გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №22843792/097-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - შპს „ო--–------------ი“
წარმომადგენელი - ნ---- გ-------–---–-
მოპასუხე - ლ------ ლ----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ლ------ ლ----------ეს შპს ,,ო--–------------ის’’ სასარგებლოდ, დაეკისროს 564.65 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 330 ლარი, პროცენტი - 34.65 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „ო--–------------სა“ და ლ------ ლ----------ეს შორის, 15.01.2016წელს, ელექტრონული ფორმით დაიდო N8--------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ლ------ ლ----------ეზე გაიცა სესხი 330 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 15 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი - 0.70%, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 2%. დასაფარი სესხის ოდენობა სესხის 15 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში - 364.65 ლარი.
მსესხებელმა გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობა და სესხის დაბრუნების თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 25.02.2016.
მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 30 იანვარს, როდესაც ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაებრუნებინა თანხა და დღემდე არ ასრულებს ვალდებულებას.
11.01.2018წ. მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მისი დავალიანება შეადგენს 5168.79 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 330 - ლარი, პროცენტი - 34.65 ლარი, პირგასამტეხლო - 4804.14 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ლ------ ლ----------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, ასევე თანახმაა პირგასამტეხლოს სახით გადაიხადოს 50 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 15 იანვარს შპს „ო--–------------სა“ და ლ------ ლ----------ეს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N8--------- სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ------ ლ----------ეზე გაიცა სესხი 330 ლარის ოდენობით, 15 დღით, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი - 0.70%, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 2%. დასაფარი სესხის ოდენობა სესხის 15 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში - 364.65 ლარი.
3.1.2. მსესხებელმა გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობა და სესხის დაბრუნების თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 25.02.2016წ.
3.1.3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 26.02.2016წ. ლ------ ლ----------ეს შპს "ო--–----------------ვის" სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.01.2016წ. N8--------- ხელშეკრულება;
- 11.01.2018წ. საგადასახადო ისტორია;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს 50 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო მისი დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვს. სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია, იგი გაცემულია 15 დღის ვადით და სესხის სარგებელი შეადგენს 34,65 ლარს.
ამდენად, მოპასუხეს შესასრულებელი აქვს სესხის ძირითადი თანხის 330 ლარის და სარგებლის 34,65 ლარის გადახდის ვალდებულება.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ლ------ ლ----------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (შპს ,,ო--–------------ა’’ და ლ------ ლ----------ეს) შორის გაფორმებული 2016 წლის 15 იანვარს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ლ------ ლ----------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შპს „ო---–-- ფ--------“ წინაშე შეადგენს 564.65 ლარს.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ერთჯერადი ჯარიმით ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 2%-ის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
ყოველდღიურად 2% პირგასამტეხლო გულისხმობს თვეში 60%-ის დარიცხვას. ამგვარად გაანგარიშებით ყოველდღიურად ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასმატეხლოა 7.29 ლარი, რაც თვეში 218,7 ლარია. ისეთ პირობებში როცა, სესხის ძირითადი თანხაა 330 ლარი, ასეთი ოდენობით პირგასამტეხლო აშკარად მაღალია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადავო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 330 ლარი, სარგებელი 34,65 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო 200 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო, დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შეიცირდეს 100 ლარით და გადასახდელად დარჩეს 100 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას შპს ,,ო--–------------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ლ------ ლ----------ემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, მოპასუხე მხარემ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ლ------ ლ----------ეს მოსარჩელე შპს ,,ო--–------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ო--–------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ლ------ ლ----------ეს მოსარჩელე შპს „ო--–------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 464,65 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 330 ლარი, პროცენტი - 34,65ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.
3. მოპასუხე ლ------ ლ----------ეს დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი