განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
080100118002276004
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/71-18 წ.

გამოძიების ნომერი N041091217002

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ------- უ-----ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ------ ბ-------–-ა

თარჯიმანი - ქ------- ც-----ა-უ---------

 

ბრალდებული - ჯ------- ქ------–-

მამის სახელი: რ-----

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 2-.08.1--- წელი

მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: თურქეთი, სტ------–ი-უს--------ი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. ქუთაისი, და---- აღ--–-----–ის გამზ. N1--/2-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ჯ------- ქ------–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა-ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის სექტემბრის თვეში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით 23:00 საათზე, ქუთაისში, გელათის ქუჩის #42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯ------- ქ------–-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ი---- ქ------–ს, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში და ხელი მოუჭირა ყელში, რა დროსაც ი---- ქ------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ჯ------- ქ------–-, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახში ძალადობაში, ე.ი. - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგი გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა კონსტანტინე ბაბუხადიამ განმარტა, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. განმარტავს, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები, პირველ რიგში გამოკითხული იქნა ი---- ქ------–-, რომელმაც დაადასტურა 2017 წლის სექტემბერში მის მიმართ ჯ------- ქ------–-ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი. აღნიშნულის შემდგომ გამოკითხული იქნა არასრულწლოვანი მოწმე ე-–--- ჩ------, რომელიც იყო ი---- ქ------–-ს დის შვილი და ასევე დაკითხული იქნა პირადად ჯ------ ქ------–-. განმარტავს, რომ არასრულწლოვანის გამოკითხვა მოხდა იქედან გამომდინარე, რომ თვითონ ი---- ქ------–- ამბობდა მის ჩვენებაში, რომ მისი ქმრიდან ძალადობის შემსწრე იყო მხოლოდ არასრულწლოვანი ე-–--- ჩ------. განმარტავს, რომ მის მიერ ასევე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, ი---- ქ------–-ს დაზარალებულად ცნობა და მისთვის უფლებების განმარტება. ასევე, წარდგენილი ბრალდება გააცნო ჯ------ ქ------–ს, დანიშნა ექსპერტიზა ი---- ქ------–-ს მიმართ. განმარტავს, რომ ი---- ქ------–ს დაზიანებები ვერ შეამჩნია, რადგან მომხდარი ფაქტიდან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული და არ ეტყობოდა გარეგანი დაზიანებები. განმარტავს, რომ ჯ------ ქ------–ს საგამოძიებო მოქმედებების დროს ყავდა თარჯიმანი. თვლის, რომ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო ბრალდებულ ჯ------ ქ------–-ს ბრალეულობის დასადგენად.

 

საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N007249617 დასკვნის თანახმად ,, 09.12.2017წ 19:10-19:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ი---- ქ------–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში)

-დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (სექტემბრის თვეს)“.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მამუკა ნოსელიძემ განმარტა, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა მოქალაქე ირამ ქ------–-, დადგენილებაში მითითებული იყო, რომ 2017 წლის სექტემბერში ი---- ქ------–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ ჯ------ ქ------–მა. განმარტავს, რომ ი---- ქ------–ს მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ნაჭდევი. მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიიღო სახლში შეშაზე შეხების დროს დაახლოებით 5-6 დღის წინ. განმარტავს, რომ სხეულზე სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდა. განმარტავს, რომ თუ რაიმე სახის დაზიანება იქნებოდა სექტემბრის თვეში მიყენებული ი---- ქ------–ზე ცხადია, რომ ამ დაზიანების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა დეკემბრის თვეში, რადგან გასული იყო დიდი დრო. დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა საზღვარგარეთ მყოფი საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული არასრულწლოვანი ე-–--- ჩ------, რის გამოც, იშუამდგომლა მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნება, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე და სასამართლოს მიერ გამოქვეყნდა მოწმის გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმი, სადაც არასრულწლოვანი მოწმე განმარტავს, რომ რეგისტრირებულია ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში. ფაქტობრივად ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ სა-–--------ში დედის მშობლებთან ერთად, მისი დედა სამუშაოდ იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო მამა დაავადებულია ფსიქიურად და ამიტომ ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან ერთად. ამჟამად სწავლობს სოფელ სა-–--------ს საჯარო სკოლაში, არის მე-10 კლასის მოსწავლე. დედის და არის ი---- ქ------–-, რომელიც დაქორწინებულია თურქეთის მოქალაქე ჯ------ ქ------–ზე და მათ ჰყავთ ვაჟი, 2015 წელს დაბადებული ბორა ჯ-------ს ძე ქ------–-. ისინი ამჟამად ცხოვრობენ ქ. ქუთაისში, და---- აღ--–-----–ის გამზირის N1--/2--ში მდებარე თავიანთ კუთვნილ ბინაში. 2017 წლის სექტემბრის დასაწყისში, სკოლებში სწავლის დაწყებამდე 2-3 დღით ჩასული იყო დეიდასთან ი---- ქ------–თან სტუმრად ქ. ქუთაისში, გელათის ქუჩის N42-ში მდებარე მათ ნაქირავებ სახლში. იქ ყოფნის პერიოდში ზუსტი თარიღი არ ახსოვს, დეიდამისს თავის მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება და კონფლიქტი. რა დროსაც, იგი მე დეიდის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა საძინებელ ოთახში, სადაც მის დეიდაშვილს ეძინა. შელაპარაკების დროს დეიდამის მეუღლე უყვიროდა თურქულ ენაზე და დეიდამისიც თურქულად პასუხობდა, რის გამოც ხმაურზე გაეღვიძა მის მცირეწლოვან დეიდაშვილს, რომელიც გაიყვანა ეზოში და ართობდა. ამ დროს ბავშვმა მოსთხოვა წყალი, ის დატოვა ეზოში და შევედა სახლში წყლის გამოსატანად, რა დროსაც შეესწარო, რომ დეიდას მისმა მეუღლემ ხელი გაარტყა სახეში და კისერზე. მან მოვარიდა მათ თვალი, აავსო წყალი და გაუტანა ეზოში მის მცირეწლოვან დეიდაშვილს. მცირე ხანში ეზოში გავიდა დეიდამისიც, ავიდა მეორე სართულის აივანზე და დაჯდა იქ მდგომ საქანელაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი შეიყვანა საძინებელ ოთახში და დააძინა და მასთან დარჩა მთელი ღამე. მეორე დილით დეიდამისის ქმარი გახდა ცუდად წინა ღამით ნანერვიულები და მას შეურიგდა და უვლიდა დეიდამისი, რომელმაც სთხოვა წინა ღამით მის მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ არავისთვის ეთქვა და არც მას მომიყოლია ის ვინმესთვის. ამ დროს დაინახა, რომ დეიდას დაზიანებული, გასიებული ჰქონდა ზედა ტუჩი და სიწითლე აღენიშნებოდა კისერზე. კითხვაზე პასუხებს, რომ იგი შემთხვევით შევესწრო დეიდამისათვის მისი მეუღლის მხრიდან სახეში ხელი დარტყმას, როცა სახლში შევედი ბავშვთან წყლის მისატანად. ამ დროს მისი დეიდის მცირეწლოვანი შვილი იყო ეზოში და მას არაფერი დაუნახავს. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, დეიდმისი ი---- ქ------–- თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, ბაბუამ მიიყვანა სა-–--------ში და მეორე დღეს კვლავ წაიყვანა ქუთაისში, დეიდაჩემის კუთვნილ ბინაში. ნაშუაღამევს ისინი ისევ დაბრუნდნენ სოფელში და როგორც მათი საუბრიდან შეიტყო, დეიდამისი ბინიდან გამოუგდია თავის ქმარს -ჯ------ ქ------–ს და ამის გამო დეიდამისი თავის შვილთან ერთად 2017 წლის 17 დეკემბრამდე ცხოვრობდა მათთან ერთად სოფელ სა-–--------ში, შემდეგ კი დაბრუნდა თავის ბინაში. მოწმის განმარტებით სხვა დროს გარდა 2017 წლის სექტემბრის დასაწყისისა, ი---- ქ------–-სათვის მისი მეუღლის მხრიდან რაიმე შეურაცხყოფას არ შესწრებია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ი---- ქ------–მა ისარგებლა მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა ჯ------- ქ------–მა, ასევე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ჯ------- ქ------–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ ჯ------- ქ------–-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება,მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა კონსტანტინე ბაბუხადიამ დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, რომელიც დაიწყო პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე. თავის ჩვენებებში მიუთითა, რომ უშუალოდ ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომელი არ არის თვითმხილველი და არ შესწრებია ბრალდებულ ჯ------- ქ------–- მხრიდან მისი მეუღლის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის განხორცილების ფაქტს, ასევე საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგენდა დაზარალებულის დაზიანების ფაქტს და ამ დაზიანების შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან, ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ ი---- ქ------–ს მისი მხრიდან გამოყენებულ იქნა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ჯ------- ქ------–-ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით 23:00 საათზე, ქუთაისში, გელათის ქუჩის #42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯ------- ქ------–-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ი---- ქ------–ს, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში და ხელი მოუჭირა ყელში, რა დროსაც ი---- ქ------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ჯ------- ქ------–- მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, რომელიც თავის თავში მოიცავს მტკიცებულებათა გამოკვლევის უფლებას, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების გამოკვლევასაც. ამასთან, სსსკ-ის 14-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა უშუალობასა და ზეპირად გამოკვლევის წესს და პირდაპირ უთითებს მხარის უფლებაზე სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალო დაკითხვა.

 

საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული დანაწესიდან არსებობს გამონაკლისი, რაც გათვალისწინებულის სსკ-ის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლში. კერძოდ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ,, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა აგრეთვე მიღებული ინფორმაციის, ჩვენების, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს“.

 

მითითებული ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სასამართლოს სხდომაზე, მხოლოდ მოწმის ჩვენების გამოქვეყნება, როგორც მტკიცებულება, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. რადგანაც, საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილი, ასევე, ადგენს სტანდარტს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც, საპროცესო კანონმდებლობამ აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია და დაადგინა, რომ მხოლოდ ამ წესით გამოქვეყნებული მოწმის ჩვენება არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. ~

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა თანხმობით, გამოქვეყნდა საზღვარგარეთ მყოფი ბრალდების არასრულწლოვანი მოწმის ე-–--- ჩ------ს ჩვენება, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ შეესწრო ბრალდებულის მხრიდან მისი მეუღლის ი---- ქ------–-ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. მაგრამ სსსკ 243-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ ამ ჩვენებას საფუძვლზე ვერ დაუდებს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენს, რადგანაც, საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილია არ ყოფილა სხვა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას. რის გამოც, სასამართლომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ბრალდებული ჯ------- ქ------–- გამართლებული უნდა იქნეს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ჯ------- ქ------–-ს მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ ჯ------- ქ------–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ჯ------- ქ------–-ს ბრალეულობაში, რის გამოც, ჯ------- ქარქაშის ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 2-2-2-3-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ჯ------- ქ------–-, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ჯ------- ქ------–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

3. გამართლებულ ჯ------- ქ------–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

4.განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე