გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
130210018002374534
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002374534

2-405-18

დამატებითი გადაწყვეტილება

№2-405-18

საქართველოს სახელით

8 მაისი, 2018 წელი. ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

მოსარჩელე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----“

წარმომადგენელი ლარისა ჩადუნელი

მოპასუხე ხ-–------------–----–---------------

წარმომადგენლები მ------------------------------------–--ე

დავის საგანი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს გადახდევინება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----ს“ სარჩელი და ხ-–------------–----–------- დაეკისრა 12 737 ლარის და 37 თეთრის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა;

მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეს დაეკისროს ,,ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები ქვითარში მითითებული ოდენობით“. სასამართლოს ეს საკითხი არ გადაუწყვეტია;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის და 31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია ზეპირი განხილვის გარეშე განიხილოს და თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი;

აღნიშნულ დავაში შპს ,,ჩ----ს“ წარმომადგენელი იყო ლარისა ჩადუნელი (იხ. რწმუნებულება. ს.ფ. 66). წარმოდგენილი საგადახდო დავალების თანახმად, შპს ,,ჩ----მ“ ლარისა ჩადუნელს გადაუხადა 250 ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისას, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა;

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს, თავისი ინიციატივით გამოაქვს დამატებითი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში, დავის კატეგორიის, დავის საგნის ღირებულების მხედველობაში მიღებით, გონივრულ ოდენობად მიაჩნია 100 (ასი) ლარი, - რაც უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ;

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე 284-286-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ,დ ა ა დ გ ი ნ ა :

N2-405-18 სამოქალაქო საქმეზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----ს“ სარჩელისა გამო ხ-–------------–----–---------------სთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს გადახდევინების თაობაზე, გამოტანილი იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება - გადაწყვეტილი იქნეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის საკითხი შემდეგნაირად: ხ-–------------–----–---------------ს გადახდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----ს“ სასარგებლოდ 100 (ასი) ლარი - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი;

დამატებითი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდეს მხარეებს;

დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი