განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100118002419495
№1/40-2018 წელი
განაჩენი
საქართველოს სახელით
14 მაისი 2018 წელი ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი
ბრალდების მხარე
პროკურორი - ფრიდონ სვანიძე
დაცვის მხარე
ბრალდებული ვ----------–--–-–---–ი
მამის სახელი: რამინი
დაბადების თარიღი: 3---------–-
დაბადების ადგილი: საქართველო, ჭიათურა
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ჭ---------------------–---–-----------
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ჭ---------------------–---–-----------
ბრალდებულის დამცველი ადვოკატი - მალხაზ ქავთარაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------
განსახილველი საკითხი: საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის შუამდგომლობა ბრალდებულ ვ----------–--–-–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ბრალდების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, ვ----------–--–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 13 საათზე, საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს, ჭ---------------------–---–------------ში მცხოვრებმა ვ----------–--–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ----------------ეს და მ----------------ეს, კერძოდ რამოდენიმეჯერ სახის არეში დაარტყა ხელი დ----------------ეს, ხოლო ერთხელ დაარტყა სახეში ხელი მ----------------ეს, რა დროსაც დ----------------ემ და მ----------------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი;
გიორგი დიდბერიძის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
2. საპროცესო შეთანხმების არსი:
ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე შეთანხმებით.
საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილეს ფრიდონ სვანიძესა და ბრალდებულ ვ----------–--–-–---–ს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მალხაზ ქავთარაძის მონაწილეობით) 2018 წლის 14 მაისს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2018 წლის 14 მაისს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ფრიდონ სვანიძემ იშუამდგომლა:
ვ----------–--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ფრიდონ სვანიძემ, ბრალდებულმა ვ----------–--–-–---–მა და მისმა ადვოკატმა მალხაზ ქავთარაძემ;
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები: დაზარალებულების დ----------------ის და მ----------------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: კობა კაპანაძის, ხვიჩა ჭიღლაძის, იოსებ შუკაკიძის, ხათუნა მიროტაძის, ომარ ომიაძის, ნუნუ კაპანაძის, ნაზიკო მიროტაძის, მურადი კაპანაძის და ნანა გოგოლაძის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოტაბულით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები (დ----------------ის და მ----------------ის მიმართ), ცნობები ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნა; თავად ვ----------–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულები, ადასტურებენ ვ----------–--–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა :
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია დამცველის უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულის ნებაყოფლობით და წინასწარი თანხმობით, რომლის დადებისას ადგილი არ ქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას, მუქარას, ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ, ბრალდებული ეთანხმება საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახული საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და ასეთის არსებობის შემთხვევაში მისთვის ცნობილია, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
5. სამართლებრივი შეფასება :
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან. იგი ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).
ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ ვ----------–--–-–---–ის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორ ფრიდონ სვანიძის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და ბრალდებული ვ----------–--–-–---–ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, 55-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით - და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებული შუამდგომლობა, საჩხერის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ ვ----------–--–-–---–ს შორის 2018 წლის 14 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სისხლის სამართლის №------------ საქმეზე ვ----------–--–-–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ.
2. დამტკიცდეს 2018 წლის 14 მაისს საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილეს ფრიდონ სვანიძესა და ბრალდებულ ვ----------–--–-–---–ს შორის, ადვოკატ მალხაზ ქავთარაძის მონაწილეობით დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. ვ----------–--–-–---–ი (პ/ნ5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
4. ვეფხვია ნავცლიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; (გირაოს თანხა გადახდილი არაა)
5. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ ვ----------–--–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით კეკენაძე