გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2018
საქმის ნომერი
240210018002299027
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240---------------

(2/114-2--8) წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

08 მაისი 2--8 წელი ქ. ს----ი

ს----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - სს ,,ს----------–---------ი’’

წარმომადგენელი - თ-----------–---

მოპასუხე - ვ------------–---–-

მოპასუხე - ნ-----–--------------–---–-

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა.

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ვ------------–--ლს სს ,,სა---------–---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 5895,78 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1--6,29 აშშ დოლარი, პროცენტი 54-,46 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4185,03 აშშ დოლარი;

(სს ,,სა---------–---------’’ -ს 10.04.2--8 წლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ)

 

1.2. მოპასუხე ვ------------–--ლს სს ,,სა---------–---------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 1-8,86 აშშ დოლარის გადახდა დაზღვევის შეთანხმებიდან გამომდინარე, საიდანაც ძირი თანხა არის 40.67, პროცენტი 9,46, ჯარიმა - 72.73 აშშ დოლარი;

 

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ნ-----–------ - მ------შვილის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ს----ი, ც-------–-ს ქ.№1-, (ს/კ 4-.0-.2-.1--);

 

1.4. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად გადახდევინება მიექცეს ვ------------–---–-ს კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2--2 წლის 2-----–-სს სა---------–--ს ბანკსა და ვ------------–--ლს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება №1------, რომლის ფარგლებშიც 2-.0-.2--2 გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №1------. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 500 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 18% დარიცხვით, პირგასამტეხლო დღიური 0,5% ვადაგადაცილებული დავალიანებისათვის. საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად მისი განუყოფელი დანართის სახით გაფორმდა კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების სადაზღვევო სესხის შეთანხმება, 60 თვის ვადით წლიური 18% საგებლის დარიცხვით, ხოლო წლიურად გასაცემი საკრედიტო ტრანშის ოდენობად განისაზღვრა 53,35 აშშ დოლარი, ბოლო ტრანში გაცემულია 2--6 წლის 29 ივლისს. მსესხებელს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი გრაფიკებით განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისი ოდენობით, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ არაერთხელ.

 

იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №1-------ა საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–------ - მ------შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ს----ი, ც-------–-ს ქ.№1-, (ს/კ 4-.0-.2-.1--); ძირითად მოვალეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოპასუხემ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, რის გამოც ადგილი ჰქონდა საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევას. აღნიშნული კი უფლებამოსილებას ანიჭებდა ბანკს მიემართა სასამართლოსათვის მსესხებლისთვის არსებული დავალიანების დაკისრების (სესხის სრულად გამოთხოვის) და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე ითხოვს დაკმაყოფილდეს სარჩელი და მოპასუხე ვ------------–--ლს სს ,,სა---------–---------ს’’ სსასარგებლოდ დაეკისროს 5895,78 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1--6,29 აშშ დოლარი, პროცენტი 54-,46 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4185,03 აშშ დოლარი; (10.04.2--8 წლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ) მოპასუხე ვ------------–--ლს სს ,,სა---------–---------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 1-8,86 აშშ დოლარის გადახდა დაზღვევის შეთანხმებიდან გამომდინარე, საიდანაც ძირი თანხა არის 40.67, პროცენტი 9,46, ჯარიმა - 72.73 აშშ დოლარი; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ნ-----–------ - მ------შვილის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ს----ი, ც-------–-ს ქ.№1-, (ს/კ 4-.0-.2-.1--); იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად გადახდევინება მიექცეს ვ------------–---–-ს სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის განმარტებით მოსარჩელის მიერ თანხაზე დარიცხული პროცენტი და ჯარიმა შეუსაბამოა, სარჩელს ცნობს ნაწილობრივ არ ცნობს პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, ხოლო ძირ თანხაში ცნობს. ასევე მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაუყონებლივ სარეალიზაციოდ მიქცევა. (იხ.შესაგებელი; სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--2 წლის 2-----–-სს სს ,,ს----------–---------სა’’ და ვ------------–--ლს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება №1------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 11 500 აშშ დოლარი. 60 თვის ვადით, სარგებლის წლიური 18%-ის დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება №1------; ს.ფ 18-23

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. 2--2 წლის 2-----–-სს საბანკო მომსახურების შესახებ №1------ ხელშეკრულების (საკრედიტო ხაზის) უზრუნველსაყოფად ბანკსა და ნ-----–-------მ------შვილს შორის გაფორმდა შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №1-------ა, რომლის ძალითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–------ - მ------შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ს----ი, ც-------–-ს ქ.№1-, (ს/კ 4-.0-.2-.1--);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №1-------ის საკრედიტო ხაზის

შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №1-------ა:

-2-.0-.2--2 წლის იპოთეკის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ამონაწერი;ს.ფ28-39

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.3. 2--2 წლის 22 ივლისს საბანკო მომსახურების ხელშეკრულების №1------ უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით დაიდო დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად დაზღვევის კრედიტის ოდენობად განისაზღვრა 80,03 აშშ დოლარი, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 18%;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების №1------ (საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება) ს.ფ 24-25

-გადახდის გრაფიკი; ს.ფ 26-2-

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.6. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევში.

 

-ნაერთი ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან; ს.ფ 40-63

-რეალური დაფარვის გრაფიკები მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან; ს.ფ 64-67

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–---------ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 625-ე, 400-ე, 286-ე, 416-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილი თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--2 წლის 2-----–-სს სს ,,სა---------–--ს ბანკსა’’ და ვ------------–--ლს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2--2 წლის 2-----–-სს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. №1------ ხელშეკრულებების ფარგლებში მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 500 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 18% დარიცხვით, პირგასამტეხლო დღიური 0,5% ვადაგადაცილებული დავალიანებისათვის. ამავე დღეს გაფორმდა ხელშეკრულების მნიშვნელოვანი და სტანდარტული პირობები. 2--2 წლის 2-----–-სს საბანკო მომსახურების შესახებ №1------ ხელშეკრულების (საკრედიტო ხაზის) უზრუნველსაყოფად ბანკსა და ნ-----–-------მ------შვილს შორის გაფორმდა შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №1-------ა, რომლის ძალითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–------ - მ------შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ს----ი, ც-------–-ს ქ.№1-, (ს/კ 4-.0-.2-.1--); სს ,,სა---------–--ს ბანკსა’’ და ვ------------–--ლს შორის ასევე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №1-------დან გამომდინარე საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება.

 

ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–---------ის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ვ------------–---–-ს სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. რომელიც ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად. ვ------------–---–-ს მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–---------სა’’ და ვ------------–--ლს) შორის გაფორმებული 2--2 წლის 2-----–-სს სესხის ხელშეკრულება №1------ დარღვეული იქნა ვ------------–---–-ს მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და დღეის მგომარეობით სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე გააჩნია დავალიანება.

 

ამასთანავე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს საერთოდ არ უნდა დაეკისროს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე გათვალისწინებული პროცენტი და პირგასამტეხლო, იმის გათვალისწინებით რომ მხარეთათვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და მასზე თანდართული გადახდის გრაფიკი, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბანკის სესხის გაცემის ძირითადი მიმართულება არის ის რომ, მან სარგებელი მიიღო სესხის გაცემით, ბანკის მიერ პროცენტის მიღება მის მიერ გაცემული თანხის შესაბამის პროცენტის ოდენობაზე რაზეც მხარეების შეთანხმდებიან სრულიად შეესაბამება კანონს, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სს ,,საქართველოს ბანკსა’’ და ნი--- -ცე----- მ------შვილს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა 22.0-.2--2 წლის იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–------ - მ------შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ს----ი, ც-------–-ს ქ.№1-, (ს/კ 4-.0-.2-.1--); ამდენად, მხარეთა შორის არსებობს იპოთეკის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს. რადგან სესხის გადაუხდელი ძირი თანხა შეადგენს 1--6, 29 აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 4185. 03 აშშ დოლარს. რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო 300 აშშ დოლარამდე, ექვივალენტური თანხით ლარებში, რაც სრულ შესამამისობაშია გადაუხდელ ვალდებულებასთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში ცნო, თუმცა ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ნაწილში არ სცნო სარჩელი, შესაბამისად სს ,,ს----------–---------ს’’ ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 87,33 ლარი, მოპასუხე ვ------------–--ლს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 72,70 ლარს, დარჩენილი თანხა (518,0- ლარიდან) 290,81 დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, აქვე სს ,,ს----------–---------ს’’ ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი - 67,23 ლარი. (იხ. 10.04.2--8 წლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ)

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-24--ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–---------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ვ------------–--ლს მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სულ 2 0-0,75 დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა, საიდანაც (ძირი თანხაა - 1 166.29 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, პროცენტი - 54-,46 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, პირგასამტეხლო - 300 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში;

 

3. მოპასუხე ვ------------–--ლს მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სულ 1-2,86 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა საიდანაც (ძირი თანხაა- - 40.67, პროცენტი - 9,46, პირგასამტეხლო - 72,73 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში);

 

4. დაეკისროს მოპასუხე ვ------------–---–-ს ძირ თანხაზე 1 166.29 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარზე წლიური 18%-ის და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 0,02%-ის გადახდა დაკისრებული თანხის სრულად ანაზღაურებამდე.

 

5. დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს ნ-----–------ - მ------შვილის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია მდებარე: ქ. ს----ი, ც-------–-ს ქ.№1-, (ს/კ 4-.0-.2-.1--);

 

6. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავს სს ,,ს----------–---------ის’’ უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიექცეს მოპასუხე ვ------------–---–-ს კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;

 

7. სს ,,ს----------–---------ს’’ ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2--8 წლის 0- თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (საგადასახადო დავალება №1-8) 154,56 ლარი, მოპასუხე ვ------------–--ლს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 72,70 ლარს.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე