განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
140100118002341467
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002341467

საქმე №1/86-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ზ------ წ--------–ის,სტაჟიორ-პროკურორ - ს--–---- ჩ------ის,ადვოკატ - გ------- ჯ-------–---–ის,ბრალდებულ - ო----- რ---------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №082041217001 საქმე ო----- კ----- ძე რ---------–---–ის მიმართ (პირადი №-----------), დაბადებულის 1--- წლის 2--------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, მცხოვრების: გორის რაიონის სოფელ კ-----–---–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ო----- რ---------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის დაფარვის და გაადვილების მიზნით. მანვე, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ო----- რ---------–---–ი გასამართლებული იქნა გორის რაიონული სასამართლოს მიერ: 2016 წლის 29 დეკემბერს - საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; 2017 წლის 28 ივლისს - საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევმა ო----- რ---------–---–მა, 2017 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ კ-----–---–-, უკანონოდ შეაღწია ამავე სოფელში მცხოვრები ნ----–--- პ------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების განზრახვით. ო----- რ---------–---–მა სცადა ფარულად დაუფლებოდა ნ----–--- პ------–---–ის კუთვნილ სანადირო თოფს, სავაზნეს და საფულეს მასში მოთავსებული ნივთებით. აღნიშნული შეამჩნია ნ----–--- პ------–---–მა და სცადა ხელი შეეშალა ო----- რ---------–---–ისთვის. ო----- რ---------–---–მა ქურდობის მცდელობის დაფარვისა და ქურდობის გაადვილების მიზნით, განიზრახა ნ----–--- პ------–---–ის მოკვლა. ო----- რ---------–---–მა მის ხელთ არსებული დანა დაარტყა ნ----–--- პ------–---–ს ყელის და მკერდის არეში, რითაც მიაყენა ორი ჭრილობა, ასევე ქსოვილის ნაჭრის ყელზე მოჭერის გზით მიაყენა სხეულის დაზიანება და დაძლია მისი წინააღმდეგობა. ო----- რ---------–---–ის განზრახი ქმედებების შედეგად ნ----–--- პ------–---–ი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ჩადენის შემდეგ ო----- რ---------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ----–--- პ------–---–ის კუთვნილ, 724 ლარის და 60 თეთრის ღირებულების ნივთებს, კერძოდ: ორლულიან სანადირო თოფს, სავაზნეს, სავაზნეში მოთავსებულ ვაზნებს, მასრებს, ფრინველის საკიდს, საფულეს მასში მოთავსებული ნივთებით და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ო----- რ---------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ო----- რ---------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ო----- რ---------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ო----- რ---------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ: იმ ფაქტს, რომ ბრალდებული ო----- რ---------–---–ი არაერთხელაა ნასამართლევი განზრახი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის და ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას აღრიცხვაზე იმყოფებოდა პრობაციის ბიუროში. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთან მიმართებაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, რაც ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს, რომ ო----- რ---------–---–ი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იყო შეზღუდული შერაცხადი, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის თანახმად, კი, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, ამასთან შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო----- რ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო----- რ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო----- რ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

ო----- რ---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ო----- რ---------–---–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 05 დეკემბრიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დანა სისხლისმაგვარი ლაქებით, სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები, სისხლის მაგვარი ლაქა, ხალიჩიდან აღებული ანაწმენდი, ხალიჩის ამონაჭერი, ანაწმენდი, ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, ხელების ფრჩხილების ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები, თმის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუში, ნაცხის ნიმუში, გარდაცვლილ ნ----–--- პ------–---–ის გვამზე ნანახი ნაჭერი, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, ხელების ანაწმენდების ნიმუშები, ხელების ფრჩხილების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, ქვა, ფოთლები, ანაწმენდის ნიმუშები, სიხლის ნიმუში, სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

მომწვანო ფერის პირსახოცი, ზეწარი სისხლისმაგვარი ლაქით, გადასაფარებლები სისხლისმაგვარი ლაქით, საბანი სისხლისმაგვარი ლაქებით, ჩიხოლი სისხლის მაგვარი ლაქებით, ბალიში და ზეწარი სისხლისმაგვარი ლაქებით, სურათი დაზიანებული მინით, კარების შიდა და გარე სახელურები, კბილის პროთეზი, ხალათი და პირსახოცი სისხლისმაგვარი ლაქებით, თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი სისხლის მაგვარი ლაქებით, ე.წ. „ტრილიჟის“ უჯრის კორპუსი, დეზოდორანტი, ჩუსტი, ფანარი, ,,FLY“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, პოლიეთილენის პარკი და კანფეტებისთვის გათვალისწინებული პაკეტები, პაკეტებში მოთავსებული კანფეტები, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, 8 ცალი კოლოფი, სავარაუდოდ პარფიუმერიის საშუალებებით, ფარდები, საყურე, კულონი, ერთი ცალი მუყაოს კოლოფი სავარაუდოდ პარფიუმერიის საშუალებით, დენის ჩამრთველი, შავი ფერის ხელჩანთა მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებით, ნ----–--- პ------–---–ის ტანსაცმელი, ო----- რ---------–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, სამი ცალი გასაღები, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული შარვალი, ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მობილური ტელეფონი, ხელთათმანები, შავი ფერის ქურთუკი, საფულე მასში არსებული პირადი ნივთებით, იარაღის შენახვის ნებართვა, პატრონტაჟი ვაზნებით და მასრებით, სანადირო თოფი, საქმეზე საბოლო გადაწყვეტლების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;

ფოტოსურათები ჩაწერილი 1 ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე