გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/94-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3.05.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გ------ი ესაძე
მოსარჩელე - სს ”პრ----------------ი’’
წარმომადგენელი - ლ---- გვ-------ე
მოპასუხე - გ------ი მ-------–-–---–ი; შ--–-ა მ-------–-–---–ი; ნ-----ო მ-------–-–---–ი.
წარმომადგენელი - ზ----ა ფ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს სს ,,პრ----------------სა და გ------ი მ-------–-–---–ს შორის 30.09.2011წ. გაფორმებული №21.52 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.
1.2. დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 34.409.15 ლარის გადახდა.
1.3. დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1032.27 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 30 სექტემბერს სს ,,პრ----------------ი’’-ს ქუთაისის ფილიალსა და გ------ი მ-------–-–---–ს შორის დადებული იქნა №21.52 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. 31.03.2014წ. გაფორმებულია შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №21.3437, რომლის საფუძველზეც მან მიიღო კრედიტი 4000 ლარის ოდენობით წლიური 15.5% სარგებლის დარიცხვით, 60 თვის ვადით. №21.52 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია №6------------ იპოთეკის ხელშეკრულებით და №6---------041 ხელშეკრულებით სოლიდარული ვალდებულების შესახებ. დღეისათვის მოპასუხეებს დავალიანება სრულად დაფარვისათვის გადასახდელი აქვთ 34.409.15 ლარი. კაპიტალი - 26153.64 ლარი; 7443.16 ლარი წარმოადგენს პროცენტს ვადის ბოლომდე, ხოლო 812.35 ლარი კი შეადგენს ჯარიმას. მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების დროულად დაფარვის მოთხოვნით.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა - გ------ი მ-------–-–---–მა, შ--–-ა მ-------–-–---–მა და ნ-----ო მ-------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნეს.
2.2. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი სრულად სცნო.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.2011 წლის 30 სექტემბერს სს ,,პრ----------------სა’’ და გ------ი მ-------–-–---–ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით - საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით ან/და შესაბამისი ექვივალენტით ლარებში, ან/და შესაბამისი ექვივალენტი სხვა უცხოურ ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 360 თვე.
მტკიცებულება:
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.
- 30.09.2011წ. დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილება.
3.1.2. 2014 წლის 31 მარტს სს ,,პრ----------------სა’’ და გ------ი მ-------–-–---–ს შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 4000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 60 თვით, პროცენტის მოცულობა კრედიტის თანხაზე: 15.50 %წლიური, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17.1%, კრედიტის გაცემის საკომისიო - 1.00 % სულ მცირე 10 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა სესხის შესაბამის ვალუტაში, რომლის დაკავება ბანკის მიერ ხდება კრედიტის გაცემისას. თანხის განაღდების საკომისიო 0.3%, ხელშეკრულების ცვლილების საკომისიო - არაუმეტეს 1.5%, გირაოს ცვლილების საკომისიო - 0.5%, კრედიტის მიზანი: სესხის №21.1961 გადაფარვა.
მტკიცებულება:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.
- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება.
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
3.1.3. 2014 წლის 31 მარტს სს ,,პრ----------------სა’’ და გ------ი მ-------–-–---–ს შორის დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 31100 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 60 თვით, პროცენტის მოცულობა კრედიტის თანხაზე: 15.50 %წლიური, კრედიტის მიზანი: სესხის №21.1961 გადაფარვა.
მტკიცებულება:
- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება.
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
3.1.4.2011 წლის 30 სექტემბერს სს ,,საქართველოს ბანკსა’’ და ნ-----ო მ-------–-–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონება: ზონა: ქუთაისი 03; ექტორი: ვაკისუბანი 05; კვარტალი: 05; ნაკვეთი: 0--; კოდი: ; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცი: არასასოფლო სამეურნეო; დაუზუსტებელი/დაზუსტებული ფართობი: დაზუსტებული: 559.22 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 05; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი, საერთო ფართი: შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 132.18; სხვა ფართი: დამხმარე ნაგებობები; 1)20.16 კვ.მ; 2)4.08 კვ.მ; 3) 1.96 კვ.მ.; მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა დადიანი, №64, საკადასტრო კოდი: 03.05.05.0--.
მტკიცებულება:
- იპოთეკის ხელშეკრულება.
3.1.5. 2016 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისიმ ქუჩა დადიანი, №64, ს/კ 03.05.05.0--, რეგისტრირებულია ნ-----ო მ-------–-–---–ის საკუთრების უფლება.
მტკიცებულება:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.6. 2011 წლის 30 სექტემბერს შ--–-ა მ-------–-–---–სა და სს ,,პრ----------------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ, რომლის მიხედვით სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება და გამოხატა თანხმობა, რომ მსესხებელსა და ბანკს შორის 30.09.2011 წ. გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთნ ერთად იკისრა სოლიდარულად ისე, რომ მას მიეღო მონაწილეობა მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების სესრულებაში, რის საფუძველზეც ბანკს უფლება მიეცა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოეთხოვა ნებისმიერი სოლიდარული მოვალისათვის.
მტკიცებულება:
- ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ.
3.1.7. გ------ი მ-------–-–---–ს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 17,140.41 ლარი და დარჩენილი აქვს 34,409 ლარი (კაპიტალი - 26.153.64 ლარი; პროცენტი - 7443.16 ლარი; ჯარიმა -812.35 ლარი).
მტკიცებულება:
- ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი სრულად სცნო.
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 34,409 (კაპიტალი - 26.153.64 ლარი; პროცენტი - 7443.16 ლარი; ჯარიმა -812.35 ლარი) ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2011 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული N21.52 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. იმავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის წესზე და ოდენობაზე.
6.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 34,409 (კაპიტალი - 26.153.64 ლარი; პროცენტი - 7443.16 ლარი; ჯარიმა -812.35 ლარი) ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად სცნო სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელე სს ,,პრ----------------ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1.032.27 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,პრ----------------ის” სარჩელი.
2. შეწყდეს სს ,,პრ----------------ს” და გ------ი მ-------–-–---–ს შორის 2011 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული N 21.52 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.
3. მოპასუხეებს: გ------ი, შ--–-ა და ნ-----ო მ-------–-–---–ებს, მოსარჩელის სს ,,პრ----------------ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 34.409.15 (ოცდათოთხმეტი ათას ოთხას ცხრა მთელი და თხუთმეტი მეასედი) ლარი.
4. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ქუთაისი, დადიანის ქუჩა №64, საკადასტრო კოდი 03.05.05.0-- - მესაკუთრე ნ-----ო მ-------–-–---–ი (პ/ნ 6----------) - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5. ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს მსესხებლის და სოლიდარული მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
7. მოსარჩელე სს ,,პრ----------------ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1.032.27 ლარი. ანგარიში -300183150. გადამხდელის ბანკი - სს ,,პრ----------------ი“. საგადასახადო დავალება N 425070745. 22.01.2016 წელი.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე