება და გაყიდა სატრანსპორტო საშუალება 13 000 ლარად. ამ თანხით მოხდა არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა შემდეგი რიგითობით: ძირი თანხა 10373.14 ლარი, პროცენტი 2179.43 ლარი, ჯარიმა 346.43 ლარი. მანქანის რეცხვისა და ევაკუატორის ხარჯი 101 ლარი. მოპასუხის ამჟამად არსებული დავალიანება შეადგენს 15764.36 ლარს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტომანქანის ღირებულება სრულად ფარავდა დავალიანებას ხელშეკრულების დადების მომენტში და თუ ავტომანქანის ღირებულება შემცირდა ეს არ მომხადარა მისი ბრალით. მისივე განმარტებით ავტომანქანის რეალიზაცია მოხდა არასაბაზრო ფასად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 16 ოქტომბერს შპ--------ო’’-ს (ს/კ 4--------) და ას-–--------------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (NFL16102015/0232), რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 25500 ლარით. ამ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 637.50 ლარის ოდენობით და ჯამში ლიზინგის თანხამ შეადგინა 26137.50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 16 ოქტომბერს შპ--------ო’’-ს (ს/კ 4--------) და ას-–--------------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (NFL16102015/0232)(ს/ფ 15-26)

 

3.1.2. მოპასუხემ აიღო ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სრულად დაეფარა როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი, პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები, დავალიანების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 16 ოქტომბერს შპ--------ო’’-ს (ს/კ 4--------) და ას-–--------------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (NFL16102015/0232)(ს/ფ 15-26)

 

3.1.3. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ამავე ხელშეკრულების 14 -ე მუხლის თანახმად კომპანიამ შეწყვიტა ხელშეკრულება და გაყიდა სატრანსპორტო საშუალება 13 000 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 16 ოქტომბერს შპ--------ო’’-ს (ს/კ 4--------) და ას-–--------------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (NFL16102015/0232)(ს/ფ 15-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით მოხდა არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა შემდეგი რიგითობით: ძირი თანხა 10373.14 ლარი, პროცენტი 2179.43 ლარი, ჯარიმა 346.43 ლარი. მანქანის რეცხვისა და ევაკუატორის ხარჯი 101 ლარი. მოპასუხის ამჟამად არსებული დავალიანება შეადგენს 15764.36 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ(ს/ფ39)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია 2015 წლის 16 ოქტომბერს შპ--------ო’’-ს (ს/კ 4--------) და ას-–--------------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (NFL16102015/0232), რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 25500 ლარით. ამ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 637.50 ლარის ოდენობით და ჯამში ლიზინგის თანხამ შეადგინა 26137.50 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სრულად დაეფარა როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი, პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები, დავალიანების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ამავე ხელშეკრულების 14 -ე მუხლის თანახმად კომპანიამ შეწყვიტა ხელშეკრულება და გაყიდა სატრანსპორტო საშუალება 13 000 ლარად. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ამავე ხელშეკრულების 14 -ე მუხლის თანახმად კომპანიამ შეწყვიტა ხელშეკრულება და გაყიდა სატრანსპორტო საშუალება 13 000 ლარად. ამ თანხით მოხდა არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა შემდეგი რიგითობით: ძირი თანხა 10373.14 ლარი, პროცენტი 2179.43 ლარი, ჯარიმა 346.43 ლარი. მანქანის რეცხვისა და ევაკუატორის ხარჯი 101 ლარი. მოპასუხის ამჟამად არსებული დავალიანება შეადგენს 15764.36 ლარს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 317-ე, 316-ე, 361-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს შპ--------ო’’-ს (ს/კ 4--------) და ას-–--------------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (NFL16102015/0232), რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 25500 ლარით. ამ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 637.50 ლარის ოდენობით და ჯამში ლიზინგის თანხამ შეადგინა 26137.50 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სრულად დაეფარა როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი, პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები, დავალიანების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ამავე ხელშეკრულების 14 -ე მუხლის თანახმად კომპანიამ შეწყვიტა ხელშეკრულება და გაყიდა სატრანსპორტო საშუალება 13 000 ლარად. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ამავე ხელშეკრულების 14 -ე მუხლის თანახმად კომპანიამ შეწყვიტა ხელშეკრულება და გაყიდა სატრანსპორტო საშუალება 13 000 ლარად. ამ თანხით მოხდა არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა შემდეგი რიგითობით: ძირი თანხა 10373.14 ლარი, პროცენტი 2179.43 ლარი, ჯარიმა 346.43 ლარი. მანქანის რეცხვისა და ევაკუატორის ხარჯი 101 ლარი. მოპასუხის ამჟამად არსებული დავალიანება შეადგენს 15764.36 ლარს.

 

სადვაოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციიდან ამონაგებ თანხასა და არსებულ დავალიანებას შორის სხვაობა უნდა დაეფარა მოპასუხეს აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მისთვის თანხის გადახდა 472.93(ოთხას სამოცდათორმეტი და 93) ლარის ოდენობით. საადვოკატო მომსახურების თანხის მოპასუხისთვის დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი, ვინაიდან საქმეში არ იქნა წარმოდგენილი ასეთე ხარჯის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელზე გამოყენებული არ ყოფილა

 

9. გადაწყვეტილების აღსრულება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 1 ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. (ძალადაკარგულია „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს)

 

შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ შეიცავს იმ გარემოებებს თუ რატომ შეიძლება მიაყენოს ზიანი გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ მოსარჩელეს, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპ--------ო’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ას-–--------------–---–ს(პ/ნ 3----------) მოსარჩელე - შპ--------ო”-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 15764.36(თხუთმეტი ათას შვიდას სამოცდაოთხი და 36) ლარის გადახდა.

 

2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

 

3. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მისთვის თანხის გადახდა 472.93(ოთხას სამოცდათორმეტი და 93) ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისთვის ადვოკატის მომსახურების თანხის გადახდის დაკისრებაზე.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი