გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/164-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო
წარმომადგენელი - გ---–-- ღ------–---ი
მოპასუხე - შპს „ა----------------------“
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ა----------------------ს“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ 580 ( ხუთას ოთხმოცი) ლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, 2015 წლის 20 მარტს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და შპს „ა----------------------ს“ შორის გაფორმებულ იქნა №185 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო უზრუნველყო შპს „ა----------------------ს“ ობიექტის (წყალტუბოს რაიონი სოფელი ქ-------ი) დაცვა პერიმეტრიული სიგნალიზაციის მეშვეობით. რისთვისაც მოპასუხეს ყოველ თვეში უნდა გადაეხადა მომსახურეობის საფასური 145 ლარის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია თავისი ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა დაცვის მომსახურეობის საფასური, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოშობა. შპს „ა----------------------სა“ და შსს სსიპ დაცვის პოლიციას შორის 2018 წლის 01 მარტს შეწყდა ხელშეკრულება და დავალიანებამ შეადგინა სულ 580 (ხუთას ოთხმოცი) ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ა----------------------ს“ წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 დადგენილია, რომ 2015 წლის 20 მარტს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და შპს „ა----------------------ს“ შორის გაფორმებულ იქნა №185 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შემსრულებელმა აიღო ვალდებულება უზრუნველყო შპს „ა----------------------ს“ ობიექტის (წყალტუბოს რაიონი სოფელი ქ-------ი) დაცვა. ამავე ხელშეკრულებით მომსახურების ღირებულება ერთ თვეში განისაზღვრა 145 ლარის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, რის შესახებ ვალდებულნი არიან ათი დღით ადრე წერილობით აცნობონ ერთმანეთს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 20 მარტის ხელშეკრულება №185.
3.1.2. დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 2018 წლის 23 თებერვლის მიმართვით შპს „ა----------------------ს“ ეცნობა დავალიანების შესახებ და აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომსახურების შეწყვეტისა და სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 2018 წლის 23 თებერვლის წერილი.
3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 01 მარტის N MIA 9 18 00495700 ბრძანებით 2018 წლის 01 მარტიდან შეწყვეტილი იქნა იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს დაცვაში მყოფი შპს „ა----------------------ის“ ობიექტის მდებარე: წყალტუბოს რაიონი სოფელ ქ-------ში , ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 01 მარტის N MIA 9 18 00495700 ბრძანება.
3.1.4. დადგენილია, რომ შპს „ა----------------------ს“ (ს/კ 205261811) დებიტორული დავალიანება 2018 წლის 01 მარტის მდგომარეობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ შეადგენს 580,00 ( ხუთას ოთხმოცი ლარი 00 თეთრი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის 2018 წლის 05 მარტის ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები სადავოდ არ არის გამხდარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი; 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რის გამოც აღნიშნული დავა ადმინისტრაციული წესით განხილვას ექვემდებარება (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის № ბს-1078-1030(გ-07) გადაწყვეტილება).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ა----------------------მ“ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ დაცვის მომსახურების სანაცვლოდ მოსარჩელისათვის არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ჯამში - 580 (ხუთას ოთხმოცი) ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, რის გამოც არსებობს ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოპასუხეზე დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ა----------------------ს“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ა----------------------ს’’ (პ/ნ 205261811) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 580 (ხუთასოთხმოცი) ლარის გადახდა.
3. შპს ,,ა----------------------ს’’ (პ/ნ 205261811) დაეკისროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი