განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2018
საქმის ნომერი
120100118002417368
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002417368-1/169-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

22 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე

ა---––---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გ------- ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გ----------------------–----, დაბადებული 1----–-–------------, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, არასრული საშუალო, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---––---ს რაიონი, სოფელი ს-----;

 

ადვოკატი - ტ------–----–-----–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.გ----------–----- 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 22:10 საათზე ა---––---ს რაიონის სოფელ ს----–-, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეზობლებს ა-------–-–---–- და მის მეუღლეს ვ---------------–-–---–-, კერძოდ ესროლა ქვები რომელთაგან ერთი ქვა მოხვდა საჯდომზე ა-------–-–---–- რის შედეგადაც ა--------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხოლო მეორე ქვა ზურგის არეში მოხვდა ვ---------------–-–---–-, რის შედეგადაც ვ----------------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.გ----------–---- 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე ა---––---ს რაიონის სოფელ ს----–- თავისივე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი ძმების გ------------- დაბ.2---------წ. და გ----------------- დაბ.0---------წ.თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას ზ---------–----- კერძოდ, მან კისრის არეში ძლიერად ხელი მოუჭირა, რის შედეგადაც ზ--------–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

გ-----------–----- ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ა--------–-–---–-- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 27 მარტს ის და მისი მეუღლე ვ---------------–-–---–ი იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც კარზე გაიგონეს ძლიერი ბრახუნისდა ყვირილის ხმა,ხმაზე იცნო მეზობელი გ----------–----, რომელიც იგინებოდა უცენზურო სიტყვებით მისი და მისი ოჯახის მისამართით. მას ესროლა ქვა, რომელიც მოხვდა საჯდომის მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე ქვა ესროლა მის მეუღლეს ვ----------------–-–---–- ზურგის არეში.

 

იხ. ს.ფ. 5-7;

 

ვ---------------–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 27 მარტს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა კარზე ძლიერი ბრახუნის და ყვირილის ხმა, ხმაზე იცნო მეზობელი გ----------–----, რომელიც აგინებდა მის ოჯახს უცენზურო სიტყვებით, გ-----------–----- მისი და მისი მეუღლის მისამართით დაიწყო ქვების სროლა, პირველი ნასროლი ქვა მოხვდა მეუღლეს საჯდომზე,ასევე გ----------–----- მიერ ნასროლი ქვა მასაც მოხვდა ზურგში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

იხ. ს.ფ. 12-14;

 

გ-----------–----- სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 29 მარტს №---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ა-------–-–---–- აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა დუნდულის არეში, აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

იხ. ს.ფ. 125-126;

 

2018 წლის 29 მარტს N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ვ----------------–-–---–- სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

იხ. ს.ფ. 127-129;

 

მანვე ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნულიდანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ზ--------–----- ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 27 მარტს მისი შვილი გ-----------–---ე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა სახლში, რომელიც იყო აგრესიული და იგინებოდა ხმამაღლა, ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ არასრულწლოვანი შვილები, მან უთხრა რომ დაწყნარებულიყო და შეეწყვიტა მისი მისამართით გინება, რა დროსაც მან მარჯვენა ხელი მოკიდა ძლიერად და კისრის არეში მოუჭირა,თან ეუბნებოდა რომ გაგუდავდა, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იხ. ს.ფ. 39-43;

 

გ------------------ და გ-------------- ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 27 მარტს სახლში დაბრუნებულმა გ-----------–----- დაიწყო დედის მისამართით ლანძღვა გინება უცენზურო სიტყვებით, შემდგომ მივიდა დედამისთან და ყელში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ზ--------–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

იხ. ს.ფ. 88-90;95-97;

 

ს--–------------–----ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 27 მარტს გ----------–----- ზ---------–----- მიმართ გამოხატა აგრესია, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მივარდა და ყელში მოუჭირა ხელი, რა დროსაც სახლში ასევე იმყოფებოდნენ გ-----------–---ის არასრულწლოვანი ძმები გ------- და გ----------------ი.

 

იხ. ს.ფ. 69-71;

 

გ----------–----- სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 29 მარტს N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზ--------–----- აღენიშნებოდა ნაჭდევი კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

იხ. ს.ფ. 130-132;

 

გ----------–----- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: გ-----------–---ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზ--------–-----, ა-------–-–---–-ს და ვ---------------–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, გ----------–----- ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაული.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-----------–---ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

გ-----------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებული გ-----------–---ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ-----------–---ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ-----------–---ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ----------–---- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.

 

2.გ----------–---- (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

3.სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ----------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;

 

4. გ----------–----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 28 მარტიდან.

 

5. სისხლის სამართლის N------------ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ორი ცალი სხვადასხვა ზომის ქვა, მოწითალო ფერის ლაქები, მინის და ჭურჭლის ნამტვრევები, სისხლისმაგვარი ლაქები და გ----------–-----აგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ა---––---ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ------- ლონდარიძე