განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020100118002388293(1/156-2018)
განაჩენი
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2018 ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას
პროკურორი-მა---------------
ადვოკატ - იო---------–---
ბრალდებული-ვი----–ი ჭა---------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ვი----–ი ჭა---------ს მიმართ
მამის სახელი: იგ----ი
დაბადებული: 11.05.1--- წელს
პირადი ნომერი: 51--------9
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: გაქარწყლებული
მისამართი: წა-–--------------------------–---------
რეგისტრირებული: წა-–--------------------------–---------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ვი----–ი ჭა---------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2018 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ვი----–ი ჭა--------- თავისი მართვის ქვეშ მყოფი „სუ----------------------“ მარკის სახელმწიფო ნომრით P-------- ავტომანქანით გადაადგილდებოდა წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წა-–--------------------------–-------–-ს მხრიდან წალენჯიხის ცენტრის მიმართულებით, რა დროსაც მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 49.3 მუხლების მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზვ--------–-----სა და ზა-------------–-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე პირი გარდაიცვალა.
2018 წლის 07 მაისს არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგ----ც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ ვი----–ი ჭა---------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწი- ნააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულ ვი----–ი ჭა---------ს აღიარებით.
2018 წლის 26 თებერვლის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ და ავტოსაგზაო შემთხვევის სქემით (ს.ფ 57-73, ტ1)
2018 წლის 26 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ექიმ ჟუ–-----------–---–--ს მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ. (ს.ფ.44-49)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 27თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჟუ–-----------–---–--ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. (ს.ფ. 191-194, ტ1)
2018 წლის 26 თებერვლის ოქმით ვი----–ი ჭა---------ს მიმართ სისხლის ნიმუშის აღების შესახებ (ს.ფ 53-56, ტ1)
2018 წლის 27 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვი----–ი ჭა---------ს მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ. (ს.ფ.81-86, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 27თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ავტომანქანის ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ.7-10, ტ2)
2018 წლის 27 თებერვლის ოქმით ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების შესახებ (ს.ფ 87-92, ტ1)
2018 წლის 27 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვლ------------------ს მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ. (ს.ფ.98-100, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 27თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვლ------------------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. (ს.ფ.200-203, ტ1)
2018 წლის 27 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვი----–ი ჭა---------ს მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ. (ს.ფ.107-109, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 27თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვი----–ი ჭა---------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. (ს.ფ.2-5, ტ2)
2018 წლის 27 თებერვლის ოქმით ზვ--------–-----ს გვამიდან სისხლის ნიმუშის აღების შესახებ (ს.ფ115-118, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 27თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. (ს.ფ. 196-198, ტ1)
2018 წლის 27 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი---------------–-–---–-ს მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ.120-125, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 27თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი---------------–-–---–-ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. (ს.ფ. 182-185, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 მარტის განჩინებით საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე (ს.ფ 52-54, ტ2)
2018 წლის 05 მარტის ოქმით ს.ს კორპორაცია ”ევ----ს” ჰო-------–ის მთავარი მენეჯერ მა--------–----–---სგან ზა-------------–-ს სამედიცინო ბარათის ამოღების შესახებ (ს.ფ 55-59, ტ2)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 02 მარტის განჩინებით საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე (ს.ფ 61-63)
2018 წლის 05 მარტის ოქმით სს კორპორაცია ”ევ----ს” ზუგდიდის რეფერალური ჰო-------–ის არქივის თანამშრომელ თე--------სგან ზა-------------–-ს ავადმყოფიბის ისტორიის ამოღების შესახებ (ს.ფ 64-68, ტ2)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №4---- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 159-162, ტ1)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 28 თებერვლის 1---- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით. (ს.ფ. 164-166, ტ1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 მარტის №00------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 71-76, ტ2)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 მარტის ზა-------------–-ს გვამის გამოკვლევით და სამედიცინო ექსპერტიზის №00------- დასკვნით (ს.ფ. 88-98, ტ2)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 მარტის ზვ--------–-----ს გვამის გამოკვლევით და სამედიცინო ექსპერტიზის №00------- დასკვნით (ს.ფ. 99-105, ტ2)
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ტრ---------------–-ს გამოკითხვის ოქმით.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნო---------–-----ს გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების ბე---------------–---–-----–--–-----------–---–-------–--------------------------------------–-–---–-----------------------–-–---------------------------–---–-----------------–---–---------------------–---------------–---------- გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ობიექტური მხარე გამოიხატება ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევაში და მძიმე შედეგში, რომელიც ამ ქმედებას მოჰყვა, ასევე ობიექტური მხარე მოიცავს მიზეზობრივ კავშირს მოძრაობის წესების დარღვევას და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწი- ნებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. ამდენად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ვი----–ი ჭა---------ს ქმედებას და დამდგარ შედეგს, ზვ--------–-----ს და ზა-------------–-ს გარდაცვალებას შორის.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა, ტრანსპორტის მოძრაობის წესი რეგულირდება საგზაო მოძრაობის წესებით და ამ წესების დარღვევა თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას, ხოლო დანაშაულის კვალიფიკაცია დამოკიდებულია მართლ- საწინააღმდეგო შედეგზე და შედეგის გამომწვევი დამნაშავის სიფხიზლე-სიმთვრალეზე.
მოცემულ შემთხვევაში ვი----–ი ჭა---------ს მიერ ტრასპორტის მოძრაობის წესების დარღვევა ჩადენილი არის სიმთვრალეში, რასაც შედეგად მოჰყვა ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და შესაბამისად მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით.
სუბიექტური მხრივ ბრალდებულ ვი----–ი ჭა---------ს მიერ ჩადენილია გაუფრთხი- ლებელი დანაშაული თვითიმედოვნებით, ის მთვრალი მართავდა ავტომანქანას, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და საფრთხის წარმოქმნის მიუხედავად გააგრძელა მოძრაობა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზვ--------–-----ს და ზა-------------–-ს. ვი----–ი ჭა---------ს გაცნობიერებული ჰქონდა ქმედების მართლწინააღმდეგობა და გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აბსტრაქტული შესაძლებლობა, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მძიმე შედეგის თავიდან აცილებას, წინდახედულობის ნორმებისადმი ბრალდებულის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ვერ იქნა აცილებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, თუმცა მას გააჩნდა მისი აცილების რეალური შესაძლებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცი- ლებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, თითოეული მათგანის საქმესთან დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ვი----–ი ჭა---------მ მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამდენად, ბრალდებულ ვი----–ი ჭა---------ს ქმედება სწორად არის დაკვალი- ფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვი----–ი ჭა---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ვი----–ი ჭა---------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ,დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
ვი----–ი ჭა---------ს მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ვი----–ი ჭა---------ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული მძიმე შედეგი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ვი----–ი ჭა---------მ შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მის მიმართ გამოყენებული სასჯელი არ უნდა იყოს მკაცრი, რაც სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება
საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;
ნივთიერი მტკიცებულება, სისხლის ნიმუშები, საჭიდან ამოღებული ანაწმენდები, გადაცემათა კოლოფის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდები, სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდი, თმის ნიმუშები, ვი----–ი ჭა---------ს ხელის ანაწმენდი, ზვ--------–-----ს სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, სისხლისმაგვარი გუბის ანაწმენდი და პლასტმასის დეტალი განადგურდეს.
ზა-------------–-ს ტანსაცმელი- სვიტერი, მოწითალო ფერის ტრუსი, შავი ფერის ნაჭრის ვილვეტის შარვალი წარწერით PICESSU, შინდისფერი სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი სვიტერი, მოთეთრო ფერის ერთი წყვილი წინდა, მოშავო ფერის დათბილული ქურთუკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზა-------------–-ს ოჯახს.
ზვ--------–-----ს ქურთუკი, სვიტერი, მოშავო ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის ტრუსი, მონაცრისფრო მოშავო-მორუხო ფერის ჩანართებით წინდა, მონაცრისფრო ფერის წინდა და ღია მოყავისფრო ფერის წინდა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სმმართველოში, დაუბრუნდეს ზვ--------–-----ს ოჯახს.
ვლ------------------ს სპორტული შარვალი წარწერით ”adidas”, მაისური წარწერით “NIKELAJ” და შავი ფერის ჟილეტი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სმმართველოში, დაუბრუნდეს ვლ-----------------ს.
ვი----–ი ჭა---------სგან ამოღებული ნაცრისფერი შარვალი, “adidas”-ის ფირმის სპორტული მოსასხამი და ერთი წყვილი ბოტასი, რომელიც ინახება საქართველოს შსს
სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სმმართველოში, დაუბრუნდეს ვი----–ი ჭა---------ს ოჯახს.
ვი----–ი ჭა---------ს კუთვნილი ”სუ---------------------ს” მარკის სახელმწიფო ნომრით P-------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს ვი------–ი ჭა---------ს ოჯახს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ვი----–ი ჭა--------- (პირადი ნომერი 51--------9) საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
2. ვი----–ი ჭა---------ს ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 (სამი) წლის ვადით.
3.ვი----–ი ჭა---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ვი----–ი ჭა---------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 26 თებერვლის 22:05 საათიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულება, სისხლის ნიმუშები, საჭიდან ამოღებული ანაწმენდები, გადაცემათა კოლოფის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდები, სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდი, თმის ნიმუშები, ვი----–ი ჭა---------ს ხელის ანაწმენდი, ზვ--------–-----ს სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, სისხლისმაგვარი გუბის ანაწმენდი და პლასტმასის დეტალი განადგურდეს.
ზა-------------–-ს ტანსაცმელი- სვიტერი, მოწითალო ფერის ტრუსი, შავი ფერის ნაჭრის ვილვეტის შარვალი წარწერით PICESSU, შინდისფერი სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი სვიტერი, მოთეთრო ფერის ერთი წყვილი წინდა, მოშავო ფერის დათბილული ქურთუკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზა-------------–-ს ოჯახს.
ზვ--------–-----ს ქურთუკი, მოშაო-მოთეთრო ფერის სვიტერი, მოშავო ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის ტრუსი, მონაცრისფრო მოშავო-მორუხო ფერის ჩანართებით წინდა, მონაცრისფრო ფერის წინდა და ღია მოყავისფრო ფერის წინდა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სმმართველოში, დაუბრუნდეს ზვ--------–-----ს ოჯახს.
ვლ------------------ს სპორტული შარვალი წარწერით ”adidas”, მაისური წარწერით “NIKELAJ” და შავი ფერის ჟილეტი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სმმართველოში, დაუბრუნდეს ვლ-----------------ს.
ვი----–ი ჭა---------სგან ამოღებული ნაცრისფერი შარვალი, “adidas”-ის ფირმის სპორტული მოსასხამი და ერთი წყვილი ბოტასი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სმმართველოში, დაუბრუნდეს ვი----–ი ჭა---------ს ოჯახს.
ვი----–ი ჭა---------ს კუთვნილი ”სუ---------------------ს” მარკის სახელმწიფო ნომრით P-------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს ვი------–ი ჭა---------ს ოჯახს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე ნატრული აკობია