გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N231210018002329902-2/037-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,16” მაისი, 2018 წელი ქ. ბორჯომი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე
მოსარჩელე - შპს ,,ო--–--- ფ-----ს“
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოპასუხე - ა-- კ------ე
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა-- კ------ეს შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2000 ლარის გადახდა, საიდა--ც სესხის ძირი თანხა შეადგენს 800 ლარს, პროცენტი - 154,88 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 1045,12 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ წარმომადგენელმა ნ-------------–---–მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და ითხოვა მოპასუხე ა-- კ------ეს პირგასამტეხლოის სახით დაეკისროს 295,12 ლარი.
საბოლოოდ შპს ,,ონ--–--- ფ-----სი“ ითხოვს ა-- კ------ეს შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1250 ლარი, აქედან 800 ლარი – ძირითადი თანხა; 154.88 ლარი – პროცენტი; 294,12 ლარი - პირგასამტეხლო.
1.2. ა-- კ------ეს შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკა--სკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის გადახდა.
1.3. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,ო--–--- ფ-----სსა“ და ა-- კ------ეს შორის, 2016 წლის 2--------–- ელექტრონული ფორმით დაიდო N8--------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ა-- კ------ეზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 31 დღე, სესხის სრულად დაბრუნების თარიღი 2016 წლის 2-------, სესხის დღიური საპროცენტო გა--კვეთი 0,64%, ვადი ბოლოს დასაბრუნებელი სრული თანხა 958,72 ლარი, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე -100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - დაგვიანებული თანხის 2.00%.
მსესხებელმა გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების (სესხის გადავადება) ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობა და სესხის დაბრუნების თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 0------016წ.
მსესხებლის მიერ, ხელშეკრულება დაირღვა 2016 წლის 2-----–---, სესხის თანხა დაბრუნებული არ იქნა და აღნიშნული თანხა გამსესხებლისათვის დღემდე არ არის გადახდილი, რის შედეგად 26---.2018-ის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 9392,76 ლარს, საიდა--ც სესხის ძირი თანხაა 800 ლარი, პროცენტი - დღიური 0,64% სესხის ვადის 31 დღეზე - 154,88 ლარი, პირგასამტეხლო - 8437,88 ლარი. ერთჯერადი ჯარიმა საერთო ჯამში 150,00 ლარის ოდენობით და ყოველდღიური პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 2,00%-ის ოდენობით 2016 წლის 21 ივლისიდან მოყოლებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8287,88 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-- კ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 2--------–- შპს ,,ო--–--- ფ-----ს“ და ა-- კ------ეს შორის, გაფორმდა ო--–--- სესხის ხელშეკრულება N8---------, რომლითაც ა-- კ------ეზე 31 დღის ვადით გაიცა კრედიტი 800 ლარი, დღიური საპროცენტო გა--კვეთი 0,64 %, კლიენტის მიერ ვადის ბოლოს დასაფარი თანხა შეადგენდა 958,72 ლარის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინტერნეტ ო--–--- სესხის ხელშეკრულება N8--------- (ს.ფ. 14-25);
- N1------ საგადახდო დავალების ქვითარი (ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების თა--ხმად სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო სრულად 2016 წლის 2-------სათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინტერნეტ ო--–--- სესხის ხელშეკრულება N8--------- (ს.ფ.14-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 2-----–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მსესხებლის მიერ ჩარიცხული თანხების ამონაწერი (ს.ფ 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.4. 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით მოპასუხე ა-- კ------ის დავალიანება შპს ,,ონ--–--- ფ-----სის“ მიმართ შეადგენს 9392,76 ლარს, აქედან სესხის ძირი თანხა არის 800 ლარი, საკომისიო 154,88 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 8437,88 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 29);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ა-- კ------ემ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნობ სასარჩელო მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, 416-418-ე, 623-ე, 867-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თა--ხმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თა--ხმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლია--დ ან ნაწილობრივ.
მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მისი დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ სარჩელი ა-- კ------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თა--ხმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილი იქნა მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მხარეთა შეთანხმებას შეიცავს 2016 წლის 2--------–-- ინტერნეტ ო--–--- სესხის ხელშეკრულება, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლია--დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თა--ხმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა, მოპასუხემ კი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი სცნო მოსამზადებელ ეტაპზე, ხოლო ნაწილი მთავარ სხდომაზე, რის გათვალისწინებითაც მოპასუხე ა-- კ------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 5,90 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ-----სს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 44,10 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ სარჩელი მოპასუხე ა-- კ------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ა-- კ------ეს (პ/ნ-1----------) მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ (ს/კ-4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 1250 ლარის გადახდა, საიდა--ც სესხი ძირი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 154,88 ლარი, პირგასამტეხლო - 294,12 ლარი.
3. ა-- კ------ეს (პ/ნ-1----------) მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ-----სის“ (ს/კ-4--------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკა--სკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სა--ცვლოდ 5,90 ლარი.
4. მოსარჩელე შპს ,,ო--–--- ფ-----სს“ (ს/კ-4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრინდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 44,10 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლუიზა თოდუა