გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
080210017002048873
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210017002048873

N2/2356-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.05.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - რ----- გა-----–-ძე;

წარმომადგენელი - ია გა-–---–-ძე;

მოპასუხეები –კო-- ჯა-----ძე, რ---ზ ქა----–--ე;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხებს კო-- ჯა-----ძეს და რ---ზ ქა----–--ეს რ----- გა-----–-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 10307 ლარის ოდენობით.

1.2. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებად მიუთითებს შემდეგ გარემოებებს: 2016 წლის 23 მაისს თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანთან (ზესტაფონი–ქუთაისის გზა) მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც რ----- გა-----–-ძე მგზავრობდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილით, ხოლო მოპასუხე კო-- ჯა-----ძე ქვიშით დატვირთული სატვირთო ავტომობილით, საპირისპირო მიმართულებით. გადაჭარბებული სიჩქარის გამო სატვირთო ავტომანქანა მოსახვევში ამოტრიალდა და დააზიანა მოსარჩელის ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რ----- გა-----–-ძემ მიიღო ტრამვა, კერძოდ, გატეხილი ჰქონდა ლავიწის ძვალი, რის გამოც ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია, ოსტეოსინთეზი მავთულის სერკლიაჟით. რაც შეეხება ავტომობილს, იგი იმდენად დაზიანდა, რომ შეუძლებელი გახდა მისი შეკეთება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც რ----- გა-----–-ძე ცნობილია დაზარალებულად, ამავე დროს დადგინდა კო-- ჯა-----ძის ბრალეულო--. რ----- გა-----–-ძის ოპერაციის ხარჯები აანაზღაურა სახელმწიფომ, თუმცა მას სხეულში ჩადგმული აქვს ოსტეოსინთეზი მავთულის სერკლიაჟით, რომელიც ოპერაციის გზით უნდა ამოიღოს და აღნიშნულისათვის საჭიროა 660 ლარი. ავტომობილში, რომელიც ჩამოყვანილი ჰყავდა აშშ–დან, გადახდილი აქვს 2650 აშშ დოლარი, დღეის მდგომარეობით 6360 ლარი, განბაჟებაში გადაიხადა 3081 ლარი, ხოლო საჯარიმო ავტოსადგმიდან გამოყვანისათვის 206 ლარი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება ეკისრება როგორც მძღოლს, ასევე ავტომობილის მესაკუთრეს, ამიტომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე რ---ზ ქა----–--ემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა კო-- ჯა-----ძის ბრალეულო--, რომელსაც უნდა აენაზღაურებინა კიდეც ზარალი. რაც შეეხება მას, არანაირი ბრალეულო-- არ მიუძღვის, მეტიც, ისიც დაზარალებულია, რადან ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისი კუთვნილი სატვირთო ავტომობილიც გამოუსადეგარი გახდა და არც მისთვის გადაუხდია მძღოლს მიყენებული ზიანი.

2.2. კო-- ჯა-----ძეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე კი სარჩელი არ ცნო.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 მაისს თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანში გამავალ საავტომობილო გზის 211–ე კილომეტრზე კო-- ჯა-----ძე სილით დატვირთული, ტექნიკურად გამართული „სკანიას“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით AI-055-IA, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და გადაბრუნდა, რა დროსაც მისაბმელიდან გადმოყრილი სილა შეეჯახა საპირისპირო მხრიდან მოძრავ „მერსედეს–ბენც ML“–ის მოდელის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით CE 111 VA. დაჯახების შედეგად ავტომობილი გადავიდა გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს და ამოტიალდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო რ----- გა-----–-ძემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განაჩენით კო-- ჯა-----ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნო-- შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 15 აგვისტოს განაჩენი (ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებს);

3.1.2. დადგენილია, რომ „სკანიას“ მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით AI-055-IA, რომელსაც მართავდა კო-- ჯა-----ძე, ეკუთვნის რ---ზ ქა----–--ეს, ხოლო ავტომანქანა „მერსედეს–ბენც ML“–ის მოდელის, სახელმწიფო ნომრით CE 111 VA, საიდენტიფიკაციო ნომრით 4JGAB54E62A315430, ეკუთვნის რ----- გა-----–-ძეს.

სასამართლო ეყრდნო-- შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს მომსახურების სააგენტოს ცნო-- (იხ.ს.ფ. 117);

- 2017 წლის 15 აგვისტოს განაჩენი (ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებს);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დადგენილია, რომ რ----- გა-----–-ძეს ავტომანქანა „მერსედეს–ბენც ML“–ის მოდელის, საიდენტიფიკაციო ნომრით 4JGAB54E62A315430, ზაალ ბებიაშვილმა ჩამოუყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან 2016 წლის აპრილის თვეში, რისთვისაც გადაუხადა 2650 აშშ დოლარი, განბაჟების გარეშე.

 

დადგენილია, რომ რ----- გა-----–-ძემ მითითებული ავტომანქანის განბაჟებისათვის 2016 წლის 10 მაისს გადაიხადა 3081.12 ლარი.

 

თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მან დაზიანებული ავტომანქანა ჩააბარა ჯართში 2100 აშშ დოლარად.

სასამართლო ეყრდნო-- შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (იხ.ს.ფ. 113);

- შემოსავლის ორდერი (იხ.ს.ფ. 109);

- სასამართლოს სხდომის ოქმი (04.04.2018წ. 14.53.31)

3.2.2. რ----- გა-----–-ძის კუთვნილი ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გადაყვანილი იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე, მისი გამოყვანისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 206 ლარი.

სასამართლო ეყრდნო-- შემდეგ მტკიცებულებებს:

- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების მიღება–ჩაბარების აქტი (იხ.ს.ფ.106);

- შემოსავლის ორდერი (იხ.ს.ფ. 107);

3.2.3. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ რ----- გა-----–-ძე მოათავსეს სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, დიაგნოზით მარჯვენა ლავიწის მოტეხილო-- შეცილებით. შესაბამისად, 2016 წლის 24 მაისს ჩაუტარდა ოპერაცია მარჯვენა ლავიწის ღია რეპოზიცია ოსტეოსინთეზი მავთულის სკლერიაჟით. ოპერაციის ხარჯები დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. დადგენილია, რომ მოსარჩელე საჭიროებდა ოსტეოსინთეზის ამოღებას, რისთვისაც გადაიხადა 660 ლარი (ფირფიტის და სხვა საფიქსაციო მოწყობილობის ამოღება მოტეხილობის შეხორცების შემდეგ).

სასამართლო ეყრდნო-- შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამედიცინო ცნო-- NIV-100/ა (იხ.ს.ფ.109);

- „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ გაცემული ანგარიშ–ფაქტურა (იხ.ს.ფ. 110);

3.2.4. დადგენილია, რომ კო-- ჯა-----ძე რ---ზ ქა----–--ის დავალებით მართავდა „სკანიას“ მოდელის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით AI-055-IA, კერძოდ, ეზიდებოდა ქვიშას, რისთვისაც უნდა მიეღო გასამრჯელო.

სასამართლო ეყრდნო-- შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხეთა განმარტებები (სასამართლოს სხდომის ოქმი 04.04.2018წ)

3.2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში თავად მოსარჩელის განმარტებით დადასტურებულია, რომ მან დაზიანებული ავტომანქანა ჯართის სახით ჩააბარა 2100 აშშ დოლარად, ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რ----- გა-----–-ძისათვის მიყენებული ზიანის ოდენო-- შეადგენს 5267 ლარს, საიდანაც სამედიცინო ხარჯი არის 660 ლარი, ავტომანქანის საფასური 550 აშშ დოლარი, ანუ 1320 ლარი (ვინაიდან 2650 აშშ დოლარად შეძენილი ავტომანქანა მოსარჩელემ ჩააბარა ჯართის სახით 2100 აშშ დოლარად), ავტომანქანის განბაჟების თანხა 3081 ლარი და ავტოსადგომიდან გამოყვანის თანხა 206 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 992-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლით;

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 992–ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

მითითებული მუხლი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე კო-- ჯა-----ძემ განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო გამოწვეული მხოლოდ მისი ბრალეულობით და მოსარჩელესაც უნდა მიეღო ზომები ავარიის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოსამზადებელ სტადიაზე წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 15 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც კო-- ჯა-----ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი სასამართლოს მიერ მიღებული იქნა საერთო სასარჩელო წესით, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის გამო, ზიანის მიყენების ფაქტი, რაც თავის მხრივ, მოიცავს ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტებს, სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის დანაწესით კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის 4-ე ნაწილის შესაბამისად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არსებობს მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლები, რამდენადაც, ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანო--, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, თანხის გადახდა უნდა დაეკისროს ორივე მოპასუხეს რ---ზ ქა----–--ეს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს და კო-- ჯა-----ძეს დამრღვევ მძღოლს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).

6.3. მოცემულ შემთხვევაში თავად მოსარჩელის განმარტებით დადასტურებულია, რომ მან დაზიანებული ავტომანქანა ჯართის სახით ჩააბარა 2100 აშშ დოლარად, შესაბამისად მის მიერ მოთხოვნილი თანხა 10307 ლარი დაუსაბუთებელია, რაც განაპირობებს სარჩელის დაკმაყოფილებას ნაწილობრივ და ზიანის ოდენობის განსაზღვრას 5267 ლარით, რაც გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს რ----- გა-----–-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად.

7.1. საპროცესო ხარჯი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 289 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 158 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი განსაზღვრავს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედს და დადგენილია, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რ----- გა-----–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხებს კო-- ჯა-----ძეს და რ---ზ ქა----–--ეს რ----- გა-----–-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5267 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხებს კო-- ჯა-----ძეს და რ---ზ ქა----–--ეს რ----- გა-----–-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 158 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო რ---ზ ქა----–--ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდით 0-----------------9), დარჩეს ძალაში.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე