გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210118002255268
საქმე №2-35-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.04.2018წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: - ვი-----–-ვ გუ--------------ვ;
წარმომადგენელი: - კა-ა ჩა--–-–---–ი;
თარჯიმანი: - ზუ----ი კვ------–-ა;
მოპასუხე: - გუ---მ კუ-----–-ა;
წარმომადგენელი: - ჯუ-----ი ქა-------–-–---–ი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გუ---მ კუ-----–-ას ვი-----–-ვ გუ--------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს 8828 ევროს, 3000 აშშ დოლარის და 3434 ლარის გადა-ადა. კერძოდ:
- თურქეთში გასამგზავრებლად გადაცემული თანხა - 600 ლარი;
- ექსკავატორის შესაკეთებლად გადაცემული 5000 ევრო;
- ექსკავატორის ძრავის დეტალების შეძენაში გადა-დილი 3828 ევრო;
- ექსკავატორისათვის შეძენილი აკუმლიატორის თანხა 235 ლარი;
- საბაჟო ტერმინალზე ნაწილების განთავსებისათვის - 377 ლარი;
- დღგ-ს გადასა-ადი - 1917 ლარი;
- იმპორტის გადასა-დი - 5 ლარი;
- შემოსავლების სამსა-ურის მიერ გაწეული მომსა-ურების საფასური - 300 ლარი;
- ექსკავატორის რემონტისათვის გადაცემული თანხა 3000 აშშ დოლარი;
1.2. გუ---მ კუ-----–-ას ვი-----–-ვ გუ--------------ვის სასარგებლოდ ასევე დაეკისროს 2753 ლარის გადა-და. კერძოდ, სარჩელზე გადა-დილი სა-ელმწიფო ბაჟი 1161 ლარი. სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯი 50 ლარი. მომსა-ურების სააგენტოდან ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯი 21 ლარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავ ქონებაზე ამონაწერის აღებისათვის გაწეული ხარჯი 21 ლარი. საადვოკატო მომსა-ურებაზე გაწეული ხარჯი 1500 ლარი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2015 წლის ნოემბრის თვეში მოპასუხე მხარემ შესთავაზა საქმიანი წინადადება, კერძოდ, მოპასუხე გუ---მ კუ-----–-ას ჰყავდა ექსკავატორი „კამატსუ“ რომელსაც სჭირდებოდა შეკეთება, შეკეთების შემდეგ კი შესაძლებელი იქნებოდა მუშაობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ქვიშა-ხრეშის კარიერებზე და სხვადასხვა სა-ის მშენებლობაზე. ასევე თუ მოსარჩელე მხარე გაიღებდა შეკეთებისათვის საჭირო ხარჯებს, შეიძენდა ექსკავატორისათვის საჭირო დეტალებს და გაიღებდა სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო თანხას, მოსარჩელე მხარის მიერ და-არჯული თანხა იქნებოდა მოპასუხის ვალი რომელსაც ის გაისტუმრებდა 2016 წლის ბოლომდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიღებული თანხები სესხს არ წარმოადგენდა. აღნიშნული თანხები უნდა მოხმარებოდა მხარეთა ერთობლივ საქმიანობას. ამასთან, მხარემ შესაგებელშიც და სასამართლო სხდომაზეც განმარტა, რომ მართლაც მიიღო 5000 ევრო და იყო თურქეთში, მაგრამ იმის გამო, რომ თურქეთში ძალზე ძვირი იყო ნაწილები, დაბრუნდა საქართველოში და მგზავრობის ხარჯების გამოკლებით აღნიშნული თანხა დაუბრუნა ვი-----–-ვ გუ--------------ვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 25.12.2015 წელს გუ---მ კუ-----–-ამ მიიღო ვი-----–-ვ გუ--------------ვისგან 5000 (ხუთი ათასი) ევრო ტრაქტორის სარემონტო სამუშაოებისათვის.
23.12.2015 წელს გუ---მ კუ-----–-ამ მიიღო 600 (ექვსასი) ლარი საქართველოდან გამგზავრების ნებართვისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.12.2015 წლის და 23.12.2015 წლის ხელწერილი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (იხ. ს/ფ 19-21);
3.2.2. 07.04.2016 წელს გუ---მ კუ-----–-ამ მიიღო ვი-----–-ვ გუ--------------ვისაგან 3000 $ ექსკავატორის სარემონტო სამუშაოებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 07.04.2016 წლის ხელწერილი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (იხ. ს/ფ 35-37);
3.2.3. ვი-----–-ვ გუ--------------ვმა ექსკავატორის შეკეთებისთვის საჭირო დეტალები შეუკვეთა გერმანიაში. გადაიხადა მათი ღირებულება - 3827.94 ევრო. შეიძინა აკუმულიატორი ექსკავატორისთვის 235 ლარად. საბაჟო ტერმინალზე ნაწილების განთავსებისთვის 376.90 ლარი. დღგ-ს გადასა-ადი - 1917 ლარი. იმპორტის გადასა-ადი 5 ლარი. შემოსავლების სამსა-ურის მიერ გაწეული მომსა-ურების საფასური 300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გერმანიაში ძრავის ნაწილების შეძენის ინვოისი;
- ექსკავატორის ძრავის დეტალების შეძენასთან დაკავშირებიტ 07.03.201წ. გაცემული საბაჟო დეკლარაცია;
- აკუმულატორის შეძენის დამადასტურებელი ჩეკი და საგარანტიო ტალონი;
- საბაჟო ტერმინალზე თანხსი გადა-დის საბანკო ქვითარი;
საბორტო სატერმინალო მომსა-ურებისათვის გადა-დილი ქვითარი;
- იმპორტის გადასა-ადი;
- დღგ-ს გადასა-ადი;
- ლიბერთი ბანკის ქვითრები დღგ-ს, იმპორტის და შემოსავლების სამსა-ურის მიერ გაწეული მომსა-ურების;
3.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსა-ურების სააგენტოს 2017 წლის 01 დეკემბრის ცნობის (სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესა-ებ) თანა-მად, ექსკავატორი კომაცუ შემდეგი მონაცემებით: სანომრე ნიშანი: CA616. მარკა მოდელი: კომაცუ WB93B.ფერი: ყვითელი 5/8.გამოშვების წელი: 2007. საიდენტიფიკაციო ნომერი: KM TWBO14C77F211 ეკუთვნის შპს ,,ი---------------ს’’ (ს/ნ 245425589), რომელიც დარეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და ირიცხება საგასა-ადო გირავნობა/იპოთეკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს/ფ 39-40);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსა-ურების სააგენტოს 2017 წლის 01 დეკემბრის ცნობა (იხ. ს/ფ 38);
3.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ამდენად, სასამართლო სამოქალაქო პროცესში შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ა-სნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ა-სნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 361-ე, 400-ე, 365-ე, 411-ე, 403-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანა-მად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანა-მადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანა-მად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სა-ელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანა-მად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანა-მად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანა-მად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სა-ის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანა-მად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანა-მად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განა-ორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანა-მად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
6.6. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასების საგანს წარმოადგენს ვი-----–-ვ გუბერნატორვის მიერ გუ---მ კუ-----–-ასთვის ხელწერილების საფუძველზე გადაცემული თანხები სესხად მიღებულია, თუ მათ მიერ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ერთობლივი საქმიანობისთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთობის ერთობლივ საქმიანობად, მიჩნევისთვის აუცილებელია მხარეებს შორის ერთობლივი მიზნის არსებობა. ასრულებდნენ მოქმედებებს, რომლებიც სავალდებულოა მის მისაღწევად. ერთობლივად კისრულობენ საერთო საქმიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას. ინაწილებენ მიღებულ შედეგებს. ერთობლივი მოქმედება საერთო მიზნის მისაღწევად, ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოქმედებები ხორციელდება ნებაყოფლობით, მონაწილეთა მიერ „კეთილი ნების“ ერთობლივად გამოხატვით. ხელშეკრულების მონაწილეთა ნება უნდა ატარებდეს საერთო ხასიათს, იყოს შეთანხმებული და მიმართული საერთო მიზნის მისაღწევად. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ერთობლივი საქმიანობის შესა-ებ ხელშეკრულებაში მონაწილეთა შორის ურთიერთნდობით განპირობებული პირადი დამოკიდებულებაა. სწორედ დასა-ელებული კრიტერიუმის გათვალისწინებით ერთიანდება ორი ან მეტი პირი ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით. ეკონომიკური სარგებლისა და ინტერესის მხრივ ხელშეკრულების სუბიექტები ერთ მხარეს არიან. აღნიშნული ნიშანი ამ შემთხვევაში არ გვაქვს. სა-ეზეა ორ სხვადასხვა მხარეს მდგომი პირები, რომელთაც თავ-თავისი მიზნები და ინტერესები გააჩნიათ: ერთის (გამსესხებელი) ინტერესი და მიზანია თანხის გადაცემა, ხოლო მეორის (მსესხებლის) - თანხის მიღება.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლების მიზანია, სესხის ხელშეკრულების მიმართ ფორმის თავისუფლების დაწესებით და სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში ფაქტების დადასტურების წესის განსაზღვრით დაიცვას სესხის მონაწილეთა უფლებები, უზრუნველყოს მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირება.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს - მოსარჩელეს. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანა-მადაც, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სა-ის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დასა-ელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სა-ელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა.
სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში. ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ა-დენს. სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს. სესხის დაბრუნების მოთხოვნის რეალიზაციისათვის მან უნდა დაამტკიცოს სესხის ხელშეკრულების დადება, როგორც შეთანხმება, ისე სესხის საგნის გადაცემა მსესხებლისათვის. სესხის სა-ელშეკრულებო ურთიერთობის დასადგენად კანონმდებელი მოსარჩელის მტკიცების ტვირთს გარკვეულწილად აძლიერებს. სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი აწევს გამსესხებელს, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანა-მად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანა-მად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ა-სნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანა-მად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანა-მად უნდა დადასტურდეს გარკვეული სა-ის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სა-ის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო საქმეში არსებული 2015 და 2016 წლების წერილობითი ხელწერილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ გუ---მ კუ-----–-ამ ვი-----–-ვ გუ--------------ვისგან სესხის სა-ით აიღო გარკვეული თანხა (იხ. პუნქტები 3.2.1 და 3.2.2). ვი-----–-ვ გუ--------------ვის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გუ---მ კუ-----–-ას მიერ სესხად აღებული თანხა არ დაუბრუნებია. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გუ---მ კუ-----–-ამ 5000 ევრო დაუბრუნა ვი-----–-ვ გუ--------------ვს. ასევე, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული თანხები მოხმარდა მათ ერთობლივ საქმიანობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებდა თავის მოთხოვნებს. თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის უსაფუძვლობა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სა-ელმწიფო ბაჟის შესა-ებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანა-მად, სა-ელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სა-ელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სა-ელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სა-ელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალუ---დ რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანა-მად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადა-და, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სა-ელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადა-დისაგან.
მოპასუხე გუ---მ კუ-----–-ას მოსარჩელე ვი-----–-ვ გუ--------------ვის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილის - სარჩელზე გადა-დილი სა-ელმწიფო ბაჟის - 1161 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის და საადვოკატო მომსა-ურების ხარჯის - 1500 ლარის გადა-და. ხოლო მომსა-ურების სააგენტოდან ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯის - 21 ლარისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავ ქონებაზე ამონაწერის აღებისათვის გაწეული ხარჯის - 21 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის და 2018 წლის 07 თებერვლის განჩინებებით გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელიც უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 2591-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გადაწყვიტა:
1. ვი-----–-ვ გუ--------------ვის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - გუ---მ კუ-----–-ას ვი-----–-ვ გუ--------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს 8828 (რვა ათას რვაას ოცდარვა) ევროს (სარჩელის შემოტანის დროისთვის არსებული კურსით, კერძოდ, 1 ევრო - 3.1153 ლარი) გადა-და;
3. მოპასუხე - გუ---მ კუ-----–-ას ვი-----–-ვ გუ--------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის (სარჩელის შემოტანის დროისთვის არსებული კურსით, კერძოდ, 1 აშშ დოლარი - 2.5851 ლარი) გადა-და;
4. მოპასუხე - გუ---მ კუ-----–-ას ვი-----–-ვ გუ--------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს 3434 (სამი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარის გადა-და;
5. მოპასუხე გუ---მ კუ-----–-ას მოსარჩელე ვი-----–-ვ გუ--------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილი. კერძოდ, სარჩელზე გადა-დილი სა-ელმწიფო ბაჟის - 1161 (ათას ას სამოცდაერთი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 50 (ორმოცდაათი) ლარის და საადვოკატო მომსა-ურების ხარჯის - 1500 ლარის გადა-და;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32), გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. ქ.№14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე