გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2018
საქმის ნომერი
411210016001616061
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411210016001616061

(2/101-2016)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.05.2018 წელი ქ- სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

აბაშის მუნციიპალიტეტში- ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი- ფატიმა კვახაჯელიძე

მოსარჩელე - ნა-- ბო------ა

წარმომადგენელი - მი------ა კუ-----–---–ი

მოპასუხე - ივ--- გი------ი

წარმომადგენელი - მზ-- კო------ე

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ივ--- გი------თან განქორწინება

1.2. მოპასუხე ივ--- გი------ისათვის შვილის ნი----–---- გი------ის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 165 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავთ შვილი - ნი----–---- გი------ი. მოპასუხესთან შეუძლებელია თანაცხოვრება. მოპასუხე არ ზრუნავდა მეუღლეზე და შვილზე. გამომდინარე აქედან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების სახლში. მოპასუხე, მიუხედად იმისა, რომ აქვს შემოსავალი, არ ზრუნავს ბავშვზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

 

მიუთითა, რომ თანახმა არის განქორწინებაზე, ვინაიდან შეუძლებელია ოჯახის შენარჩუნება, რაც შეეხება ალიმენტს, იგი არ გაურბის პასუხისმგებლობას, თუმცა იმის გამო, რომ არ არის დასაქმებული, ამასთან, არ აქვს სტაბილური შემოსავალი, შეძლებს ყოველთვიურად მხოლოდ 70 ლარის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნა-- ბო------ა და ივ--- გი------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 03 სექტემბრიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა;

 

3.1.2. ნა-- ბო------ასა და ივ--- გი------ს ჰყავთ საერთო შვილი- ნი----–---- გი------ი (დაბადების თარიღი- 1-.1-.2--- წ)

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნა-- ბო------ა და ივ--- გი------ი დაშორებული არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ნა-- ბო------ა თავისი მშობლების სახლში, ა--–-, ს------–---------–ი, ხოლო ივ--- გი------ი დ--–-----------------------–---------–ი (ფატქრობრივი საცხოვრებელი: ქ-თ---–---, ს------------------, ქებურიას დასახლება, კორპ.1, ბინა 29)

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს.

 

3.2.2. ივ--- გი------ი ამჟამად დაუსაქმებელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ივ--- გი------ი ეწევა სოფლის მეურნეობას, ჰყავს 50 სული რქოსანი პირუქტყვი და აქვს საკმაოდ კარგი შემოსავალი, თუმცა, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე კი, აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა მოპასუხე მხარემ და აღნიშნა, რომ მოპასუხე ეწევა მწყემსის საქმიანობას, ქირაზე მწყემსავს მეზობლების საქონელს და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. არის უმუშევარი და მისი ანაზღაურება შეადგენს 200 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მხარის მითითება, თუ ის არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით, ვერ მიიჩნევა უტყუარად და ვერ დაედება სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად,მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა მეორე მხარე არ ადასტურებს. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება, მოპასუხის შემოსავლებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

3.2.3. ნა-- ბო------ასა და ივ--- გი------ს შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ ამ ეტაპზე მათი შერიგება შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას შედეგის დაუდგომლად.

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოების გათვალისწინებით: უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინების მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუხედავად, სასამართლოს მიერ მიღებული ზომებისა (სასამართლოს განმარტებები მორიგების უპირატესობასთან დაკავშირებით, ხდომების გადადება სხდომაზე მორიგების მიღწევის მიზნებით) (იხ.სხდომის ოქმები), კატეგორიული წინააღმდეგი არიან თანაცხოვრების. აღნიშნულმა სასამართლო დაარწმუნა მხარეების პრინციპულ დამოკიდებულებაში ამ საკითხთან მიმართებაში.

 

ამასთან, საქმის სასამართლო წარმოების განმავლობაში, რაც მოიცავს თითქმის 2 წელს, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას (შერიგებას) ერთმანეთთან. აღნიშნული გარემოებები სასამართლოს აძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ ნა-- ბო------ასა და ივ--- გი------ს შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ ამ ეტაპზე მათი შერიგება შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას შედეგის დაუდგომლად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე,1127-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომ ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.5. პუნქტით დადგენილია, რომ ნა-- ბო------ასა და ივ--- გი------ს შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ ამ ეტაპზე მათი შერიგება შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას შედეგის დაუდგომლად. აღნიშნული გარემოება კი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში მისი დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

6.2 .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არც ერთ მშობელს არა აქვს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა შვილებთან მიმართებაში, ისინი თანაბრად უფლებამოსილნი და თანაბრად ვალდებულები არიან შვილების წინაშე, როგორც ზნეობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სარჩო არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ანუ საალიმენტო დანაკისრი, ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დაეკისროს ერთ-ერთ მშობელს სასამართლო წესით. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზით ცხოვრობს ცალკე და არავითარ მონაწილეობას არ იღებს მეორე მშობელთან მცხოვრები შვილის აღზრდაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნი----–---- გი------ი იზრდება დედასთან და ძირითადად დედა ზრუნავს მის რჩენასა და აღზრდაზე. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე ცხოვრობს თავის მშობლებთან და იგი მატერიალურად არ არის იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ სრულად გაიღოს ბავშვის რჩენის ხარჯები. შესაბამისად, აუცილებელია მის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მოპასუხემაც, რადგან მშობლები თავის მხრივ ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა ბავშვის რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხე მართალია, უმუშევარია, მაგრამ, ეს ვერ გახდება მისი ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამასთან, ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე თვეში ყოველთვიურად 90 ლარი არის გონივრული თანხა, რომელიც მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, შესაძლებელია გადახდილ იქნას მოპასუხე მხარის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2016 წლის 22 ნოემბრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

მოსარჩელის მიერ განქორწინების მოთხოვნის ნაწილში გადახდილია 50 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ჯერ კიდევ შესაგებელშივე ცნო სარჩელი, იგი მთლიანად თავისუფლდება ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.

 

მოსარჩელე ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთოვნათა შესაბამისად 7.20 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

სარეზოლციო ნაწილი

 

1. ნა-- ბო------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1 შეწყდეს მოსარჩელე ნა-- ბო------ასა (პ/ნ 6----------) და მოპასუხე ივ--- გი------ს (პ/ნ 1----------) შორის სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2009 წლის 03 სექტემბერს, №0------------------------ სააქტო ჩანაწერით) რეგისტრირებული ქორწინება.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ივ--- გი------ს (პ/ნ 1----------), სარჩელის აღძვრის მომენტიდან- 2016 წლის 22 ნოემბრიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის, ნი----–---- გი------ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა ნი----–---- გი------ის (პ/ნ 3----------) სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

2. მოსარჩელე ნა-- ბო------ას (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 17 ნოემბერს, სს „ლიბერთი ბანკის“ N1------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;

 

3. დაეკისროს მოპასუხე ივ--- გი------ს (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 7.20 ლარის გადახდა, რაც ჩარიცხულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის ერთიან ანგარიშზე: ბანკის დასახელება ქ- თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22 ანგარიშის № 200122900; 3 0036 3150. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ქვითარი) წარმოდგენილ უნდა იქნას აბაშის მაგისტრატ სასამართლოში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს აბაშის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე