განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2018
საქმის ნომერი
010100117002002600
დავის ტიპი
126 1
თარიღი
19.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002002600

1-603/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე

 

პროკურორი - თ--------------–--ლი

 

ბრალდებული - ზ---- ჩ-----ძე (დასწრების გარეშე)

ადვოკატი - მა-------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N171140517001

 

ბრალდებული: ზ---- ჩ-----ძე

მამის სახელი: ზ-------

დაბადებული: 10.08.1-----–--–-------------------------------------------------------------------------------–----–---------------------------–-------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 14 მაისს, დაახლოებით 04;00 საათზე ქ. ბათუმში, ნ ფიროსმანის ქუჩა N 16-ში არსებულ შპს „იალჩინი მარკეტში“ ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ---- ჩ-----ძემ სახის არეში ხელის დარტყმით მოლარე-ოპერატორ შ------- ბ---–--ლს მიაყენა დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

3. დაზარალებულ შ------- ბ---–--ლის დაკითხვის ანალიზით დგინდება, რომ 2017 წელს მუშაობდა ქ. ბათუმში შპს „იალჩინი მარკეტში“ მოლარე ოპერატორად. 13 მაისს იმყოფებოდა სამსხურში და ასრულებდა თავის მოვალეობას. დღის განმავლობაში მაღაზიაში რამოდენიმეჯერ შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ---- ჩ-----ძე და მოსთხოვა უფასოდ გადაეცა მისთვის სიგარეტი რაზედაც შ------- ბ---–--ლმა უარი განუცხადა. დაახლოებით 04 საათზე ზ---- ჩ-----ძე ისევ შევიდა მაღაზიაში და ისევ მოსთხოვა სიგარეტი თუმცა შ------- ბ---–--ლისგან ისევ უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენებულმა ზ---- ჩ-----ძემ შ------- ბ---–--ლს ერთხელ დაარტყა სახეში ხელი და დატოვა შემთხვევის ადგილი. დარტყმის შედეგად შ------- ბ---–--ლმა ძლიერი ტკივილი განიცადა.

 

4. დაზარალებულ შ------- ბ---–--ლის მიერ აღწერილი გარემოება და ის ფაქტი რომ მან ზ---- ჩ-----ძემ სცემა შ------- ბ---–--ლი სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს სალომე თურმანიძემ და სოფიო კირკიტაძემ.

 

5. 2017 წლის 18 მაისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა შ------- ბ---–--ლმა ამოიცნო ზ---- ჩ-----ძე.

 

6. 2017 წლის 18 მაისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე სოფიო კირკიტაძემ ამოიცნო ზ---- ჩ-----ძე.

 

7. 2017 წლის 18 მაისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე სალომე თურმანიძემ ამოიცნო ზ---- ჩ-----ძე.

 

8. საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა თ------–----ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღო წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ შედგენილი ოქმები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისა და შედეგებს. ასევე მის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

9. ზ---- ჩ-----ძის ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დროს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, (დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია) რომელთა ერთობლიობა სრულად გამორიცხავს ეჭვს და ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---- ჩ-----ძემ ცემა შ------- ბ---–--ლი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

12. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ცემა ან ძალადობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

14. ზ---- ჩ-----ძის მიერ შ------- ბ---–--ლის ცემის ფაქტი დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.

 

15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- ჩ-----ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

16. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

17. ზ---- ჩ-----ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია

 

18. ზ---- ჩ-----ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

19. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

20. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

21. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

22. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

24. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ---- ჩ-----ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ---- ჩ-----ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ზ---- ჩ-----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზ---- ჩ-----ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებული იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულ ზ---- ჩ-----ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი