განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2018
საქმის ნომერი
110100117002226033
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117002226033

N1/167-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - აკაკი კვინიკაძე, ირინე კვირიკეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ---- ა---------–-- ძე თ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), უ-----–-----------–--ის მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, მ----------------------;

 

ადვოკატი - ნ----- ც---–----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ქ.ზესტაფონში, მ-----------------------ში მცხოვრები ზ---- თ-----–---–ი და ი--- გ--–----ე, 2005 წელს დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში, მათ, შეეძინათ ხუთი შვილი. დაქორწინების შემდეგ, ზ---- თ-----–---–სა და ი--- გ--–----ეს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა ქალის მიმართ გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება, რაც გამოიხატებოდა ზ---- თ-----–---–ის მიერ მეუღლის ი--- გ--–----ის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის აკრძალვაში, ქცევის და პირადი ცხოვრების კონტროლში. 2016 წლის ა--------ს თვეში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩრდილში, ზ---- თ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ამ უკანასკნელმა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს - ი--- გ--–----ეს, სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი, რის გამოც ი--- გ--–----ემ ტუჩზე მიიღო დაზიანება. განაგრძობდა რა ძალადობას, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა კისრის არეში. თითოეული ასეთი ქმედების შედეგად, ი--- გ--–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მიიღო სხეულის დაზიანება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2016 წლის ა--------ს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩრდილში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზ---- თ-----–---–ს, ი--- გ--–----ის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა დ-------- და გ------ გ--–----ეებმა განაცხადეს, რომ ზ---- თ-----–---–ი არის მათი სიძე, ქალიშვილის ი--- გ--–----ეს ქმარი. მათ ჰყავთ ხუთი შვილი - ე-–---, ნ-----–-, მ-------, გ-------- და დ-------- თ-----–---–ები.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა მ------ თ-----–---–მა განაცხადა, რომ ზ---- თ-----–---–ი არის მისი მამა, ხოლო ი--- გ--–----ე დედა და ისინი ცხოვრობენ ერთად.

 

5. 2015 წლის 20 ნოემბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ი--- გ--–----ე, ხოლო საქმროდ ზ---- თ-----–---–ი.

 

6. 2006 წლის 20 სექტემბრის ე-–--- თ-----–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი--- გ--–----ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ზ---- თ-----–---–ი.

 

7. 2008 წლის 2 დეკემბრის ნ-----–- თ-----–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი--- გ--–----ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ზ---- თ-----–---–ი.

 

8. 2010 წლის 3 მაისის მ------ თ-----–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი--- გ--–----ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ზ---- თ-----–---–ი.

 

9. 2013 წლის 24 ივნისის გ-------- თ-----–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი--- გ--–----ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ზ---- თ-----–---–ი.

 

10. 2015 წლის 24 ივლისის დ-------- თ-----–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი--- გ--–----ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ზ---- თ-----–---–ი.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---- თ-----–---–ი და დაზარალებული ი--- გ--–----ე არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ:

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- გ--–----ემ განაცხადა, რომ ზ---- თ-----–---–ი არის მისი სიძე, ქალიშვილის - ი--- გ--–----ის ქმარი. 2016 წლის ა--------ში გაიგო, რომ ზ---- ხმამაღლა ელაპარაკებოდა ი---ს, ასევე, ნახა, რომ სილურჯეები ჰქონდა ი---ს. ზ----მ დაარტყა, თუ ი--- თვითონ წაიქცა, არ იცის. პირადად, ზ----სა და ი---ს შორის კონფლიქტს, ან ზ----ს მხრიდან ი---ს ცემის ფაქტს არ შესწრებია. მხოლოდ ი---სგან იცის, რომ ზ----მ ცემა. ჩხუბის მიზეზი კი მისთვის უცნობია. წარსულში, უფრო სისტემატიურად იყო კონფლიქტი ზ----სა და ი--- შორის, რის გამოც თავად ბევრჯერ შენიშვნა მიუცია ზ----სთვის, ხმამაღალი საუბრის და ტოტალიზატორში თამაშისათვის. მოწმის განმარტებით, ახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც ი---ს სილურჯე ჰქონდა ფეხზე, თუმცა ზ----მ ცემა თუ ტყეში მიიღო დაზიანება ი---მ, ეს არ იცის.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ გ--–----ემ განაცხადა, რომ ზ---- თ-----–---–ი არის მისი სიძე, ქალიშვილის - ი--- გ--–----ის ქმარი. ზ----ს და ი---ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. იყო შემთხვევები, როდესაც მეუღლეები კამათობდნენ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, თუმცა არასოდეს შესწრებია ფაქტს, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინოს ზ----ს ი---სთვის. კამათი ძირითადად მოსდიოდათ ეკონომიური მდგომარეობის გამო. 2016 წლის ა--------ში, ის ხარაგაულში არ ყოფილა და რა მოხდა ზ----სა და ი---ს შორის, არ იცის. ი---ს მისთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ უთხრა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქმარმა. არ ახსოვს, რომ ი---ს ფიზიკური დაზიანებები ჰქონოდა როდესმე. ი--- არასოდეს ეუბნებოდა, რომ აგინებდა ზ----. თავად, პირადად, არასოდეს შესწრებია, რომ ზ----ს მის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს ი---სთვის. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2017 წლის 13 ნოემბერს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „2016 წლის ა--------ს თვეში, ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, ჩვენთან სახლში მოვიდა ი--- და გვითხრა, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩრდილში ყოფნისას ზ----მ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ი---ს სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები......“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ არ ახსოვს გამოძიებაში რა ჩვენება მისცა, არ გონია, რომ ეს სიტყვები ეთქვას.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- გ--–----ემ განაცხადა, რომ ზ---- თ-----–---–ი არის მისი სიძე, დის - ი--- გ--–----ის მეუღლე. პირადად ი---სა და ზ----ს შორის კონფლიქტის შემსწრე არ ყოფილა. 2016 წლის ა--------ში არ ყოფილა სოფელ ჩრდილში და შესაბამისად, არ იცის რა მოხდა იქ. ზ----სთან თანაცხოვრების პერიოდში, ი---სთვის არ შეუნიშნავს დაზიანებები. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2017 წლის 15 ნოემბერს მიცემული ჩვენება. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ განაცხადა, რომ ჩვენებაში მითითებული გარემოებები წლების წინანდელი ამბავია და ზუსტად წლები არ ახსოვს. ხოლო რაც შეეხება დაზიანებებს, განმარტა, რომ მხოლოდ ერთხელ აქვს ნანახი ი---ს ხელზე სილურჯე, სხვა ადგილზე არა.

 

16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა მ------ თ-----–---–მა განაცხადა, რომ სახლში ცხოვრობს დედასთან, მამასთან და და-ძმებთან ერთად. ხარაგაულში აქვთ სახლი, სადაც ზაფხულში დადიან, მაგრამ იქ არ რჩებიან. როდესაც ხარაგაულში იყვნენ ი--- გ--–----ესა და ზ---- თ-----–---–ს არ უჩხუბიათ. ზ---- სვამს ხოლმე, წვება და ჩხუბობს. მას და ე-–---ს ეჩხუბება და სთხოვს ჩაის გაკეთებას. მოწმის განმარტებით, ზ----, ი---ს არ ეჩხუბება.

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ-------- ჯ----–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს იყო ზ----სთან, ეხმარებოდა ონკანის გამოცვლაში. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასხდნენ სუფრასთან და რამდენიმე ხანში მივიდა ა-–---- გ------–--ე. როდესაც დაიშალნენ და სახლში წავიდა, სახლში მისვლიდან რამდენიმე ხანში, მასთან მივიდა ზ---- თ-----–---–ი და სთხოვა სიმამრთან წაყოლა, ვინაიდან მეუღლესთან უთანხმოება მოუვიდა. მივიდნენ ზ----ს სიმამრთან და წამოვიდნენ უკან. მეორე დღეს გაიგო, რომ ზ---- დაკავებული იყო. მოწმის განმარტებით ი--- გ--–----ეს არასდროს უთქვამს მისთვის, რომ ზ---- შეურაცხყოფას აყენებდა მას, ასევე, არც დაზიანებები შეუმჩნევია ი---სთვის.

 

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---- გ------–---- განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს, გადავიდა მეზობელთან, ზ---- თ-----–---–თან, სადაც ასევე იყო მისი მეგობარი ფ-------- ჯ----–---–ი. ისინი ისხდნენ სუფრაზე, მიირთმევდნენ ღვინოს. გარკვეული დროის შემდეგ წავიდა სახლში. მეორე დღეს ფ--------მა უთხრა, რომ ზ---- თ-----–---–ი იყო დაკავებული, 12 ნოემბერს მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის გამო. მოწმის განმარტებით იგი არასდროს შესწრებია ზ----სა და ი---ს შორის კონფლიქტს, ასევე არც სხვისგან სმენია ოჯახში არსებული კონფლიქტის შესახებ.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა ე-–----- კ---------ემ და პ---–- ლ---------–--ლმა განაცხადეს, რომ მუშაობენ ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, ინსპექტორ-გამომძიებლების თანამდებობაზე. 2017 წლის 12 ნოემბერს, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ზ---- თ-----–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ, ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - ქ.ზესტაფონში, მ-----------------------ში მდებარე ზ---- თ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოახდინეს ზ.თ-----–---–ის დაკავება და ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში გადაყვანა.

 

20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იყო სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული ი--- გ--–----ე; დანიშნა ექსპერტიზები; გამოითხოვა საქმის მასალები და სხვადასხვა დოკუმენტაცია; დაათვალიერა შემთხვევის ადგილი.

 

21. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი--- გ--–----ემ, მოწმეებმა ე-–--- თ-----–---–მა და ნ-----–- თ-----–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა ზ---- თ-----–---–მა, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

22. 2017 წლის 12 ნოემბერის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, მ-----------------------ში და წარმოადგენს ი--- გ--–----ის საცხოვრებელ სახლს.

 

23. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. ამ მუხლის მე-2 ნაწილით, ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

24. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ---- თ-----–---–ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ზ---- თ-----–---–ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ---- თ-----–---–ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ზ---- თ-----–---–ის მხრიდან დაზარალებულ ი--- გ--–----ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის ა--------ს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ზ---- თ-----–---–ს დაზარალებულ ი--- გ--–----ის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

26. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, § 40).

 

27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

28. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

29. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

31. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ---- თ-----–---–ის მიერ ი--- გ--–----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ სამი ირიბი მოწმის - დ--------, გ------ და ნ---- გ--–----ეების ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ---- თ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2016 წლის ა--------ს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ---- თ-----–---–მა ძალადობა ჩაიდინა მისი მეუღლის ი--- გ--–----ის მიმართ. ზოგადად მოწმეები მიუთითებდნენ მეუღლეებს - ზ---- თ-----–---–სა და ი--- გ--–----ეს შორის დაძაბულ და კონფლიქტურ ურთიერთობაზე, თუმცა ისინი უშუალოდ ზ---- თ-----–---–ის მიერ ი--- გ--–----ეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის შემსწრენი არ ყოფილან. მოწმეებმა ზოგადად განაცხადეს, რომ ი---ს სხეულზე, სხვადასხვა დროს, მათ შორის 2016 წელს, უნახავთ დაზიანებები - სილურჯეები, თუმცა მათ მიერ მითითებული ადგილები, სადაც ი---ს სილურჯეები აღენიშნებოდა, არ ემთხვევა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ - 2016 წლის ა--------ს თვეში დაზარალებულზე მიყენებულ დაზიანებების ადგილებს. ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოწმეებმა დაკითხვისას მიუთითეს, რომ ეს დაზიანებები ი---ს ზ----მ მიაყენა თუ ი---მ წაქცევის, ან ტყეში ყოფნის დროს მიიღო, მათთვის უცნობია. ასევე, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მიუხედავად სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებისა, მოწმეებს - გ------ და ნ---- გ--–----ეებს გაუჭირდათ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებების დადასტურება. გ------ გ--–----ემ განაცხადა, რომ არ ახსოვს გამოძიებაში მიცემული ჩვენება და არ გონია ის სიტყვები ეთქვას (რაც ჩვენებაში წერია), ხოლო ნ---- გ--–----ემ მიუთითა, რომ წლების გახსენება უჭირს, დიდი დროის გასვლის გამო. ამასთან, მხოლოდ ერთხელ აქვს ნანახი ი---ს სხეულზე დაზიანება, კერძოდ ხელზე არსებული სილურჯე. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ზ---- თ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ზ---- თ-----–---–ი მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

32. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ---- თ-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ზ---- თ-----–---–ი მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

გამართლებულ ზ---- თ-----–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაკრატელი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შს სამინისტროს 112-ის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე