განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100116001416970
საქმეN 1-661/16წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03.05.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მი----–--------–-ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ბა----- ბო-–----ე
მამის სახელი: გ-----ი
დაბადებული: 2--02.1981 წელი
პირადი ნომერი: 6---------9
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ნასამართლეობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, პ. მე-–---–---–--------.
ბრალდებულის ადვოკატები - ზვ--------------------------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 180–ე მუხლის 2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი; (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია); (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N170180316001
1 აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა
1.1. ბა----- გ-----ის ძე ბო-–----ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მუშაობდა 1999 წლის 01 მარტიდან 2015 წლის 21 ნოემბრამდე. 2012 წლის 25 მაისიდან 2015 წლის 20 ივლისამდე დასაქმებული იყო შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე.
ბა----- გ-----ის ძე ბო-–----ემ 2015 წლის თებერვლისა და მარტის თვეში განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მისი კოლეგის ირ---–- ბე----ის კუთვნილ ფულად თანხას.
ბა----- გ-----ის ძე ბო-–----ისთვის ცნობილი იყო, რომ 2014 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში მისმა კოლეგამ ირ---–- ბე----ემ, ქ.ბათუმში მოქმედი შპს მისო ,,ბე-----–იდან’’ სესხის სახით გამოიტანა 1750 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად შპს მისო ,,ბე-----–ში’’ დააგირავა თავისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ოქროს სამკაულები.
2015 წლის თებერვლის თვეში, ირ---–- ბე----ემ გადაწყვიტა შპს მისო ,,ბე-----–ში’’ დაეფარა თავისი სასესხო დავალიანება და უკან დაებრუნებინა დაგირავებული ოქროს სამკაულები. ამავე პერიოდში ირ---–- ბე----ეს ბა----- ბო-–----ემ შესთავაზა, რომ ლომბარდში შესატანი თანხა გადაეცა მისთვის და იგი ხსენებულ ლომბარდში მომუშავე ნაცნობი პირების დახმარებით შეძლებდა დაგირავებული ოქროს სამკაულების გამოტანას შეღავათიან ფასებში, ანუ 1 აშშ დოლარის კონვერტაციას მოახდენდა 2 ლარად, მაშინ, როდესაც იმ დროისთვის 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში იყო ორ ლარზე მეტი და თავად ბა----- ბო-–----ე გადაიხდიდა ირ---–- ბე----ის სასესხო დავალიანებას. ირ---–- ბე----ე გამომდინარე იქედან, რომ ბა----- ბო-–----ეს ენდობოდა, მოეწონა შეთავაზებული წინადადება და ბა----- ბო-–----ეს გადასცა 2800 ლარი შპს მისო ,,ბე-----–ში’’ შესატანად. ბა----- ბო-–----ემ ისარგებლა ირ---–- ბე----ის ნდობით არ გადაიხადა ირ---–- ბე----ის სახელზე არსებული დავალიანება და თანხა მიისაკუთრა. აღნიშნული შემთხვევიდან დაახლოებით ერთ თვეში, ბა----- ბო-–----ემ კვლავ მოატყუა ირ---–- ბე----ე და დამატებით გამოართვა 1500 ლარი, იმ მოტივით, რომ თითქოს ის გადაფარავდა დედამისის სახელზე ბანკში არსებულ ძველ კრედიტს, რის სანაცვლოდაც აიღებდა ახალ კრედიტს და ირ---–- ბე----ეს დაუბრუნებდა კუთვნილ 4300 ლარს. ბა----- ბო-–----ემ არ შეასრულა დანაპირები, კვლავ ისარგებლა ირ---–- ბე----ის ნდობით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ, მთლიანობაში 4300 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები
დაზარალებულმა ირ---–- ბე----ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის მუშაობდა პოლიციის მე-6 განყოფილებაში, სადაც გაიცნო ბა----- ბო-–----ე, მასთან ჩამოუყალიბდა კარგი და ახლო ურთიერთობა. მათ ერთ ცვლაში უწევდათ მუშაობდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბე-----–ში სესხი ჰქონდა აღებული და მის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ჰქონდა ოჯახის კუთვნილი ოქროს ნივთები; ბა----- ბო-–----ემ იცოდა იმ პერიოდისათვის თუ რა ფინანსური პრობლემები ჰქონდა მას, ასევე იცოდა, რომ ის აპირებდა სესხის გამოტანასაც. ირ---–-მ თავდებობა სთხოვა ბა-----ს სესხის გამოტანის დროს, მაგრამ ბა-----მ უარი უთხრა, რადგან იყო ე.წ. „შავ“ სიაში. ბა-----მ იცოდა, რომ მან გამოიტანა სესხი სს „ლიბერთი ბანკიდან“ ზუ---------------–--ის სახელზე, აღნიშნული სესხის ნაწილი მას სჭირდებოდა პირადული ვალებისთვის, ხოლო ნაწილი თავისი ოჯახის ოქროს სამკაულების მისო „ბე-----–ის“ ლომბარდიდან გამოსატანად. მან თხოვა ბა----- ბო-–----ეს, როდესაც იმყოფებოდნენ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ჯგუფში, რომ გაყოლოდა სამსახურეობრივი ავტომანქანით დოლარის შესაძენად, რადგან სურდა ლომბარდში სესხის დაფარვა და ოქროს სამკაულების გამოტანა; როდესაც ისინი მივიდნენ ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, ბა-----მ შეთავაზა, რომ მას ყავდა ნაცნობი ბე-----–ში, რომელიც მდებარეობს ფარნავაზ მეფის 93-ში და დაეხმარებოდა შეღავათიან ფასებში ოქროს ნივთების გამოტანაში. ბა-----მ აუხსნა, რომ დოლარი არის 2.10 ლარი და ის შეძლებდა კონვერტაციას 2 ლარში. ვინაიდან ფინანსური პრობლემები ჰქონდა მისთვის 100 ლარიც მნიშვნელოვანი იყო, ის ენდობოდა ბა----- ბო-–----ეს და ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე მოიქცეოდა. ისინი მივიდნენ ბე-----–ში, სამუშაო საათებში, იქნებოდა 17:00-18:00 საათამდე პერიოდი. ბე-----–ში მომუშავე პირმა უთხრა, რომ დღეს ვერ მოასწრებდნენ და ხვალ მისულიყვნენ, ამიტომ წამოვიდნენ იქედან. მეორე დღეს დაურეკა თავის მეგობარს ემზარი გორგაძეს და სთხოვა, რომ მისულიყო თავისი მანქანით სამსახურთან და ბადრო ბო-–----ესთან ერთად წაეყვანა ბე-----–ში. ლომბარდში მისვლისას ბა-----მ იკითხა ვიღაც პირი, იქ მომუშავე გოგონამ უთხრა მათ, რომ მაღლა ასულიყვნენ და დალოდებოდნენ. ბა-----მ ვინ მოიკითხა მისი სახელი და გვარი არ ახსოვს. ცოტა ხნის შემდეგ ბა----- ბო-–----ემ მოსთხოვა მას პირადობის მოწმობა და შევიდა ოთახში, იქედან გამოსვლის შემდეგ უთხრა ირ---–- ბე----ეს რომ წასულიყვნენ. სანამ ბე-----–ში შევიდოდნენ ბა----- ბო-–----ეს დაუთვალა და გადასცა 2800 ლარის ოდენობით თანხა, რომელიც ბა----- ბო-–----ემ ჩაიდო ჯიბეში. ბე-----–იდან გამოსვლის შემდეგ ჩასხდნენ მანქანაში, ის დაჯდა წინ, მძღოლის გვერდით, ხოლო ბა----- ბო-–----ე უკან. ბა----- ბო-–----ემ უთხრა ირ---–-ს, რომ თანხა გადაიხადა. 2800 ლარს გარდა ნაწილი თანხა აკლდა რაზედაც ბა----- ბო-–----ემ უთხრა, რომ ამაშიც დაეხმარებოდა და არ იქნებოდა პრობლემა, როცა მივიდოდა მიეტანა დანარჩენი თანხა და გამოიტანდა ოქროს ნივთებს; ბა----- ბო-–----ემ ირ---–- ბე----ეს დაუბრუნა პირადობის მოწმობა და ქვითარი. ქვითარი მან ჩადო ემ--------------ის მანქანაში, წინა სათავსოში, მაგნიტოფონის ქვემოთ, ამის შემდეგ ეს ქვითარი მან ვეღარ იპოვა. ვერ ადასტურებს ქვითარი სად გაქრა, აიღო თუ არ ვინმემ, რადგან ამის მტკიცება არ შეუძლია, ფაქტია, რომ ქვითარი უკვე მანქანაში აღარ იყო; რამდენიმე დღეში ბიძიასაგან (დეიდას მეუღლე) - ჯაბა ყი-----ისგან სესხად აიღო 400 აშშ დოლარი და წავიდა ლომბარდში თვითონ ოქროს გამოსატანად. ლომბარდში მივიდა რა ოქროს გამოსატანად და თანამშრომელს მიაწოდა პირადობის მოწმობა, უთხრეს რომ მის სახელზე არანაირი თანხა არ იყო გადახდილი. თავადაც გადაამოწმა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ თანხა საერთოდ არ იყო შეტანილი და პროცენტიც სესხზე დამატებით დარიცხული. ამის შემდეგ ის ტელეფონზე გარკვეული პერიოდი ვერ უკავშირდებოდა ბა----- ბო-–----ეს და არ პასუხობდა; რამოდენიმე დღის შემდეგ დაკავშირება მოახერხა თანამშრომლის ტელეფონით, შეხვდა ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე; მისვლისთანავე ბა-----მ აუხსნა, რომ, რომ იცოდა რაზედაც იყო მისული და მეგობრულად უნდა გაეგო მისთვის. ასევე უთხრა, რომ გენერალურ ინსპექციაში ჰქონდა რაღაც პრობლემები, ისეთი ადამიანის ვალი ჰქონდა, რომ აუცილებლად უნდა გადაეხადა თანხა, თორემ შეიძლებოდა დაეპატიმრებინათ; ამასთან, ბა----- დაპირდა, რომ თანხას სრულად პროცენტით გადაუხდიდა 15 დღეში; მისცა ერთი თვის ვადა მხოლოდ ძირითადი თანხის დასაბრუნებლად;
ამ შეხვედრიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ ირ---–-მ მოიკითხა ბა-----სთან თანხის დაბრუნების საკითხი, კვლავ თხოვა, რომ გაეგო მისთვის, დედის სახელზე ჰქონდა გამოტანილი ბანკში კრედიტი და თანხის დასაფარად ესაჭიროებოდა 1500 ლარი, რის შემდეგაც ის გამოიტანდა ერთობლივად სესხს და მოაგვარებდა მის პრობლემას და თავის პრობლემებსაც. იცოდა, რომ იმას ენდობოდა და კიდევ ცდილობდა მის მოტყუებას. ვინაიდან თავად ეს თანხა არ ჰქონდა, 1000 ლარი გამოართვა მამას ხოლო 500 ლარი ისესხა თავისი მეგობრისგან როლანდი ცეცხლაძისგან და თბილისის მოედანზე ეს თანხა გადასცა ბა----- ბო-–----ეს როლანდი ცეცხლაძის თანდასწრებით. ბა----- ბო-–----ე მიუხედავად ამისა, მაინც აჭიანურებდა თანხის გადახდას, ამბობდა თითქოს ბანკი აფერხებდა კრედიტის გაცემას; ბა-----ს ამ ქცევამ უკვე დააეჭვა. ამის შემდეგ ბა----- ტელეფონზე აღარ პასუხობდა, სამსახურშიც 10 დღე აღარ ცხადდებოდა, როგორც იცის ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. სახლშიც აკითხავდა, მაგრამ ვერანაირად ვერ დაუკავშირდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ბა-----მ მას უკვე უთხრა, რომ პრობლემები ჰქონდა და ამ თანხას როცა მოიძიებდა მაშინ დაუბრუნებდა;
ამის შემდეგ ირ---–- ბე----ემ გადაწყვიტა, რომ მიემართა განცხადებით; ბა----- ბო-–----ემ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას;
ადასტურებს, რომ 2800 ლარის თანხის გადაცემას ესწრებოდა ემზარი გორგაძე, ეს თანხა იყო 50 და 100 ლარიანები კუპიურების სახით. ამ თანხით ბა----- ბო-–----ეს უნდა გამოეტანა ოქროს ნივთები, დახმარებას დაპირდა რომ დოლარს შეაძენინებდა შეღავათით, - ღირდა 2.10 ლარი და ის მიაღებინებდა 2 ლარად და ის თანხა, რომელიც აკლდა ლომბარდში სრულად სესხის დასაფარად, გამოტანის დროს მიიტანდა. 2800 ლარით მოხდებოდა 1400 აშშ დოლარამდე შეძენა.
1500 ლარის გადაცემას ესწრებოდა როლანდი ცეცხლაძე, რომელმაც ასესხა 500 ლარი. როლანდი ცეცხლაძემ იცოდა რისთვისაც უნდოდა თანხა ირ---–-ს. ირ---–- ბე----ე და როლანდი ცეცხლაძე ერთად ბა----- ბო-–----ეს შეხვდნენ ერთხელ რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, მეორედ საგადასახადოსთან, მაშინაც რაღაცეები მოატყუა. შეხვედრის დროს ბა----- ბო-–----ეს ეუბნებოდა, რომ დაებრუნებინა თანხა. 2-3 თვის წინ ბა----- ბო-–----ის ძმა დაუკავშირდა მის სიძეს, თხოვა შეხვედრა; შეხვდა ლერმონტოვის ქუჩაზე, რომელმაც დაგმო ბა-----ს საქციელი და უთხრა, რომ ბა-----ს უკეთებდნენ განრიდებას და იმ თანხას 300-300 ლარით გადაუხდიდა, მაგრამ უკვე მათ ვეღარ ენდობოდა. მისთვის არავის თანხა არ გადაუხდია. ბა----- ბო-–----ემ მას მიაყენა 4300 ლარის ოდენობით ზიანი, მაგრამ საერთო ჯამში ბანკიდან გამოიტანა სესხი, სადაც პროცენტებს იხდიდა, ასევე ლომბარდში 1700 დოლარში დაგირავებული ოქროს ნივთებით დავალიანებამ უკვე 5000 დოლარამდე მიაღწია, ნაწილი ოქრო ვერ გამოიტანა, ნაწილს კი პროცენტები დაემატა და იხდის დღემდე, ამჟამად მისი ხელფასი არის დაყადაღებული. ის ითხოვს 4300 ლარს.
განცხადება, რომლითაც მიმართა პოლიციას დაწერა თვითონ და არავინ არ დახმარებია. ის ადასტურებს, რომ ემზარი გორგაძე იმ დროს იმყოფებოდა ბათუმში, ამას ადასტურებს ანძებიც. ბა----- ბო-–----ემ იცოდა, რომ მას ენდობოდა ირ---–- და აქამდე სწორედ ამ ნდობამ მიიყვანა. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 07.12.2017 წ 17:05 სთ - 18:07 სთ).
მოწმის სახით დაკითხვისას ემ--------------ემ განაცხადა, რომ ის იცნობს ირ---–- ბე----ეს, არიან ერთი და იგივე სოფლიდან, აქვს მასთან კარგი ურთიერთობა და პოლიციის განყოფილებაშიც მუშაობენ ერთად. ბა----- ბო-–----ესთან ერთად მუშაობდა ასევე და კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ორივე იყვნენ პოლიციელები და საქმიდან გამომდინარე იცნობდნენ ერთმანეთს. ამ საქმესთან დაკავშირებით ფლობს შემდეგი სახის ინფორმაციას: 2015 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში მას დაურეკა ირ---–- ბე----ემ და უთხრა, რომ მისულიყო მასთან სამუშაოზე, იმ დროისათვის ირ---–- ბე----ე და ბა----- ბო-–----ე მუშაობდნენ მე-6 განყოფილებაში. მან მიაკითხა ირ---–- ბე----ეს. იმ პერიოდში ძირითადად ის იმყოფებოდა აკადემიაში, მაგრამ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, ამიტომ გადაწყვიტა მისულიყო ირ---–- ბე----ესთან თან დიდი ხანი არ ყავდა ნანახი. როცა მივიდა იქ ირ---–- ბე----ე და ბა----- ბო-–----ე დახვდნენ ერთად, რადგან ისინიც ერთად მუშაობდნენ. მათ უთხრეს, რომ უნდოდათ თავისი მანქანით გაყოლოდა ქალაქში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც არის ლომბარდი ბე-----–ი. ემ--------------ე გაყვა მათ და ელოდებოდა, ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში თანხის მიცემასთან და ოქროს ნივთებთან დაკავშირებით, მაგრამ არ უკითხავს თვითონ მათთვის არაფერი; როცა ბა----- და ირ---–- მანქანაში დაბრუნდნენ, როგორც მას ახსოვს 2800 ლარი მისცა ირ---–-მ ბა-----ს, კიდევ რაღაც საბუთთან დაკავშირებით ჰქონდათ საუბარი. ისინი იქედან წამოსულმა დატოვა, როგორც ახსოვს თბილისის მოედანთან და თვითონ წავიდა სახლში. თუ სწორად ახსოვს საუბარი იყო 2800 ლარზე, ოქრო უნდა გამოეტანა ბა----- ბო-–----ეს, მაგრამ როცა უკვე აკადემიიდან დაბრუნდა, მას ირ---–- ბე----ემ დეტალურად მოუყვა, რომ ბა----- ბო-–----ემ გამოართვა მას 2800 ლარი და უნდა გამოეტანა ოქრო, მაგრამ არ გამოუტანა და მისცა ყალბი საბუთი. თავად, რასაც ესწრებოდა - ეს იყო თანხის გადაცემა, როგორც ახსოვს 2800 ლარის ოდენობით, 50 და 100 ლარიანი კუპიურების სახით იყო თანხა. ბა----- ბო-–----ე და ირ---–- ბე----ე დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში იყვნენ ბე-----–ის შენობაში, ამ დროის განმავლობაში მათ მანქანაში ელოდებოდა. ლომბარდიდან, როცა გამოვიდნენ ბა----- ბო-–----ემ რაღაც დოკუმენტი გადასცა ირ---–- ბე----ეს. ამ ქაღალდთან დაკავშირებით შემდეგ დაურეკა მას ირ---–- ბე----ემ და უთხრა, რომ მის მანქანაში დატოვა და ესაჭიროებოდა, მიასწავლა რომ მამამისთან მისულიყო და მისცემდა მანქანის გასაღებს და დაეთვალიერებინა. თანხის 2800 ლარის გადაცემას მხოლოდ თვითონ ესწრებოდა; ირ---–- ბე----ემ ბა-----ს თანხა გადასცა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ბე-----–ის წინ. როგორც ირ---–-მ მას მოუყვა ჰქონდა დალომბარდებული ოჯახის კუთვნილი ოქრო და ბა-----ს უნდა გამოეტანა გარკვეული შეღავათით;
განმარტავს, რომ იმ პერიოდში იმყოფებოდა მივლინებით თბილისში და ჩამოდიოდა შაბათ კვირას და ეს დღე უნდა იყოს, ალბათ 27 თებერვალი იქნებოდა; მას ირ---–-მ დაურეკა, რომ იმ დღეს მასთან მისულიყო პოლიციის განყოფილებაში; .(იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 07.12.2017 წ 16:10 სთ - 16:41სთ).
თ----- ბე----ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა საჯაროდ; სასა მართლოში მოწმის სახით დაკითხვისას თ----- ბე----ემ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ იძულებას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ირ---–-მ სესხი გამოიტანა ზუ---------------–--ესთან ერთად, აღნიშნული სესხი სჭირდებოდა ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოსატანად და ოჯახური პირობებისთვის. მისთვის ცნობილია, რომ ირ---–-ს ოქროს ნივთები არ გამოუტანია. ირ---–-მ მას უთხრა, რომ ის თანხა 2800 ლარი მისცა თავის თანამშრომელს ბა----- ბო-–----ეს, ლომბარდში სესხის დასაფარად, რომელმაც მოატყუა და არ შეიტანა თანხა. ის 1000 ლარიც, რომელიც ირ---–-მ მას გამოართვა მისთვის მიუცია და ყველა თანხა მან მიითვისა. დაუკავშირდა თავისი სიძის საჩინო უმეთაძის მეშვეობით ბა----- ბო-–----ის მამას, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს ქ.ბათუმში, რესტორანი ,,მაჭახელას’’ ტერიტორიაზე. თ----- ბე----ეს ბა----- ბო-–----ის მამამ უთხრა, რომ შვილთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა და ამ თემასთან დაკავშირებით მასთან აღარ მისულიყო და როგორც უნდოდა, ისე ემოქმედა; ამ თანხის ასანაზღაურებლად მასთან არავინ არ მისულა.
1000 ლარი ირ---–-ს გადასცა სოფელში თავის ოჯახში. მისი შვილი აზარტულ თამაშებს არ თამაშობს. ირ---–-მ მას უთხრა, რომ უნდა მიემართა ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციისთვის. გამომძიებელმა დაურეკა მას დაიბარა იგი და მივიდა. ზუ---------------–--ესთან ერთად გამოტანილი სესხიდან მას ირ---–-მ მისცა 2000 ლარი, საიდანაც 1600 ლარი შეიტანა ხულოში ფინკა ბანკის ფილიალში, ხოლო დანარჩენი 400 ლარი ოჯახური საჭიროებისათვის მოიხმარა. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 07.12.2017 წ 16:43 სთ - 17:04 სთ).
მურად ქათამაძის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა საჯაროდ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მურად ქათამაძემ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი, ის გაეცნო გამოკითხვის ოქმს და ნებაყოფლობით მოაწერა ხელი, ჩვენების მიცემის დროს იძულებას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ბა----- ბო-–----ე გააცნო ირ---–- ბე----ემ სახლში, ხელვაჩაურში. მან იცის, რომ ირ---–-ს ჰქონდა ოქრო ლომბარდში და უნდა გამოეტანა, პრობლემები ჰქონდა. ბა----- ირ---–-ს დაპირდა, რომ დაეხმარებოდა, ჰყავდა ნაცნობი და გამოატანინებდა ოქროს. ეს ირ---–-დან გახდა მისთვის ცნობილი. ბა----- ბო-–----ეს ის შეხვდა 2015 წლის დეკემბრის თვეში, ილაპარაკეს, ბა-----მ უთხრა, რომ პრობლემები ჰქონდა, საქმეს დაასრულებდა და დაუბრუნებდა ფულს. იქ მის გარდა იმყოფებოდა ირ---–- ბე----ე და ჯა-----–ი ბე----ე.
მოწმემ განმარტა, რომ მას დაურეკა გამომძიებელმა, რომ ირ---–-ს საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ბა----- ბო-–----ეს შეხვდნენ ბაგრატიონზე, მაშინ ბა-----ს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია როდის დაუბრუნებდა ირ---–-ს თანხა, მან თქვა, რომ იმ დღეებში ელოდებოდა საქმეს და შემდეგ დაუბრუნებდა. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 07.11.2017 წ 15:53 სთ - 16:07 სთ).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას რო-–-----–-–--–--ემ განმარტა, რომ ის ასრულებს კერძო სამუშაოებს. ის იცნობს ირ---–- ბე----ეს, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია და დღემდე აქვთ ურთიერთობა. ირ---–- ბე----ე მუშაობს პოლიციაში. 2015 წლის მარტის თვეში ირ---–- ბე----ემ სთხოვა, რომ ფული ესესხებინა მისთვის 1500 ლარის ოდენობით, მაგრამ მან უთხრა, რომ ამ ოდენობით თანხის მოძიების შესაძლებლობა არ ჰქონდა და მისცემდა სესხად მხოლოდ 500 ლარს. როგორც ირ---–-სგან იცოდა, ეს თანხა სჭირდებოდა მისი თანამშრომლისთვის, რომელიც უკან დაუბრუნებდა შემდეგ ამ თანხას, მას ბანკში უნდა გადაეფარა სესხი. თანხა გადასცა ბათუმში, თბილისის მოედანთან ირ---–- ბე----ეს, სადაც ახლდა ბა----- ბო-–----ეც. პირველად იქ გაიცნო ბა----- ბო-–----ე. ირ---–-ს მან მისცა 500 ლარი, რაზეც ირ---–-მ დაუმატა 1000 ლარი და ბა-----ს გადასცა სულ 1500 ლარი. ბა----- და ირ---–- საუბრობდნენ, რომ ამ თანხით უნდა დაფარულიყო სესხი და შემდეგ უნდა გამოეტანა ახალი სესხი. როგორც მან გაიგო ბა----- ბო-–----ეს უნდა მოეგვარებინა ბანკში პრობლემა დაეფარა ეს სესხი, შემდეგ აეღო და დაებრუნებინა ფული. რამოდენიმე ხნის შემდეგ ის დაუკავშირდა ირ---–-ს და ჰკითხა რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც ირ---–-მ უთხრა, რომ ბა-----მ მოატყუა და ეს თანხა ვერ აიღო. ირ---–-სგან მისთვის არის ცნობილი, რომ ბა-----ს ჰქონდა 2800 ლარი მისაცემი ირ---–-სთვის, რის გამოც კიდევ მისცა ირ---–-მ 1500 ლარი, რათა მოეგვარებინა ბა-----ს თავისი პრობლემები და სრულად დაებრუნებინა ეს თანხა. ბა----- უნდა დახმარებოდა ირ---–-ს ოქროს გამოტანაში ლომბარდიდან. 2800 ლარის გადაცემას თვითონ არ ესწრებოდა. თანხა ბა----- ბო-–----ეს უნდა გადაეხადა ლომბარდში 2800 ლარი. მისთვის 500 ლარი უნდა დაებრუნებინათ 2-3 დღის ვადაში. თანხის გადაცემის შემდეგ ის შეხვდა ბა----- ბო-–----ეს ირ---–-სთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაახლოებით 2 თვის შემდეგ; შეხვედრის დრო ბა-----მ პირდებოდა, რომ ის მოაგვარებდა პრობლემებს და მისცემდა ამ თანხას. ამის შემდეგ ის შეხვდა ირ---–-სთან ერთად ბაგრატიონზე ბა----- ბო-–----ეს, სადაც კვლავ თხოვდა თანხას ირ---–-. ამ დროისთვის მას ისევ ირ---–- ბე----ემ მისთვის დაუბრუნა კუთვნილი 500 ლარი.
ბაგრატიონის ქუჩაზე შეხვედრის დროს ის და ირ---–- მანქანით იყვნენ, როცა შეხვდნენ ბა-----ს, მაშინაც ეუბნებოდა ირ---–- ბა-----ს რატომ ატყუებდა და როდის უნდა დაებრუნებინა თანხა. ირ---–-სთვის მას არ უკითხავს თუ საიდან ჰქონდა ის 1000 ლარი, რომელიც 500 ლართან ერთად გადასცა ბა----- ბო-–----ეს (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 07.11.2017 წ 16:08 სთ - 16:37 სთ).
ჯა-----– ყი-----ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა საჯაროდ; ასევე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ჯა-----– ყი-----მა განაცხადა, რომ გამოძიებაში ჩვენების მიცემისას რაიმე იძულებას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. როდესაც მასთან სტუმრად მივიდა ირ---–- ბე----ე, მან უთხრა, რომ სჭირდებოდა 400 დოლარი, რადგან ლომბარდში ჰქონდა დაგირავებული მისი მეუღლისა და მეზობლის ოქროს ნივთები. მან ირ---–-ს ასესხა ეს თანხა და იმ დროში დააბრუნა, რა დროც უთხრა. თებერვლის თვეში მისცა მან ეს თანხა. როდესაც უკვე მათ შორის დაიწყო დავა ფულის მიცემა არ მიცემის საკითხზე, შემდეგ მივიდა მამამისი და გაიგო, რომ ირ---–-ს მისი თანამშრომლისთვის მიუცია ეს თანხა გამოსატანად. ამ პიროვნებას თვითონ ვერ იცნობს და შეხება არ ჰქონია.
ირ---–- ბე----ე არის მისი მეუღლის დისშვილი, რომელიც იზრდებოდა მასთან და სწავლის პერიოდში ცხოვრობდა მასთან. მათ აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა. მან 2015 წლის თებერვლის თვეში გადასცა ირ---–-ს თანხა, თუმცა ზუსტი თარიღი არ ახსოვს. ზუსტი დრო არ ახსოვს, რამდენ ხანში დაუბრუნა ირ---–-მ თანხა, თუმცა დათქმულ დროში, სადღაც ერთი თვის განმავლობაში დაუბრუნა უკან, თვითონ ამ დროს არ იმყოფებოდა სახლში და თავის მეუღლეს დაუტოვა. როგორც იცის მათ შორის დაპირისპირება დაიწყო სადღაც 2015 წლის ივლისის თვეში. ირ---–-ს დათქმულ დროში ვერ დაუბრუნა თანხა თანამშრომელმა. მან იცის, რომ ირ---–- ბე----ისაგან თავისმა თანამშრომელმა, რომლის სახელი და გვარიც არ იცის ისესხა თანხა და ამის გამო მოხდა ეს დაპირისპირება. თანამშრომელს ეს თანხა უნდა შეეტანა ლომბარდში, მაგრამ არ შეიტანა და ამ მიზნით მიითვისა თვითონ. მითვისებაა, როდესაც გაძლევენ თანხას, რომელიც უნდა შეიტანო დათქმულ ადგილას, მაგრამ შენ არ შეგაქვს და იდებ ჯიბეში. მან ზუსტად არ იცის რა თანხაზეა საუბარი, დაახლოებით 4000 ლარზე. ამ ამბების შესახებ გაიგო ირ---–-ს მამიდან - თ-----ი ბე----ისგან. მან არ იცის თანხის გადაცემას ვინმე ესწრებოდა თუ არა და რა გარემოებებში გადასცა. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 29.06.2017 წ 16:02 სთ - 16:22 სთ).
ჯა-----– ბე----ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა საჯაროდ, ასევე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ჯა-----– ბე----ემ დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმის ბოლოში არსებული ხელმოწერა ეკუთვნის მას. მან ბა----- ბო-–----ე ირ---–- ბე----ის მეშვეობით გაიცნო. ირ---–-სგან მან გაიგო, რომ რომელიღაც ლომბარდში ჰქონდა დაგირავებული ოქრო და ბა-----მ უთხრა, რომ მას ჰყავდა ახლობელი ლომბარდში და დაეხმარებოდა გამოტანაში. ირ---–-მ მისცა თანხა, მაგრამ შემდეგ ოქრო ვეღარ გამოიტანეს და ირ---–-მ სესხის საშუალებით თვითონ გამოიტანა ეს ოქრო. მან არ იცის როდის გადასცა თანხა ირ---–-მ ბა-----ს, ის უშუალოდ არ ესწრებოდა ამ ფაქტს. ბა----- ბო-–----ეს რამოდენიმეჯერ შეხვდა, ერთხელ მასთან იყვნენ სამსახურში მაღაზიაში, ერთხელ ყოფილი ლენინის ქუჩაზე შეხვდა, ერთხელ ბაგრატიონზე, ქუჩაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ესალმებოდნენ. ბა----- ბო-–----ემ ირ---–-ს ფული გამოართვა და ოქროს გამოტანაში არ დახმარებია. ზუსტად არ იცის რამდენ ლარზეა საუბარი, დაახლოებით 4000 ლარზე. ბა-----ს და ირ---–-ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხშირად ხედავდა მათ ერთად. ბა----- ეუბნებოდა ირ---–-ს, რომ თურქეთიდან ელოდებოდა თანხას და მისცემდა.
ირ---–- ბე----ე არის მისი კლასელი, მაგრამ ნათესავები არ არიან. მათ ერთად დაამთავრეს მე-9 კლასი. მაღაზია აქვს ბათუმში, მეჩეთთან. ის ადასტურებს, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს როდესაც ირ---–-მ სთხოვა ფული ბა-----ს, უპასუხა, რომ ჰქონდა პრობლემები და თანხას დაუბრუნებდა. მან არ იცის რა მოტივით გამოართვა ფული ბა-----მ ირ---–-ს, როცა ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს ბა----- ეუბნებოდა, რომ პრობლემების გამო ვერ უბრუნებდა თანხას; მას ირ---–-სთან აქვს ახლო ურთიერთობა, მეგობრობენ და ხშირად ხვდებოდა მას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათ ბოლოს ისაუბრეს 2015 წლის ბოლოს, როცა ბა-----ს შეხვდნენ. ირ---–-ს ეს პრობლემა არ მოუგვარებია, რადგან ფული არ მიუცია არავის. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 29.06.2017 წ 16:23 სთ - 16:45 სთ).
ზუ---------------–--ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა საჯაროდ, ასევე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ზუ---------------–--ემ დაადასტურა, მის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია. მან განმარტა, რომ ძალადობას და შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. მან კონკრეტულად არ იცის სად ჰქონდა დაგირავებული ირ---–-ს ოქროს ნივთები. ლომბარდის დასახელება მისთვის ცნობილი არ არის. ირ---–- ბე----ეს სესხის გამოტანა სჭირდებოდა ლომბარდიდან სამკაულების გამოსატანად. საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა სს "ლიბერთი ბანკთან" და გამოიტანა კრედიტის სახით 14 000 ლარი; მან თანხა ირ---–- ბე----ეს უშუალოდ ხელზე გადასცა, დღეის მდგომარეობით სესხი არ აქვთ სრულად დაფარული. ირ---–-საგან შეიტყო რომ მსი იერ გადაცეუმული თანხით მან ვერ გამოიტანა ლომბარდიდან ოქროს სამკაულები, ვინაიდან თანხა სხვას გადასცა, რათა გარკვეული შეღავათით ესარგებლა;
ირ---–- ბე----ეს დაბადებიდან იცნობს, ერთ სოფელში ცხოვრობდნენ, ასევე კარგი მეგობრები არიან და კლასელებიც იყვნენ. მათ გამოიტანეს 14 000 ლარი ბანკიდან. მან არ იცის ბა-----ს რამდენ ხანში უნდა გამოეტანა ოქრო. ირ---–- ბე----ემ ბა----- ბო-–----ეს რა ფორმით გადასცა თანხა არ იცის. სესხის თანხა გამოტანის შემდეგ გაინაწილეს. ირ---–- ბე----ეს ეს თანხა სჭირდებოდა ოქროს გამოსატანად, მას არ უნდოდა რომ ეს ოქრო ყოფილიყო ლომბარდში და უნდოდა მისი გამოტანა, ის თანხა საკმარისი იყო ოქროს გამოსატანად. ირ---–-ს გადასცა 7500 ლარი და თვითონ დაიტოვა 6500 ლარი. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 29.06.2017 წ 16:47 სთ - 17:11 სთ).
თა------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა საჯაროდ ასევე, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას თა------------ე ადასტურებს იმ ჩვენების შინაარსს, რაც გამოძიების წინაშე მისცა. ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ რაიმე იძულებას, ზემოქმედებას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
სხდომაზე მოწმემ განმარტა, რომ იგი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბე-----–ში’’ მუშაობს 2012 წლის ნოემბრიდან, ხოლო 2014 წლიდან მუშაობს სალომბარდო და სავალუტო განყოფილებების უფროსად ანუ სალომბარდო განყოფილების უფროსად სრულიად. მას სესხი არ აქვს გაცემული, ის არ მუშაობს სესხების გაცემაზე. ირ---–- ბე----ის სახელზე გაცემული სესხების შესახებ იცის პროგრამიდან, ვინაიდან მას აქვს წვდომა პროგრამასთან და ვალდებულია ცნობა გასცეს და პროგრამიდან შედის ყველა სერვისცენტრში, და თუკი ვინმე ითხოვს აძლევენ ცნობას დავალიანების შესახებ. ის დაკითხეს პროკურატურაში. ცნობა გაცემულია მის მიერ სათავო ოფისიდან, ირ---–- ბე----ე მივიდა მასთან და სთხოვა ცნობა და მან მისცა ცნობა ირ---–- ბე----ეს სესხებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ დაიბარეს იგი და დაკითხეს პროკურატურაში. ირ---–- ბე----ე ვიზუალურად დაამახსოვრდა მაშინ, როცა ცნობა მისცა. სალომბარდო სესხის მიზნობრიობას არ არკვევს. მან არ იცის ირ---–- ბე----ე სად მუშაობს და ვინ არის, ვერ იცნობს. ბა----- ბო-–----ეს ვერ იცნობს. თანამშრომლების გამოცხადება არ გამოცხადება მას არ ეხება. მას ეხება სესხებთან და პორტფელებთნ დაკავშირებული ანალიზი. მან კონკრეტულად არ იცის რაზე ედავებიან ერთმანეთს ირ---–- ბე----ე და ბა----- ბო-–----ე. სესხის გადახდა შეუძლია მესამე პირსაც, მაგრამ დამატებით მაგალითად ნივთის გატანა შეუძლია მხოლოდ მეპატრონეს. სხვისი გადახდის ქვითრის გატანა მესამე პირს არ შეუძლია თუ მან თანხა არ შეიტანა (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 11.04.2017 წ 11:02 სთ - 11:23 სთ)
ბრალდებულმა ბა----- ბო-–----ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2002 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა საქართველოს შსს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში გამომძიებლად. მე-6 განყოფილებაში მუშაობის პერიოდში, მე-7 განყოფილებიდან გადავიდა ირ---–- ბე----ე, რომელიც მისი წარდგენის დროს გაიცნო და იქამდე ვერ იცნობდა. გაცნობისთანავე მათ დაიწყეს მეგობრობა, ასევე მათ ერთად მეგობრობდნენ კახა ჯაყელი პოლიციის კაპიტანი ზაქრო აფაქიძეც. ისინი ერთად იყვნენ ცვლაში, აწარმოებდნენ საგამოძიებო და ოპერატიულ მოქმედებებს. 2014 წლის თებერვლის თვეში მას უნდა შეეძინა ავტომანქანა რისთვისაც ბეს სახით სჭირდებოდა გარკვეული თანხა. 21 თებერვალს ისინი იმყოფებოდნენ ერთად სამსახურში, რა დროსაც ბა----- ბო-–----ეს დაურეკა მისმა მეგობარმა თურქმა და უთხრა, რომ მერსედესის მარკის მანქანა იყო გასაყიდი კარგ ფასში. თვითონ, კახა ჯაყელი და ირ---–- ბე----ე მივიდნენ მანქანის სანახავად. მანქანა მოეწონათ, მაგრამ იმ დროს არ ჰქონდა საკმარისი თანხა. ირ---–- ბე----ემ კახა ჯაყელის და ზაქრო აფაქიძის თანდასწრებით განაცხადა, რომ მას ჰქონდა მისი მეგობრისთვის მიცემული თანხა, დაურეკავს და თუ მისცემდა ბა-----ს ასესხებდა გარკვეული დროით. ირ---–-ს მეგობარმა უთხრა, რომ მეორე დღისთვის მისცემდა თანხას. 22 თებერვალს სამსახურის დასრულების შემდეგ წავიდნენ სახლში, იქნებოდა შუადღე, ირ---–- ბე----ე დაუკავშირდა, რომ თანხის ასაღებად წასულიყვნენ; ირ---–-მ მიაკითხა ბა-----ს სახლში თავისი მანქანით და წავიდნენ იმ პიროვნებასთან შესახვედრად იუსტიციის სახლთან, ირ---–-ს მისთვის უცნობმა გოგომ გადასცა 2 000 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხა თავად მან მისცა ავტომანქანის მეპატრონეს; დანარჩენი თანხა უნდა გადაეცა ორი თვის შემდეგ. 23 თებერვალს დაბადების დღის აღსანიშნავად მას ირ---–-მ ასევე მისცა 300 ლარი და მეგობრებთან ერთად წავიდნენ რესტორან ,,თავადურში’’. მარტის 5-6 რიცხვში დაურეკა მანქანის მეპატრონემ და უთხრა, რომ 500 ლარი სჭირდებოდა, რაზეც ირ---–-მ უთხრა, რომ დაეხმარებოდა. 20 მარტს კი ირ---–-მ მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება, დაპირდა, რომ სახელფასო თანხა დაირიცხებოდა დამატებით თანხასთან ერთად და დაუბრუნებდა; 2015 წლის 24 მარტს მან დარიცხული თანხიდან ბანკომატიდან მოხსნა და 800 ლარი მისცა ირ---–-ს, რომელსაც ახლდა მისი მეგობარი ბიჭი, შემდეგ ბა----- წავიდა სახლში. რამოდენიმე ხნის შემდეგ ირ---–-მ კვლავ მოითხოვა 2000 ლარი, რომლის გადახდის საშუალება არ ჰქონდა და აღნიშნულმა გამოიწვია კონფლიქტი მათ შორის; აღნიშნულის შესახებ ირ---–-მ აცნობა თავისი მეუღლის მამას, რომელიც იმ დროისთვის იყო ხულოს პოლიციის უფროსი და რომელმაც დაურეკა იმ განყოფილების უფროსს, სადაც დასაქმებული იყო და მოახსენა ამის შესახებ. დაიბარა განყოფილების უფროსის მოადგილემ თენგო მახარაძემ, გაერკვია საქმის ვითარებაში, ამის შემდეგ მას უთხრა რომ უნდა დაეტოვებინა შსს ორგანოები, წინააღმდეგ შემთხვევაში თავისი თავისთვის დაებრალებინა რაც მოხდებოდა. დაწერა პატაკი და დატოვა სამსახური; ის ორჯერ შეხვდა ირ---–- ბე----ეს და პირდებოდა, რომ დაუბრუნებდა ამ თანხას, მხოლოდ მიეცა დრო ზაფხულამდე; ამის შემდეგ ირ---–- ბე----ეს დაუწერია განცხადება; მას ეს თანხა თაღლითობით არ აუღია, თვითონ ირ---–-მ მისცა სესხის სახით თანხა, ჰყავს მოწმეებიც, თუმცა ისინი არიან შსს თანამშრომელები და მათზე ხორციელდება ზეწოლა. ემ--------------ე მან გაიცნო მაშინ, როდესაც იგი ჩამოვიდა კურსებიდან. ეს პიროვნება აღნიშნული თანხის გადმოცემას არ ესწრებოდა, გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ თებერვლის თვეში ის იმყოფებოდა პოლიციის აკადემიაში. ამის შემდეგ მისი შუამდგომლობით მოხდა ბრძანებების, შემავალ-გამავალი ზარების ამოღება, ანძების ექსპერიმენტების ჩატარება. ლომბარდში მისვლის ფაქტი, რასაც ამბობს ემ--------------ე არ ყოფილა, ასევე ვერ იცნობს იმ პიროვნებას, რომელიც ამბობს რომ გადასცა 500 ლარი; ეს პიროვნებები არიან ირ---–-ს მეგობრები და ამიტომ მოიყვანა ისინი.
მას დანაშაული არ ჩაუდენია, აღიარებს, რომ ფული ისესხა და 800 ლარი უკან დაუბრუნა. სულ მისგან ისესხა 2800 ლარი;
მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მაგრამ მაგთმა მისცა არადეტალური ანძები, ამ ექსპერიმენტის მონაწილეები იყვნენ ამირან ბო-–----ე და ემზარ დიასამიძე. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს იმიტომ, რომ როცა ირ---–- ბე----ე ამბობს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა და დაუკავშირდა ემ--------------ეს; ანძების მიხედვით ირ---–- ბე----ე იმყოფებოდა იმ დროს სახლში - ხელვაჩაურში, ბა----- ბო-–----ე თავის სახლში, ხოლო ემ--------------ე თავის საცხოვრებელ სახლში ანუ ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდნენ იმ დროს ირ---–- ბე----ე და ბა----- ბო-–----ე ერთად მე-6 განყოფილებაში.
დაზარალებულისთვის თანხა არ გადაუცია, რადგან მას შემდეგ რაც წამოვიდა პოლიციიდან, დაიძაბა მისი ფინანსური მდგომარეობა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 28.02.2018 წ 16:42 სთ - 17:32 სთ).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მი-----------–--–მა განმარტა, რომ არის ბა----- ბო-–----ის მეუღლე; იმ პერიოდში როდესაც ეს ამბავი მოხდა იყო ფეხმძიმედ და ბა----- ბო-–----ე ძირითად დროს უთმობდა მას. როდესაც ეს ამბავი მოხდა წინა დღით ცვლაში იყო მისი მეუღლე, დილით დაურეკა მას და სთხოვა, რომ მისულიყო, ფაქტიურად მთელი დღე მასთან იყო. თუ სამსახურეობრივი მოვალეობა არ ითხოვდა უმეტეს ნაწილს მას უთმობდა. ირ---–- ბე----ე იყო თანამშრომელი ბა----- ბო-–----ის, იგი მოყვებოდა ხოლმე მათთან სადილად, აქედან იცნობს მას. ბა----- წუხდა, რომ მას ჰქონდა ვალი, ცდილობდნენ მის მოგვარებას, მაგრამ სამწუხაროდ აქამდე მოვიდა ეს ამბავი. მეუღლემ უთხრა, რომ ვალი ჰქონდა ირ---–- ბე----ესთან 2300 ლარი და ძალიან ნერვიულობდა ამის შესახებ. მან დეტალებში არ იცის, როგორ მოხდა ამ ვალის აღება.(იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 15.02.2018 წ 13:40 სთ - 13:50 სთ).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ-----ი ბო-–----ემ განმარტა, რომ ირ---–- ბე----ეს ვერ იცნობს. როდესაც თვითონ და მისი შვილი ბა----- ბო-–----ე მიდიოდნენ თურქეთში, მაშინ გაიგო ვალის შესახებ. ირ---–- ბე----ის მშობლებთან ურთიერთობა არ ჰქონია. ეს ვალი დღეის მდგომარეობით არ არის გადახდილი, მაგრამ გადაიხდიან. მის მეუღლეს ბანკში ვალები ჰქონდა, მაგრამ გადახდილია უკვე თიბისი ბანკში. ამ თანხასთან მას რაიმე შემხებლობა არ ჰქონია. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 15.02.2018 წ 13:50 სთ - 14:00 სთ).
მოწმის სახით დაკითხვისას გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ გასული წლის მარტის თვეში მუშაობდა საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივების სამმართველოში. მას დაეწერა პოლიციის თანამშრომლის ირ---–- ბე----ის განცხადება, რომელზეც მის მიერ იქნა დაწყებული გამოძიება. როგორც ახსოვს ეს იყო გასული წლის 18 მარტი და ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოკითხული იქნა განმცხადებელი - ირ---–- ბე----ე, ასვე მის მიერ დასახელებული პირები მოწმის სახით: ემ--------------ე, როლანდი ცეცხლაძე, ზუ---------------–--ე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ,,ბე-----–ის’’ ორი თანამშრომელი: ნინო დუმბაძე და ხათუნა ჭაღალიძე. მის მიერ ასევე ჩატარებული იქნა დოკუმენტების დათვალიერება, როგორც ახსოვს ორი დათვალიერება იქნა ჩატარებული და შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, კერძოდ დაათვალიერა ირ---–- ბე----ის თანდასწრებით მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, როგორც ახსოვს ეს იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბე-----–ის’’ ცნობა და ხელშეკრულებები; გამოძიების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ საქმე ქვემდებარეობით გადაეცა პროკურატურის საგამოძიებო ორგანოს. ამის შემდეგ მის მიერ რაიმე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები არ ჩატარებულა. ის ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობას.
განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა გამოძიების დაწყების შემდეგ. ის იცნობდა ირ---–- ბე----ეს, რომელიც იყო მისი კოლეგა და ასევე იცნობდა ბა----- ბო-–----ესაც, რომელიც უკვე აღარ მუშაობდა შსს ორგანოებში და იყო ყოფილი თანამშრომელი. როგორც ახსოვს საქმე ქვემდებარეობით გადაიგზავნა მაშინ, როცა მიიღეს ოფიციალური დოკუმენტი კადრების სამმართველოდან იმის შესახებ, რომ ბა----- ბო-–----ე იყო ყოფილი თანამშრომელი. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 11.04.2017 წ 11:30 სთ - 11:44 სთ).
მოწმის სახით დაკითხვისას რე--------–მა განაცხადა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულია მხოლოდ ერთ საგამოძიებო მოქმედება, ეს არის მოწმე თა------------ის გამოკითხვის ოქმი. თა------------ე იყო ლომბარდი ,,ბე-----–ის’’ სალომბარდე განყოფილების უფროსი, მისი გამოკითხვის მიზანი იყო ის, რომ დაედგინა აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ირ---–- ბე----ეს რა რაოდენობის თანხები ჰქონდა გამოტანილი ხსენებული ლომბარდიდან. თა------------ის მიერ მიცემული ჩვენება სრულად აისახა გამოკითხვის ოქმში.(იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 09.03.2017 წ 11:02 სთ - 11:04 სთ).
მოწმის სახით დაკითხვისას გი---------------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 18 მარტს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული იქნა გამოძიება აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო 25 მარტს ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გადაგზავნილი იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას აწარმოებდა საგამოძიებო ნაწილი, ხოლო უშუალოდ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა მის მიერ, კერძოდ გამოკითხული იქნა მოწმეები: ირ---–- ბე----ე, ემ--------------ე, რო-–-----–-–--–------------------------–----------–-------–---------------–------------–----------------------–-----------------–---–---–------------------------------------------------–----------------------ე, ჯა-----– ყი-----ი და ჯა-----– ბე----ე. ასევე მის მიერ ჩატარებული იქნა სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც, კერძოდ: დათვალიერებული იქნა მოწმეების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა დოკუმენტები, ასევ ჩატარებული იქნა კომპაქტ დისკების დათვალიერება, რომლის შესაბამისი ოქმებიც არის წარმოდგენილი სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში. ასევე მის მიერ მოხდა ბრალდებულის ბა----- ბო-–----ის დაკავება, ოქმი შედგენილია მის მიერ, რომელიც გააცნო ბრალდებულს ასევ დაზარალებულთან მოხდა დადგენილების გაცნობა და უფლება-მოვალეობების განმარტება. ყველა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც შესრულებულია მიერ ჩატარებული იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და რაიმე შენიშვნა საქმეში არ შემოსულა. ის ადასტურებს მის მიერ შესრულებული დოკუმენტების ავთენტურობას.
მოწმემ განმარტა, რომ გამოძიება დაწყებული იქნა 18 მარტს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში და 25 მარტს გადაეცა ქვემდებარეობით საგამოძიებო ნაწილს გამომდინარე იქედან, რომ სისხლის სამართლის საქმეში სავარაუდო ბრალდებული იყო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, აქ იყო ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, იყვნენ დაკითხული მოწმეები, მოხდა დათვალიერება. ბა----- ბო-–----ის დაკავება მოხდა 2016 წლის 14 აპრილს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან. ბრალდებულის დაკავება მოხდა განჩინების საფუძველზე. განჩინების აღების შემდეგ მოხდა მისი კონტროლზე აყვანა, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ იგი იმყოფებოდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მისვლისას გააცნო დაკავების განჩინება, რაც დასტურდება კიდეც მისი ხელმოწერით, განუმარტა ბრალდებულის უფლებები და დააკავა ბრალდებულის სახით. მან ასევე დაათვალიერა ზუ---------------–--ის მიერ წარმოდგენილი სს „ლიბერთი ბანკის“ ამონაწერი პირადი ანგარიშის შესახებ და ირ---–- ბე----ის მიერ წარმოდგენილი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარები, მათ თანხმობა განაცხადეს დათვალიერებაზე; ბა----- ბო-–----ემ გამოკითხვაზე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა განაცხადა უარი, ამის შემდეგ მას ჰქონდა საშუალება მომხდარიყო მისი დაკითხვა მოწმის სახით ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ამაზეც განაცხადა უარი. ყველა ის შუამდგომლობა, რომელიც იქნა დაყენებული გამოძიების ეტაპზე ბა----- ბო-–----ის მიერ იქნა დაკმაყოფილებული და გამოთხოვილია ყველა დოკუმენტაცია. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 01.02.2017 წ 10:40 სთ - 11:16 სთ).
მოწმის სახით დაკითხვისას გი-------------------ემ განაცხადა, რომ ამ საქმეზე თვითონაც აწარმოებდა გამოძიებას, რადგან იყო საგამოძიებო ჯგუფი შექმნილი. მან ჩაატარა რამოდენიმე საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები გადაცემული აქვთ დაცვის მხარეს და ის ადასტურებს ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ავთენტურობას, რომელიც ჩატარებულია მის მიერ. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამთ. და საგამოძიებო მოქმედებაში დაფიქსირებული შინაარსი შეესაბამება სრულ რეალობას.
მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ჯგუფი შექმნა ზემდგომმა პროკურორმა. ის ადასტურებს, რომ მონაწილეობა მიიღო ბა----- ბო-–----ის ფაქტობრივ დაკავებაში. ხელბორკილიც დაადო მან. სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოცხადდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, იქ იყო ბა----- ბო-–----ე და დააკავეს იგი. მან იცის, რომ ირ---–- ბე----ე მუშაობს პოლიციაში, სხვა შეხება მასთან არ ჰქონია (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 01.02.2017 წ 11:17 სთ - 11:39 სთ).
2016 წლის 14 აპრილის ბრალდებულის დაკავებისა ოქმით დადგენილია, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადასასვლელ ქვეითთა დერეფანში, აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გი---------------ის და აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გი-------------------ის მიერ, 2016 წლის 14 აპრილს 20:14 საათზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მოხდა ბა----- გ-----ის ძე ბო-–----ის დაკავება. (ს.ფ.215-219, ტ-01);
2016 წლის 18 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ტბელ აბუსე----ის ქუჩა N11-ში, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გიორგი დავითაძის მიერ, ირ---–- ბე----ის (მოწმე) მონაწილეობით და მისივე თანხმობით დათვალიერებული იქნა ირ---–- ბე----ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, კერძოდ 1) შპს მისო ,,ბე-----–ის’’ მიერ შედგენილი ცნობა, რომელიც შედგენილია 2016 წლის 16 მარტს, შედგენილია ,,ბე-----–ის’’ ტიტულიან ფურცელზე, სადაც აღნიშნულია შპს ,,ბე-----–ის’’ რეკვიზიტები, ცნობის ტექსტი, ხოლო ბოლოში დატანებულია სალომბარდე განყოფილების უფროსის თა------------ის ხელმოწერა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბე-----–ის’’ მრგვალი ბეჭდის ანასახი; 2) კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება N13452-15081, დადებული 2014 წლის 05 ნოემბერს მოქალაქე ირ---–- ბე----ესა და შპს მისო ,,ბე-----–ს’’ შორის; 3) ძვირფასი ლითონების შეფასებისა და მიღება-ჩაბარების აქტი N15333; 4) კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება N13452-27428, დადებული 2014 წლის 05 დეკემბერს მოქალაქე ირ---–- ბე----ესა და შპს მისო ,,ბე-----–ს’’ შორის; 5) გირავნობის საგნების შეფასებისა და მიღება-ჩაბარების აქტი N17679. აღნიშნული დოკუმენტაცია დათვალიერების შედეგად მიეთვისა სისხლის სამართლის N170180316001 საქმეს.
დათვალიერება დაიწყო 2016 წლის 18 მარტს 16:40 საათზე და დასრულდა 2016 წლის 18 მარტს 17:05 საათზე. (ს.ფ.12-20, ტ-01);
2016 წლის 22 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ტბელ აბუსე----ის ქუჩა, კვარტალი N11-ში, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გიორგი დავითაძის მიერ, ირ---–- ბე----ის (მოწმე) მონაწილეობით და მისივე თანხმობით დათვალიერებული იქნა ირ---–- ბე----ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, კერძოდ 1) საკრედიტო ხელშეკრულება N0002/2015/16988 დადებული ერთის მხრივ ,,ლიბერთი ბანკსა’’ და მეორეს მხრივ ზუ---------------–--ეს შორის, დადებული 2015 წლის 12 თებერვალს. ხელშეკრულება შედგება ხუთი ფურცლისაგან, რომელსაც თან ერთვის სესხის დაფარვის გრაფიკი ორ ფურცელზე; 2) საკრედიტო ხელშეკრულება N0002/2013/12924 დადებული ერთის მხრივ ,,ლიბერთი ბანკსა’’ და მეორეს მხრივ ირ---–- ბე----ეს შორის, დადებული 2013 წლის 28 დეკემბერს. ხელშეკრულება შედგება ოთხი ფურცლისაგან, რომელსაც თან ერთვის სესხის დაფარვის გრაფიკი სამ ფურცელზე; აღნიშნული დოკუმენტაცია დათვალიერების შედეგად მიეთვისა სისხლის სამართლის N170180316001 საქმეს.
დათვალიერება დაიწყო 2016 წლის 22 მარტს 12:20 საათზე და დასრულდა 2016 წლის 22 მარტს 12:44 საათზე. (ს.ფ.27-42, ტ-01);
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით 12.02.2015 დასტურდება, რომ სს „ლიბერთი ბანკსა“ და ფიზიკურ პირს - ზუ---------------–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლოის საფუძველზეც ზუ---------------–--ემ სესხად აიღო - 14 000 ლარი (იხ ს.ფ. 37-42, ტ-1);
სს „ლიბერთი ბანკში“ არსებული ზუ---------------–--ის ანგარიშის ამონაწერების დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზუ---------------–--ის მიერ 2015 წლის 13 თებერვალს ანგარშიდან გატანილია 13 720 ლარი (იხ ს.ფ.117-121)
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბე-----–ის’’ მიერ 2016 წლის 11 აპრილს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ირ---–- ბე----ის სახელზე შპს მისო ,,ბე-----–ის’’ ბათუმის N9 და N23 სერვისცენტრში ფიქსირდება სულ ოთხი სესხი, აქედან სამი დახურული და ერთი აქტიური, კერძოდ:
1) ძირი თანხა 570 დოლარი, გაცემული 11.07.2014-ში, დაფარულია სრულად 30.10.2014-ში. (N9 ს/ც). (აღნიშნული ხელშეკრულება ვერ ინახა)
2) ძირი თანხა 250 დოლარი, გაცემული 02.07.2014-ში, დაფარულია სრულად 30.10.2014-ში. (N23 ს/ც).
3) ძირი თანხა 1200 დოლარი, გაცემული 05.11.2014-ში, დღეის მდგომარეობით სესხი აქტიურია. (N9 ს/ც).
4) ძირი თანხა 550 დოლარი, გაცემული 05.12.2014-ში, დაფარულია სრულად 03.04.2016-ში. (N23 ს/ც). (ს.ფ.154-162, ტ-01).
2016 წლის 09 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ტ.აბუსელიძის ქუჩა N11, საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციოულ შენობაში, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის დემეტრე ჯინჯოლიას მიერ, ბა----- ბო-–----ის (ბრალდებული) და ნატო გოგიბე----ის მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ: 2016 წლის 17 მაისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს N11/ა-25 განჩინების თნახმად, საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) კანცელარიის უფროსის მიერ წარმოდგენილი იქნა 2015 წლის 06 თებერვლის N00272082 წერილი საქართველოს შსს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე დამოწმებული ბეჭდით ,,02’’ ფურცლად; 07.02.2015 წ საქართველოს შსს მინისტრის ბრძანება N276783 დამოწმებული ბეჭდით ,,04’’ ფურცლად; 2015 წლის 09 თებერვლის სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის ბრძანება N68 დამოწმებული ბეჭდით ,,02’’ ფურცლად; 2015 წლის 05 მაისის სსიპ საქართველოს შსს კადემიის რექტორის ბრძანება N280 დამოწმებული ბეჭდით ,,02’’ და 2015 წლის 01 ოქტომბრის საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის N2172201 ბრძანება დამოწმებული ბეჭდით ,,02’’ ფურცლად.
ამოღებული ნივთები და საგნები აღწერის შემდეგ დაილუქა და შეიფუთა. ამოღებული დოკუმენტაცია სულ ,,12’’ ფურცლად დაერთო ამოღების ოქმს და სისხლის სამართლის საქმეს.
ამოღება დაიწყო 2016 წლის 09 ივნისს 14:15 საათზე და დასრულდა 2016 წლის 09 ივნისს 14:55 საათზე. (ს.ფ.13-27, ტ-03);
2016 წლის 10 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, საქართველოს შსს აკადემიის ადმინისტრაციულ შენობაში, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის თორნიკე მარსაგიშვილის მიერ, ბექა გულბანის მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ: შსს აკადემიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ წარმოდგენილი იქნა ემ--------------ის დეტექტივ-გამომძიებლის კურსზე დასწრების სააღრიცხვო ჟურნალი ,,54’’ ფურცლად; ემ--------------ის შსს აკადემიის შუალედური გამოცდების უწყისები ,,27’’ ფურცლად; შსს აკადემიის რექტორის N280 ბრძანება ,,02’’ ფურცლად; შსს აკადემიის რექტორის N68 ბრძანება ,,02’’ ფურცლად; შსს მინისტრის N276783 ბრძანება და წერილი ,,04’’ ფურცლად.
ზემოთაღნიშნული დოკუმენტები, სულ ,,89’’ ფურცლად სრულად იქნა ამოღებული.
ამოღება დაიწყო 2016 წლის 10 ივნისს 16:45 საათზე და დასრულდა 2016 წლის 10 ივნისს 17:45 საათზე. (ს.ფ.32-122, ტ-03);
მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი შემდეგი მტკიცებულებები: ნი-------------------------------–-----------–----------------------–---–---–--------------------–-------------–--------------------------------------------------------–---–------------------------–------------------–---------------- ბო-–----ის ჩვენებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა ზ/აღნიშნული მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სადავო მტკიცებულებების მხარეთა მონაწილეობით გამოკვლევით და განხილვით კი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ ბა----- ბო-–----ის მიერ მასზე შერაცხული ბრალდების ჩადენას, სასამართლო სრულად იზიარებს, ვინაიდან მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მათი ჩვენებები არსებით საკითხებში თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. შესაბამისად, სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებები არადამაჯერებელია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბა----- ბო-–----ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მასზედ, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული თოთოეული მოწმე და დაზარალებული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლებიც ბრალდებულის მიერ წინასწარ იყო განზრახული.
- კერძოდ: დაზარალებულის ირ---–- ბე----ის მიერ ბა----- ბო-–----ეზე თანხის გადაცემის ფაქტი თვით დაზარალებულის და ამ ფაქტთან კავშირში მყოფი მოწმეების მიერ თანმიმდევრულადაა აღწერილი; საგულისხმოა რომ თანხის აღებას არ უარყოფს თავად ბრალდებულიც, აღიარებს რომ მან ირ---–- ბე----ეს გამოართვა 2800 ლარი მხოლოდ, მაგრამ სესხის სახით და არა მოტყუებით; ბრალდებული არ აღიარებს ირ---–- ბე----ისაგან თანხის აღებისას განზრახულ ხერხს; უდავოა, რომ ირ---–- ბე----ემ თხოვა რა დახმარება და ეს ინიციატივა მოდიოდა როგორც განმარტავს თავად ბა----- ბო-–----ისაგან ( მისი სურვილი იყო მოეგვარებინა ლომბარდში არსებული სასესხო პრობლემა და გამოეტანა დაგირავებული ოქროს ნივთები); ამ მიზანს ემსახურებოდა ბათუში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ მისო „ბე-----–ში“ მათი მისვლა ; მიუხედავად იმისა, რომ ბა----- ბო-–----ე არ აღიარებს და საერთოდ გამორიცხავს ბე-----–ში ყოფნას და ირ---–- ბე----ესთან შეხვედრას, ის დასტურდება სხვა მოწმეთა დამაჯერებელი ჩვენებებით; ბა----- ბო-–----ის მტკიცება, რომ ის ირ---–- ბე----ეს იქ არ ახლდა - საფუძველს მოკლებული და არა დამაჯერებელია, დაცვის მხარე ამ ფაქტის უარყოფას ცდილობს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ემ--------------ე იმ დროს არ იმყოფებოდა ბათუში და იმყოფებოდა მივლინებით ქ. თბილისში სასწავლო კურსებზე, ამ ფაქტს არ გამორიცხავს სასამართლო და დასტურდება, რომ ამ პერიოდში ემ--------------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, თუმცა ისიც დასტურდება, რომ პერიოდულად ჩამოდიოდა და უფრო მეტად კვირის ბოლოს, მაგრამ საგულისხმოა, რომ დაცვის მხარე ამ ფაქტის მტკიცებისას თავის თავს ეწინააღმდეგება, როცა სატელეფონო ანძებზე ინფორმაციის გამოთხოვით ცდილობს დაადასტუროს ემ--------------ის ადგილსამყოფელი, როცა მას დაუკავშირდა ირ---–- ბე----ე, რათა გაყოლოდა მანქანით ბე-----–ში; აქ დაცვის მხარე თავად ამტკიცებს, რომ ემ--------------ე იმ დროს არ იმყოფებოდა თბილისში და იყო ბათუმში, როცა მიუთითებს, რომ, როცა შესახვედრად ირ---–- ბე----ე დაუკავშირდა, - ემ--------------ე იმყოფებოდა სახლში; შესაბამისად ემ--------------ე, რომ ამ დროისათვის იმყოფებოდა ბათუში - უდავოდაა დადასტურებული;
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბრალდებულს მის კუთვნილ ანგარიშზე მარტის თვეში ჩაერიცხა გარკვეული თანხა და მას სესხი არ დასჭირდებოდა, ვინაიდან აქაც წინააღმდეგომაში მოდის აღნიშნული სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ თავად თუ ბრალდებული ჩვენებას გაიზიარებს სასამართლო, მან იგივე თვეში აიღო სესხად ირ---–- ბე----ისაგან ჯერ დაბადების დღის აღსანიშნავად თანხა 300 ლარი და შემდეგ 500 ლარი; თუმცა ეჭვს გარეშეა რა მის კუთვნილ ანგარიშზე თანხის არსებობა 23 მარტის მდგომარეობით, - ეს სრულიადაც არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მან ამ პერიოდში ირ---–- ბე----ეს გამოართვა თანხა, ვინაიდან არ არის დამაჯერებელი და მყარი მტკიცებულება და საერთოდ დაუზუსტებელია რის დასაბუთებას და მტკიცებას ცდილობს აღნიშნულით ბრალდებული, (თუ მხედველობაში მიიღება მისი ფინანსური პრობლემები რაც საქმის განხილვისას არაერთ მოწმეს აქვს დაფიქსირებული); რით გამორიცხავს ბრალდებული თუნდაც ამ დროს მის ანგარიშზე არსებული თანხის მხედველობაში მიღებით სხვა დამატებით თანხის აღების საჭიროებას- დაუსაბუთებელია; ბრალდებულს არ დაუკონკრეტებია რა სახის და რა მოცულობის ვალდებულებები გააჩნდა, რომლის მხედველობაში მიღებით შესაძლებლობა ექნებოდა სასამართლოს ამ კუთხით მოეხდინა მისი ვერსიის სრული შეფასება; ასევე 2015 წლის 24 მარტის რიცხვით ბანკომატიდან თანხის განაღდება პირდაპირ ნამდვილად ვერ ადასტურებს, რომ ირ---–- ბე----ესთან არსებული ვალდებულების შესასრულებლად იქნა აღნიშნული გამოყენებული;
ასევე არანაირად არ ცვლის ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფებოდა ირ---–- ბე----ე იმ დროს, როცა დაუკავშირდა ემ--------------ეს, ასევე არანაირად არ ადგენს ბრალის საპირისპირო გარემოებას ის ფაქტი, რომ სესხის გამოტანიდან რამდენიმე დღის შემდეგ მივიდა ირ---–- ბე----ე ბე-----–ში და არა იმავე, ან მომდევნო დღეს, მის წინაშე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად;
ასევე სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მტკიცება აგებულია იმ გარემოებაზე მითითებითაც, რომ ირ---–- ბე----ემ როგორც პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ბა----- ბო-–----ეს ერთხელ გადასცა თანხა, თუკი ბა----- ბო-–----ემ მოატყუა, მისთვის მეორედ არ უნდა გადაეცა და არ უნდა დაეჯერებინა დოლარის კონვერტაციასთან დაკავშირებით რომ ბა----- ბო-–----ის დაპირება დახმარების თაობაზე; მაგრამ დაცვის მხარეს არ სურს ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებებთან ერთად იმასაც, რომ ისინი იყვნენ მეგობრები, განმარტების მიცემისას არაერთხელ აღნიშნა ირ---–- ბე----ემ ბა----- ბო-–----ესთან მის ურთიერთობას და მათ შორის ურთიერთობიდან გამომდინარე ჩამოყალიბებულ ნდობას; ხოლო დამატებით მეორე შემთხვევისას თანხის გადაცემა საქმის განხილვით დასტურდება, რომ თავდაპირველი პრობლემის გამოსასწორებლად იყო საჭირო და აუცილებელი, სადაც ასევე დაზარალებული ენდობოდა ბრალდებულს და თვლიდა, რომ ის ამ პრობლემას მოაგვარებდა;
ასევე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას , რომ ბრალდებულმა ბა----- ბო-–----ემ თანხა ირ---–- ბე----ისაგან ისესხა ავტომანქანის შესაძენად, თანხა კი უცხო პიროვნებამ გადასცა ირ---–-ს, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი და ბრალდებულის აღნიშნულ ვერსიას აბათილებს საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები: კერძოდ ირ---–- ბე----ის მიერ სესხის აღება ზუ---------------–--ის დახმარებით, სესხის აღების მიზანი, ბე-----–ში არსებული სესხის დასაფარად ირ---–- ბე----ის მოქმედება, ბე-----–ში მისვლის შემდეგ რამდენიმე დღეში ბიძა - ჯა-----–ი ყი-----ისაგან თანხის 400 აშშ დოლარის სესხად აღება ბე-----–ის წინაშე არსებული ვალდებულების სრულად დასაფარად და აღნიშნული ზ/ჩამოთვლილი ფაქტები დადასტურებულია არა მარტო დაზარალებულის, არამედ მოწმეთა თანმიმდევრული ჩვენებებითაც;
სასამართლოს მიერ ბა----- ბო-–----ის ჩვენების ამ ნაწილში გაზიარებით საერთოდ შეუფასებელი დარჩება ფაქტი - გარემოება, რომ ირ---–- ბე----ის მათი ერთობლივი შეხვედრიდან და ბა----- ბო-–----ესთან ერთად მისო ბე-----–ში ყოფნიდან რამდენიმე დღის შემდეგ რა წარმოადგენდა ირ---–- ბე----ის მიერ ბიძისაგან სესხის 400 აშშ დოლარის აღების მიზანს და ლომბარდში მისვლას, როცა მისთვის უკვე ამ დროს გახდა ცნობილი, რომ დავალიანება ისევ იმ მოცულობით და უკვე გარკვეული პროცენტის დამატებით ბე-----–ის მიმართ გააჩნდა; დაცვის მხარე მხოლოდ ყურადღების გამახვილებას ცდილობს, რომ ირ---–- ბე----ემ სესხის გამოტანიდან მეორე დღეს არ მივიდა ბე-----–ში (რასაც არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ბრალდებულისთვის); და არაფერს არ ამბობს იმ გარემოებაზე, თუ რატომ ბა----- ბოქლვძესთან ერთად ბე-----–ში ყოფნის შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ მივიდა, რომ გამოეტანა ოქროს ნივთები;
თუმცა დაცვის მხარე არ არის ვალდებული მოქმედი კანონმდებლობით ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მხარის ვალდებულებას წარმოადგენს აღნიშნული, მაგრამ როცა დაცვის მხარე სასამართლო უდგენს გარკვეულ მტკიცებულებებს და აფასებს მხოლო მისთვის საინტერესო ფაქტებს, - სასამართლოს მიერ ყველა მტკიცებულების ობიექტური განხილვით ხდება მისი შეფასება, რის შედეგადაც დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება ვერ ხდება; აქედან გამომდინარე კი დგინდება, რომ ბრალდებულის მტკიცება მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისაკენ;
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას; ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულის, არამედ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით; მათი ერთობლიობით შეფასება თანმიმდევრულად და უტყუარად უდგენს სასამართლოს, რომ ბა----- ბო-–----ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ხელშეკრულებაც, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობა დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
თაღლითობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; აღნიშნული სახით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა ენიჭება ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებით მიყენებულ ზიანს, რომელიც ამ სახით კვალიფიკაციისათვის საჭიროებს ზიანის არსებობდეს 150 ლარს ზევით; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დადასტურებულია, დაზარალებულ ირ---–- ბე----ეზე მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად ცდება 150 ლარიან ნიშნულს;
სისხლის სამართლის საქმეზე საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ირ---–- ბე----ემ ზუ---------------–--ის დახმარებით სესხად აღებული თანხის ნაწილი 2800 გადასცა ბა----- ბო-–----ე ამ უკანასკნელის მიერ შეტავაზებული დახმარების აღმოჩენის მიზნით, რომ ის შეძლებდა შეღავათიან პირობებში განსხვავებული ფასით აშშ დოლარის კონვერტაციას და ასევე დაეხმარებოდა, რომ ირ---–-ს სესხის დარჩენილი ნაწილი თანხა მიეტანა რამდენიმე დღეში და გამოიტანდა დაგირავებულ ოქროს ნივთებს;
დადგენილია, რომ ბა----- ბო-–----ემ ირ---–- ბე----ისაგან მიიღო თანხა, თუმცა ის მისო ბე-----–ში ირ---–- ბე----ის სესხის დასაფარად არ შეუტანია, რაც დადასტურდა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ირ---–-მ მოიკითხა კუთვნილი ოქროს ნივთების დაბრუნების საკითხი;
დადასტურებულია, რომ თანხის გადაცემას ესწრებოდა ემ--------------ე და ის ამ დროს იმყოფებოდა ბათუმში; არა მარტო დაზარალებულის, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც დადასტურებულია, რომ ბა----- ბო-–----ემ ირ---–- ბე----ეს მოტყუებით გამოართვა თანხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა;
დადასტურებულია, რომ ბა----- ბო-–----ემ ირ---–- ბე----ეს დამატებით ისევ მისივე თანხის დაბრუნებისთვის უზრუნველსაყოფად გამოართვა 1500 ლარი, თითქოსდა ოჯახის წევრის საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად, რომ შემდეგ აეღო ახალი სესხი, თუმცა აქცა მოტყუებით მოხდა თანხის მისაკუთრება; სესხის გაფორმება ბა----- ბო-–----ის მიერ არ მოხდა და ამ დრომდე თანხაც არ დაუბრუნებია ირ---–- ბე----ისათვის;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ბა----- ბო-–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაფუძნებულია ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ყველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განიხილა და ერთმანეთთან შეაჯერა სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა, რის გამოც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცალსახად დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა და საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ მიუთითებენ დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსიის დამაჯერებლობაზე, ადასტურებენ, რომ მისი განმარტება სინამდვილეს არ შეესაბამება და უსაფუძვლოა. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებები არის ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ბა----- ბო-–----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს,, რომ ბა----- ბო-–----ემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბა----- ბო-–----ის მიმართ მკვეთრად გამოხატული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე თავისუფლების აღკვეთას;
სასამართლო ბა----- ბო-–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას; მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზნით; ბა----- ბო-–----ე წარსულში არ არის ნასამართლევი, ამიტომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, შინაარსის ქმედების ჩადენის დროის მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელი განსაზღვრული უნდა იქნეს ჯარიმის სახით.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მიყენებული ზიანი და ქმედების შინაარსი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამდენად, ბა----- ბო-–----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სახით მას უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი ბრალდებულისათვის მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ბა----- ბო-–----ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი; შპს ,, მაგთიკომის’’ N422/ს წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N421/ს; შპს ,, მაგთიკომის’’ N439/ს წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N438/ს, და შპს ,,მობი ტელის’’ N354/ს წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N353/ს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ზ/ნივთმტკიცებების განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 191-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ბა----- ბო-–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბა----- ბო-–----ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2016 წლის 14 აპრილიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით, - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ბა----- ბო-–----ის მიმართ 2016 წლის 16 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 აპრილის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - გ-----ი ბო-–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ 137,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის - მდებარე ქ.ბათუმი, მე-–---–---–-------- (ზონა - ბათუმი 05, სექტორი 26, კვარტალი - 15, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი N05.26.15.0--) - 20 000 /ოცი ათასი/ ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - ბა----- ბო-–----ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი ერთი ცალი CD-R დისკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,, მაგთიკომის’’ N422/ს წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N421/ს, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,, მაგთიკომის’’ N439/ს წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N438/ს, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,, მობიტელის’’ N354/ს წერილზე თანდართული თეთრი ფერის მუყაოს კონვერტში მოთავსებული ერთი ცალი კომპაქტდისკი N353/ს, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე