გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2230363-3/215-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
27 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ა---––---ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გ-- ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - გ---–-------–---–ი
წარმომადგენელი - დ-----------–-ძე
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი
მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტოს
ა---––---ს რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - დ--------------ე
დავის საგანი: სამხედრო სამსახურში მუშაობისა და ნამსახურების აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
აღიარებულ იქნას გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.
2.1. მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ გ---–-------–---–ის სამხედრო სამსახურში ნამუშევარი და ნამსახურები წლები დადასტურებულია შემდეგი მოცემულობით:
1. 1979 წლის 6 ივლისიდან 1981 წლის 7 მაისამდე - სსრკ–ს ჯარში ნამსახურები წლები;
2. 1996 წლის 12 მარტიდან 2004 წლის 4 ოქტომბრამდე – საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, კერძოდ 22-ე მოტომსროლელი ბრიგადასა და სახმელეთო ჯარების 22–ე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 222–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონში სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის/ნამსახურები წლები;
3. 2005 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 6 მაისამდე – საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, კერძოდ მე–3 ქვეით ბრიგადაში სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის/ნამსახურები წლები;
გ---–-------–---–მა სსრკ–ს ჯარის მოხდის შემდგომ 1984 წელს გაიარა ოფიცერთა სპეციალური კურსები, რის შემდგომაც 1985 წლის 13 სექტემბერს სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის N150 ბრძანების საფუძველზე მიენიჭა სამხედრო წოდება - უმცროსი ლეიტენანტი. გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1995 წლის 1 იანვრამდე ირიცხებოდა და მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ა---––---ს მე–9 ბატალიონის პირად შემადგენლობაში, სადაც დაკავებული ჰქონდა ასეულის მეთაურის მოადგილის თანამდებობა არტილერიის დარგში. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1995 წლის N17 ბრძანების თანახმად, 1995 წლის 1 იანვრიდან გაუქმებულ იქნა ა---––---ს მე-9 ბატალიონი. ა---––---ს მე–9 ბატალიონის ოფიცერთა შემადგენლობა 1995 წლის პირველ აპრილამდე გადაეცა კადრების განკარგულებას მათი შემდგომი სხვადსხვა ნაწილებში განაწილების მიზნით.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1995 წლის N17 ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, ა---––---ს მე–9 ბატალიონის პირადი შემადგენლობის სამსახურით უზრუნველყოფა დაევალა 22–მ ბრიგადის ხელმძღვანელობას ა---––---ს მე-9 ბატალიონის პირადი შემადგენლობის გადანაწილება მოხდა სხვადასხვა ნაწილებში, შესაბამისად გ---–-------–---–ი სხვა ოფიცრებთან ერთად გადანაწილებულნი იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების 22–ე მოტომსროლელ ბრიგადაში, სადაც კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან მოსარჩელემ უწყვეტად გააგრძელა სამხედრო სამსახურში მუშაობა და მსახურობა. ამდენად, გ---–-------–---–ი 1995 წლის 1 აპრილიდან ირიცხებოდა და მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 22–ე მოტომსროლელ ბრიგადის პირად შემადგენლობაში.
გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1995 წლის 1 აპრილამდე ირიცხებოდა და მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ა---––---ს მე-9 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. აღნიშნულ წლებში მინიჭებული აქვს სამხედრო წოდებები - ლეიტენანტის წოდება " 1991 წელში; კაპიტნის წოდება - 1992 წელში. ა---––---ს მე-9 ბატალიონის შემადგენლობის გადანაწილების პროცესში გ---–-------–---–ი სხვა ოფიცრებთან ერთად 1995 წლის 1 აპრილიდან გადიოდა სამხედრო სამსახურს და ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 22–ე მოტომსროლელი ბრიგადის პირად შემადგენლობაში 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის მე–6 საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის I საზენიტო– საარტილერიო ბატარეის ს–60–ის მეთაურად.
გ---–-------–---–ი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ა---––---ს მე–9 ბატალიონის პირად შემადგენლობაში ნამსახურებ პერიოდში, კერძოდ 1992 წლის 15 მაისიდან – 1993 წლის 30 აგვისტომდე გადაგზავნილ იქნა აფხაზეთში საბრძოლო დავალების შესასრულებლად, სადაც მითითებულ პერიოდში რეგულარულად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონებში. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შემდგომ მოსარჩელე გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში ჭრილობის შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ.
გ---–-------–---–ი 1992 წლის 15 მაისიდან – 1993 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული არის დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე–15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით. იგი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე დროის პერიოდში უწყვეტად მსახურობდა ეროვნული გვარდიის ა---––---ს მე–9 ბატალიონში, აღნიშნული გვარდიის გაუქმების შემდგომ სამხედრო სამსახური გააგრძელა და ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, კერძოდ – 22-ე მოტომსროლელ ბრიგადაში.
1991-1992 წლებში მომხდარი მოვლენების დროს განადგურებულ იქნა გ---–-------–---–ის პირადი საქმე, რის გამოც საარქივო ჩანაწერებში არ ფიქსირდება ინფორმაცია 1991 წლიდან მოსარჩელის სამხედრო სამსახურში - ეროვნული გვარდიის ა---––---ს მე–9 ბატალიონში ნამსახურები წლების შესახებ, შესაბამისად ამ პერიოდში სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურები აღიარებული უნდა იქნეს სასამართლო წესით.
სარჩელში მითითებული ფაქტები ცხადყოფს, რომ გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის მარტამდე მსახურობდა სამხედრო სამსახურში, მისი პირადი საქმე, სადაც ფიქსირდებოდა 1991 წლიდან სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების შესახებ ინფორმაცია განადგურებულია, რასაც შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ცნობები ადასტურებს. აღნიშნულის მიუხედავად გ---–-------–---–ის პირად საქმეში მოიპოვება ისეთი დოკუმენტები, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მოსარჩელე 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის მარტამდე მსახურობდა სამხედრო სამსახურში, იღებდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, იღებდა სამხედრო წოდებებს, ირიცხება სახელფასო უწყისებში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ იგი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის მარტამდე პერიოდში უწყვეტად მსახურობდა სამხედრო სამსახურში, ირიცხებოდა ეროვნული გვარდიისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, რაც ერთმნიშვნელოვნად ქმნის მოსარჩელის მიერ ნამსახურები წლების აღიარებისა და საერთო სტაჟში ჩათვლის საფუძველს. შესაბამისად, აღიარებულ უნდა იქნას გ---–-------–---–ის მიერ სამხედრო სამსახურში 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე პერიოდში ნამსახურები წლების აღიარება და საერთო ნამსახურებ სტაჟში ჩათვლა, რათა აღნიშნული წლებში სამხედრო ნამსახურების სასამართლოს მიერ დადასტურების შემდგომ მოვახდინოთ კანონმდებლობით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხისა პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ეროვნულ გვარდიაში დანიშნულ იქნა 1992 წლის 1 მარტიდან, ხოლო რაც შეეხება სამხედრო წოდებას იგი მას მიენიჭა 1993 წლიდან შესაბამისად ზემოხსენებული ბრძანებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მხარე 1991 წლიდან მსახურობს შეიარაღებულ ძალებში როგორც სამხედრო პირი.
2.2. მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ა---––---ს რაიონული განყოფილებას სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ თუკი დაკმაყოფილდება გ---–-------–---–ის სარჩელი მას დაენიშნება პენსია სამხედრო სამსახურში სტაჟისა და ნამსახურების მიხედვით.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის 2016 წლის 02 დეკემბრის მიმართვით დადგენილია, რომ გ---–-------–---–ის პირადი საქმის ნამსახურეობის ნუსხაში ჩანაწერის თანახმად, არის დათხოვნილი ზღვრული ასაკის მიღწევისას და 1979 წლის 6 ივლისიდან 1981 წლის 7 მაისამდე, 1996 წლის 12 მარტიდან 2004 წლის 4 ოქტომბრამდე და 2005 წლის 01 აპრილიდან 2010 წლის 6 მაისამდე, ნამსახურეობა შეადგენს 20 წელზე ნაკლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის 2016 წლის 02 დეკემბრის მიმართვა(იხ.ტ.I.სფ.112-113).
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული ცნობით N002054 დადგენილია, რომ გ---–-------–---–ი 1992 წლის 15 მაისიდან 1993 წლის 30 აგვისტომდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული არის დიდი სამამულო ომის მონაწილესთან და სარგებლობს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული ცნობით N002054(იხ.ტ.I.სფ.118).
3.1.3. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1995 წლის თებერვლის ბრძანება N17 ა---––---ს მე-9 ბატალიონი 1995 წლის 01 იანვრიდან გაუქმებული იქნა. ოფიცერთა შემადგენლობა 1995 წლის 01 აპრილამდე გადაეცა კადრების განკარგულებას მათი შემდგომი განაწილების მიზნით სხვადასხვა ნაწილებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1995 წლის თებერვლის ბრძანება N17 (იხ.ტ.I.სფ.48;ტ.II.სფ.32-33 ).
3.1.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართველოს უფროსის 2011 წლის 13 დეკემბრის მიმართვაში მითითებულია, რომ გ---–-------–---–ი 1992 წლის 01 მარტიდან დანიშნული იყო ეროვნული გვარდიის ა---––---ს მეცხრე ბატალიონში და სახელფასო უწყისების თანახმად ხელფასს იღებდა 1992 წლის აპრილიდან 1993 წლის ივნისამდე, ხოლო სამხედრო წოდება ,,კაპიტანი“ მინიჭებული აქვს 1993 წლის 01 ივნისს. 1992 წლის 01 მარტიდან 1993 წლის ივნისამდე მუშაობდა სამხედრო წოდების გარეშე, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა 1993 წლის 01 ივნისიდან 1995 წლამდე დადასტურებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართველოს უფროსის 2011 წლის 13 დეკემბრის მიმართვა (იხ.ტ.I.სფ.116 ).
3.1.5. საბრძოლო მოკვლევით დადგენილია, რომ გ---–-------–---–ი ნამდვილად მონაწილეობდა 1992 წლის 13 მაისიდან 1993 წლის 30 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლებში სამაჩაბლოსა და ახალციხეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბრძოლო მოკვლევით (იხ.ტ.I.სფ.117 ).
3.1.6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 12 მარტის ბრძანებით კაპიტანი გ---–-------–---–ი დაინიშნა 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის მე-6 საზენიტო-საარტელერიო დივიზიონის I საზენიტო-საარტილერიო ბატარეის ს-60 მეთაურად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 12 მარტის ბრძანებით (იხ.ტ.I.სფ.50 ).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ს/ნ. 1232-ის მეთაურის ვ/პოლკოვნიკ ვ.დ. მ---------ის დახასიათებით გ---–-------–---–ი 1991 წლის მაისიდან მსახურობს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ქ. ა---––---ს მე-9 ბატალიონში ას მეთაურის თანამდებობაზე და აგრძელებს სამსახურს საქართველოს რესპუბლიკის II საარმიო კოპუსის ა---––---ს 22-ე ბრიგადის ს.ნ 12132-ში მეთაურის თანაშემწედ არტილერიის დარგში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს/ნ. 1232-ის მეთაურის ვ/პოლკოვნიკ ვ.დ. მ---------ის დახასიათება (იხ.ტ.I.სფ.38. ტ.II.სფ.22, ).
3.2.2. საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 28.02. 1992წ. ბრძანებით გ----------------–-------–---–ს ა---––---ს N9-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე არტილერიის დარგში, მიენიჭა სამხედრო წოდება კაპიტანი. ზემოაღნიშნული სამხედრო წოდების მინიჭება დასტურდება ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნამსახურეობის ნუსხით და მე-6 საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მეთაურის წარდგინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 28.02. 1992წ. ბრძანება (იხ.ტ.I.სფ.45, ტ.II.სფ.29).
-ნამსახურეობის ნუსხა (იხ.ტ.I.სფ.20, ტ.II.სფ.3).
- მე-6 საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მეთაურის წარდგინება (იხ.ტ.I.სფ.54-55, ტ.II.სფ.38-39).
3.2.3. ეროვნული გვარდიის სამართველოს კადრების განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ გა--–-------–---–ი ნამდვილად მსახურობდა ეროვნული გვარდიის ა---––---ს ბატალიონში მეთაურის მოადგილედ არტილერიის დარგში 1991 წლის 28 მაისიდან, მისი პირადი საქმე 1991-92 წლებში მოხდარი მოვლენების დროს იქნა განადგურებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ეროვნული გვარდიის სამართველოს კადრების განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობა (იხ.ტ.I.სფ.46, ტ.II.სფ.30).
3.2.4. ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 26 ივლისის ბრძანება N185-ით დადგენილია, რომ კაპიტანი გ---–-------–---–ი 1993 წლის 26 ივლისიდან ჩაითვალა გადაგზავნილად აფხაზეთში საბრძოლო დავალების შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 26 ივლისის ბრძანება N185 (იხ.ტ.I.სფ.51; ტ.II.სფ.35).
3.2.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ 1998 წლის 19 მაისს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ კაპიტანი გ---–-------–---–ი ნამდვილად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ 1998 წლის 19 მაისს გაცემული ცნობა (იხ.ტ.I.სფ.53, ტ.II.სფ.37).
3.2.6. გ---–-------–---–ის ანკეტით დადგენილია, რომ 1991-1993 წლეებში ეროვნული გვარდიის მეთაურის თანაშემწე არტილერიის დარგში, ანკეტა შევსებულია 1995 წლის 18 ივნისს, ანკეტას ხელს აწერს ს/ნ. 1024 კადრების უფროსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ---–-------–---–ის ანკეტა (იხ.ტ.I.სფ.36-37, ტ.II.სფ.18-21).
3.2.7. ა---––---ს გარნიზონის ჰოსპიტალის მიერ 1995 წლის 10 მაისს გაცემული ცნობით ც-------–---–-------------------- ძე არის ჯანმრთელი და ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის ცნობა(იხ.ტ.I.სფ.36-37, ტ.II.სფ.18-21).
3.2.8. მოწმე ზ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1992 წელს ზამთრის თვეში მივიდა. გ-- იყო ოფიცერი, 2-3 ჯერი იყო წასული ცხინვალში და სოხუმში. თვითონ მერე მივიდა. გვარდია დაახლოებით 1991 წელს შეიქმნა ზაფხულის პერიოდი იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზ----------------ის ჩვენება(იხ.სას.სხ.ოქ.Cd. დისკი)
3.2.9. მოწმე ვ------- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1991 წლის 1 მაისიდან მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში. გ--ს იცნობ ეროვნული გვარდიიდან 1991 წლის 1 მაისიდან. თვითონ ა---––---ს მე-9 ბატალიონის ოცმეთაურად დაინიშნა 1991 წლის 1 მაისიდან, 1992 წლის მარტიდან ინიშნება ბატალიონის მეთაურის მოადგილედ, 1999 წლის მაისიდან მეთაურად. გ--ს სამსახურებრივად იცნობს 1991 წლის 1 მაისიდან. მაისის შუა რიცხვებში დაინიშნა ასეულის მეთაურის მოადგილედ ამავე ბატალიონში. 1992 წლის თებერვლიდან ინიშნება ასეულის მეთაურად. 1992 წლიდან 1994 წლამდე იბრძოდნენ სამაჩაბლოში. მე-9 ბატალიონი შეიქმნა 1991 წლის თებერვალში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვ------- მ---------ის ჩვენება(იხ.სას.სხ.ოქ.Cd. დისკი).
3.2.10. მოწმე ნუ-----------–----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ შეიარაღებულ ძალებში დაიწყო მუშაობა 1992 წლიდან. 1992 წლის თებერვალში, რომ მივიდი გ-- ,,მანდ“ დახვდა, ასრულებდა ასეულის მეთაურის მოვალეობას, სანამ ოფიციალური ბრძანება დაწერილიყო ყველა მოვალეობას ასრულებდა მაშინ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნუ-----------–----–---ს ჩვენება(იხ.სას.სხ.ოქ.Cd. დისკი)
3.2.10. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის მიმართვით დგინდება, რომ ინფორმაცია ეროვნული გვარდიის ქ. ა---––---ს მე-9 ბატალიონის შექმნის შესახებ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში არ იძებნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მიმართვა (იხ.ტ.II.სფ.135).
3.2.11. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ,,აღიარებულ იქნას გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში“, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შესაგებელში მიუთითა, რომ ,,არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ 1992 წლიდან ეროვნულ გვარდიაში მუშაობის დაწყება“, შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია, ის გარემოება, რომ გ--------–-------–--ლმა 1992 წლიდან (01 მარტი) 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში და ფაქტობრივად დაეთანხმა აღნიშნულ გარემოებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (იხ.ტ.I.სფ.135).
- შესაგებელი (იხ.ტ.I.სფ.223-225).
სამოტივაციო ნაწილი
4. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ---–-------–---–ის სასარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტი №238 დადგენილება „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ".
6. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს აღიარებულ იქნას გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, რაც გამომდინარეობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის 2016 წლის 02 დეკემბრის მიმართვით დადგენილია, რომ გ---–-------–---–ის პირადი საქმის ნამსახურეობის ნუსხაში ჩანაწერის თანახმად, არის დათხოვნილი ზღვრული ასაკის მიღწევისას და 1979 წლის 6 ივლისიდან 1981 წლის 7 მაისამდე, 1996 წლის 12 მარტიდან 2004 წლის 4 ოქტომბრამდე და 2005 წლის 01 აპრილიდან 2010 წლის 6 მაისამდე, ნამსახურეობა შეადგენს 20 წელზე ნაკლებს.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართველოს უფროსის 2011 წლის 13 დეკემბრის მიმართვაში მითითებულია, რომ გ---–-------–---–ი 1992 წლის 01 მარტიდან დანიშნული იყო ეროვნული გვარდიის ა---––---ს მეცხრე ბატალიონში და სახელფასო უწყისების თანახმად ხელფასს იღებდა 1992 წლის აპრილიდან 1993 წლის ივნისამდე, ხოლო სამხედრო წოდება ,,კაპიტანი“ მინიჭებული აქვს 1993 წლის 01 ივნისს. 1992 წლის 01 მარტიდან 1993 წლის ივნისამდე მუშაობდა სამხედრო წოდების გარეშე, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა 1993 წლის 01 ივნისიდან 1995 წლამდე დადასტურებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტი №238 დადგენილების „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მეექვსე ნაწილის თანახმად სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს:
ა) სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს;
დ) სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე.
თ) კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა.
საქართველოს კანონის ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება:
ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა;
ბ) სამხედრო წესდებით დადგენილ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;
გ) საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) შესრულება;
დ) საველე სწავლებასა და გემების ლაშქრობაში მონაწილეობა;
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილია საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I-საარმიო კოპუსის მეთაურის 1993 წლის 01 ივნისის ბრძანება N26, რომლის მიხედვით გ---–-------–---–ს მიენიჭა კაპიტნის წოდება, მაგრამ აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ თარიღს სასამართლო ვერ გაიზიარებს გ---–-------–---–ისათვის კაპიტნის მინიჭების თარიღად, რადგან დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 28.02.1992წ. ბრძანებით გ----------------–-------–---–ს ა---––---ს N9-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილეს არტილერიის დარგში, მიენიჭა სამხედრო წოდება კაპიტანი. ზემოაღნიშნული სამხედრო წოდების მინიჭება დასტურდება ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნამსახურეობის ნუსხით და მე-6 საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მეთაურის წარდგინებით, ამასთან საქართველოს თავდაცის სამინისტროს არ წარმოუდგენია, რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გ---–-------–---–ს უკვე მინიჭებული სამხედრო წოდება კაპიტანი 28.02.1992წ. ბრძანების შემდეგ ჩამოერთვა/ან აღნიშნული ბრძანება გაუქმებულია, შესაბამისად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-- ც-------–------ვის კაპიტნის სამხედრო წოდების მინიჭება მოხდა საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 28.02.1992წ. ბრძანებით, ამასთან ამავე ბრძანებით ცალსახად დასტურდება, რომ ბრძანების გამოცემისას 28.02.1992 წლისათვის გ----------------–-------–---–ს უკვე მსახურობდა ა---––---ს N9-ე ბატალიონის და მას გააჩნდა შესაბამისი სამხედრო წოდება, რადგან საქართველოს კანონის ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,,,ბ.ა" ქვეპუნქტის თანახმად საჯარისო სამხედრო წოდებებია: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ კაპიტნის სამხედრო წოდება გ---–-------–---–ს მიენიჭა რიგითს/ან საფეხურის გამოტოვების გარეშე.
ს/ნ. 1232-ის მეთაურის ვ/პოლკოვნიკ ვ.დ. მ---------ის დახასიათებით დადგენილია, რომ გ---–-------–---–ი 1991 წლის მაისიდან მსახურობს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ქ. ა---––---ს მე-9 ბატალიონში ას მეთაურის თანამდებობაზე და აგრძელებს სამსახურს საქართველოს რესპუბლიკის II საარმიო კოპუსის ა---––---ს 22-ე ბრიგადის ს.ნ 12132-ში მეთაურის თანაშემწედ არტილერიის დარგში.
ეროვნული გვარდიის სამართველოს კადრების განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ გ-------–-------–---–ი ნამდვილად მსახურობდა ეროვნული გვარდიის ა---––---ს ბატალიონში მეთაურის მოადგილედ არტილერიის დარგში 1991 წლის 28 მაისიდან, მისი პირადი საქმე 1991-92 წლებში მოხდარი მოვლენების დროს იქნა განადგურებული.
ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 26 ივლისის ბრძანება N185-ით დადგენილია, რომ კაპიტანი გ---–-------–---–ი 1993 წლის 26 ივლისიდან ჩაითვალა გადაგზავნილად აფხაზეთში საბრძოლო დავალების შესასრულებლად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ 1998 წლის 19 მაისს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ კაპიტანი გ---–-------–---–ი ნამდვილად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
საბრძოლო მოკვლევით დადგენილია, რომ გ---–-------–---–ი ნამდვილად მონაწილეობდა 1992 წლის 13 მაისიდან 1993 წლის 30 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლებში სამაჩაბლოსა და ახალციხეში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული ცნობით N002054 დადგენილია, რომ გ---–-------–---–ი 1992 წლის 15 მაისიდან 1993 წლის 30 აგვისტომდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული არის დიდი სამამულო ომის მონაწილესთან და სარგებლობს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით.
გ---–-------–---–ის ანკეტით დადგენილია, რომ გ---–-------–---–ი 1991-1993 წლეებში ეროვნული გვარდიის მეთაურის თანაშემწე არტილერიის დარგში, ანკეტა შევსებულია 1995 წლის 18 ივნისს, ანკეტას ხელს აწერს ს/ნ. 1024 კადრების უფროსი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია ოფიაციალური დოკუმენტების, გ---–-------–---–ის პირად საქმეში არსებული მტკიცებულებათა საფუძველზე, რომელიც მას გადაეცა ოფიაციალურად დამოწმებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მიერ.
ასევე მოწმე ზ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1992 წელს ზამთრის თვეში მივიდა. გ-- იყო ოფიცერი, 2-3 ჯერი იყო წასული ცხინვალში და სოხუმში. თვითონ მერე მივიდა. გვარდია დაახლოებით 1991 წელს შეიქმნა ზაფხულის პერიოდი იყო.
მოწმე ვ------- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1991 წლის 1 მაისიდან მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში. გ--ს იცნობ ეროვნული გვარდიიდან 1991 წლის 1 მაისიდან. თვითონ ა---––---ს მე-9 ბატალიონის ოცმეთაურად დაინიშნა 1991 წლის 1 მაისიდან, 1992 წლის მარტიდან ინიშნება ბატალიონის მეთაურის მოადგილედ, 1999 წლის მაისიდან მეთაურად. გ--ს სამსახურებრივად იცნობს 1991 წლის 1 მაისიდან. მაისის შუა რიცხვებში დაინიშნა ასეულის მეთაურის მოადგილედ ამავე ბატალიონში. 1992 წლის თებერვლიდან ინიშნება ასეულის მეთაურად. 1992 წლიდან 1994 წლამდე იბრძოდნენ სამაჩაბლოში. მე-9 ბატალიონი შეიქმნა 1991 წლის თებერვალში.
მოწმე ნუ-----------–----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ შეიარაღებულ ძალებში დაიწყო მუშაობა 1992 წლიდან. 1992 წლის თებერვალში, რომ მივიდი გ-- მანდ დახვდა, ასრულებდა ასეულის მეთაურის მოვალეობას, სანამ ოფიციალური ბრძანება დაწერილიყო ყველა მოვალეობას ასრულებდა მაშინ.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1995 წლის თებერვლის ბრძანება N17 ა---––---ს მე-9 ბატალიონი 1995 წლის 01 იანვრიდან გაუქმებული იქნა. ოფიცერთა შემადგენლობა 1995 წლის 01 აპრილამდე გადაეცა კადრების განკარგულებას მათი შემდგომი განაწილების მიზნით სხვადასხვა ნაწილებში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 12 მარტის ბრძანებით კაპიტანი გ---–-------–---–ი დაინიშნა 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის მე-6 საზენიტო-საარტელერიო დივიზიონის I საზენიტო-საარტილერიო ბატარეის ს-60 მეთაურად, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილია არ არის მტკიცებულება გ---–-------–---–ის სამსახურიდან საერთოდ განთავისუფლების/ან სხვა ნაწილში გადაყვანის თაობაზე/კადრებში გადაყვანის თაობაზე შესაბამისი თარიღის მითითებით, რადგან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტი №238 დადგენილების „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მეექვსე ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს მათ შორის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა, ამასთან ა---––---ს გარნიზონის ჰოსპიტალის მიერ 1995 წლის 10 მაისს გაცემული ცნობით ც-------–---–-------------------- ძე არის ჯანმრთელი და ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ,,აღიარებულ იქნას გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში“, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შესაგებელში მიუთითა, რომ ,,არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ 1992 წლიდან ეროვნულ გვარდიაში მუშაობის დაწყება“, შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია, ის გარემოება, რომ გ--------–-------–--ლი 1992 წლიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.
რაც შეეხება გ---–-------–---–ი პირად საქმეში არსებულ გარკვეულ უსწორობებს, სასამართლო აღნიშნულზე განმარტავს, რომ გ---–-------–---–ის პირადი საქმე ნაწარმოებია თვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის მიერ, თავდაცვის სამინისტრო რაიმე მტკიცებულება, რომ გ---–-------–---–ის პირად საქმეში არსებული დოკუმენტის გაუქმებულია ან ძალადაკარგულია არ წარმოუდგენია, რის გამოც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე გ---–-------–---–ისათვის უფლების დამდგენ დოკუმენტს, შესაბამისად სასამართლომ მათ მიცსა შეფასება და აღნიშნული მტკიცებულებებით/დოკუმენტებით დადგენილი გაქტობრივი გარემოებები გაზიარებული იქნა სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა საფუძველზე დადასტურებულია, რომ მოსარჩელე გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, ამიტომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და აღიარებული უნდა იქნეს, რომ მოსარჩელე გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, ,,პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.’’
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნტის თანახმად: ,,სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.’’
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ვინაიდან სარჩელი აღძრულია სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით და იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" მეხუთე მუხლის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიანდაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე,.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაცია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 9-ე, მე-12, მე-13 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 39-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებული იქნეს, რომ მოსარჩელე გ---–-------–---–ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.
3. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ა---––---ს რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;
მოსამართლე: გ-- ბერაია