გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
150210017002228583
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210017002228583

საქმე # 2/277-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი _ და---- მე-–----ე

მოსარჩელე _ სს „საქართველოს ბანკი“

წარმომადგენელი - ირ---–- გვ----–-ა

მოპასუხე _ რუ-------ი არ-----ი

წარმომადგენელი _ რუ--- არ-----ი

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე რუ-------ი არ-----ს (პ/ნ 0----------) სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის - 2 033.37 (ორი ათას ოცდაცამეტი და ოცდაჩვიდმეტი), პროცენტის _ 559.27 (ხუთას ორმოცდაცხრამეტი და ოცდაშვიდი) ლარის და პირგასამტეხლოს - 665.76 (ექვსას სამოცდახუთი და სამოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა, სულ 3 258.40 (სამი ათას ორას ორმოცდათვრამეტი და ოროცი) ლარის გადახდა;

სარჩელის თანახმად, 2016 წლის 10 ოქტომბერს, სს „საქართველოს ბანკსა“ და მოპასუხე რუ------- არ-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუ------- არ-----ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 2.232 ლარის ოდენობით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით, 24 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ოდენობით, ხოლო პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 10 ლარი. მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. თუმცა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობის პერიოდში დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. მიუხედავად რუ------- არ-----ის ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია მოსარჩელის სასარგებლოდ. დღეის მდგომარეობით მოპასუხე რუ------- არ-----ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ ერიცხება 3,258.40 (სამი ათას ორას ორმოცდათვრამეტი და ორმოცი) ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2,033.37 (ორი ათას ოცდაცამეტი და ოცდაჩვიდმეტი) ლარი, პროცენტი - 559.27 (ხუთას ორმოცდაცხრამეტი და ოცდაშვიდი) ლარი და პირგასამტეხლო - 665.76 (ექვსას სამოცდახუთი და სამოცდათექვსმეტი) ლარი.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნის გარდა ასევე მოითხოვა მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 102.26 (ას ორი და ოცდაექვსი) ლარის ოდენობით და უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ასევე მოპასუხე რუ-------ი არ-----ს მოსარჩელე სს „საქართველოს ბანკის“ (ს/ნ 204378869) სასარგებლოდ ასევე დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული აღსრულების ხარჯების - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე რუ-------ი არ-----ი და მისი წარმომადგენელი ნაწილობრივ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავენ, რომ მართალია მოპასუხესა და ბანკს შორის ფორმალურად გაფორმდა ხელშეკრულება მისთვის გაუგებარ ენაზე, თუმცა მას ბანკისაგან არანაირი თანხა არ მიუღია. მას ჰქონდა „ტაო ბანკის“ სესხი 100 ლარის ოდენობით, რომელიც „ტაო ბანკის“ გაუქმების შემდეგ გადავიდა სს „საქართველოს ბანკთან“. იგი დაიბარეს და უთხრეს, რომ ხელი მოეწერა რაღაც დოკუმენტებისთვის და მოპასუხეს ეჭვი აქვს რომ ხელი მოაწერინეს ახალი სესხის ხელშეკრულებაზე. 100 ლარის ნაცვლად 2.232 ლარზე გაუფორმეს ხელშეკრულება, რუ-------მა 1.100 ლარი გადაიხადა დარჩა 1.132 ლარი გადასახდელი. მოპასუხე ბანკის მიერ მოტყუებული აღმოჩნდა. რუ-------ი არ-----ს მოსარჩელის წინაშე არანაირი დავალიანება არ გააჩნია.

 

მოპასუხის პოზიციასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სს „საქართველოს ბანკს“ რუ-------ი არ-----ისათვის თანხა მართლაც არ გადაუცია, რადგანაც მოხდა ძველი ვალის რეფინისირება, მოპასუხეს „ტაო ბანკიდან“ ქონდა სესხი აღებული, ხოლო „ტაო ბანკის“ გაუქმების შემდეგ, რადგანაც აღნიშნული ბანკი სს „საქართველოს ბანკს“ შეუერთდა, შესაბამისად მოპასუხეს სასესხო ვალდებულება წარმოეშვა უკვე სს „საქართველოს ბანკის წინაშე“.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 10 ოქტომბერს, სს „საქართველოს ბანკსა“ და მოპასუხე რუ------- არ-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუ------- არ-----ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 2.232 ლარის ოდენობით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით, 24 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 10 ოქტომბერის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი ს.ფ. 94-95, 107-108).

 

3.1.2. 2016 წლის 10 ოქტომბერის საკრედიტო ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ოდენობით, ხოლო პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 10 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 10 ოქტომბერის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 94-95, 107-108).

 

3.1.3. მოსარჩელე სს „საქართველოს ბანკის“ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის წინაშე შესრულებული იქნა სრულად, კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 10 ოქტომბერის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 94-95, 107-108 );

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობის პერიოდში დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. მიუხედავად რუ------- არ-----ის ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია მოსარჩელის სასარგებლოდ. დღეის მდგომარეობით მოპასუხე რუ------- არ-----ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ ერიცხება 3,258.40 (სამი ათას ორას ორმოცდათვრამეტი და ორმოცი) ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2,033.37 (ორი ათას ოცდაცამეტი და ოცდაჩვიდმეტი) ლარი, პროცენტი - 559.27 (ხუთას ორმოცდაცხრამეტი და ოცდაშვიდი) ლარი და პირგასამტეხლო - 665.76 (ექვსას სამოცდახუთი და სამოცდათექვსმეტი) ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 94-95, 107-108);

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 21-22);

- ინფორმაცია სს „საქართველოს ბანკის“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 23).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სს „საქართველოს ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 317-ე, 361-ე, 286-ე, 301-ე-302-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის 400-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ამავე კოდექსის 417-ე მუხლით თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ 2016 წლის 10 ოქტომბერს, სს „საქართველოს ბანკსა“ და მოპასუხე რუ------- არ-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუ------- არ-----ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 2.232 ლარის ოდენობით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით, 24 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ოდენობით, ხოლო პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 10 ლარი. მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. თუმცა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობის პერიოდში დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა ვალდებულების შესრულება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუ-------ი არ-----ის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით. მიუხედავად მოპასუხის ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია მოსარჩელის სასარგებლოდ. დღეის მდგომარეობით მოპასუხე რუ------- არ-----ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ ერიცხება 3,258.40 (სამი ათას ორას ორმოცდათვრამეტი და ორმოცი) ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2,033.37 (ორი ათას ოცდაცამეტი და ოცდაჩვიდმეტი) ლარი, პროცენტი - 559.27 (ხუთას ორმოცდაცხრამეტი და ოცდაშვიდი) ლარი და პირგასამტეხლო - 665.76 (ექვსას სამოცდახუთი და სამოცდათექვსმეტი) ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუ-------ი არ-----სა და ბანკს შორის ფორმალურად გაფორმდა ხელშეკრულება მისთვის გაუგებარ ენაზე, თუმცა მას ბანკისაგან არანაირი თანხა არ მიუღია. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 10 ოქტომბერის ხელშეკრულების შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილია მოპასუხე რუ-------ი არ-----ის მიერ და მას ხელშეკრულების დადებისას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც თარჯიმანი მოუთხოვია. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ სს „საქართველოს ბანკს“ რუ-------ი არ-----ისათვის თანხა მართლაც არ გადაუცია, რადგანაც მოხდა ძველი ვალის რეფინისირება, მოპასუხეს „ტაო ბანკიდან“ ქონდა სესხი აღებული, ხოლო „ტაო ბანკის“ გაუქმების შემდეგ, რადგანაც აღნიშნული ბანკი სს „საქართველოს ბანკს“ შეუერთდა, შესაბამისად მოპასუხეს სასესხო ვალდებულება წარმოეშვა უკვე სს „საქართველოს ბანკის წინაშე“.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „საქართველოს ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე რუ-------ი არ-----ს (პ/ნ 0----------) სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე სულ 3 258.40 (სამი ათას ორას ორმოცდათვრამეტი და ორმოცი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 033.37 (ორი ათას ოცდაცამეტი და ოცდაჩვიდმეტი), პროცენტი _ 559.27 (ხუთას ორმოცდაცხრამეტი და ოცდაშვიდი) ლარი და პირგასამტეხლო - 665.76 (ექვსას სამოცდახუთი და სამოცდათექვსმეტი) ლარი;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხე რუ-------ი არ-----ს გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 102.26 (ას ორი და ოცდაექვსი) ლარის ოდენობით და უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ასევე მოპასუხეს მოსარჩელე სს „საქართველოს ბანკის“ (ს/ნ 204378869) სასარგებლოდ ასევე დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული აღსრულების ხარჯების - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე, 420-ე 867-ე, 868-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „საქართველოს ბანკის“ (ს/ნ 204378869) სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. მოპასუხე რუ-------ი არ-----ს (პ/ნ 0----------) სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2016 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სულ 3 258.40 (სამი ათას ორას ორმოცდათვრამეტი და ორმოცი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 033.37 (ორი ათას ოცდაცამეტი და ოცდაჩვიდმეტი), პროცენტი _ 559.27 (ხუთას ორმოცდაცხრამეტი და ოცდაშვიდი) ლარი და პირგასამტეხლო - 665.76 (ექვსას სამოცდახუთი და სამოცდათექვსმეტი) ლარი;

3. მოპასუხე რუ-------ი არ-----ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს მოსარჩელე სს „საქართველოს ბანკის“ (ს/ნ 204378869) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 102.26 (ას ორი და ოცდაექვსი) ლარისა და უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

4. მოპასუხე რუ-------ი არ-----ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს „საქართველოს ბანკის“ (ს/ნ 204378869) სასარგებლოდ ასევე დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული აღსრულების ხარჯების - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, აშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე