გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001807183
საქმე №2-462/17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე სს ”ს----------–--------ი”
წარმომადგენელი დ----------------
მოპასუხე ლ----------–--ე
წარმომადგენელი რ-----–----ე
მოპასუხე ლ---–-------–--ე
მოპასუხე ჯ----–---------ე
დავის საგანი ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები.
1.2. მოპასუხეებს ლ----------–--ეს და ლ---–-------–--ეს მოსაჩელე სს, ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 151 224.75 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ლ----------–--ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 740.85 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხეებზე ლ----------–--ეზე და ლ---–-------–--ეზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით: 1) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.510, მესაკუთრე ლ----------–--ე; 2) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №75, ბინა №4, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.28.01.003.01.501, მესაკუთრე ჯ----–---------ე, 3) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20, მე-3 სართული, შენობა 6, ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.518, მესაკუთრე ლ----------–--ე, 4) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20, მე-2 სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.517, მესაკუთრე ლ----------–--ე, 5) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (1-ლი სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.516, მესაკუთრე ლ----------–--ე, 6) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-4 სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.519, მესაკუთრე ლ----------–--ე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ლ----------–--ის და ლ---–-------–--ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხებმა წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 18 ივლისს სს ,,ს----------–--------სა“ და ლ----------–--ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №GCL000017495 ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი ლარში ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №GCL000017495 ხელშეკრულება
3.2.2. სს ,,ს----------–--------სა“ და ლ----------–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები, კერძოდ: 1) 2014 წლის 03 ოქტომბერს დაიდო №2214167 ხელშეკრულება, რომლითაც ლ----------–--ეზე გაიცა კრედიტი 90 000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 11%-ი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0.5%. 2) 2015 წლის 02 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და ლ----------–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად დაიდო შემადგენელი საკრედიტო №3492385 ხელშეკრულება, რომლითაც ლ----------–--ეზე გაიცა კრედიტი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 11%-ი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0.5%.
გარდა აღნიშნულისა, ლ----------–--ესთან გაფორმდა განვადების ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა კრედიტი 2191.29 ლარის ოდენობით, 11 თვის ვადით, პირგასამტეხლო 0.5%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საკრედიტო ხელშეკრულებები.
- გადახდის გრაფიკები.
3.2.3. 2013 წლის 18 ივლისს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე და მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნვლყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა - ლ---–-------–--ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. (ლ----------–--ე). თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- №GAS000081735 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
3.2.4. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონებები: 1) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.510, მესაკუთრე ლ----------–--ე; 2) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №75-ში მდებარე ბინა №4, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.28.01.003.01.501, მესაკუთრე ჯ----–---------ე, 3) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-3 სართული შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.518, მესაკუთრე ლ----------–--ე, 4) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-2 სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.517, მესაკუთრე ლ----------–--ე, 5) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (1-ლი სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.516, მესაკუთრე ლ----------–--ე, 6) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-4 სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.519, მესაკუთრე ლ----------–--ე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- იპოთეკის ხელშეკრულებები.
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
3.2.4. ლ----------–--ეს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკების შესაბამისად. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა გრაფიკები და წარმოიქმნა დავალიანება, კერძოდ: №2214167 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 83 105.74 აშშ დოლარს (ძირი თანხაა 66 887.85 აშშ დოლარი, პროცენტი 5 503.13 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 10 714.76 აშშ დოლარი), №3492385 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 68 119.01 აშშ დოლარს (ძირი თანხაა 53 034.23 აშშ დოლარი, პროცენტი 4 334.29 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 10 750.49 აშშ დოლარი), ხოლო განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალინება შეადგენს 740.85 ლარს (ძირი თანხაა 497.22 ლარი და პირგასამტეხლო 243.63 ლარი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ცნობა დავალიანების შესახებ.
- გადახდის გრაფიკები.
3.2.5. ბანკმა წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს და განუმარტა მათ, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხებისა და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- გაფრთხილების წერილები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: შეწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები. მოპასუხეებს ლ----------–--ეს და ლ---–-------–--ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: 1) №2214167 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 73462,45 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 66 887.85 აშშ დოლარი, პროცენტი 5 503.13 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1071,47 აშშ დოლარი, 2) №3492385 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 58 443,52 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 53 034.23 აშშ დოლარი, პროცენტი 4 334.29 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1075 აშშ დოლარი. 3) ლ----------–--ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 521,58 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 497,22 ლარი, პირგასამტეხლო 24,36 ლარი.
მოპასუხეებზე ლ----------–--ეზე და ლ---–-------–--ეზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით: 1) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.510, მესაკუთრე ლ----------–--ე; 2) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №75-ში მდებარე ბინა №4, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.28.01.003.01.501, მესაკუთრე ჯ----–---------ე, 3) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-3 სართული შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.518, მესაკუთრე ლ----------–--ე, 4) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-2 სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.517, მესაკუთრე ლ----------–--ე, 5) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (1-ლი სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.516, მესაკუთრე ლ----------–--ე, 6) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-4 სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.519, მესაკუთრე ლ----------–--ე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ლ----------–--ის და ლ---–-------–--ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 465-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საკრედიტო ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, სს ,,ს----------–--------სა’’ და ლ----------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2214167, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2014 წლის 03 ოქტომბერის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 90 000 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით. წლიური 11%-ის დარიცხვით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად აღნიშნულ სესხზე მსესხებლის ძირი დავალიანება შეადგენს 66 887,85 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 5503,13 აშშ დოლარს.
დადგენილია, სს ,,ს----------–--------სა’’ და ლ----------–--ეს შორის გაფორმდა 2015 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №3492385, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2015 წლის 02 დეკემბერს გაიცა სესხი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით 36 თვის ვადით. წლიური 11%-ის დარიცხვით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია №3492385 ხელშეკრულების პირობებიც. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მსესხებლის ძირი დავალიანება აღნიშნულ სესხზე შეადგენს 53034,23 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 4334,29 აშშ დოლარს.
ასევე დადგენილია, სს ,,ს----------–--------სა’’ და ლ----------–--ეს შორის გაფორმდა განვადების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2191.29 ლარის ოდენობით 11 თვის ვადით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ამჟამად მისი ძირი დავალიანება განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 497,22 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა თანხის გადახდის გრაფიკები, რაც აძლევდა საფუძველს მოსარჩელეს მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებელზე სესხის ძირი დავალიანების და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო სამივე სესხზე, რაც შეადგენს მხარეთა შეთანხმებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება 10-ჯერ, ანუ 0,05%-მდე. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხებისა უნდა დაეკისროს: 1) №2214167 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე ნაცვლად 10 714,76 აშშ დოლარისა უნდა დაეკისროს 1071,47 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო; 2) №3492385 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე ნაცვლად 10750, 49 აშშ დოლარისა, უნდა დაეკისროს 1075 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო,; 3) განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე ნაცვლად მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი 243, 63 ლარისა, ლ----------–--ეს უნდა დაეკისროს 24,36 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ლ---–-------–--ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის ლ----------–--ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ლ---–-------–--ე წარმოადგენს რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეს, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ისიც პასუხისმგებელია მსესხებლის ვალდებულებებზე თანაბრად; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მასაც წაუყენოს მოთხოვნა;
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხეების ლ----------–--ის და ჯ----–---------ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები სს ,,ს----------–--------ი’’ და მსესხებელი შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის და თავდების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამდენად მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეებს დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულების გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს ”ს----------–--------ის” სარჩელი ლ----------–--ის, ლ---–-------–--ის და ჯ----–---------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. შეწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები.
1.2. მოპასუხეებს ლ----------–--ეს და ლ---–-------–--ეს სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №2214167 და №3492385 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების, სულ 131 905,97 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა, საიდანაც სესხის ძირი დავალიანებაა 119 922.08 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 9837.42 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2146, 47 აშშ დოლარი.
1.3. მოპასუხე ლ----------–--ეს დაეკისროს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 521,58 ლარის ოდენობით.
1.4. მოპასუხეებზე ლ----------–--ეზე და ლ---–-------–--ეზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით: 1) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.510, მესაკუთრე ლ----------–--ე; 2) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №75-ში მდებარე ბინა №4, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.28.01.003.01.501, მესაკუთრე ჯ----–---------ე, 3) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-3 სართული შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.518, მესაკუთრე ლ----------–--ე, 4) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-2 სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.517, მესაკუთრე ლ----------–--ე, 5) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (1-ლი სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.516, მესაკუთრე ლ----------–--ე, 6) ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №20-ში მდებარე (მე-4 სართული, შენობა 6) ბინა №11, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.47.020.01.519, მესაკუთრე ლ----------–--ე.
1.5. იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ლ----------–--ის და ლ---–-------–--ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
2. სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს ლ----------–--ეს, ლ---–-------–--ეს და ჯ----–---------ეს სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე