განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2018
საქმის ნომერი
110100117002112732
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117002112732

N1/136-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 მაისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე,სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი, ნათია ლუტიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----–- გ-------- ძე მ-------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------------------------------------;

 

ადვოკატი - ნ----- ც---–----;

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ 111.126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); 2. საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2017 წლის თებერვლის თვიდან, ქ------- მ-------ე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–- მ-------ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონში, უ------- ქ----------–-. ოჯახის შექმნიდან რამდენიმე დღეში, ი-----–- მ-------ემ დაიწყო ალკოჰოლის მოხმარება, რა დროსაც ქ------- მ-------ეს აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: - 2017 წლის მარტის თვეში, ღამის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ-------ემ, უმიზეზოდ, დედისა და ოჯახის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ-------ეს, რის შემდეგაც ფეხი ჩაარტყა ფერდისა და სახის არეში, ასევე, ორივე ხელი დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ-------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის აპრილის თვის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ-------ემ, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ-------ეს, რის შემდეგაც მუცელში დაარტყა ფეხი, ხოლო გაშლილი ხელი - სახის არეში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ-------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის აპრილის თვეში, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ-------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ-------ეს, რის შემდეგაც ხელები და ფეხები რამოდენიმეჯერ დაარტყა მთელ სხეულზე. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ-------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის მაისის თვის დასაწყისში, ღამის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ-------ემ, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ-------ეს, რის შემდეგაც დეზედორანტის ალუმინის ქილა რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ-------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

აღნიშნულის შემდგ, 2017 წლის ივნისის თვის დასაწყისში, ღამის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ-------ემ, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ-------ეს, რის შემდეგაც ხელები და ფეხები რამოდენიმეჯერ დაარტყა სახესა და მთელ სხეულზე. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ-------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 2----------ზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ-------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ------- მ-------ეს, რის შემდეგაც ხელები და ფეხები რამოდენიმეჯერ დაარტყა მთელ სხეულზე. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ქ------- მ-------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

2. 2017 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 2----------ზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- მ-------ემ, მეუღლეს, ქ------- მ-------ე, მიღებული მოკლეტექსტური შეტყობინების გამო, ხელიდან გასტაცა „------- S--G----/D-“ ფირმის მობილური ტელეფონი და იატაკზე ძლიერად დანარცხების შედეგად დააზიანა, რითაც ქ------- მ-------ეს მიაყენა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2017 წლის მარტის თვეში, აპრილის თვის დასაწყისში, აპრილის თვეში - საღამოს საათებში, მაისის თვის დასაწყისში - ღამის საათებში, ივნისის თვის დასაწყისში - ღამის საათებში და 21 ივლისს - დაახლოებით 2----------ზე, ი-----–- მ-------ეს, ქ------- მ-------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

4. 2017 წლის 21 ივლისს, ი-----–- მ-------ეს, მეუღლის, ქ------- მ-------ის კუთვნილი „------- S--G----/D-“ ფირმის მობილური ტელეფონი არ დაუზიანებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

5. 2017 წლის 8 თებერვლის ქორწინების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ ქ------- მ-------ე და ი-----–- მ-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2017 წლის 8 თებერვლიდან.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქ------- მ-------ე და ი-----–- მ-------ე არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------- ლ-----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, უ------- ქუჩა N---/68-ში ი-----–- მ-------ის მეზობლად. 2017 წლის თებერვლის თვიდან გადავიდნენ ქ-------ი და ი-----–- მათ კორპუსში საცხოვრებლად და აქვთ კარგი ურთიერთობა. მისთვის უცნობია ქ-------სა და ი-----–-ს შორის არსებული უთანხმოების შესახებ. მოწმის განმარტებით მას არასდროს გაუგია მ-------ეების ოჯახიდან ყვირილის ან ხმაურის ხმა. არასდროს უნახავს ქ-------ი დაზიანებებით. არც მის მეუღლეს უთქვამს მისთვის, რომ ხმაური გაიგო მ-------ეების ოჯახიდან, ან დაზიანებებით ნახა ქ-------ი.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ-------- მ------------ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. დაზარალებულ ქ------- მ-------ის განცხადებისა და გამოკითხვის საფუძველზე, 2017 წლის 31 ივლისს, ხელმძღვანელობის დავალებით, ქ.ზესტაფონში, კოსტავას ქუჩაზე (საყავრიაში), სპარტაკ ქარდავასთან ერთად, მოახდინა ი-----–- მ-------ის დაკავება. დაკავების შემდეგ კი ი.მ-------ე გადაიყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 30 ივლისს, მოახდინა დაზარალებულ ქ------- მ-------ის გარეგნული დათვალიერება და გადაიღო სურათები. შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. დაზარალებულმა ქ.მ-------ემ განუმარტა, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ - ი-----–- მ-------ემ.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ა------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ი-----–- მ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა ი.მ-------ეს და გამოითხოვა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია ამ უკანასკნელის მიმართ.

 

12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 30.07.1-–-----------------ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ქ------- მ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა და შუა მესამედების დონეზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე ცენტრში მომწვანო, პერიფერიაზე მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 11.5X6.8სმ. გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში, მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 5.5X3.2სმ. მარცხენა ბარძაყის გარეთა და უკანა ზედაპირებზე და შუა მესამედების დონეზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ვრცელი სისხლნაჟღენთი ზომით 24.5X21.2სმ).

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

13. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ქ------- მ-------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

14. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–- მ-------ემ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

15. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეები - ემა როსტიაშვილი და შოთა თათვიძე.

 

16. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 126-ე მუხლი) სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, ძალადობა, ისევე როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, მატერიალური შემადგენლობისაა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა.

 

სისტემატური ცემაა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ასე შემდეგ. თანაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით. ამასთან, აღნიშნულ ქმედებებს, ცემას შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გაგებულ უნდა იქნეს როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის ძალადობის დროს. ძალადობა ცემისგან განსახვავდება რამდენიმე ნიშნით: 1) ამ დროს ცემას აქვს სისტემატური ხასიათი; 2) ცემა იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ხოლო ძალადობა ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას; 3) ცემას არ უნდა მოჰყვეს თუნდაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხოლო ძალადობას შეიძლება მოჰყვეს ეს შედეგი, თუმცა მისი დადგომა სავალდებულო არ არის ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა სახეში, რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედება - დარტყმა, თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა თერმული საშუალებებით ზემოქმედება და სხვა). სხვაგვარი ძალადობის შემადგელობას წინ არ უძღვის მითითება სისტემატურობაზე, მაგრამ სხვაგვარი ძალადობაც უმეტესად (თუმცა არა ყოველთვის) სისტემატური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედებები არ ჩაითვლება ამ დანაშაულის ხერხად, რადგანაც ერთჯერადად ჩადენისას ისინი, როგორც წესი, ვერ გამოიწვევენ დაზარალებულის ვერც ფიზიკურ და ვერც ფსიქიკურ ტანჯვას, თუმცა შეიძლება გამოიწვიონ ფიზიკური ტკივილი. იშვიათ შემთხვევაში, სხვაგვარი ძალადობა შეიძლება იყოს ერთჯერადი ხასიათის, მაგალითად ბრჩხილის ამოძრობა, ანთებული სიგარეტის ტანზე მიწვა და სხვა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის (სსკ 126 მუხლი) არაა სავალდებულო დამნაშავემ მიმართოს ძალადობის მხოლოდ რომელიმე ერთერთ ხერხს (მაგალითად სისტემატურ ცემას), შესაძლებელია პირმა გამოიყენოს სხვადასხვა ხერხი. მაგალითად იგი ხან სცემს დაზარალებულს, ხანაც ერთხელ ურტყამს ხელს ანდა მკვრივ საგანს, თმებით ათრევს, ზემოქმედებს ანთებული სიგარეტით, ელექტრო შოკით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

17. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი-----–- მ-------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ი-----–- მ-------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში (სისტემატურ ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში), შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი-----–- მ-------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში (სისტემატურ ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში). აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ი-----–- მ-------ის მხრიდან დაზარალებულ ქ------- მ-------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- მ-------ეს დაზარალებულ ქ------- მ-------ის მიმართ ძალადობა - სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედება - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 1 აგვისტოს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, დაზარალებულ ქ------- მ-------ისგან ამოიღო მობილური ტელეფონი. აღნიშნულზე, მის მიერ შედგენილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ და ამოღების ოქმი, რაც დადასტურებულია ხელის მოწერით მასში მონაწილე პირების მიერ.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ა------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ი-----–- მ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

 

20. 2017 წლის 1 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მის: ქ.ზესტაფონი, თ----------------------, დაზარალებყულ ქ------- მ-------ისგან, ნებაყოფლობით ამოღებული იქნა დაზიანებული მოვერცხლისფრო ფერის „-------“-ის ფირმის მობილური ტელეფონი ეკრანის გარეშე, პოლიმერული მასალის საცავით. მობილურ ტელეფონს, ეკრანის გარეშე, ზედა და ქვედა სექტორი აქვს მინის გაბზარული ნაწილები. მარცხენა გვერდით მხარეს კორპუსზე აღენიშნება ლითონის ნაწილის დეფორმირების კვალი. დაზიანებული „-------“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ეკრანის გარეშე დაილუქა პოლიეთილენის პარკში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით.

 

21. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული და სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ მობილური ტელეფონის დათვალიერებისას დადგინდა, რომ მას დაზიანებული აქვს ეკრანი (იხ. ფოტოები N9, 10, 11). შემდეგ მოხდა ტელეფონის მიერთება კვების წყაროსთან და განხორციელდა მისი ჩართვის მცდელობა, რის შემდეგაც მობილური ტელეფონი ჩაირთო. აქედან გამომდინარე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად საჭიროა მისი ეკრანის ჩანაცვლება ტექნიკურად გამართული ეკრანით.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ექსპლოატაციაში ნამყოფი ერთი ცალი, ,,S------ S--G----/D-’’-ს ტელეფონის საბაზრო ღირებულება 2017 წლის ივლისის თვის მდგომარეობით როგორც ვარგისის საორიენტაციოდ შეადგენდა 250 ლარს.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ექსპლოატაციაში ნამყოფი ერთი ცალი ,,S------ S--G----/D-’’-ს ტელეფონის დაზიანებული ეკრანის მსგავსის ახალი ეკრანის საბაზრო ღირებულება აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 200 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- შ--–--------ემ.

 

22. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმე - გ------- შა------ე.

 

23. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ქ------- მ-------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

24. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–- მ-------ემ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

25. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის (სსკ 187-ე მუხლი) ობიექტია საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას. დანაშაული არ ისახავს მიზნად დამნაშავის გამდიდრებას, მაგრამ მესაკუთრეს სერიოზულ ზიანს აყენებს, ვინაიდან მოქალაქეები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები განიცდიან მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს ან მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გამოიყენონ თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და სარგებელი მიიღონ მისგან. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. კოდექსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის სისხლისაამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნდა იყოს. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. განადგურებისაგან განსხვავებით, როდესაც ნივთი ფაქტობრივად ისპობა, დაზიანებისას, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება რესტავრაციის, რემონტის და სხვა საშუალებებით. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითაც. ნივთის განადგურება ან დაზიანება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს ამ შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. დანაშაულის ამსრულებელია ყველა კერძო, შერაცხადი და თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.

 

26. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი-----–- მ-------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ი-----–- მ-------ის ბრალეულობა სხვისი ნივთის დაზიანებაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი-----–- მ-------ის უდანაშაულობის შესახებ - სხვისი ნივთის დაზიანებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ი-----–- მ-------ის მხრიდან დაზარალებულ ქ------- მ-------ის მობილური ტელეფონის დაზიანების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- მ-------ეს დაზარალებულ ქ------- მ-------ის მობილური ტელეფონი არ დაუზიანებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, § 40).

 

29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

30. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N-------), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

31. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

33. სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-----–- მ-------ის მიერ ქ------- მ-------ის მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი ირიბი მოწმის ემა როსტიაშვილის 2017 წლის 30 ივლისის გამოკითხვის ოქმი, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული საქმის არსებითი განხილვის დროს. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-----–- მ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N------- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სასამართლო კი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მოწმე ემა როსტიაშვილის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სინამდვილე, ვინაიდან იგი სრულად ეყრდნობა დაზარალებულ ქ------- მ-------ის მიერ გავრცელებულო ინფორმაციას დაზიანებების მიმყენებელი პირის ნაწილში, სასამართლო არ იზიარებს მოწმე ემა როსტიაშვილის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.

 

34. სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია ქ------- მ-------ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება.

 

35. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ე-–--- გ--–--ეს, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმის ჩვენებას, ვინაიდან გარემოება, რის საფუძველზეც მოხდა მოწმის დაკითხვა - კერძოდ კი გარეგნული დათვალიერების ოქმი, სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად, მტკიცებულება - ე-–--- გ--–--ის ჩვენება დაუშვებელია და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ი-----–- მ-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან საქართველოს სსსკ 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

36. ასევე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა გონივრულ ეჭვს მიღმა, რომ 2017 წლის 21 ივლისს, სწორედ ი-----–- მ-------ემ დაუზიანა ტელეფონი ქ------- მ-------ეს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ადასტურებენ იმ გარემოებას რომ 2017 წლის 1 აგვისტოს ქ.მ-------ისგან ამოღებული იქნა დაზიანებული მობილური ტელეფონი, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული იქნა, რომ ტელეფონი ნამდვილად დაზიანებულია და დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. სხვა მტკიცებულება კი, რომლითაც დადასტურდებოდა ი-----–- მ-------ის მიერ ქ------- მ-------ის მობილური ტელეფონის დაზიანების (დაგდების) ფაქტი, სასამართლოში არ წარმოდგენილა. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ი-----–- მ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი ირიბი მოწმის ჩვენების და ექსპერტიზების დასკვნების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ი-----–- მ-------ე მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

37. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–- მ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

 

ი-----–- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს N1--------- განჩინებით ქ------- მ-------ის (პ.ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ.ზესტაფონი, უ------- ქუჩა, N---, ბინა N69, საკადასტრო კოდით 3------------------) დადებული ყადაღა;

 

გამართლებულ ი-----–- მ-------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: ქ------- მ-------ისგან ამოღებული ,,S------’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე