გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2018
საქმის ნომერი
110210018002292665
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110210018002292665

N2/119-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

23.05.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე მა----ე ჯო---ე,მოსარჩელე მა----ა ჯო---ე,წარმომადგენელი: მა---ა ბო------ძე;

მოპასუხეები: ნო----- ჯო---ე, სს ,,ჯეოკაპიტალი";

მოპასუხის წარმომადგენელი: ვლ------რ სო---ე;

დავის საგანი:ყადაღის აქტიდან ნივთების ამორიცხვა

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა----ე ჯო---ის (პ.ნ 1----------) და მა----ა ჯო---ის (პ.ნ 1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2018 წლის 29 იანვრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე მა----ე ჯო---ის (პ.ნ 1----------) და მა----ა ჯო---ის (პ.ნ 1----------) კუთვნილი ნივთები: თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,გორენიე", სერი ფერის მაცივარი ,,SHARP", შავი ფერის ტელევიზორი ,,პრაიმი", ჭრელი ნაჭრის სამეული - დივანი, სავარძელი და ერთი ორადგილიანი სავარძელი, სერი ფერის ნაჭრის სამეული - ერთი დივანი, ორი სავარძელი, შავი ფერის სამზარეულოს მაგიდა ექვსი სკამით .

 

3. მოსარჩელეებს - მა----ე ჯო---ის (პ.ნ 1----------) და მა----ა ჯო---ის (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ სარჩელზე გადახდილი ბაჟი - 50 ლარი ლარის ოდენობით - სახაზინო კოდი 300193150 (საგადახდო დავალება №15769673, გადახდის თარიღი 06 თებერვალი, 2018 წელი, გადამხდელი მა----ე ჯო---ე);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი