გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN-31210018002339216-2/043-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,25” აპრილი, 2018 წელი ქ. ბორჯომი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე
მოსარჩელე - სს „ს----------–----------“
წარმომადგენელი - ი-----–--------–--
მოპასუხე - ა--------------------ე
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა--------------------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 3-----------ს საკრედიტო ხელშეკრულებიდან N3------ გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს 1862,53 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1595,30 ლარი, საკომისიო 12 ლარი და პირგასამტეხლო 255,23 ლარი.
1.2. ა--------------------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი.
1.3. ა--------------------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.
1.4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 3-----------ს სს ,,ს----------–--------სა“ და ა--------------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, რომლის თანახმადაც ა--------------------ეს სასარგებლოდ გაიცა სესხი 2 392,90 ლარის ოდენობით, წლიური 0% სარგებლის დარიცხვით, 24 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით. ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო.
სს ,,ს----------–--------ის“ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულები იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
ა--------------------ეს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებოდ. სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა, მის მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება პირგასამტეხლო.
ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მოპასუხე ა--------------------ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 1 862,53 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -1595,30 ლარი, საკომისიო - 12 ლარი და პირგასამტეხლო 255,23 ლარი.
მითითებულ დავალიანებაზე სააპლიკაციო განცხადება შეტანილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურში, თუმცა მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი. შესაბამისად აპლიკანტს (სს ,,ს----------–---------ს“) უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე. სს ,,ს----------–--------ის" მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, რაც ბანკს არ უბრუნდება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა--------------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხით შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთი, ხოლო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების და გადახდის გრაფიკის დარღვევა მოხდა მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე უარი განაცხადა სარჩელის ცნობაზე და განმარტა, რომ მას დავალიანება არ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 3-----------ს სს ,,ს----------–--------ს“ და ა--------------------ეს შორის, გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, რომლის საფუძველზეც ა--------------------ის სახელზე გაიცა სესხი 2392,9 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი - წლიური 0%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიზნობრიობა - განვადების სესხი საქონლის/მომსახურების ნასყიდობის საფასურის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განვადების განაცხადი (ს.ფ. 16-17);
- საკრედიტო ხელშეკრულება, დანართი N- (ს.ფ. 19-21);
- გადახდის გრაფიკი და მეთოდები (ს.ფ. 22);
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა სრულად და ჯეროვნად შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება და დანართი (ს.ფ. 19-21);
3.1.3. 2016 წლის 2------------- 2016 წლის 1------------ ჩათვლით მსესხებელი ეტაპობრივად ახორციელებდა დავალიანების დაფარვას, მას სულ გადახდილი აქვს სესხის ძირითადი თანხის სახით 797,6 ლარი. 2016 წლის 1------------ შემდეგ კი მსესხებელმა შეწყვიტა გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 29-30);
- ინფორმაცია სს ,,ს----------–--------ის“ წინაშე არსებულ ფინანსური ვალდებულების შესახებ (ს.ფ. - 31);
- სესხის დაფარვები (ს.ფ. 132);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ა--------------------ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის“ წინაშე შეადგენს 1862.53 ლარს (ძირი თანხა 1595,30 ლარი, საკომისიო - 12 ლარი, პირგასამტეხლო 255,23 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია სს ,,ს----------–--------ის“ წინაშე არსებულ ფინანსური ვალდებულების შესახებ (ს.ფ - 31);
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მას სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ საკრედიტო დავალიანება არ გააჩნია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში ანგარიშიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 2016 წლის 2------------- 2016 წლის 1------------ ჩათვლით ა--------------------ის მიერ სესხის დაფარვის მიზნით განხორციელდა გადახდები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სს ,,ს----------–--------ის“ წინაშე ა--------------------ის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა.
ა--------------------ის განმარტება, რომ მას განვადების საფუძველზე ,,ჰ-------“ ფირმის მაცივარი არ უყიდია, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ა--------------------ეს ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ აქვს. მეტიც, მან შესაგებლით დაადასტურა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხით საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის ფაქტი, რაც შემდგომ პროცესზე უარყო. რაც შეეხება ა--------------------ის მიერ წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებს, რომლებშიც ,,ჰ-------“ ფირმის მაცივრის ტრანსპორტირება არ არის ასახული, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს ა--------------------ის მიერ განვადების საფუძველზე ,,ჰ-------“ ფირმის მაცივრის შეძენის ფაქტს.
ა--------------------ემ ასევე ეჭვქვეშ დააყენა მთელ რიგ დოკუმენტებზე თავისი ხელმოწერის არსებობა, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე გარემოება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ ა--------------------ის მხრიდან სასესხო დავალიანების არსებობა. ასეთ პირობებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე, თუმცა მოპასუხე ა--------------------ემ მათ მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება დაუპირისპირა და თავისი იმ პოზიციის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, 416-418-ე, 623-ე, 867-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში ა--------------------ის განვადების განაცხადის საფუძველზე, 2015 წლის 3-----------ს ა--------------------ესა და სს ,------------–--- ს----------–--------ს“ შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სს ,,ს----------–--------ის“ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ა--------------------ის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი, რომლის საფუძველზეც ა--------------------ემ სესხის სახით საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად მიიღო 2392,9 ლარი, 24 თვის ვადით. მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და მას ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულებით მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 3--------- წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ა--------------------ეს სრულად არ შეუსრულებია. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა დავალიანების მოცულობასთან, დარღვევის ხარისხთან და ვადასთან მიმართებით თანაზომიერი და გონივრულია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და ა--------------------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1862,53 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილი იქნა მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მხარეთა შეთანხმებას შეიცავს 2015 წლის 1------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) სანაცვლოდ 50 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი მოპასუხე ა--------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ა--------------------ეს (პ/ნ-1----------) მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ (ს/კ-2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 1862,53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 1595,30 ლარი, საკომისიო 12 ლარი, პირგასამტეხლო 255,23 ლარი.
3. მოპასუხე ა--------------------ეს (პ/ნ-1----------) მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ (ს/კ-2--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის სანაცვლოდ დაეკისროს 100 ლარი.
4. მოპასუხე ა--------------------ეს (პ/ნ1----------) მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ (ს/კ-2--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ დაეკისროს 50 ლარი.
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლუიზა თოდუა