განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
010100113292406
დავის ტიპი
180 3 ბ , 180 3 ა
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100113292406

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ადილარ წირღვავა

 

ბრალდებული - რე----------–-ძე

ადვოკატი - ივ----------------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: რე----------–-ძე

მამის სახელი: აბდული

დაბადებული: 27.12.1955 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

პირადი ნომერი: 61--------3

მისამართი: ქ. ბათუმი, გრი--------ვის ქუჩა N5, ბინა-35.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტები.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2008 წლის 06 მაისს, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და მერაბ ალ----ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №6-08, რომლითაც შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორი რე----------–-ძე კისრულობდა ვალდებულებას, რომ მერაბ ალ----ეს 73.800 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 164 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, 26 მა---ს ქუჩა №93/13, I-ლი სადარბაზო, VI სართული. 2008 წლის 07 მა---დან - 2008 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მერაბ ალ----ის მიერ მოხდა 42.750 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რე----------–-ძემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რე----------–-ძემ მოტყუების გზით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მერაბ ალ----ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 42.750 აშშ დოლარი.

 

2. 2008 წლის 19 ივნისს, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და დავით გო----–--ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება N2008-09, რომლითაც შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორი რე----------–-ძე კისრულობდა ვალდებულებას, რომ დავით გო----–--ეს 37.305 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 82.9 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, 26 მა---ს ქუჩა №93/13, I-ლი სადარბაზო, IV სართული. 2008 წლის ნოემბრის თვიდან - 2012 წლის აპრილის თვის ჩათვლით დავით გო----–--ის მიერ მოხდა 19.000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რე----------–-ძემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რე----------–-ძემ მოტყუების გზით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა დავით გო----–--ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 19.000 აშშ დოლარი.

 

3. 2011 წლის 21 ივლისს, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორ რე----------–-ძესა და თამილა ბე----ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №1/20 (კომერციული) და №9/3, რომლითაც შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორი რე----------–-ძე კისრულობდა ვალდებულებას, რომ თამილა ბე----ეს 18.000 და 15.000 (კომერციული) აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 64 კვ.მ და 30 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, 26 მა---ს ქუჩა №93/13, I-ლი სადარბაზო, IX სართული და I სართული (კომერციული). 2011 წელში თამილა ბე----ის მიერ მოხდა 18.500 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული ფართი რე----------–-ძემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რე----------–-ძემ მოტყუების გზით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თამილა ბე----ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 18.500 აშშ დოლარი.

 

4. 2010 წლის 04 იანვარს და 2011 წლის 12 თებერვალს, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და ნუგზარ ხო---------ძეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №4-10 და №1-11ა09, რომლითაც შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორი რე----------–-ძე კისრულობდა ვალდებულებას, რომ ნუგზარ ხო---------ძეს საკუთრებაში გადაუფორმებდა 80.3 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, 26 მა---ს ქუჩა №93/13, I-ლი სადარბაზო, IV სართული. 2010 წლის 04 იანვარიდან - 2011 წელის 28 აგვისტომდე პერიოდში ნუგზარ ხო---------ძის მიერ მოხდა 21.000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რე----------–-ძემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რე----------–-ძემ მოტყუების გზით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ნუგზარ ხო---------ძის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 21 000 აშშ დოლარი.

 

5. 2011 წლის 14 აგვისტოს, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და ნანა ცი-–--ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №5/5 11, რომლითაც შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორი რე----------–-ძე კისრულობდა ვალდებულებას, რომ ნანა ცი-–--ეს 28.000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 80 კვ.მ საცხოვრებელ ფართს მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, 26 მა---ს ქუჩა №93/13, I-ლი სადარბაზო, V სართული. 2011 წლის 15 აგვისტოდან - 2012 წლის 23 მაისამდე პერიოდში ნანა ცი-–--ეს მიერ მოხდა 11.880 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რე----------–-ძემ გაასხვისა სხვა პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რე----------–-ძემ მოტყუების გზით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ნანა ცი-–--ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 11.880 აშშ დოლარი.

 

6. 2011 წლის 31 აგვისტოს, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და იამზე გო---ეს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №8/ბ.3 11, რომლითაც შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორი რე----------–-ძე კისრულობდა ვალდებულებას, რომ იამზე გო---ეს 21.056 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 64 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, მშენებარე ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, 26 მა---ს ქუჩა №93/13, I-ლი სადარბაზო, VIII სართული. 2011 წელის 31 აგვისტოს იამზე გო---ის მიერ მოხდა 21.000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რე----------–-ძემ გაასხვისა სხვა პირზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რე----------–-ძემ მოტყუების გზით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა იამზე გო---ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 21 000 აშშ დოლარი.

 

7. 2012 წლის 06 თებერვალს, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და მარინე ელ-–--ლს შორის დაიდო საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №7/33, რომლითაც შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორი რე----------–-ძე კისრულობდა ვალდებულებას, რომ მარინე ელ-–--ლს 25.000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაუფორმებდა 78 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, მდებარე ქ. ბათუმი, 26 მა---ს ქუჩა №93/13, I-ლი სადარბაზო, VII სართული, ბინა №33. 2012 წელის 06 თებერვალს და 08 თებერვალს მარინე ელ-–--ლის მიერ მოხდა 25.000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ ხელშეკრულების დადებისას აღნიშნული საცხოვრებელი ფართი რე----------–-ძეს უკვე გასხვისებული ჰქონდა ჯა-----–-------ეზე, ხოლო დღეის მდგომარეობით აღნიშნული ბინა წარმოადგენს ნა------------–-ილის საკუთრებას. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რე----------–-ძემ მოტყუების გზით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მარინე ელ-–--ლის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 25.000 აშშ დოლარი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით:

 

8. 2008 წლის 06 მა---ს №6-08 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და მერაბ ალ----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად მერაბ ალ----ემ 73.800 აშშ დოლარად შეიძინა 164 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მშენებარე სახლში. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მერაბ ალ----ის მიერ შპს ,,რა--–-ნი“-ს ანგარიშზე ჯამში გადარიცხული იქნა 42.750 აშშ დოლარი, რაც დასტურდება სალაროს შემოსავლის ორდერებით.

 

9. დაზარალებულმა მერაბ ალ----ემ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დაადასტურა შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორთან რე----------–-ძესთან ხელშეკრულების გაფორმების და თანხის გადარიცხვის ფაქტი და აღნიშნა, რომ რე----------–-ძეს მისთვის არც ბინა გადაუფორმებია და არც თანხა არ დაუბრუნებია, უფრო მეტიც მან აღნიშნული ფართი გაასხვისა სხვა პირზე, მისი კუთვნილი თანხა კი თაღლითურად მიისაკუთრა.

 

10. 2008 წლის 19 ივნისის №2008-09 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და დავით გო----–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად დავით გო----–--ემ 37.305 აშშ დოლარად შეიძინა 82.9 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მშენებარე სახლში. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დავით გო----–--ის მიერ შპს ,,რა--–-ნი“-ს ანგარიშზე ჯამში გადარიცხული იქნა 19.000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება სალაროს შემოსავლის ორდერებით.

 

11. დაზარალებულმა დავით გო----–--ემ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დაადასტურა შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორთან რე----------–-ძესთან ხელშეკრულების გაფორმების და თანხის გადარიცხვის ფაქტი და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. გაიგო, რომ კომპანია „რა--–-ნის“ მიერ ქ. ბათუმში, 26 მა---ს ქუჩაზე შენდებოდა ბინა, რომლის ხელმძღვანელი იყო რე----------–-ძე. გადაწყვიტა ბინის შეძენა, მოელაპარაკა რე----------–-ძეს და გააფორმეს წინარე ხელშეკრულება 82 კვ.მ ფართზე. ხელშეკრულების თანახმად ბინის მშენებლობა ორ წელში უნდა დასრულებულიყო, თანხა კი ეტაპობრივად უნდა გადაეხადა. დაზარალებულის განმარტებით მან რე----------–-ძეს სულ გადაუხადა 19.000 აშშ დოლარი, მშენებლობის დასრულება და ბინის გადაფორმება კი რე----------–-ძის მხრიდან არ მოხდა, მან აღნიშნული თანხა მიითვისა და აღად დაუბრუნა. როგორც შემდეგ გაიგო მისი ბინა გასხვისებული იყო სხვა პირზე, ვინმე ჯა-----–-------ე.

 

12. 2011 წლის 21 ივლისის №1/20 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და თამილა ბე----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება კომერციული ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად თამილა ბე----ემ 15.000 აშშ დოლარად შეიძინა 30 კვ.მ კომერციული ფართი მშენებარე სახლში. იმავე მხარეებს შორის გაფორმებული N9/3 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორ რე----------–-ძესა და თამილა ბე----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად თამილა ბე----ემ 18.000 აშშ დოლარად შეიძინა 64 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მშენებარე სახლში. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თამილა ბე----ის მიერ შპს ,,რა--–-ნი“-ს ანგარიშზე ჯამში გადარიცხული იქნა 18.500 აშშ დოლარი, რაც დასტურდება სალაროს შემოსავლის ორდერით და ნასყიდობის ხელშეკრულებით.

 

13. დაზარალებულმა თამილა ბე----ემ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დაადასტურა შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორთან რე----------–-ძესთან საცხოვრებელი და კომერციული ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, ასევე 18.500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი და აღნიშნა, რომ რე----------–-ძის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. არც საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულებულა მითითებულ ვადაში და არ შეძენილი ფართი არ აღრიცხულა მის საკუთრებაში. მშენებლობა შეჩერდა 2012 წელს, რე----------–-ძე ეუბნებოდა რომ ჰქონდა ფინანსური პრობლემები და უახლოეს პერიოდში გაგრძელდებოდა მშენებლობა. თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ საცხოვრებელი ბინები გასხვისებული იყო სხვა პირებზე, რე----------–-ძე კი ფინანსურ პოლიციას ჰყავდა დაკავებული თაღლითობის ფაქტზე. დაზარალებულის განმარტებით, რე----------–-ძემ მოტყუებით მიისაკუთრა მისი კუთვნილი თანხა 18.500 აშშ დოლარი.

 

14. 2010 წლის 04 იანვრის N4-10 და N1-11 ა-09 ხელშეკრულებების თანახმად, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და ნუგზარ ხო---------ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად ნუგზარ ხო---------ძემ 24.090 აშშ დოლარად შეიძინა 80 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მშენებარე სახლში. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ნუგზარ ხო---------ძის მიერ შპს ,,რა--–-ნი“-ს ანგარიშზე ჯამში გადარიცხული იქნა 21.000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება სალაროს შემოსავლის ორდერებით და ნასყიდობის ხელშეკრულებით.

 

15. დაზარალებულმა ნუგზარ ხო---------ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ზემოთაღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ რე----------–-ძემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, საცხოვრებელი ფართი არ დაურეგისტრირა საკუთრებაში, მის მიერ შეძენილი ბინა გაასხვისა სხვა პირზე და გადახდილი თანხა 21.000 აშშ დოლარი მოტყუებით მიისაკუთრა.

 

16. 2011 წლის 14 აგვისტოს N5/5 11 ხელშეკრულებების თანახმად, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და ნანა ცი-–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად ნანა ცი-–--ემ 28.000 აშშ დოლარად შეიძინა 80 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მშენებარე სახლში. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ნანა ცი-–--ის მიერ შპს ,,რა--–-ნი“-ს ანგარიშზე ჯამში გადარიცხული იქნა 11.880 აშშ დოლარი, რაც დასტურდება სალაროს შემოსავლის ორდერებით.

 

17. რე----------–-ძესთან ხელშეკრულების გაფორმების და თანხის შპს ,,რა--–-ნი“-ს ანგარიშზე გადარიცხვის ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ნანა ცი-–--ემ. მანვე განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ეტაპობრივად იხდიდა თანხას, საბოლოოდ მის მიერ გადახდილი იქნა 11.880 აშშ დოლარი, რე----------–-ძემ კი არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, არც ბინა გადაუფორმა საკუთრებაში და არც მის მიერ გადახდილი თანა დაუბრუნა უკან. როგორც მოგვიანებით შეიტყო რე----------–-ძეს მის მიერ შეძენილი ფართი გასხვისებული ჰქონდა სხვა პირზე.

 

18. 2011 წლის 31 აგვისტოს N8/ბ.3 11 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და იამზე გო---ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად იამზე გო---ემ 21.056 აშშ დოლარად შეიძინა 80 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მშენებარე სახლში. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იამზე გო---ის მიერ შპს ,,რა--–-ნი“-სათვის გადახდილი იქნა 11.880 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით.

 

19. 2012 წლის 06 თებერვლის N7/33 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძესა და მარინე ელ-–--ლს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად მარინე ელ-–--ლმა 25.000 აშშ დოლარად შეიძინა 78 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მშენებარე სახლში. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მარინე ელ-–--ლის მიერ შპს ,,რა--–-ნი“-სათვის გადახდილი იქნა 25.000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება შესაბამისი ქვითრით და ხელშეკრულების დანართი N2-ით (ი.

 

20. შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორთან რე----------–-ძესთან ხელშეკრულების გაფორმების, შპს ,,რა--–-ნი“-ს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის ფაქტი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულებმა იამზე გო---ემ და მარინე ელ-–--ლმა. მათივე განმარტებით, რე----------–-ძემ მოატყუა ისინი და საცხოვრებელი ბინების შესაძენად გადახდილი თანხები მიითვისა, ისე რომ არც მშენებლობა დასრულებულა დროულად და არც ბინები გაუფორმებია მათ საკუთრებაში. მარინე ელ-–--ლის განმარტებით, როგორც შემდეგ გაიგო ხელშეკრულების გაფორმების დროს რე----------–-ძეს მის მიერ შეძენილი ბინა უკვე გასხვისებული ჰქონდა სხვა პირზე.

 

21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზურაბ თა---------–აძემ აღნიშნა, რომ 2011 წლის აპრილის თვეში გაიცნო რე----------–-ძე, როგორც შპს „რა--–-ნის“ დირექტორი, რომელიც აშენებდა ბინას ქ. ბათუმში, 26 მა---ს ქუჩა N93-ში, კვ/მ ღირებულება შეადგენდა 300 აშშ დოლარს. მას გადაწყვეტილი ქონდა ბინის შეძენა, რის თაობაზეც შეუთანხმდა რე----------–-ძეს, გაფორმდა მათ შორის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზურაბ თა---------–აძე იძენდა 52.8 კვ.მ ფართს მე-6 სართულზე და წინასწარ გადაიხადა 8.600 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხა ეტაპობრივად უნდა გადაეხადა, სულ 16.000 აშშ დოლარი. რე----------–-ძის განმარტებით, რადგან ბინას განშლა არ ქონდა საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაცია ვერ მოხდებოდა, მაგრამ დაპირდა რომ უახლოეს პერიოდში მოხდებოდა აღნიშნული და ზურაბ თა---------–აძე შეძლებდა ბინის გაფორმებას. მშენებლობა 2012 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა მიმდინარეობდა კიდეც, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეჩერდა, რაზეც რე----------–-ძემ განუმარტა, რომ ჰქონდა პრობლემები, რაც მალე მოგვარდებოდა და გაგრძელდებოდა მშენებლობა. ეჭვი არ გაჩენია, თუმცა საჯარო რეესტრის საიტზე გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ მე-6 სართულზე არსებული ბინები ეკუთვნოდა ვინმე ჯა-----–-------ეს. ჯა-----–-------ესთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ რე----------–-ძეს მართებდა ჯა-----–-------ის ვალი, რის სანაცვლოდ გადაუფორმა ბინები.

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მურმან ბე-----ძემ აღნიშნა, რომ 2011 წელს გაიცნო რე----------–-ძე, რომელიც იყო შპს „რა--–-ნის“ დირექტორი, ქ. ბათუმში, 26 მა---ს ქუჩაზე აშენებდა მრავალ სართულიან ბინას და გადაწყვიტა შეეძინა ფართი მე-5 სართულზე, 52 კვ.მ 300 აშშ დოლარად. გააფორმეს ზეპირი ხელშეკრულება, 2011 წლის 7-13 მაისს მან ერთიანად გადასცა 12.000 აშშ დოლარი თიბისი ბანკის მეშვეობით. შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ფართს 2012 წლის მა---ს თვეში გადაუფორმებდა და დარჩენილ 3600 აშშ დოლარს გადაუხდიდა შემდეგ. საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ვერ მოხდა რადგან ბინების განშლა არ იყო გაკეთებული. მოწმის განმარტებით, 2012 წლის მარტში შეჩერდა მშენებლობა, რე----------–-ძის თქმით ფინანსური პრობლემების გამო. ამავე წლის ივნისის დასაწყისში რე----------–-ძე დააკავეს და აღმოჩნდა საჯარო რეესტრში რომ მის მიერ შეძენილი ბინა, რომელშიც თანხა ჰქონდა გადახდილი გასხვისებული იყო ვინმე ქეთევან კუპრეიშვილზე.

 

23. ანალოგიური გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - გი----------–-----------------–------------–-----–--–------–--–----------–---–----------–------------------------–-----–აძემ.

 

24. ის გარემოება, რომ რე----------–-ძემ დაზარალებულებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ მათ მიერ შეძენილი ფართები გაასხვისა სხვა პირზე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რომელთა თანახმად 2011 წლის 21 და 24 ოქტომბერს შპს ,,რა--–-ნი“-ს დირექტორს რე----------–-ძეს და ჯა-----–-------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, 26 მა---ს და სევასტოპოლის ქუჩა N93/13-ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი ბინის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 სართულზე არსებული ფართები.

 

25. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1-ლი - მე-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

დიდი ოდენობა:

 

26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10.000 ლარის ზევით.

 

27. რე----------–-ძის მიმართ არსებულ შვიდივე ეპიზოდში სადავო ქონება 10.000 ლარზე მეტია.

 

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ რე----------–-ძის ქმედებამ გამოიწვია დიდი ოდენობით ზიანი.

 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება:

 

29. 2007 წლის 25 მა---ს პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, დაფუძნდა შპს „რა--–-ნი“, დირექტორად დაინიშნა რე----------–-ძე, რაც დამოწმებული იქნა №1-5004 სანოტარო აქტით.

 

30. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2007 წლის 30 მაისს, ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირდა შპს „რა--–-ნი“; დირექტორი რე----------–-ძე; საქმიანობის სახე - შენობების საერთო მშენებლობა.

 

31. მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს „რა--–-ნი“-ს დირექტორი იყო რე----------–-ძე და საზოგადოების სახელით მოქმედებდა მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

32. ამდენად, ნათელია, რომ რე----------–-ძემ, როგორც შპს „რა--–-ნი“-ს დირექტორმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიისაკუთრა მერაბ ალ----ის, დავით გო----–--ის, თამილა ბე----ის, ნუგზარ ხო---------ძის, ნანა ცი-–--ის, იამზე გო---ის და მარინე ელ-–--ლის კუთვნილი ქონება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

33. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა არის განზრახი დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია პირის მოტყუებასთან და ამ გზით ქონებრივი უფლების მიღებასთან.

 

34. სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

35. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.

 

36. იმისათვის, რომ რე----------–-ძის ქმედება შეფასებული იქნას თაღლითობად, საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადასტურდებოდა: 1) ბრალდებულის განზრახვა მერაბ ალ----ის, დავით გო----–--ის, თამილა ბე----ის, ნუგზარ ხო---------ძის, ნანა ცი-–--ის, იამზე გო---ის და მარინე ელ-–--ლის მოტყუების შესახებ და 2) ამ უკანასკნელთა შეცდომაში შეყვანისას რა რეალური ფაქტი დაამახინჯა რე----------–-ძემ.

 

37. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ხელშეკრულების დადებისას მოქმედებს მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს მხარეთა ვალდებულებას, ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია არსებული დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

38. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, ნათელია, რომ ბრალდებული რე----------–-ძე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა მერაბ ალ----ის, დავით გო----–--ის, თამილა ბე----ის, ნუგზარ ხო---------ძის, ნანა ცი-–--ის, იამზე გო---ის და მარინე ელ-–--ლის კუთვნილ ქონებას.

 

39. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის დამამძიმებელი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - თაღლითობის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

40. დადგენილია, რომ რე----------–-ძე წარმოადგენდა შპს „რა--–-ნის“ დირექტორს და სწორედ აღნიშნულის გამო ენდო მას მერაბ ალ----ე, დავით გო----–--ე, თამილა ბე----ე, ნუგზარ ხო---------ძე, ნანა ცი-–--ე, იამზე გო---ე და მარინე ელ-–--ლი, რაც გახდა მათი კუთვნილი თანხის თაღლითურად მითვისების საფუძველი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

41. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10.000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში თითოეული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი 10 000 ლარზე მეტია. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

42. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უყალიბდება.

 

43. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და რე----------–-ძის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასჯელის არ გამოყენების დასაბუთება:

 

45. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია.

 

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ბრალდებულის გარდაცვალების მოწმობა, რომლის თანახმად რე----------–-ძე გარდაიცვალა 2018 წლის 01 იანვარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რე----------–-ძე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რე----------–-ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (07 ეპიზოდი) და საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე არ დაენიშნოს სასჯელი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- რე----------–-ძის პასპორტი, რომელიც ინახება შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ამ უკანასკნელის მემკვიდრეს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთა---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთა---, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი