განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№020100118002407732(1/184-2018)
განაჩენი
საქართველოს სახელით
07 მა-სი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურო--ი- მ-----------ს
ბრალდებული-გ-------------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: გ-------------ს მიმართ
მამის სახელი: რო-----
დაბადებული: 12.03.1--- წელს
პირადი ნომერი: 19---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ზუ--------------------------–-----------–------------------------
რეგისტრირებული: ზუ--------------------------–-----------–------------------------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ-------------მ ჩა-დინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2018 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუ--------------------------–-------–---–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ-------------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაარტყა ხელი მკერდის არეში მამას - რო----- გ------ და წააქცია იგი, ხოლო წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგად რო----- გე----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინა-დან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგო--ც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხო--ციელდება აშკარა და არაო--აზროვანი ფო--მით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფო--მით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
გ-------------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე პრეიუდიციული ძალის მქონე, ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.
ბრალდებულ გ-------------ს აღიარებით.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფო--მა №1) გ-------------ს მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ (ს.ფ1)
2018 წლის 03 აპრილის შეტყობინებით გ-------------ს მიერ ოჯახში განხო--ციელებული ძალადობის ფაქტზე (ს.ფ. 2).
2018 წლის 04 აპრილის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ (ს.ფ 21-31)
2018 წლის 25 იანვრის №0----- შემაკავებელი ო--დერით და შემაკავებელი ო--დერის ოქმით (ს.ფ. 64-66)
2018 წლის 03 აპრილის სამედიცინო დოკუმენტაციით დაზარალებულ რო----- გ------ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ 69-70)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 17 აპრილის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 76-78).
დაზარალებულ რო----- გ------ გამოკითხვის ოქმით (ს.ფ 13-15)
მოწმეების ვ------- გ------ და ნ------------ გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხის- მგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწო--ობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, და-ცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯუ- ლების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეო--ის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონო---ური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქო--წინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში გ-------------ს მიერ ხანდაზმული და ავადმყოფი მამის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური და მო--ალური ტკივილი გამოიწვია.
ბრალდებულ გ-------------ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეო--ე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხო--ციელების გარდაუვალობას, გ-------------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნო--მებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთო- ბლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვე- ტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გ-------------მ ჩა-დინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ბრალდებულ გ-------------ს ქმედება სწო--ად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი დ დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
ზუგდიდის რა-ონული სასამართლოს მოსამართლის 2014 წლის 25 ივლისის განაჩენით გ------------- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით 5 ძირი 1705 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა და მოყვანა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, სა-დანაც საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალუ---დ მოსახდელად, ხოლო 4 (ოთხი) წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63- 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ნოემბრის №0--------- გადაწყვეტილებით გ------------- პირობით ვადამდე გათავისუფლდა 01 (ერთი) თვით და 23 (სამი) დღის ადრე, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს გ-------------ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი, ხოლო მის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნა, რის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ვინა-დან გ------------- ადრე ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულისათვის მის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნა, რა დროსაც დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხო--ციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება და-ნიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხო--ციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახო--ციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხო--ციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ გ-------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს და მის პიროვნებას, რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპო--ციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ გ------------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გ-------------ს მიმართ ზუგდიდის რა-ონული სასამართლოს მოსამართლის 2014 წლის 25 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს ზუგდიდის რა-ონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლის 7 (შვიდი) თვის და 23 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ო--ი) წლის ვადით.
3. გ-------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 03 აპრილის 21:30 საათიდან.
4. გ-------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთა-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთა-სი ნიუპო--ტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რა-ონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატრული აკობია