გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № (2/28-2018) 090210018002361959
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.05. 2018 წელი ქ. ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე – სს ,,ს----------–----------’’
წარმომადგენელი – გ--------–------
მოპასუხე – ნ----------–-–---–-
დავის საგანი – თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს სს ,,ს----------–----------'' სასარგებლოდ, დაეკისროს 2314.25 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 1482.22 ლარი, სარგებელი - 385.53 ლარი, პირგასამტეხლო - 446.50 ლარი.
მოპასუხეს სს ,,ს----------–----------'' სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული სარგებლის 1.46 ლარის გადახდა ((1482.22 X 36%):365=1.46).
მოპასუხეს სს ,,ს----------–----------'' სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 7.41 ლარის გადახდა ((1482.22 X 182.5%):365=7.41)
მოპასუხეს სს ,,ს----------–----------'' სასარგებლოდ, დაეკისროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის – 100 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 363.81 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2015 წლის 31 ივლისს სს,,სა---------–---------ა’’ და ნ---------–-–---–- შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, გაცემული იქნა სესხი N2------ –1870.0 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 36.00% დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%. 2018 წლის 18 მარტის მდგომარეობით, ნ----------–-–---–-ს დავალიანება სს ,,ს----------–----------’’ მიმართ, შეადგენს 2314.25 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა –1482.22 ლარი, სარგებელი – 385.53 ლარი, პირგასამტეხლო – 446.50 ლარი. სს,,ს---------–-----------’’ მიერ, საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, ნ---------–-–---–--ე გაიცა კრედიტი. მოპასუხეს სესხზე ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში, ნ----------–-–---–-ს მიერ, ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და სესხზე განხორციელებული დაფარვები. მოპასუხემ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად, მიეცა ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, სესხზე არსებული დავალიანება დღემდე არ დაფარულა. 2017 წლის 24 მარტს, სს ,,ს----------–----------ს’’ მიერ, ნ---------–-–---–-ს მიმართ, ზემოაღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ, რესპოდენტის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ბრძანების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის – 1482.22 ლარის გადახდა. ასევე მოითხოვა ძირითადი თანხის – 1482.22 ლარის გადანაწილება –1 წლამდე ვადით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2015 წლის 31 ივლისს სს ,,სა---------–---------ა’’ და ნ---------–-–---–- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2------, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სესხი 1870 .0 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36 %-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
– 2015 წლის 31 ივლისის N2------ ხელშეკრულება.
3.2. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 18 მარტის მდგომარეობით, ნ----------–-–---–-ს დავალიანება სს ,,ს----------–----------’’ წინაშე, შეადგენს 2314.25 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა – 1482.22 ლარი, სარგებელი- 385.53 ლარი, პირგასამტეხლო - 446.50 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
–ინფორმაცია სს ,,ს----------–----------’’ წინაშე, არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.3.საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად, მიეცა ორი კვირის ვადა. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
–მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა- განმარტება.
–შეტყობინება.
3.4. 2017 წლის 24 მარტს სს ,,ს----------–--------მა’’ ნ---------–-–---–-ს მიმართ, ზემო აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად და გადაიხადა საფასური - 100 ლარი, რის საპასუხოდ, რესპოდენტმა შეიტანა პროტესტი, რაც წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს და შესაბამისად, ბრძანება არ გაცემულა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
–აღსრულების ეროვნული ბიუროს NS P----------------- გადაწყვეტილება
–საბანკო ქვითარი
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–----------ს ’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის, აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ 2015 წლის 31 ივლისს, სს ,,სა---------–---------ა’’ და ნ---------–-–---–- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა კრედიტი – 1870 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36 %-ით, კრედიტის ვადა- 36 თვე, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 18 მარტის მდგომარეობით, ნ-----------–-–---–ის დავალიანება სს ,,ს----------–----------’’ წინაშე შეადგენს 2314.25 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა – 1482.22 ლარი, სარგებელი- 385.53 ლარი, პირგასამტეხლო - 446.50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური
და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის მუხლი 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამასთან, გასათვალისწინებელია შემდეგი: მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ–ის 873 –ე მუხლის შესაბამისად, სს,,ს----------–--------ი’’ უფლებამოსილია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება და მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. უფრო ზუსტად კი, 873 –ე მუხლის თანახმად, ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ –ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას, შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც, არ მოხდება გადახდა’’. როგორც სარჩელშია მითითებული, მოპასუხემ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, ნ---------–-–---–- გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად, მიეცა ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, სესხზე დავალიანება დღემდე არ დაფარულა’’. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ფაქტობრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, მაგრამ თანხას მოითხოვს ხელშეკრულების მთელი პერიოდის მანძილზე, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ, არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას, მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე, იმ
შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს, ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით, კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 446.50 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც, სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება 100 ლარამდე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხისა, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა – 100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე ზიანის - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სახით მოითხოვს:
1.ნ---------–-–---–- სს ,,ს----------–----------’’ სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის 1.46 ლარის გადახდა ((1482.22 X36%):365=1.46).
2.ნ---------–-–---–- სს ,,ს----------–----------ს'' სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს 7.41 ლარის გადახდა ((1482.22 X 182.5%):365=7.41).
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სახით, სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის – 1.46 ლარისა ((1482.22 X36%):365=1.46) და ასევე სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს 7.41 ლარის ((1482.22 X 182.5%):365=7.41) გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით თანხების დაკისრება უფრო მძიმე
მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის – 1.46 ლარისა ((1482.22 X36%):365=1.46) და ასევე, სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს 7.41 ლარის ((1482.22 X 182.5%):365=7.41) სახით, ყოველდღიურად, დავალიანების დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სარჩელი, სარჩელის აღძვრიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 1.46 ლარისა ((1482.22X36%): 365 =1.46) და ასევე სარჩელის აღძვრიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 7.41 ლარის ((1482.22X 182.5%):365 =7.41) მოთხოვნის ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ, ისეთი გარემოების არსებობის, ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის თანახმად, მოპასუხის მიერ, ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება საკმარისი საფუძველია გადაწყვეტილების გამოსატანად.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, პირველი სასარჩელო მოთხოვნის - 2314.25 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა – 1482.22 ლარი, სარგებელი - 385.53 ლარი, პირგასამტეხლო - 446.50 ლარი) ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სარჩელი, სარჩელის აღძვრიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 1.46 ლარისა ((1482.22X36%): 365 =1.46) და ასევე სარჩელის აღძვრიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 7.41 ლარის ((1482.22X 182.5%):365 =7.41) მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის
პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ნ---------–-–---–- სს ,,ს----------–----------ს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 100 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხე ნ---------–-–---–- სს ,,ს----------–----------ს '' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი –100 ლარის გადახდა.
სარეზოლუცო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–----------ს'' (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.მოპასუხეს ნ---------–-–---–- სს,,ს----------–----------'' (ს/კ2--------) სასარგებლოდ, დაეკისროს – 1967.75 (ძირი თანხა –1482.22 ლარი, სარგებელი –385.53 ლარი, პირგასამტეხლო – 100 ლარი) ლარის გადახდა.
3.სარჩელი, სარჩელის აღძვრიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 1.46 ლარის ((1482.22X36%): 365 =1.46) და ასევე სარჩელის აღძვრიდან – გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 7.41 ლარის ((1482.22X 182.5%):365 =7.41) მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე ნ---------–-–---–- სს ,,ს----------–----------ს '' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, დაეკისროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი –100 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე ნ---------–-–---–- სს ,,ს----------–----------ს '' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 100 ლარის გადახდა.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7
პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე