გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.05.2018
საქმის ნომერი
120210118002302787
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2302787-2/130-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სს ,,თ-----------’’

წარმომადგენელი - რ----- ა-–------ე

მოპასუხე - ხ---- კ------–---–ი

ზ------ ჯ---–---–ი

რ-----ი თ----–---–ი

ი---- კ------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს ი/მ ხ---- კ------–---–ს, ზ------ ჯ---–---–ს, რ-----ი თ----–---–ს და ი---- კ------–---–ს N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების 6068,76 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4445.67 ლარი, პროცენტი - 746.12 ლარი, პირგასამტეხლო - 864,64 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 12.33 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ი/ მ ხ---- კ------–---–ს, ზ------ ჯ---–---–ს, რ-----ი თ----–---–ს და ი---- კ------–---–ს N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანებულ ძირ თანხაზე - 4445,67 ლარი, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი წლიური - 25%, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 92,61 ლარის ოდენობით გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 23.12.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ არაუმეტეს 23.06.2018 წლისა და თანხით არაუმეტეს 555,66 ლარისა.

 

1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 02 თებერვალს სს „თ------------“ და მოპასუხე ხ---- კ------–---–ს შორის დაიდო N0---.3452518.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში აღწერილი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე, კერძოდ ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტს მომსახურებოდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით - საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით.

 

2016 წლის 23 მაისს სს „თ-----------“ და ი/მ ხ---- კ------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 3--------------, რომლითაც ხ---- კ------–---–ზე სესხის სახით გაიცა 5748 ლარი, წლიური 25% სარგებლის გადახდევინებით, 19 თვის ვადით, სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა მიმდინარე სესხის რეფინანსირება.

 

2016 წლის 23 მაისს სს „თ-----------“ და ზ------ ჯ---–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N-------------- რომლის საფუძველზეც ზ------ ჯ---–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე N3-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით 7472,4 ლარის ფარგლებში.

 

2016 წლის 23 მაისს სს „თ-----------“ და რ-----ი თ----–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N-------------, რომლის საფუძველზეც რ-----ი თ----–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე N3-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით 7472,4 ლარის ფარგლებში.

 

2016 წლის 23 მაისს სს „თ-----------“ და ი---- კ------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N-------------, რომლის საფუძველზეც ი---- კ------–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე N3-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით 7472,4 ლარის ფარგლებში.

 

2016 წლის 23 მაისს სს „ს--------------------------------------–-------“ მიერ განხორციელდა მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევა, რის საფუძველზე მოპასუხეთა მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა განისაზღვრა სადაზღვევო თანხის წლიური 1%-ით, აღნიშნული დაზღვევის თანხა მსესხებელს სრულად არ დაუფარავს, რის გამოც მისი დავალიანება დაზღვევის გადაუხდელი პრემიის სახით შეადგენს 12, 33 ლარს.

 

მსესხებელმა ი/მ ხ---- კ------–---–მა არ შეასრულა N3-------------- სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, არ აწარმოა სესხის გადახდა დადგენილი გრაფიკების მიხედვით, რის გამოც მას დაუგროვდა ვადამოსული დავალიანება სს „თ-----------ს“ მიმართ, ამასთან მიუხედავად იმისა, რომ სესხის დაფარვა უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 23 დეკემბერს, მსესხებელს კვლავ გააჩნია აღნიშნული სასესხო ხელშეკრულებიდან მომდინარე დავალიანება ბანკის მიმართ, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 6268,76 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა - 4645,67 ლარი, პროცენტი - 746,12 ლარი, ჯარიმა - 864,64 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 12,33 ლარი.

 

მოპასუხეებს ბანკის მიერ 2017 წლის 24 აპრილს, ხოლო მოპასუხე ზ------ ჯ---–---–ს 2017 წლის 17 ნოემბერს, გაეგზავნათ და ჩაბარდათ გამაფრთხილებელი წერილები, რომლითაც ეცნობათ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, არც დამატებით ვადაში მოუხდენიათ დავალიანების დაფარვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხებმა ხ---- კ------–---–მა, ზ------ ჯ---–---–მა, რ-----ი თ----–---–მა და ი---- კ------–---–მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 02 თებერვალს სს ,,თ-------------’’ და ი/მ ხ---- კ------–---–ს შორის დაიდო N0---.3452518.0-- ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმადაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში აღწერილი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე, კერძოდ ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტს მომსახურებოდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით - საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით.

 

3.1.2. 2016 წლის 23 მაისს სს „თ-----------“ და ი/მ ხ---- კ------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 3--------------, რომლითაც ხ---- კ------–---–ზე სესხის სახით გაიცა 5748 ლარი, წლიური 25% სარგებლის გადახდევინებით, 19 თვის ვადით, სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა მიმდინარე სესხის რეფინანსირება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 23 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N-------------- რომლის მიხედვითაც ზ------ ჯ---–---–მა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა7472,4 ლარით.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 23 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N-------------, რომლის მიხედვითაც რ-----ი თ----–---–მა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა7472,4 ლარით.

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 23 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N-------------, რომლის მიხედვითაც ი---- კ------–---–მა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა7472,4 ლარით.

 

3.1.6. 2017 წლის იანვრიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.7. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.02.2015წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0---.3452518.0--;

- 23.05.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------;

- 23.05.2016წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 23.05.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება N1------------;

- ზ------ ჯ---–---–ის 23.05.2016წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 23.05.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება N-------------;

- რ-----ი თ----–---–ის 23.05.2016წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 23.05.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება N-------------;

- ი---- კ------–---–ის 23.05.2016წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 23.05.2016წ. N1/პოლისი N3--------------;

- გამაფრთხილებელი წერილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.2. მოპასუხეების დავალიანება სს ,,თ-----------ს’’ მიმართ 23.05.2016წ. სესხის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 6068.76 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4445.67 ლარი, პროცენტი - 746.12 ლარი; პირგასამტეხლო - 864.64 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 12.33 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.02.2015წ. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0---.3452518.0--;

- 23.05.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------;

- 23.05.2016წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 23.05.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება N1------------;

- ზ------ ჯ---–---–ის 23.05.2016წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 23.05.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება N-------------;

- რ-----ი თ----–---–ის 23.05.2016წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 23.05.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება N-------------;

- ი---- კ------–---–ის 23.05.2016წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 23.05.2016წ. N1/პოლისი N3--------------;

- გამაფრთხილებელი წერილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- საფოსტო გზავნილები;

- 02.12.2018წ. ამონაწერი სს თ-----------ს მიმართ მსესხებლის ი/მ ხ---- კ------–---–ის დავალიანების შესახებ;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თ-----------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 896-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''თ------------'' და ხ---- კ------–---–ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ხ---- კ------–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,თ------------’’ და ხ---- კ------–---–ს) შორის გაფორმებული 2016 წლის 23 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ხ---- კ------–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 4445,67 ლარი, რაც ძირითად მოვალემ - ხ---- კ------–---–მა აღიარა და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 746,12 ლარს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო, დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 564,64 ლარით და გადასახდელად დარჩეს 300 ლარი.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''თ------------'' და ხ---- კ------–---–ს შორის 2016 წლის 23 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''თ------------'' და მეორეს მხრივ ზ------ ჯ---–---–ს, რ----- თ----–---–სა და ი---- კ------–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა - ზ------ ჯ---–---–მა, რ----- თ----–---–მა და ი---- კ------–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 7472,4 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანმხებული პირობების შესაბამისად, თავდებებს ძირითად მსესხებელთან ერთად ესკირებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 23 მაისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხებისათვის სს ,,თ-----------ს'' სასარგებლოდ 2017 წლის 23 დეკემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან), 2016 წლის 23 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 4445,67 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 25%-ის სარგებლის გადახდის სოლიდარულად დაკისრებას არაუმეტეს 23.06.2018 წლისა და არაუმეტეს 555,66 ლარისა.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 25%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4445,67 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 25%-ის სარგებლის გადახდა არაუმეტეს 23.06.2018 წლისა და არაუმეტეს 555,66 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, რაც ასევე ასახულია მხარეებს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში (საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 13.12 პუნქტი, თავდებობის ხელშეკრულებების 4.9 პუქტი), შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,თ-----------ს’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 206 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ხ---- კ------–---–მა სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება - 66.68 ლარი. მოპასუხებმა ზ------ ჯ---–---–მა, რ----- თ----–---–მა და ი---- კ------–---–მა სარჩელი არ ცნეს, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მათ მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 165.10 (მათ შორის უზრუნველყოფის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი) ლარის გადახდა.

 

ამასთან, იმის გათვალისიწნებით რომ სს ,,თ------------’’ შემაცირა სასარჩელო მოთხოვნა, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 206 ლარიდან 6.75 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ი/მ ხ---- კ------–---–ს, ზ------ ჯ---–---–ს, რ-----ი თ----–---–ს და ი---- კ------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 5504.12 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4445.67 ლარი, პროცენტი - 746.12 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 12,33 ლარი.

 

3. მოპასუხე ი/მ ხ---- კ------–---–ს, ზ------ ჯ---–---–ს, რ-----ი თ----–---–ს და ი---- კ------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი ყოველთვიურად - 92.61 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 23.12.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 23.06.2018 წლისა და არაუმეტეს 555.66 ლარისა.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. მოპასუხე ზ------ ჯ---–---–ს, რ-----ი თ----–---–ს და ი---- კ------–---–ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 66.68 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე ხ---- კ------–---–ს, ზ------ ჯ---–---–ს, რ-----ი თ----–---–ს და ი---- კ------–---–ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 165.10 ლარის გადახდა.

 

6. სს „თ-----------“ დაუბრუნდეს მის მიერ 13.02.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჯიდან 206 ლარიდან 6.75 ლარი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი