განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002299726
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/60-18 11 მაისი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031080218002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი
ბრალდებული: სახიბ ბაბაქიშიევი
მამის სახელი: ისმაილ
დაბადებული: 1963 წლის 12 ოქტომბერი
პირადი ნომერი: 28001105012
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი ყიზილაჯლო სამედ ვურღუნის ქუჩა N2
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
სახიბ ბაბაქიშიევმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
სახიბ ბაბაქიშიევი გასამართლებული იყო რა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვალს ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა შენახვისათვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის, სახიბ ბაბაქიშიევმა კვლავ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 3,2567 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 8 თებერვალს, ქ. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ჩატარებული სახიბ ბაბაქიშიევის პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
უდავოდ ცნობილი 2018 წლის 8 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენლია, რომ სახიბ ბაბაქიშიევს ქ. მარნეულში, 26 მაისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული მუქი ყავისფერი ნივთიერება.
ასევე უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის N227/სქ-313/ქრ დასკვნის თანახმად სახიბ ბაბაქიშიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მუქი ყავისფერი, პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული ნივთიერება, წონებით:1,3922 გრამი; 3,7996 გრამი და 1,4271 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა-3,2567 გრამი.
2018 წლის 10 თებერვლის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N701185 დასკვნის თანახმად სახიბ ბაბაქიშიევს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) და ფსიქოტროპული ნივთიერება - ბენზოდიაზეპინების მოხმარების ფაქტი.
მოწმე არიფ აივაზოვის ჩვენებით დასტურდება რომ 2018 წლის 8 თებერვალს იმყოფებოდა თანასოფლელ სახიბ ბაბაქიშიევთან ერთად ავტომანქანით, ჯანდარის გადასახვევთან, რა დროსაც პოლიციის მანქანამ ისინი გააჩერა. პოლიციამ ჩაატარა მათი პირადი ჩხრეკა და ასევე ავტომანქანის ჩხრეკა. არიფ აივაზოვის განმარტებით, მან დაინახა რომ სახიბ ბაბაქიშიევის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო რაღაც მასა.
მოწმე დიტო გიგანის ჩვენებით დასტურდება, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სახიბ ბაბაქიშიევს თანამშრომელ ალი გასანოვთან ერთად ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული მუქი ყავისფერი ნივთიერება.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით სახიბ ბაბაქიშიევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად შეიკრიბა ზემოაღნიშნული სასჯელები და სახიბ ბაბაქიშიევს საბოლოოდ სასჯელის საედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 (ოცდაშვიდი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სახიბ ბაბაქიშიევს განესაზღვრა 26 (ოცდაექვსი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით სახიბ ბაბაქიშიევი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და აღნიშნული მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 15(თხუთმეტი ) დღის ვადით.
2016 წლის 30 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით სახიბ ბაბაქიშიევი გათავისუფლდა პირობით ვადამდე -01(ერთი) წლით, 07 (შვიდი ) თვითა და 08 (რვა) დღით ადრე.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა სახიბ ბაბაქიშიევის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ სახიბ ბაბაქიშიევის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მოწმე ბახრუზ აბდურახმანოვის, არიფ აივაზოვის, დიტო გიგანის, ალი გასანოვის, გიორგი დევდარიანის, იური ქველაძის, გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 8 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნარკოტიკული საშუალების შემცველ ნივთიერებას, ქიმიური ექსპერტიზის N227/სქ-313/ქრ დასკვნას, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N 701185 დასკვნას, 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენს, 2016 წლის 30 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, სახიბ ბაბაქიშიევის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ სახიბ ბაბაქიშიევი, იყო რა გასამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ სახიბ ბაბაქიშიევმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. სახიბ ბაბაქიშიევის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს სახიბ ბაბაქიშიევის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სახიბ ბაბაქიშიევს საქართველოს სსკ-ის 260-ე მესამე ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10(ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად უნდა გაუქმდეს სახიბ ბაბაქიშიევის მიმართ 2016 წლის 30 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1(ერთი) წლის 7(შვიდი) თვისა და 8(რვა) დღის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სახიბ ბაბაქიშიევს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, სახიბ ბაბაქიშიევს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, 10(ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი სახიბ ბაბაქიშიევის პირადობის მოწმობა, უნდა დაუბრუნდეს სახიბ ბაბაქიშიევს. ცნობა გაცემული სახიბ ბაბაქიშიევის სახელზე, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს სახიბ ბაბაქიშიევს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ზაურ ბაბაქიშიევის პირადობის მოწმობა უნდა დაუბრუნდეს ზაურ ბაბაქიშიევს. ხოლო ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახიბ ბაბაქიშიევი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მესამე ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10(ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს სახიბ ბაბაქიშიევის მიმართ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული და 2016 წლის 30 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1(ერთი) წლის 7(შვიდი) თვისა და 8(რვა) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სახიბ ბაბაქიშიევს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
სახიბ ბაბაქიშიევს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 8 თებერვლიდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, სახიბ ბაბაქიშიევს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, 10(ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;
სახიბ ბაბაქიშიევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- სახიბ ბაბაქიშიევის პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს სახიბ ბაბაქიშიევს.
- ზაურ ბაბაქიშიევის პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს ზაურ ბაბაქიშიევს.
- ცნობა გაცემული სახიბ ბაბაქიშიევის სახელზე დაუბრუნდეს სახიბ ბაბაქიშიევს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს სახიბ ბაბაქიშიევს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე