განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1501001180024297-2
1/38-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული მ------ რ-----ის ძე დ--------ის (დაბადებული 1----–-–----------------ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 1----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის მისამართი: ქ. ზუგდიდი, მ-------------- ქ. N7-; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ახალქალაქი, ყოფილი პირველი სამხედრო ქალაქი, კორპუსი N4--, ბინა N--);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. მ------ დ--------ი, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ----–-- ბ----------იანთან, ქ. ახალქალაქი, ყოფილი პირველი სამხედრო დასახლება, კორპუსი N4--, ბინა N---ში მდებარე მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცემდა მის მეუღლეს მ----–-- ბ----------იანს, მათ შორის:
1.1.1. 2017 წლის ივნისის თვეში, დაახლოებით 21:00 საათზე მ------ დ--------მა ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, მ----–-- ბ----------იანი, რის შედეგადაც მ----–-- ბ----------იანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.2. ასევე, 2018 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე მ------ დ--------მა ხელის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, მ----–-- ბ----------იანი, რის შედეგადაც მ----–-- ბ----------იანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.3. ასევე, 2018 წლის 15 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე მ------ დ--------მა თავის არეში ხელი დაარტყა მ----–-- ბ----------იანს, ითრია თმით და ხელი ჰკრა მკერდის არეში, რის შედეგადაც მ----–-- ბ----------იანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. მ------ დ--------ი და მ----–-- ბ----------იანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ქ. ახალქალაქი, ყოფილი პირველი სამხედრო დასახლება, კორპუსი N4--, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.
მტკიცებულებები: დაზარალებულის, ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებები.
2.1.2. მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 2017 წლის ივნისის თვეში, დაახლოებით 21:00 საათზე მ------ დ--------მა ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, მ----–-- ბ----------იანი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა (რ. ხ------------ის და ნ. მ------ის) ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
2.1.3. ასევე, 2018 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე მ------ დ--------მა ხელის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, მ----–-- ბ----------იანი,მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა (რ. ხ------------ის და ნ. მ------ის) ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
2.1.4. ასევე, 2018 წლის 15 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე მ------ დ--------მა თავის არეში ხელი დაარტყა მ----–-- ბ----------იანს, ითრია თმით და ხელი ჰკრა მკერდის არეში, რის შედეგადაც მ----–-- ბ----------იანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა (რ. ხ------------ის და ნ. მ------ის) ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, ალკოტესტით შემოწმების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
2.1.5. მ------ დ--------ის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად მ----–-- ბ----------იანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება.
2.1.6. ბრალდებული მ------ დ--------ი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს, ითხოვა პატიება.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ დ--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულის მ----–-- ბ----------იანის ჩვენება, მოწმეების რ-------- ხ------------ის და ნ--- მ------ის ჩვენებები, ბრალდებულ მ------ დ--------ის აღიარებითი ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ალკოტესტით შემოწმების ოქმი მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------ დ--------ის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ დ--------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
დადგენილია, რომ ოჯახის ერთი წევრის - მ------ დ--------ის მიერ ოჯახის სხვა წევრის - მ----–-- ბ----------იანის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, სამი ეპიზოდით - 2017 წლის ივნისი თვეში, 2018 წლის 08 თებერვალს და 2018 წლის 15 მარტს (იხ. 2.1.1.- 2.1.4.). მ------ დ--------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად მ----–-- ბ----------იანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი (იხ. 2.1.5.).
შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ მ------ დ--------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მან ქმედება ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში (2018 წლის 15 მარტის ეპიზოდი);
4.3. დაზარალებული ბრალდებულთან შერიგებულია და ბრალდებულის მიმართ არანაირი საჩივარი და პრეტენზია არ გააჩნია (იხ. ს.ფ. 102).
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
გამომდინარე მოცემული განაჩენის მე-4 პუნქტიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს მ------ დ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სამივე ეპიზოდით - ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით თითოეული ეპიზოდისათვის;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს დანარჩენი ეპიზოდებით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ------ დ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს რეპრესიის, პრევენციის და რესოციალიზაციის პრინციპებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
მოცემულ შემთხვევაში მ------ დ--------ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2018 წლის 16 მარტიდან - 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით და ვინაიდან მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ამიტომ პატიმრობაში ყოფნის დრო უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, კერძოდ 2018 წლის 16 მარტიდან - 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით (3 დღე), რაც თანაბარია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 15 (თხუთმეტი) საათისა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 200-ე, 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ დ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
მ------ დ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 08 თებერვლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
მ------ დ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 08 თებერვლის და 2018 წლის 15 მარტის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ------ დ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
2. მ------ დ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. მ------ დ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 21 მაისიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 16 მარტიდან - 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით (რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 15 (თხუთმეტი) საათისა);
4. მსჯავრდებულ მ------ დ--------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან