გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №171969761-3/095-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
17 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე – ლ--------------
წარმომადგენელი - ბ--------------–---–------–-------–----
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების
რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისი
წარმომადგენელი - ი------------–---–-
მესამე პირი - ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირი - თ---------------------
მესამე პირი - შ-------------------
წარმომადგენელი - ნ-------------------------------------
მესამე პირი - შ---–-------–----
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2----–-–------------------------------------ გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური აქტის ლ------------ის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით (იხ.ტ.II.231-232).
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლ------------ის მოთხოვნა, გააუქმდა ნ----–-----ის გამგეობის მიერ გაცემული ც--------------------–-------------------- საკუთრებასთან დაკავშირებით. 2----–-–---------–-----–----------- საჯარო რეესტრის სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლო 2----–-–------------------------------ გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 2 აგვისტოს 8----------- გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოთხოვნა და ამავე რიცხვით გაუქმა შ------------------ საკუთრების უფლება, ნ----–-----ა თ---------–---ს ქ· №--–--------------------------
ნ----–-----ა თ---------–---ს ქ------------- ტეხ-ბიუროს მონაცემებით და ინდივიდუალური საბინაო ტექნიკური პასპორტით, სადაო ქონება წარმოადგენს ლ------------ის საკუთრებას.
2----–-–--------------------–----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მდებარე ნ----–------------------–------------------ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–------------------------------------ გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უთხრა უარი, იმ მოტივით, რომ ანალოგიური მოთხოვნა საჯარო რეესტრში განხილული იყო 2014 წელს.
2016 წლის 8 ნოემბერს მათ მიერ გასაჩივრდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------------------------ადაწყვეტილება, საჩივარს კვლავ დაერთო თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა დოკუმენტები სულ 56 ფურცელი. რომლითაც დასტურდებოდა რომ ბინა ნამდვილად წარმოადგენდა ლ------------ის საკუთრებას. მიუხედავად აღნიშნულისა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა ლ------------ს საკუთრების რეგისტრაციაზე.
თავის დროზე ნ----–-----ის საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა დაუშვა უხეში შეცდომა ერთი პრივატიზაციის ხელშეკრულებით მოხდა ერთი და იგივე ქონების მდებარე ნ----–------------------–------------------ დარეგისტრირება ერთი და იგივე პიროვნებაზე ორჯერ თ---------------------ს სახელზე. პირველ შემთხვევაში თ-------------------------------–---–------------------------- ხოლო მეორე შემთხვევაში (როდესაც ეს ბინა უკვე აღრიცხული იყო ლ---------------------------–---–----–-----------
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო (იხ.ტ.II.14-22).
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო აუცილებელ მესამე პირებად ჩაება თ---------------------, ს------------------–--------------------–---–-------–---------------------------------------------------–---–-------–-–---------–---------------------
3.1. მესამე პირმა თ---------------------- სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავისი 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით თითქოსდა გააუქმა ქ------–------–-------------–-----------------------–---–-----–--------- საკუთრების უფლება. სინამდვილეში სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–---------------–-------–-----, რომლითაც გამგეობის მიერ დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ქ. ნ----–-----აში თ---------–---ს ქ. №----–------------------------------------------------–-----------–--------------------------
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20116 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების თანახმად ლ------------ის სახელზე შედგენილი ბინის ტექნიკური პასპორტი და ცნობა დახასიათება არ წარმოადგენენ უფლების დამდგენ დოკუმენტებს. გარდა ამისა ლ------------სა და ს------------------–-----------–--–- დადებულ ბინების გაცვლილობის ხელშეკრულება არის უკანონო კანონით დადგენილი წესების დარღვევით შედგენილი და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოყოლია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიერ ლ------------ს დასაბუთებულად ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ქ-------–------–-------------–------------------- არასდროს არ ყოფილა ლ------------ის საკუთრებაში. ლ------------სა და ს------------------–-----------–--–- დადებული ბინების გაცვლილობის ხელშეკრულება არის უკანონო, კანონით დადგენილი წესების დარღვევით შედგენილი, არ არის დამოწმებული ნოტარიალურად და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოყოლია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დასაბუთებული უარი უთხრა ლ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 1----–-–--------------–------–-------------–------------------- წარმოადგენდა თ--------------------- საკუთრებას. მანამდე ის იყო თ--------------------- მართლზომიერ მფლობელობაში და ეს უკანასკნელი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად სარგებლობდა მისით. აღნიშნული ბინა არასდროს არ ყოფილა ლ------------ის საკუთრებაში.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 2014 წლის 13 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ლ------------მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მ---------------–------------------–------------ზონა. ნ----–-----ა, სექტორი ქ. ნ----–-----ა) და განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, სანოტარო წესით დამოწმებული გაცვლის ხელშეკრულება, ცნობა-დახასიათება, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ------------ის განცხადება და განცხადების მიღების ბარათი (იხ.ტ.II.112;120).
4.1.2. ა-----–---------------–---------------–-–------------------–--- გაფორმებული საცხოვრებელ ბინათა გაცვლის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ს---------------------------------, მცხოვრები მისამართზე: ქ.------–-------------------–---------------–---------------------------- მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-------------------–--------- შეადგინეს წინამდებარე ხელშეკრულება შემდეგზე:
ს-------------------------------ი ცვლის მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ოროთახიან ბინას, მდებარე მისამართზე: ქ-------–-------------------–---------- ფართობით 30.3 კვ.მ. და დამხმარე ფართობი 21.1 კვ.მ.
ლ-------------------------ი ცვლის მის საკუთრებაში არსებულ ოროთახიან ბინას, მდებარე მისამართზე: ქ-------–-------------------–---------, ფართობით 42.9 კვ.მ.
ს---------------- საცხოვრებელი ბინის საინვენტარიზაციო შეფასება შეადგენს 2-00 (ორი ათას ხუთასი) ლარს.
ლ------------- საცხოვრებელი ბინის საინვენტარიზაციო შეფასება შეადგენს 2-00 (ორი ათას ხუთასი) ლარს.
წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე ს----------------ა და ლ-------------- საცხოვრებელი ბინები დავის ან აკრძალვის ქვეშ არ იმყოფებიან.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 4 ეგზემპლარად.
მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულება გაბათილებას არ ექვემდებარება.
ხელმოწერილია: ს--------------- და ლ------------- მიერ. რეგისტრირებულია ნ-----–------- საკრებულოს გამგეობის მიერ(ხელმოწერილია და ბეჭედდასმულია), რეგისტრირებულია ტექინვეტარიზაციის ბიუროში (ხელმოწერილი, ბეჭედდასმულია).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საცხოვრებელ ბინათა გაცვლის ხელშეკრულება (იხ.ტ.II.115).
4.1.3. განცხადებაზე თანდართული ცნობა დახასიათების თანახმად ზონა ნ----–-------------------------------–---------- ბინა, საერთო ფართი 51.40 კვმ. საცხოვრებელი ფართი 30.30 კვმ. დამხმარე ფართი 21.10კვმ. სწარმოადგენს ლ------------ის საკუთრებას. შენიშვნა: ხელშეკრულებაში რეესტრის ნომერი და ნოტარიუსი დაფიქსირებული არ არის. გაცვლის ხელშეკრულება 1----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა-დახასიათება (იხ.ტ.II.117).
4.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური არქივის მი---------–-–----------- გაცემული ინფორმაციით უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, ნ----–------------------–------------- სააღრიცხვო ბარათში საინვეტარიზაციო გეგმა არ ინახებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ინფორმაციით უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (იხ.ტ.II.118).
4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–----------------------------- გადაწყვეტილებით ლ------------ის განცხადების გამო სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრლყოფილი. კერძოდ: მის მიერ წარმოდგენილი გაცვლის ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული. კერძოდ ნოტარიულად არ არის დადასტურებული, ხოლო რაც სეეხება საქმეში წარმოდგენილ ცნობა-დახასიათებას, კანონმდებლობიდან გამომდინარე არ ითვლება ბინაზე მართლზომიერების დამადასტურებელ დოკუმენტად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–----------------------------- გადაწყვეტილება (იხ.ტ.II.121).
4.1.6. 2----–-–------------------------- ლ------------მა განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს და დამატებით წარადგინა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, სადაც მითითებულია, რომ ქ----------------------------–--------- სახლის მფლობელია ლ------------------------------------------- ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროს მიერ 1----–-–--------–------–-----–--–------------ რომლის თანახმად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მდებარე მისამართზე: ქ----------------------------–-------------------, ირიცხება მოქალაქე ლ---------- სახელზე ინვეტარიზაციის თანახმად. საცხოვრებელი სახლის ფართობი შეადგენს 30.3.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ------------იმა განცხადებები(იხ.ტ.II.122; 127.)
- საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი(იხ.ტ.II.123-126.)
-ბ------------- ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროს მიერ 1----–-–--------–------–-----–--–-----------(იხ.ტ.II.129.)
4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------------------------ გადაწყვეტილებით ლ------------ის განცხადების გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------------------------- გადაწყვეტილება (იხ.ტ.II.130).
4.1.8. 2014 წლის 13 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს განმეორებით განცხადებით მიმართა ლ------------მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მ---------------–------------------–------------ზონა. ნ----–-----ა, სექტორი ქ. ნ----–-----ა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ------------ის განცხადება (იხ.ტ.II.131-135).
4.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------------------------------- გადაწყვეტილებით ლ------------ს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე, ვინაიდან ანალოგიური მოთხოვნით და იგივე დოკუმენტაციით ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო N------------ განცხადება, რომელზეც სარეგისტრაციო სამსახურმა იმსჯელა 2----–-–-------------------- გადაწყვეტილებით წარმოების შეჩერების შესახებ და 2----–-–-------------------- გადაწყვეტილებით წარმოების შეწყვეტის შესახებ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე (ვინაიდან ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურმა ერთხელ უკვე განიხილა წარდგენილი განცხადების იდენტური განცხადება და ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო საფუძვლად ადმინისტრაციული აქტის გამოცემას არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ), საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ზ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------------------------------- გადაწყვეტილება (იხ.ტ.II.136).
4.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–----------------------------------- გადაწყვეტილება ლ------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2----–-–------------------------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ------------ის ადმინისტრაციული საჩივარი(იხ.ტ.II.137-141).
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება (იხ.ტ.II.166-169).
4.1.11. 2016 წლის 03 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ლ------------მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ნ----–------------------–----------------------------------–---------------------------–-------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ------------ის განცხადება(იხ.ტ.II.98).
- ლ------------ის განცხადება (ადმინისტრაციული საჩივარი)(იხ.ტ.II.27-29).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–-------------------------–-------–----------------------------------
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2----–-–--------------------------------–-------–--- (იხ.ტ.II.94-97).
4.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–-------------------------–-------–-------------------- ლ------------ს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე, ვინაიდან ანალოგიური მოთხოვნით და იგივე დოკუმენტაციით სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო N------------- განცხადება, რომელზეც სარეგისტრაციო სამსახურმა იმსჯელა წარმოების შეჩერების შესახებ და წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებით და ასევე N------------ განცხადება, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება განუხილველად დატოვების შესახებ, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაინტერესებულ პირს, (ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურმა უკვე განიხილა წარმოდგენილი განცხადების იდენტური განცხადებები და ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო საფუძვლად ადმინისტრაციული აქტის გამოცემას არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ) საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–-------------------------–-------–----------------------------------
4.1.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–-------------------------–-------–-------------------- ლ------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ------------ის განცხადება (ადმინისტრაციული საჩივარი)(იხ.ტ.II.27-29).
4.1.14. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 20---–-–-------------------------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა ლ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან რომ N------------ სარეგისტრაციო განცხადების იდენტური სარეგისტრაციო განცხადება დაინტერესებული პირის მიერ ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურში უკვე წარდგენილი იყო 2014 წელს და მასთან დაკავშირებითაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N-------------06 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N---------------------–-------–------------------------------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. შესაბამისად, ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო N--------------06 და N---------------- გადაწყვეტილებების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ასევე არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელსაც შესაძლოა განეპირობებინა დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2----–-–--------------------------------–-------–--- (იხ.ტ.II.94-97).
4.1.15. უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია ზ----------–---------------------------–--------------------–--------------------------------------------------------–------------------–----------------------------------- 82კვმ. წარმოადგენს თ---------------------ს საკუთრებას, უფლების დამდგენ დოკუმენტს წ--------------–---------- დამოწმების თარირი 07.02.2----------–-------------–----–-----------------ა, პრივატიზაციის ხელშეკრულება N----------–---------------- 11.01.1----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტ.I.52).
4.1.16. უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია ზ----------–---------------------------–--------------------–--------------------------------------------------------–------------------–-----------------------, 82კვმ. წარმოადგენს შ------------------- საკუთრებას, უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N-----------------–--------------------------–-
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტ.I.53).
4.1.17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თ--------------------- და ლ------------ი პრეტენზიას აცხადებენ ერთსა და იმავე ბინაზე და აღნიშნული ბინის მისამართია ნ----–-------------------–----------------- აღნიშნული დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: 1. 1----–-–-------------- საცხოვრებელი სახლის კომუნალური ბინის პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულებით, 1----–-–-----–----------–--------------------, ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული 1----–-–---------------------------------------------------------------- შორის დადებული გაცვლის ხელშეკრულებით, ასევე, 1------–-–---------–---- საცხოვრებელ ბინათა გაცვლის ხელშეკრულებით. ხოლო 1----–-–------------–-------- საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტით დასტურდება, რომ ნ----–------–----------–-----------------------------–-------------–- მდებარე საცხოვრებელი ფართის (საცხოვრებელი ბინის ნომერი არ არის მითითებული) მესაკუთრეა თ---------------------, შემდეგ ჩანაწერში მითითებულია ს-------------------, რომელიც გადახაზულია და ბოლოში მითითებულია ლ------------ი (ს.ფ.114); ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელს, ტექბიუროს ჩანაწერების თანახმად წარმოადგენს ლ------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება (იხ.ტ.I.12-29).
4.1.18. ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 07.02.2----–-–------ ცნობით, ქალაქ ნ----–-----ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ თ---------------------ს სახელზე ნ----–-----ის საჯარო რეესტრში 6------------------ კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა, ფართობით 5--82კვ.მ. ნამდვილად მდებარეობს მისამართზე ქ-------–------------------–---------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება (იხ.ტ.I.12-29).
4.1.19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით ლ------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–---------------–-------–------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება (იხ.ტ.I.12-29).
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. ს----------–----–-----------------------------------------------------–------------------------------------------ს 2----–-–--------------–-------------------------------------------–---------------–-–---------–----------------------–-------------------------------------ს გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ლ------------ის მიერ.
-------–-–---------–----------------------–--------------------------------------- ქვედა მხარეს, რეზოლუციის ბოლოს არსებული ხელმოწერა შესრულებულია ა-------–------------------
-------–-–---------–----------------------–---------------------------------–---- ქვედა მხარეს, რეზოლუციის ბოლოს არსებული ხელმოწერა შესრულებულია ა----------------–----------------------------------------
-------–-–---------–----------------------–------------------------------------ წლის 26 იანვრით დათარიღებულ დოკუმენტზე ,,D------------------–-–--------------------------------–----––-------–------------------ გვარით არსებული ხელმოწერები სავარაუდოთ შესრულებულია სხვა პირის (პირების) მიერ.
- დადგენა საკითხისა: წარმოდგენილი 19---–-–---------–----- დათარიღებული ბინების გაცვლის ხელშეკრულება და ტექნიკური პასპორტი დამზადებულია თუ არა მათზე მითითებულ დროს, შეუძლებელია. მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის მათ ხელთ არ არსებობის გამო:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–----–-----------------------------------------------------–-------------------------------------------------–-–--------------–------------------------------
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი; საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2----–-–------------------------------------ გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტისგამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
- დადგენილია, რომ 2014 წლის 13 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ლ------------მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ნ----–-----ა თ---------–---ს ქ---------ნა. ნ----–-----ა, სექტორი ქ. ნ----–-----ა) და განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, სანოტარო წესით დამოწმებული გაცვლის ხელშეკრულება, ცნობა-დახასიათება, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ:
- ა-----–---------------–---------------–-–------------------–--- გაფორმებული საცხოვრებელ ბინათა გაცვლის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ს---------------------------------, მცხოვრები მისამართზე: ქ.------–-------------------–---------------–---------------------------- მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-------------------–--------- შეადგინეს წინამდებარე ხელშეკრულება შემდეგზე:
ს-------------------------------ი ცვლის მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ოროთახიან ბინას, მდებარე მისამართზე: ქ-------–-------------------–---------- ფართობით 30.3 კვ.მ. და დამხმარე ფართობი 21.1 კვ.მ.
ლ-------------------------ი ცვლის მის საკუთრებაში არსებულ ოროთახიან ბინას, მდებარე მისამართზე: ქ-------–-------------------–---------, ფართობით 42.9 კვ.მ.
ს---------------- საცხოვრებელი ბინის საინვენტარიზაციო შეფასება შეადგენს 2-00(ორი ათას ხუთასი) ლარს.
ლ------------- საცხოვრებელი ბინის საინვენტარიზაციო შეფასება შეადგენს 2-00 (ორი ათას ხუთასი) ლარს.
წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე ს----------------ა და ლ-------------- საცხოვრებელი ბინები დავის ან აკრძალვის ქვეშ არ იმყოფებიან.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 4 ეგზემპლარად.
მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულება გაბათილებას არ ექვემდებარება.
ხელმოწერილია: ს--------------- და ლ------------- მიერ. რეგისტრირებულია ნ-----–------- საკრებულოს გამგეობის მიერ (ხელმოწერილია და ბეჭედდასმულია), რეგისტრირებულია ტექინვეტარიზაციის ბიუროში (ხელმოწერილი, ბეჭედდასმულია).
- განცხადებაზე თანდართული ცნობა დახასიათების თანახმად ზონა ნ----–-------------------------------–---------- ბინა, საერთო ფართი 51.40 კვმ. საცხოვრებელი ფართი 30.30 კვმ. დამხმარე ფართი 21.10კვმ. სწარმოადგენს ლ------------ის საკუთრებას. შენიშვნა: ხელშეკრულებაში რეესტრის ნომერი და ნოტარიუსი დაფიქსირებული არ არის. გაცვლის ხელშეკრულება 1----------
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური არქივის მი---------–-–----------- გაცემული ინფორმაციით უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, ნ----–------------------–------------- სააღრიცხვო ბარათში საინვეტარიზაციო გეგმა არ ინახებას.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–----------------------------- გადაწყვეტილებით ლ------------ის განცხადების გამო სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრლყოფილი. კერძოდ: მის მიერ წარმოდგენილი გაცვლის ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული. კერძოდ ნოტარიულად არ არის დადასტურებული, ხოლო რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ცნობა-დახასიათებას, კანონმდებლობიდან გამომდინარე არ ითვლება ბინაზე მართლზომიერების დამადასტურებელ დოკუმენტად.
2----–-–------------------------- ლ------------მა განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს და დამატებით წარადგინა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, სადაც მითითებულია, რომ ქ----------------------------–--------- სახლის მფლობელია ლ------------------------------------------- ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროს მიერ 1----–-–--------–------–-----–--–------------ რომლის თანახმად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მდებარე მისამართზე: ქ----------------------------–-------------------, ირიცხება მოქალაქე ლ---------- სახელზე ინვეტარიზაციის თანახმად. საცხოვრებელი სახლის ფართობი შეადგენს 30.3.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------------------------- გადაწყვეტილებით ლ------------ის განცხადების გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის არ იქნა წარმოდგენილიშეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
- 2014 წლის 13 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს განმეორებით განცხადებით მიმართა ლ------------მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ნ----–-----ა თ---------–---ს ქ---------ნა. ნ----–-----ა, სექტორი ქ. ნ----–-----ა)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------------------------------- გადაწყვეტილებით ლ------------ს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე, ვინაიდან ანალოგიური მოთხოვნით და იგივე დოკუმენტაციით ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო N------------- განცხადება, რომელზეც სარეგისტრაციო სამსახურმა იმსჯელა 2----–-–-------------------- გადაწყვეტილებით წარმოების შეჩერების შესახებ და 2----–-–-------------------- გადაწყვეტილებით წარმოების შეწყვეტის შესახებ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე (ვინაიდან ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურმა ერთხელ უკვე განიხილა წარდგენილი განცხადების იდენტური განცხადება და ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო საფუძვლად ადმინისტრაციული აქტის გამოცემას არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ), საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ზ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------------------------------- გადაწყვეტილება ლ------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
- 2016 წლის 03 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ლ------------მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ნ----–-----ა თ---------–---ს ქ-------------(ზონა. ნ----–-----ა, სექტორი ქ. ნ----–-----ა)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–-------------------------–-------–-------------------- ლ------------ს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე, ვინაიდან ანალოგიური მოთხოვნით და იგივე დოკუმენტაციით სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო N------------- განცხადება, რომელზეც სარეგისტრაციო სამსახურმა იმსჯელა წარმოების შეჩერების შესახებ და წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებით და ასევე N 8----------- განცხადება, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება განუხილველად დატოვების შესახებ, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაინტერესებულ პირს, (ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურმა უკვე განიხილა წარმოდგენილი განცხადების იდენტური განცხადებები და ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო საფუძვლად ადმინისტრაციული აქტის გამოცემას არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ) საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ზ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–-------------------------–-------–-------------------- ლ------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 20---–-–-------------------------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა ლ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან რომ N------------ სარეგისტრაციო განცხადების იდენტური სარეგისტრაციო განცხადება დაინტერესებული პირის მიერ ნ----–-----ის სარეგისტრაციო სამსახურში უკვე წარდგენილი იყო 2014 წელს და მასთან დაკავშირებითაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N-------------06 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N---------------------–-------–------------------------------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. შესაბამისად, ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო N--------------06 და N---------------- გადაწყვეტილებების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ასევე არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელსაც შესაძლოა განეპირობებინა დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თ--------------------- და ლ------------ი პრეტენზიას აცხადებენ ერთსა და იმავე ბინაზე და აღნიშნული ბინის მისამართია ნ----–-------------------–----------------- აღნიშნული დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: 1. 1----–-–-------------- საცხოვრებელი სახლის კომუნალური ბინის პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულებით, 1----–-–-----–----------–--------------------, ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული 1----–-–---------------------------------------------------------------- შორის დადებული გაცვლის ხელშეკრულებით, ა------------–-–---------–---- საცხოვრებელ ბინათა გაცვლის ხელშეკრულებით. ხოლო 1----–-–------------–-------- საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტით დასტურდება, რომ ნ----–------–----------–----------------- თ---------–---ს ქ. #--–- მდებარე საცხოვრებელი ფართის (საცხოვრებელი ბინის ნომერი არ არის მითითებული) მესაკუთრეა თ---------------------, შემდეგ ჩანაწერში მითითებულია ს-------------------, რომელიც გადახაზულია და ბოლოში მითითებულია ლ------------ი (ს.ფ.114); ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელს, ტექბიუროს ჩანაწერების თანახმად წარმოადგენს ლ------------ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რომ თ--------------------- და ლ------------ი პრეტენზიას აცხადებენ ერთსა და იმავე ბინაზე და აღნიშნული ბინის მისამართია ნ----–-------------------–----------------- და სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელს, ტექბიუროს ჩანაწერების თანახმად წარმოადგენდა ლ------------ი, რაც დასტურდება ასევე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით, დგინდებოდა, რომ შეიცვალა ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლითაც ლ------------ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, შესაბამისად არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის ლ------------ისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ა-----–---------------–---------------–-–------------------–--- ს-------------------------------სა და ლ-------------------------ს შორის გაფორმებული საცხოვრებელ ბინათა გაცვლის ხელშეკრულების შინაარსის, რომლითაც დადგენილია, რომ ს-------------------------------ი ცვლის მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ოროთახიან ბინას, მდებარე მისამართზე: ქ-------–-------------------–---------- ფართობით 30.3 კვ.მ. და დამხმარე ფართობი 21.1 კვ.მ. ლ-------------------------ი ცვლის მის საკუთრებაში არსებულ ოროთახიან ბინას, მდებარე მისამართზე: ქ-------–-------------------–---------, ფართობით 42.9 კვ.მ., სიყალბე, ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული საცხოვრებელ ბინათა გაცვლის ხელშეკრულება ხელმოწერილია: ს--------------- და ლ------------- მიერ, სა---------–----–------------------------------------------------------–-------------------------------------------------–-–--------------–--------------------- დასკვნით ცალსახად ვერ დგინდება, რომ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა არ არის შესრულებული კ---------- მიერ, რადგან დასკვნაში მითითებულია, რომ 19---–-–---------–----- დათარიღებულ დოკუმენტზე: ,,DOGOBOR", 1----–-–--------------- დათარიღებულ დოკუმენტზე ,,D------- და 1----–-–--------------- დათარიღებულ ხელშეკრულებაზე კ---------- გვარით არსებული ხელმოწერები სავარაუდოდ შესრულებულია სხვა პირის(პირების) მიერ, ე.ი. მტკიცება მიდის ვარაუდის დონეზე, ამასთან აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულია ნ-----–------- საკრებულოს გამგეობის მიერ(ხელმოწერილია და ბეჭედდასმულია) და რეგისტრირებულია ტექინვეტარიზაციის ბიუროში (ხელმოწერილი, ბეჭედდასმულია).
ასევე სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი დადასტურდებოდა სადავო ხელშეკრულების სიყალბე, რომ ხელშეკრულებაში კ---------- ნებაა არ იყო გამოხატული და შედგენილია არაუფლებომისილი პირის მიერ, ადმინისტრაციული ორგანო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი რეგიონალური სამსახური ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეესწავლა ფაქტობრივი გარემოებები, რა სამართლებრივი შედეგი წარმოშვა აღნიშნულმა ხელშეკრულებამ და ხელშეკრულებაში მითითებული საცხოვრებელი ბინების რეგისტრაციები რის საფუძველზე განხორციელდა საჯარო რეესტრში, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება თუ ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს, მაშინ საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ-------–-------------------–---------- ფართობით 30.3 კვ.მ. და დამხმარე ფართობი 21.1 კვ.მ. უნდა დარჩენილიყო ს-------------------------------ი საკუთრებაში, ხოლო საცხოვრებელი ბინა მდებარე მისამართზე: ქ-------–-------------------–---------, ფართობით 42.9 კვ.მ., უნდა დარჩენილიყო ლ-------------------------ი საკუთრებაში, თუ არ მოხდებოდა შემდგომი რეგისტრაციები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს აზრით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სახეზეა და მისი გაუქმების საფუძველია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2----–-–------------------------------------ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ამასთან სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რადგან სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რომელიც ავალდებულებდა ადმინისტრაციულო ორგანოს არსებითად შეესწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის ზემოაღნიშნული, რათა მხარეს შესაძლებლობა ქონოდა მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ან მოეთხოვა ზიანის ანაზღაურების უფლება, რის გამოც ზემოაღნიშნული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებენ მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას, ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მათ უფლებებს, ამიტომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2----–-–------------------------------------ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
დადგენილია, რომ უძრავი ქონების, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია ზონა ნ----–-----ა 6-, სექტორი ნ----–-----ა 1-- კვარტალი 2-, ნაკვეთი 0--, კოდი 0----- მისამართი: ქ. ნ----–-----ა თ---------–---ს ქუჩა, N ბინა 4-- ფართი 5-- 82კვმ. თ---------------------ს საკუთრების რეგისტრაციის საფუძველზე/ უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა ც---------- დამოწმების თარიღი 07.02.2----------–-------------–----–-----------------ა (რომელიც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით) და პრივატიზაციის ხელშეკრულება N----------–---------------- 11.01.1----
ხოლო შემდეგ სადავო უძრავი ქონები (ნ----–-----ა 6-, სექტორი ნ----–-----ა 1-- კვარტალი 2-, ნაკვეთი 0--, კოდი 0----- მისამართი: ქ. ახალციხე ნ----–-----ა თ---------–---ს ქუჩა, ფართი 5-- 82კვმ.) დარეგისტრირდა შ------------------- საკუთრებაში რეგისტრაცის საფუძველს/უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N-----------------–--------------------------–-
მოსარჩელეს მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ არ გაუხდია პრივატიზაციის ხელშეკრულება N----------–---------------- 11.01.1----, რომელიც წარმოადგენდა თ---------------------ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ერთე-ერთ საფუძველს და არც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N-----------------–--------------------------–-, რომლითაც სადავო ქონება შემდგომ დარეგისტრირდა შ------------------- საკუთრებად, შესაბამისად სასამართლო შებასებას ვერ მიცემს აღნიშნულ დოკუმენტების კანონიერებას, რის გამოც ლ------------ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის დავალდებულებაზე ახალი ინდივიდუალური აქტის ლ------------ის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო ქონებაზე რეგისტრირებულია სხვა პირის საკუთრება, რაც გამორიცხავს უძრავი ქონების ავტომატურ რეგისტრაციას მოსარჩელეზე, არსებული რეგისტრაციისა და მისი საფუძვლის გაუქმების გარეშე.
8. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2----–-–------------------------------------ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამიტომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს მოსარჩელე ლ------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-1-- მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2----–-–------------------------------------ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3.ლ------------ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის დავალდებულებაზე ახალი ინდივიდუალური აქტის ლ------------ის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს მოსარჩელე ლ------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში–მისამართი ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ.№7ა, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოს(მისამართი: ქ. ახალციხე მებაღიშვილის ქ. N62) მეშვეობით.
მოსამართლე: გია ბერაია