გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1989018 -3/105-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წელი ქ.ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ბ----------–-–---–ი
მოპასუხე - 1. შპს ,,მ------------“
2. ი/მ ვ----–-----------ე
3. შპს ,,რ-------ი“
4. ი/მ ო-----ი მ------–---–ი
5. შპს ,,ჯ---------ი“
6. შპს ,,რ-----–ი“
წარმომადგენელი - ც---------------ე
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,მ------------ს“, ი/მ ვ----–---- მ----ის, შპს ,,რ-------ის“,. ი/მ ო-----ი მ------–---–ის, შპს ,,ჯ---------ის“ და შპს ,,რ-----–ის“ ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
სარჩელის მიხედვით შპს ,,მ------------ს“ 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 13 626,22 ლარის ოდენობით.
შპს ,,მ------------ს“ მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წლის 30 მარტს წარმოდგენილი მოგების გადასახადი დეკლარაციისა და 2017 წლის 17 იანვრის N----- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2017 წლის 01 თებერვალს.შპს,,მ------------“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 04 ივნისიდან, საწარმოს იურიდიული მისამართია ა------ის რაიონის სოფელი ჩ-------ი, ხოლო საქმიანობის სახე იყო საბითუმო ვაჭრობა საოფისე მანქანებით და მოწყობილობებით. შპს ,,მ------------ს“ მიერ 2016 წლის 24 მარტს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ იქნა 24 940 ლარის ღირებულების ავეჯი საწარმოს დირექტორზე და ამავე დროს 100%-იანი წილის მფლობელზე ო----- მ------–---–ზე. 2016 წლის 30 მარტს მოგების დეკლარაციის წარმოდგენის დღეს, შპს,,მ------------მ“ გააუქმა სასაქონლო ზედნადებები.
2015 წლის 12 ივლისს შპს,,მ------------ს“ მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურით რეალიზებული იქნა 72 913,5 ლარის ღირებულების ავეჯი, 2014 წლის 21 იანვარს დაფუძნებულ შპს ,,ჯ---------ზე“ რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი არის ი/მ ო----- მ------–---–ი. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ავეჯის წარმოება და რეალიზაცია, ისევე როგორც ო----- მ------–---–ის საქმიანობა. ი/მ ო----- მ------–---–ი, ასევე არის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი შპს,,რ-----–სა“ და შპს,,რ-------ში“, რომელთა მისამართი და საქმიანობის სახე იგივეა რაც ი/მ ო----- მ------–---–ის, შპს ,,მ------------ს“ და შპს ,,ჯ---------ის“.
ი/მ ო----- მ------–---–ის მეუღლის, ი/მ ვ----–---- მ----ის მიერ 2016 წლის 05 მაისს სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულ იქნა 9760 ლარის ღირებულების ავეჯი შპს ,,რ-------ზე“.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 08 ივნისის N----------- წერილით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2016 წლის 08 ივნისს, მოთხოვნილ იქნა შპს ,,რ-------ისაგან“ სასაქონლო ზედნადებით მიღებული ქონების ღირებულების ი/მ ვ----–---- მ----ისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2016 წლის 15 ივნისს ი/მ ვ----–---- მ----ის მიერ გაუქმებული იქნა სასაქონლო ზედნადები. ი/მ ვ----–---- მ----ე რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 22 მაისიდან პირის იურიდიული მისამართია ა------ის რაიონის სოფელი ვ------ი, ხოლო სხვა მისამართად რეგისტრირებულია სოფ. ჩ-------ი. მისი საქმიანობის სახე არის საოფისე და სავაჭრო საწარმოთა ავეჯის წარმოება, რეალიზაცია.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ------------ს“, ი/მ ვ----–-----------ის, შპს ,,რ-------ის“, ი/მ ო-----ი მ------–---–ის, შპს ,,ჯ---------ის“ და შპს ,,რ-----–ის“ წარმომადგენელმა ც---------------ემ სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მანვე მიუთითა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ ქმნიან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს აქვთ ნათასავური კავშირი, არ ნიშნავს, რომ მათ აკრძალული აქვთ ერთმანეთთან სამეწარმეო საქმიანობა. საგადასახადო კოდექსი ზუსტად განსაზღვრავს, ვინ არიან ერთმანეთის ცრუმაგიერი პირები, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ყველა ნიშანი, მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულება არ ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს ,,მ------------“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 04 ივნისიდან, საწარმოს იურიდიული მისამართია ა------ის რაიონის სოფელი ჩ-------ი, ხოლო საქმიანობის სახე იყო საბითუმო ვაჭრობა საოფისე მანქანებით და მოწყობილობებით - დირექტორი ო-----ი მ------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან ( სფ.33-34);.
- სასაქონლო ზედნადებები ( ს.ფ 35-38);
3.2. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 25 აპრილის მდგომარეობით შპს ,,მ------------’-ს (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 13 626,22 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შედარების აქტი(სფ22);
3.3. შპს ,,მ------------ს“ მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წლის 30 მარტს წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციისა და 2017 წლის 17 იანვრის N----- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2017 წლის 01 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 27 აპრილის N-------- მიმართვა დავების დეპარტამენტს (სფ.18-21);
3.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს ,,მ------------ს" მიმართ 2017 წლის 13 იანვარს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N----- ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება N----- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (სფ.25);
3.5. შპს ,,მ------------ს“ მიერ 2016 წლის 24 მარტს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ იქნა 24 940 ლარის ღირებულების ავეჯი საწარმოს დირექტორზე და ამავე დროს 100%-იანი წილის მფლობელზე ო----- მ------–---–ზე..2016 წლის 30 მარტს მოგების დეკლარაციის წარმოდგენის დღეს, შპს ,,მ------------მ“ გააუქმა სასაქონლო ზედნადებები, რაც ნიშნავს, რომ ვალდებული პირის მიერ ქონება არ გასხვისებულა და დარჩა მის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოგების გადასახადის დეკლარაცია ( სფ.28-29);
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.35-38);
3.6. შპს ,,ჯ---------ი“, რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი არის ი/მ ო----- მ------–---–ი, დაფუძნებულია 2014 წლის 21 იანვარს. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ავეჯის წარმოება და რეალიზაცია, ისევე როგორც ო----- მ------–---–ის საქმიანობა.
ი/მ ო----- მ------–---–ი, ასევე არის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი შპს ,,რ-----–სა“ და შპს ,,რ-------ში“, რომელთა მისამართი და საქმიანობის სახე იგივეა, რაც ი/მ ო----- მ------–---–ის, შპს ,,მ------------ს“ და შპს ,,ჯ---------ის“.
ი/მ ო----- მ------–---–ის რეგისტრაციის თარიღია 2005 წლის 7 ოქტომბერი. შპს ,,რ-------ი" რეგისტრირებულია 2015 წლის 16 ოქტომბერს, შპს ,,რ-----–ი" რეგისტრირებულია 2016 წლის 25 აპრილს. არც ერთი მათგანი არ არის შექმნილი შპს ,,მ------------ს" დავალიანების წარმოშობის შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ.39-40);
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.41-44);
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ.46-47);
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ.52-53);
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.54-57);
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ.65-66);
3.7. 2015 წლის 12 ივლისს შპს ,,მ------------ს“ მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურით რეალიზებული იქნა 72 913,5 ლარის ღირებულების ავეჯი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ.49);
3.8. ვ----–---- მ----ე რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 22 მაისიდან, რომლის იურიდიული მისამართია ა------ის რაიონის სოფელი ჩ-------ი, ხოლო საქმიანობის სახე იყო საბითუმო ვაჭრობა საოფისე მანქანებით და მოწყობილობებით. ვ----–---- მ----ე და ო----- მ------–---–ი არიან ცოლ-ქმარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (სფ.60-61);
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.62);
- საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი.( ს.ფ.59);
3.9. შპს ,,რ-----–ი", შპს ,,რ-------ი", შპს ,,მ------------", შპს ,,ჯ---------ი", ვ----–---- მ----ე, ო-----ი მ------–---–ი 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ითვლებიან დღგ-ს გადამხდელებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის ცნობები (ს.ფ.139-144);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 16-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომა თავისუფალია. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი და გადასახადებისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის ,,ბ ქვეპუნქტის თანახმად, აღრიცხვაზე უნდა დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სარჩელით ითხოვს, შპს ,,მ------------ს“, ი/მ ვ----–-----------ის, შპს ,,რ-------ის“,. ი/მ ო-----ი მ------–---–ის,. შპს ,,ჯ---------ის“ და შპს ,,რ-----–ის" ცრუმაგიერ პირებად ცნობას.
შემოსავლების სამსახურის სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).
ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს.
ამავე კანონის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.
მოსარჩელე შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს, რომ შპს ,,მ------------ს“, ი/მ ვ----–-----------ის, შპს ,,რ-------ის“,. ი/მ ო-----ი მ------–---–ის,. შპს ,,ჯ---------ის“ და შპს ,,რ-----–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას. ამდენად, მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;
დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;
ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;
ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
თ) პირები ნათესავები არიან;
ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
ამავე მუხლის 3-ე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს;
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად შპს ,,მ------------ს“ 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 13 626,22 ლარის ოდენობით. ო-----ი მ------–---–ი და ვ----–---- მ----ე არიან ცოლ-ქმარი, შპს,,მ------------“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 04 ივნისიდან, საწარმოს იურიდიული მისამართია ა------ის რაიონის სოფელი ჩ-------ი, დამფუძნებელი და 100 %-იანი წილის მფლობელია ო-----ი მ------–---–ი, 2014 წლის 21 იანვარს დაფუძნებულ შპს ,,ჯ---------ზე“ რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი არის ი/მ ო----- მ------–---–ი. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ავეჯის წარმოება და რეალიზაცია, ისევე როგორც ო----- მ------–---–ის საქმიანობა. ი/მ ო----- მ------–---–ი, ასევე არის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი შპს,,რ-----–სა“ და შპს ,,რ-------ში“, რომელთა მისამართი და საქმიანობის სახე იგივეა რაც ი/მ ო----- მ------–---–ის, შპს ,,მ------------ს“ და შპს ,,ჯ---------ის“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად სახეზეა ურთიერთდამოკიდებული პირები, მაგრამ მხოლოდ ურთიერთ დამოკიდებულ პირად არსებობა, ავტომატურად არ იწვევს ცრუმაგიერ პირად ცნობას, რადგან შემოსავლების სამსახურის სარჩელით დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით, რადგან პირთა ცრუმაგიერად ცნობისათვის სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ ურთიერთ დამოკიდებული პირები, არამედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები კერძოდ: პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებული უნდა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, რაც ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,რ-----–ი", შპს ,,რ-------ი", შპს ,,მ------------", შპს ,,ჯ---------ი", ვ----–---- მ----ე, ო-----ი მ------–---–ი დაფუძნდა ბევრად ადრე ვიდრე შპს ,,მ------------ს" წარმეშობოდა დავალიანება. შესაბამისად გადასახადის გადამხდელის შპს ,,მ------------ს’’ მიერ ვერ იქნება აღნიშნული კომპანიები გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
ასვეე, შპს ,,რ-----–ი", შპს ,,რ-------ი", შპს ,,მ------------", შპს ,,ჯ---------ი", ვ----–---- მ----ე, ო-----ი მ------–---–ი 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ითვლებიან დღგ-ს გადამხდელებად. ამასთან, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ისეთ ქმედებებს რაც შპს ,,მ------------ს" თავიდან ააცილებდა სახელმწიფოს მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებას. თავის მხრივ, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეები სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან ვერ გახდება მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებული პირების ავტომატურად ცრუმაგიერ პირებთან გაიგივება არ არის სწორი არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად, რადგან ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება: თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რადგან „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17).
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს, ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების შპს ,,მ------------ს“, ი/მ ვ----–-----------ის, შპს ,,რ-------ის“,. ი/მ ო-----ი მ------–---–ის,. შპს ,,ჯ---------ის“ და შპს ,,რ-----–ის" ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან სახეზე არ არის გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რის გამოც შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,მ------------ს“, ი/მ ვ----–-----------ის, შპს ,,რ-------ის“,. ი/მ ო-----ი მ------–---–ის,. შპს ,,ჯ---------ის“ და შპს ,,რ-----–ის" ცრუმაგირად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და უნდა მოიხსნას ამავე განჩინებით გამოყენებული ყადაღა.
8. სახელმწიფო ბაჟი
საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე.
სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლებულია.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა;
3. სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლებულია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი