განაჩენი

სისხლის სამართლის 18.05.2018
საქმის ნომერი
010100118002385186
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100118002385186

საქმე №1-325/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

18 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე _ ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი _ თამუნა აბაშიძე

 

პროკურორი - ა-–---------- ძ-------ე

ადვოკატი - შ----ა ჯ---–--ე

 

ბრალდებული: ა---- ძ-----–---–ი

მამის სახელი: ს---ო

პირადი ნომერი: 0----------

დაბადების თარიღი: 1-.0-.1--2 წელი

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი

ნასამართლობა: ნ----------–---------------

მცხოვრები: ხ--–----------------–----–------ი, ს------–--–-----–ა

 

ქმედების კვალიფიცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

ა) სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა---- ძ-----–----–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 07 მარტს, დაახლოებით 09:30 საათზე, ზ---------------–--ის ქ---------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---- ძ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე თმებში მოქაჩვით და წაქცევით ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მ--------------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბ) სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა---- ძ-----–----–მა ჩაიდინა სექსუალური ხასიათის შეღწევა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლი ოჯახის წევრის სხეულში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 23 აპრილს, ქ---------–---------------–--ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, სრულწლოვანმა ა---- ძ-----–---–მა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტ წლის ასაკს მიუღწეველ, მ--------------სთან, რომლთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, დაამყარა სქესობრივო კავშირი.

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ა---- ძ-----–---–მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

 

ა---- ძ-----–---–ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: მარიამ ბერიძის, ტატიანა ბერიძის, ა---- ძ-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, დადგენილება-სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მარიამ ბერიძის ანკეტური მონაცემები, ა---- ძ-----–---–ის ანკეტური მონაცემები, მიმართვის წერილი რეფერალურ საავადმყოფოს, ბავშვის დაბადების მოწმობა.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

 

ზემოაღნიშნული მუხლი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს (2012 წლის 23 აპრილი), ჩამოყალიბებული იყო შემდეგი რედაქციით: სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, - ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 11--ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1-11, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის სანქცია, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს, ითვალისწინებდა უფრო მსუბუქ სასჯელს (თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე), ვიდრე დღეს მოქმედი რედაქცია (თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლს (ოჯახური დანაშაული) და ამავე კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილს, რომელშიც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მითითებულია დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, საერთოდ არ ითვალისწინებდა დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

 

ამდენად, ა---- ძ-----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლზე (2012 წლის 23 აპრილს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლზე მიუთითებლად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- ძ-----–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (2012 წლის 23 აპრილს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად (2012 წლის 23 აპრილს მოქმედი რედაქცია), სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, - ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გამოვლენილა), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, იგი არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან და თვლის, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ა---- ძ-----–---–ს უნდა დაენიშნოს პირობითი მსჯავრი.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა---- ძ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. ა---- ძ-----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2012 წლის 23 აპრილს მოქმედი რედაქცია).

 

3. ა---- ძ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2012 წლის 23 აპრილს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და ა---- ძ-----–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5. ა---- ძ-----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 07 მარტიდან 2018 წლის 18 მაისის ჩათვლით.

 

6. ა---- ძ-----–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ა---- ძ-----–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი